imedi /  19 ივლისი 2019, 10:46 / სანდო წყარო

იაპონიის ანიმაციურ სტუდიაში ხანძრის გაჩენის სავარაუდო მოტივი დასახელდა

იაპონიაში ანიმეს სტუდიაში ხანძარს, სულ მცირე, 33 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე ათეული კი დაშავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შემთხვევის ადგილზე პოლიციამ 41 წლის კაცი დააკავა, რომელსაც ხელში ბენზინით სავსე ავზი ეკავა. ეჭვმიტანილმა თავისი ქმედებები იმით ახსნა, რომ სტუდიამ მას ნაწარმოები მოჰპარა, - წერს სააგეტო Kyodo News-ი.

სტუდიაში Kyoto Animation ხანძარი 18 ივლისს გაჩნდა. 41 წლის კაცმა შენობაში საწვავი დაღვარა და მას ცეცხლი წაუკიდა შეძახილებით „მოკვდით!“.  

სამსართულიანი შენობა, სადაც სტუდია მდებარეობს, სერიოზულად დაზიანდა. თვითმხილველების თქმით, მათ თავდაპირველად აფეთქების ხმა გაიგეს, რის შემდეგაც შენობაში შავი კვამლი გაჩნდა.

Kyoto Animation - ანიმეების შემქმნელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტუდიაა. ის 1981 წელს დააფუძნეს. მის ნამუშევრებს შორისაა „კლანადი“, კანონი“, „ვაიოლეტ ევერგარდენი“, „K-On!“. 

ყველა სიახლე

01 აპრილი 2020, 14:59

ვიდეო

უკვე მეორე დღეა გადაკეტილია გორის ყველა გასასვლელი

01 აპრილი 2020, 14:59

ვიდეო

იმერეთში კორონავისრუსის ახალი შემთხვევა დღეს არ გამოვლენილა

01 აპრილი 2020, 14:58

ვიდეო

ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალები მკაცრად ამოწმებენ ქალაქში შესასვლელებს

01 აპრილი 2020, 14:55

საზოგადოება

ვერაზე მაჭავარიანის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

მთაწმინდის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებს. გზის სრული რეაბილიტაცია ამჯერად, მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაცით, მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, 1 900 კვ.მ ფართობზე დაიგება ორფენიანი ასფალტი, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარები. ქუჩის კეთილმოწყობის პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

01 აპრილი 2020, 14:45

COVID19

საქართველოს ბანკი ბიზნესებს მხარდასაჭერად პლატფორმას სთავაზობს

საქართველოს ბანკი COVID 19-თან ბრძოლის პირობებში ბიზნესებს მხარდასაჭერად პლატფორმას სთავაზობს. ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ბევრ ბიზნესს მოუწია ახალ რეალობაზე გადაწყობა ან საქმიანობის დროებით შეჩერება. იმისათვის, რომ მათ შექმნილ ვითარებაში შეძლონ რაც შეიძლება ნაკლები ფინანსური ზიანი მიადგეთ და ასევე, მოემსახურონ საოპერაციო ხარჯებს, საქართველოს ბანკი მათ სთავაზობს პლატფორმას https://argacherde.ge, სადაც ისინი შეძლებენ დარეგისტრირდნენ და საკუთარი პროდუქტი თუ მომსახურება მომხმარებელს სპეცილურ ფასად შესთავაზონ. შეთავაზების გამოყენებას მომხმარებელი მას შემდეგ შეძლებს, რაც ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაბრუნდება და ბიზნესები კვლავ წარმატებით გააგრძელებენ საქმიანობას, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ბანკი ავრცელებს.

მაია ცქიტიშვილი

01 აპრილი 2020, 14:34

COVID19

მაია ცქიტიშვილმა განმარტა რა საგადასახადო შეღავათები დაუწესდა ბიზნესს

„ეს იყო მოქალაქეების ნაწილში საბანკო სესხების, ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში არსებული სესხების 3 თვით გადავადება. ასევე, გარკვეული პაკეტი იყო შეთავაზებული ტურისტული ბიზნესის მთელი კომპლექსისთვის, დაახლოებით 18 ათას კომპანიას შეეძლო, ესარგებლა ქონების და საშემოსავლო გადასახადის გადავადებით 4 თვის განმავლობაში. ასევე გახსოვთ, რომ მცირე ზომის სასტუმროებისთვის, 50 ადგილზე ნაკლები ზომის სასტუმროებისთვის შევთავაზეთ სესხის სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში, პროცენტის თანადაფინანსება და ასევე, განბაჟების გადასახადის გადავადება ავტოიმპორტიორებისთვის, რომელსაც ასევე, ჰქონდა პრობლემა და 38 ათასმა იმპორტიორმა უკვე ისარგებლა ამ შეღავათებით

იენს სტოლტენბერგი

01 აპრილი 2020, 14:34

პოლიტიკა

ხვალ ნატოში საქართველოსა და უკრაინის მხარდასაჭერად დამატებითი ღონისძიებების პაკეტს დაამტკიცებენ

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენგერბმა ონლაინ პრესს-კონფერენციის ფარგლებში „ქრონიკას“ განუცხადა, „ახალი ღონისძიებები ეხება შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მეტ ერთობლივ წვრთნებს. ნატო აგრძელებს საქართველოს დახმარებას პრაქტიკულ და პოლიტიკურ დონეზე“.

01 აპრილი 2020, 14:32

COVID19

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ერგნეთში იმყოფება

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შიდა ქართლში ჩავიდა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საგუშაგოებს მოინახულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოგვიანებით ვახტანგ გომელაური გორის შესასვლელში მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტთან მივა და საგუშაგოებზე არსებულ სიტუაციას გაეცნობა.

01 აპრილი 2020, 14:27

ვიდეო

იზოლაციის პირობებში მომღერლები გვამხნევებენ

01 აპრილი 2020, 14:27

ვიდეო

ცნობილი მოგზაური ფოტოგრაფი ამი ვიტალე

01 აპრილი 2020, 14:26

ვიდეო

მთავრობის ახალი გადაწყვეტილებები და სოციალური დახმარება ქვეყნის მოსახლეობას

01 აპრილი 2020, 14:26

ვიდეო

იტალიელი მერის, რობერტო მონტიშის, მიმართვა ქართველებს და ვითარება ქალაქ სარდარაში

01 აპრილი 2020, 14:25

ვიდეო

ქვეყნის მაშტაბით დღეს, საკარანტინო რეჟიმის მეორე დღეა

01 აპრილი 2020, 14:25

ვიდეო

პაატა იმნაძის ბრიფინგი

01 აპრილი 2020, 14:25

ვიდეო

მაია ცქიტიშვილის ბრიფინგი

ლევან რატიანი

01 აპრილი 2020, 14:24

COVID19

ლევან რატიანი: პაციენტი, რომლის მკურნალობა 97%-ის შემთხვევაში ლეტალურად უნდა დასრულებულიყო, გადარჩა და სახლში გაეწერება

პაციენტი, რომლის მკურნალობა 97%-ის შემთხვევაში ლეტალურად უნდა დასრულებულიყო, გადარჩა და სახლში გაეწერება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა. მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პირველ ადგილზე აყენებს კოვიდინფიცირებას ლეტარულ მაღალ გამოსავალთან, თუ ანამნეზშია არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა. სწორედ ასეთ პაციენტი გაეწერება ბინაზე.

01 აპრილი 2020, 14:22

ვიდეო

როგორ ჩაიარა კომენდანტის საათის პირველმა ღამემ საქართველოს მასშტაბით

პაატა იმნაძე

01 აპრილი 2020, 14:21

COVID19

პაატა იმნაძე: ნოემბერში იყო კორონავირუსები, ოღონდ ჩვეულებრივი, ადამიანის კორონავირუსები და არა COVID 19

„თუ შეიძლება ნუ დაგვავიწყდება, რომ ნოემბერში დაიწყო საქართველოში გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების სეზონი. დაინტერესებულ პირებს ვთხოვ, იხილონ ჩვენი ვებგვერდი, სადაც ყოველკვირეულად წერია, რომელი ვირუსები ცირკულირებდა საქართველოში. იქ იყო როგორც ბე ტიპის გრიპის ვირუსები, მერე H3 ტიპის ვირუსები გამოჩნდა, იქ იყო კორონავირუსები, ოღონდ ჩვეულებრივი ადამიანის კორონავირუსები და არა ახალი კორონავირუსი. იქ იყო რესპირატორულ-სენსიტიური ვირუსი, რომელიც დღესაც გრძელდება. რესპირატორულსენსიტიური ვირუსი არის დღეს რესპირატორული დაავადებების ძირითადი გამომწვევი. გასაგებია, ვიღაცას შეიძლება, შარშან ზაფხულშიც ჰქონდა გადატანილი და ასე მოეჩვენოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს რეალობასთან ახლოს არ არის“, - განაცხადა იმნაძემ.

01 აპრილი 2020, 14:20

ვიდეო

კახეთში არსებულ ვითარებაზე - იცავენ თუ არა მოქალაქეები დაწესებულ შეზღუდვებს

01 აპრილი 2020, 14:18

COVID19

ესპანეთში გასულ 24 საათში კორონავირუსით რეკორდულად ბევრი ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთში გასულ 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი - 864 დაფიქსირდა, - ამის შესახებ ესპანეთის ჯანმრთელობის სამინისტრომ განაცხადა. ჯამში ესპანეთში 9 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული და კორონავირუსით ინფიცირებულია 102,136 ადამიანი, - ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.