imedi /  19 ივლისი 2019, 12:34 / სანდო წყარო

არგენტინამ „ჰეზბოლა“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა

„ჰეზბოლა“

„ჰეზბოლა“

არგენტინამ რადიკალური შიიტური მოძრაობა „ჰეზბოლა“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა და მისი ანგარიშები დააყადაღა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს „ფულის გათეთრებასთან“ ბრძოლის დეპარტამენტზე დაყრდნობით BBC წერს.

ამას საფუძვლად დაიდო არგენტინის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც „ჰეზბოლა“ პასუხისმგებელია ტერორისტულ თავდასხმებზე 1992 წელს ბუენოს-აირესში ისრაელის საელჩოზე და 1994 წელს ბუენოს-აირესის ებრაული თემის ცენტრზე.

ისრაელის საელჩოზე თავდასხმისას აფეთქდა არა მხოლოდ დიპლომატიური მისიის შენობა, არამედ ახლომდებარე სკოლა და ეკლესიაც. ებრაული თემის ცენტრის წინ ავტომობილის აფეთქებისას დაიღუპა 85 და დაშავდა 300 ადამიანი. ეს ორი ტერაქტი ამ დრომდე გაუხსნელი იყო. გამოძიება რამდენიმე ირანელის წინააღმდეგ მიმდინარეობდა, მათ შორის 2017 წელს გარდაცვლილი ყოფილი პრეზიდენტის ალი აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის მიმართაც.

შიიტური ორგანიზაცია „ჰეზბოლა“ („ღმერთის პარტია“) 1982 წელს ირანის მხარდაჭერით დაარსდა. მისი მიზანი ლიბანში ისრაელის ინტერვენციაზე პასუხის გაცემა იყო. 1992 წლიდან დაჯგუფებას საკუთარი წარმომადგენლები ლიბანის პარლამენტშიც ჰყავს.

„ჰეზბოლას“ იდეოლოგიის ძირითადი მიმართულებები ისრაელთან ბრძოლა და მსოფლიოში „ისლამის სამეფოს“ გავრცელებაა. სირიაში მიმდინარე კონფლიქტში „ჰეზბოლა“ ბაშარ ასადს უჭერს მხარს.

ტერორისტული ორგანიზაცების სიაში „ჰეზბოლა“ აშშ-ში, კანადასა და ისრაელშია შეყვანილი. დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და ევროკავშირი ტერორისტულად მხოლოდ მის სამხედრო შენაერთებს აღიარებენ.

ყველა სიახლე

ლევან გორგაძე

13 ნოემბერი 2019, 13:16

სპორტი

ლევან გორგაძემ კიუშუ ბაშოზე მეორედ გაიმარჯვა

ტოჩინოშინმა მესამე მაეგაშირა ტაკარაფუჯი კუბიჰინერის საკმაოდ ეფექტური ილეთით დაამარცხა. ოთხი ტურის შემდეგ ქართველი სუმოისტის ანგარიშზე 2 მოგება და 2 წაგებაა. 14 ნოემბერს ტოჩინოშინი დაიეიშოს შეხვდება, რომელთანაც აქამდე გამართული ცხრა ორთაბრძოლიდან ექვსი მოიგო.

ლევან ჯღარკავა

13 ნოემბერი 2019, 13:12

საქართველო

მუნიციპალური ინსპექციის უფროსად ლევან ჯღარკავა დაინიშნა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალური ინსპექციის უფროსად ლევან ჯღარკავა წარადგინა. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობისი სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, „თბილსერვის ჯგუფს“ ახლა რომეო მიქაუტაძე უხელმძღვანელებს.

13 ნოემბერი 2019, 13:06

ეკონომიკა

ქედაში თამბაქოს მწარმოებლების აქცია იმართება

ქედაში თამბაქოს მწარმოებლები აქციას მართავენ. ისინი ახალი რეგულაციების ამოქმედებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით 21 ნოემბრიდან ყველა სახის დაუფასოებელი თამბაქოს გაყიდვა იკრძალება. ამასთან, სავალდებულო ხდება აქციზიც. შეკრებილების განცხადებით, მაღალმთიან აჭარაში თამბაქო აქტიურად მოყავთ და ის მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა.

ნინო ლომჯარია

13 ნოემბერი 2019, 13:05

საქართველო

ომბუდსმენი: პროპორციულზე უარის თქმა სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო იქნება

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს მოუწოდებ მხარი დაუჭირონ კანონპროექტს. ომბუდსმენის განცხადებით, ეს უკავშირდება ისეთ მნიშვნელოვან ადამიანის უფლებებს, როგორიც არის სამართლიანი და პროპორციული არჩევნები.

გი ლალიბერტე

13 ნოემბერი 2019, 12:59

მსოფლიო

Cirque du Soleil-ის დამაარსებელი მარიხუანის მოყვანისთვის დააკავეს

ცნობილი კანადური ცირკ Cirque du Soleil-ის დამაარსებელი, მილიარდერი გი ლალიბერტე წყნარ ოკეანეში თავის კერძო კუნძულზე მარიხუანის მოყვანის ბრალდებით დააკავეს. 60 წლის ლალიბერტე მაშინ დააკავეს, როდესაც თავისი თვითმფრინავით საფრანგეთის პოლინეზიაში ჩავიდა. ის სასამართლოს წინაშე დღეს წარდგება.

პროპორციული არჩევნები

13 ნოემბერი 2019, 12:56

საქართველო

პარლამენტთან აქცია „არ გაბედო ჩაგდება“ იმართება

მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტების თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის დამტკიცება. მათი განცხადებით, მათთვის პრინციპულია 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება.

კახაბერ ოქრიაშვილი

13 ნოემბერი 2019, 12:34

საქართველო

ოქრიაშვილი: ივანიშვილისგან იყო ზეწოლის მცდელობა, ხუნდაძე დატუქსასავით

უმრავლესობის წევრის, კახაბერ ოქრიაშვილის განცხადებით, მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში შეხვედრაზე, სადაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე მსჯელობდნენ, პარტიის თავმჯდომარის მხრიდან საკითხის მოწინააღმდეგე დეპუტატებზე ზეწოლის მცდელობა იყო.

Tesla

13 ნოემბერი 2019, 12:19

ეკონომიკა

Tesla ევროპაში პირველ ქარხანას ბერლინში ააშენებს

მასკის განმარტებით, კომპანია გერმანიის დედაქალაქში ქარხანასა და საინჟინრო-კონსტრუქტორულ ცენტრს ააშენებს. „ყველამ იცის გერმანულ წამყვან საინჟინრო ტექნოლოგიებზე და ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ გადავწყვიტეთ Gigafactory Europe-ს აშენება ბერლინში"- აღნიშნა მასკმა. მისივე თქმით, ქარხანა ბერლინის ახალ აეროპორტთან ახლოს აშენდება.

მელანი კოულმენი

13 ნოემბერი 2019, 11:59

სპორტი

ამერიკელი ტანმოვარჯიშე ვარჯიშის დროს დაიღუპა

ცნობილი ამერიკელი ტანმოვარჯიშე, მელანი კოულმენი ტრაგიკულად დაიღუპა. სამხრეთ კონექტიკუტის უნივერსიტეტის 20 წლის სტუდენტი, ოლიმპიური ათლეტების მოსამზადებელი შეკრების დროს, სპორტულ ტანვარჯიშში ორძელზე ასრულებდა ვარჯიშს და ნახტომის შესრულებისას ზურგის სერიოზული დაზიანება მიიღო.

პროპორციული არჩევნები

13 ნოემბერი 2019, 11:56

საქართველო

ოპოზიციის აზრით თუ ქვეყანა პროპორციულზე არ გადავა, აქციები გარდაუვალია

„ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, თუ პროპორციულ სისტემაზე ქვეყანა არ გადავა „ეს პროცესებს მთლიანად გადაიყვანს რადიკალიზაციისკენ ქუჩის კალაპოტში”. ასე გამოეხმაურა ბაქრაძე მმართველი გუნდის ოფისში გამართულ შეხვედრას.

რონალდინიო

13 ნოემბერი 2019, 11:47

სპორტი

რონალდინიო ბარსელონაში დაბრუნდა

ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდინიო ბარსელონაში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. როგორც ის წერს, მალე მისი გულშემატკივრები ახალ ამბავს შეიტყობენ. „მე სახლში დავბრუნდი. მადლობა ღმერთს ასეთი სიყვარულისა და დაფასებისთვის. აქ ყოველთვის განსაკუთრებული ენერგიაა.

ლუკაშენკო

13 ნოემბერი 2019, 11:44

მსოფლიო

ლუკაშენკო ვენაში ჩავიდა

ბელარუსის პრეზიდენტი ავსტრიას ეწვია. 2016 წლის შემდეგ ეს ალექსანდრე ლუკაშენკოს პირველი ვიზიტია ევროკავშირის ქვეყანაში. ლუკაშენკო უკვე შეხვდა თავის ავსტრიელ კოლეგას ალექსანდრ ვან დერ ბელენს და ყოფილ კანცლერ სებასტიან კურცს. როგორც ბელარუსის პირველმა პირმა განაცხადა, მას ვროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესების იმედი აქვს.

პოლიცია

13 ნოემბერი 2019, 11:42

ძალოვნები

გურჯაანში საპატრულო პოლიციის ექსპრესფილიალები ამოქმედდა

პროექტის განხორციელების შედეგად, რეგიონის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, 50-მდე საპოლიციო სერვისი „ერთი სარკმლის პრინციპით“, დროის ნაკლები დანახარჯით, პერიოდულად, ქალაქიდან გაუსვლელად მიიღოს, მათ შორის მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება ან ჯარიმით შეცვლა.

ქართველი ექიმები

13 ნოემბერი 2019, 11:40

საქართველო

6 ექიმს პროფესიული საქმიანობა სამუდამოდ შეუწყდა

ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო რეგულირების სააგენტო, ამბულატორიულ და სტაციონარულ დაწესებულებებში ჩატარებულ მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. სპეციალისტებმა 4 თვის განმავლობაში 500-ზე მეტი დაწესებულება შეამოწმეს. შემოწმების შედეგად დაიწერა 117 სამართალდარღვევის ოქმი.

ნინა დობრევი

13 ნოემბერი 2019, 11:37

ტაბლოიდი

მსახიობი ნინა დობრევი საავადმყოფოში მოხვდა

ცნობილი მსახიობი ნინა დობრევი, ალერგიული ინტოქსიკაციის გამო საავადმყოფოში მოხვდა. გამოცემა People-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ცნობა ნინას მეგობარმა სოციალურ ქსელში ფოტოების საშუალებით გაავრცელა. სურათებში მსახიობი ძალიან ცუდად გამოიყურება, ჟანგბადის ნიღაბი უკეთია და ქუთუთოები აქვს შეშუპებული, რამაც მისი გულშემატკივრების შეშფოთება გამოიწვია.

პროპორციული არჩევნები

13 ნოემბერი 2019, 11:37

საქართველო

კრისტიან ურსე: ევროპის საბჭო იმედოვნებს რომ საქართველო პროპორციულ სისტემაზე გადავა

საქართველოს საარჩევნო სისტემის პროპორციულ მოდელზე გადასვლას იმედოვნებს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელიც. თემაზე კითხვის საპასუხოდ კრისტიან ურსე აცხადებს, რომ თავის დროზე გაჟღერებული ინიციატივა, ევროსაბჭოში მოიწონეს.

მამუკა მდინარაძე

13 ნოემბერი 2019, 11:19

საქართველო

მამუკა მდინარაძე: უმრავლესობის უმრავლესობა პროპორციულ სისტემას უჭერს მხარს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის უმრავლესობა პროპორციულ სისტემას უჭერს მხარს. მისი თქმით, სწორი იყო პარტიის თავმჯდომარის და უმრავლესობის გადაწყვეტილებაც იმაზე, რომ ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე უნდა გადავიდეს.

რიკოთის გვირაბი

13 ნოემბერი 2019, 11:17

საქართველო

რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

რიკოთის გვირაბში, 14 ნოემბერს მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 08:00 საათიდან 18:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

დიმიტრი ხუნდაძე ირაკლი შიოლაშვილი

13 ნოემბერი 2019, 11:06

საქართველო

დიმიტრი ხუნდაძემ და ირაკლი შიოლაშვილმა უმრავლესობა საკუთარ პოზიციაში ვერ დაარწმუნეს

უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგია, მმართველი პარტიის ოფისში გამართულ სხდომაზე თანაპარტიელები საკუთარ პოზიციაში ვერ დაარწმუნა.

მიხეილ ჩხენკელი

13 ნოემბერი 2019, 11:00

საქართველო

განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

მიხეილ ჩხენკელი დღემდე იყო საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში, 2017-2018 წლებში კი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მანამდე კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი.