imedi /  21 ივლისი 2019, 18:09 / სანდო წყარო

Liberation: ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში გუანტანამოს მსგავსი რამ იქმნება

სირია

ალ-ჰოლის ბანაკი, სირია

"ალ-ჰოლის ბანაკში (სირია) 80 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება, მათ შორის ჯიჰადისტების ცოლები და შვილები, რომლებიც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ ", - ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Liberation-ის ჟურნალისტი ლიუკ მატიე წერს. 

სტატიის ავტორის თქმით, ბანაკში მცხოვრებთა უმეტესობა, თითქმის 70 ათასამდე ადამიანი სირიელი და ერაყელია. ისინი მთავარ ბანაკში ცხოვრობენ, ქურთების ხელისუფლება მათ სამოქალაქო პირებად თვლის. კიდევ სხვები განთავსებულები არიან შემოღობილ, ციხის მსგავს ტერიტორიაზე. "ამ ძალიან ცუდად დაცულ ციხეში, რომელიც ღია ცის ქვეშ მდებარეობს, 11 ათასზე მეტი ადამიანია, რომელთა შორისაც არიან ქალები და ბავშვები", - წერს სტატიის ავტორი და დასძენს, რომ საუბარია დაახლოებით 7 ათას არასრულწლოვან ბავშვზე, რომელთა ასაკიც 12 წელზე ნაკლებია. "ბავშვები იქ თითქმის ყოველ კვირა იბადებიან", - წერს ლიუკ მატია.

სტატიის ავტორის თქმით, აქ თითქმის 50 ეროვნების წარმომადგენელია, ბანაკი კი თავიდან გათვლილი იყო მხოლოდ 10 ათასამდე ადამიანზე, თუმცა ჯიჰადისტების მიერ უკან დახევის შემდეგ აქ ხალხის რაოდენობა გაიზარდა, მათი საცხოვრებელი პირობები კი განსაკუთრებით დამძიმდა ძლიერი სიცხის დროს, სადაც ზაფხულში ტემპერატურა 50 გრადუს ცელსიუსს აღწევს.

"დაავადებები, არასაკმარისი კვება, დაუმუშავებელი ჭრილობები, კარვებში სამედიცინო დახმარების გარეშე მშობიარობის შემთხვევები... პრობლემები ერთმანეთს ემატება. რამდენიმე კვირის წინ თითო ადამიანზე გათვლილი წყლის ოდენობა 3 ლიტრამდე შემცირდა. მას შემდეგ 10 ლიტრამდე გაიზარდა, ნორმა კი 50 ლიტრამდეა", - წერს სტატიის ავტორი.

ჟურნალისტის თქმით, ასევე არ არის ჰიგიენის ნორმები, რაც დაავადებების გავრცელებას უწყობს ხელს. სიტუაციას ასევე ამძიმებს უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით მდგომარეობის გაუარესება. "დაკავებულებს შორის ჩვეულებრივ ამბად არის ქცეული დანით ჩხუბი, ქვების სროლა და მუქარა: ყველაზე მეტად რადიკალები თავს ესხმიან მათ, ვინც მიაჩნიათ, რომ მართლები არ არიან", - წერს ლიუკ მატია. მისი თქმით, ივლისის დასაწყისში ერთ-ერთი პატიმარი ქალი სირიის დემოკრატიული ძალებიდან ქურთ მცველს დაესხა თავს. როგორც სტატიის ავტორი ამბობს, ასეთი შემთხვევები ხშირია და დაძაბულობის ფონი სულ უფრო იზრდება. 

ავტორის თქმით, კულუარებში დიპლომატები და ჰუმანიტარული დახმარების წარმომადგენლები შეშფოთებას გამოთქვამენ იმაზე, თუ რაც ხდება ბანაკში. 

"სიტუაცია უპრეცედენტო და დაუჯერებელია. ჩვენ ისტორიულ პრობლემას ვეჯახებით", - ამბობს საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ერთ-ერთი მაღალჩინოსანი წყარო. "თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პრობლემა თავისი აღმოიფხვრება, მაშინ ვცდებით. ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში გუანტანამოს მსგავსი რამ შეიქმნა. გამონაკლისი ის არის, რომ გუანტანამოში 1500-მდე ადამიანი იყო მხოლოდ. აქ კი ვაკუუმ პირობებში თითქმის 100 ათასამდე ადამიანია. თუ ჩვენ ამ პრობლემას არ გადავჭრით, მაშინ ჯიჰადისტების ახალ თაობას მივიღებთ, "ისლამური სახელმწიფო" 3.0",- ამბობს სტატიის ავტორთან ანონიმი მაღალჩინოსანი. 

ყველა სიახლე

როსტომაშვილი

25 აგვისტო 2019, 19:50

საქართველო

ქართველმა ძალოსანმა 200-ტონიანი საზღვაო ბუქსირი დაძრა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ვიდეო

ბათუმის ნავსადგურში მსოფლიო რეკორდი დამყარდა. ძალოსანმა გიორგი როსტომაშვილმა თითზე მობმული თოკით ადგილიდან დაძრა და 5 მეტრზე გასწია საზღვაო ბუქსირი „თამარა 2“. საზღვაო ბუქსირის წონა 200 ტონას აღემატება.

სალომე ზურაბიშვილი

25 აგვისტო 2019, 19:30

საქართველო

ზურაბიშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმიანება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს Twitter-იდან ეხმიანება. ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. რუსული მედიის ინფორმაციით, „პრეზიდენტის“ თანამდებობისთვის 9 კანდიდატი იბრძვის. „დე ფაქტო მთავრობა აფხაზეთში დღეს ატარებს არალეგიტიმურ „საპრეზიდენტო არჩევნებს“.

ბრედლი კუპერი

25 აგვისტო 2019, 19:16

ტაბლოიდი

ბრედლი კუპერმა ვარცხნილობა შეიცვალა

„ბრედლი კუპერი ჰოლივუდის ყველაზე მომხიბვლელი მამის როლშია“, - ამის შესახებ hollywoodlife წერს. მსახიობმა ვარცხნილობა და იმიჯი შეიცვალა. 44 წლის მსახიობმა ვარცხნილობის შეცვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ულვაში გაიზარდა. ის პაპარაცებმა რამდენიმე დღის წინ კალიფორნიაში შვილთან, 2 წლის ლეასთან ერთად დააფიქსირეს.

25 აგვისტო 2019, 18:51

საქართველო

ხვალიდან „ფორსაჟის“ გადაღებების გამო რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ინფორმაციით, 26 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით ჰოლივუდის ფილმის - Fast and Furious 9-ის ერთ-ერთი ეპიზოდის დაგეგმილი გადაღებების გამო, რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

ჰონგ-კონგი

25 აგვისტო 2019, 18:51

მსოფლიო

ჰონგ-კონგში პოლიციამ აქციაზე ცეცხლი გახსნა

BBC-ის ინფორმაციით, ფოტოები პოლიციელების მიერ პროტესტის მონაწილეთა მისამართით იარაღის დამიზნების ფაქტსაც ასახავს. დემონსტრაციების წინააღმდეგ ასევე გამოიყენეს წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. აქციის მონაწილეები შეტაკებისას ასაფეთქებელ ნივთიერებებს და პიროტექნიკას იყენებდნენ.

25 აგვისტო 2019, 18:37

ეკონომიკა

Volkswagen-ი აშშ-ის ბაზრიდან 679 000 ავტომობილს გაიწვევს

​გერმანული ავტოკონცერნი Volkswagen-ი აშშ-ის ბაზრიდან 679 000 ავტომობილს გაიწვევს. საქმე ეხება 2011 წელს გამოშვებულ ავტომობილებს, რომელთაც ელექტრობის პრობლემა შეექმნათ. ავტომწარმოებელი აცხადებს, რომ მძღოლებმა ავტომობილის გაჩერების დროს გასაღები უნდა ამოიღონ რადგან არსებული ხარვეზი დაგორების რისკს ზრდის.

ახალსოფელი

25 აგვისტო 2019, 18:23

საქართველო

როგორ გამოიყურება ახალსოფელში დამწვარი ტერიტორია. ვიდეო

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის ტყეში გაჩენილი ხანძრის ფოტოებს ერთ-ერთი ადგილობრივი ავრცელებს. ფოტოებში მთის ფერდობზე განადგურებული ხეების ნაწილი და დამწვარი ბუჩქნარი ჩანს.

25 აგვისტო 2019, 18:20

მსოფლიო

ესპანეთში ავიაკატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სასწრაფო დახმარების ჯგუფები. მათი განცხადებით, შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ავიაკატასტროფის დროს დაღუპულები.

ოფროუდ-ფესტივალი

25 აგვისტო 2019, 18:19

სპორტი

აჭარაში ოფროუდის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა

შავი ზღვის საერთაშორისო ოფროუდ-ფესტივალი დასრულდა. გამარჯვებულები ოთხ კატეგორიაში გამოვლინდნენ. საპრიზო ადგილების უმრავლესობა ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს. ფესტივალში 5 ქვეყნიდან 35 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოში არსებული ყველა კლუბი.

„სან-სებასტიანის“ სანაპიროზე ევაკუაცია

25 აგვისტო 2019, 17:46

მსოფლიო

ბარსელონის სანაპიროდან აფეთქების საფრთხის გამო დამსვენებლები გაიყვანეს

ესპანურმა ტელეარხმა Beteve-მ განაცხადა, რომ უსაფრთხოების მიზნით, სანაპირო დამსვენებლებს დაატოვებინეს. ერთ-ერთი ვერსიით სანაპიროზე იპოვეს ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს დარჩენილი ნაღმი, რომლის აფეთქების საფრთხე რეალური იყო.

ოქსფორდშირი

25 აგვისტო 2019, 17:37

მსოფლიო

ინგლისში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა

ინგლისში, ოქსფორდშირში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა. მედიის ცნობით, შემთხვევისას პილოტი და ერთი მგზავრი დაიღუპა. სხვა ინფორმაცია დაზარალებულებზე ან ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზებზე არ ვრცელდება. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი რედინგიდან 9 კმ-ის მოშორებით, მინდორში ჩავარდა.

საპროტესტო აქცია ბათუმში

25 აგვისტო 2019, 16:40

ეკონომიკა

ბათუმში ნაგავსაყრელის შესასვლელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, ნაგავსაყრელის შესასვლელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ტერიტორიის შემოღობვასა და არსებული ნაგავსაყრელის დაკონსერვებას ითხოვენ. ისინი მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებენ და ანტისანიტარიასა და აუტანელ სუნზე საუბრობენ.

ათენი, საბერძნეთი

25 აგვისტო 2019, 16:40

საქართველო

საქართველოს საელჩო საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

"მოგიწოდებთ, ნუ შეუწყობთ ხელს დაინტერესებული წყაროების მიერ სხვადასხვა სახის დეზინფორმაციის გავრცელებას და გთხოვთ თვალი ადევნოთ საელჩოს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ და გადამოწმებულ ინფორმაციას", - წერია განცხადებაში.

25 აგვისტო 2019, 16:34

ძალოვნები

სოფელ საყავრესთან ხანძარი ჩააქრეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. სამდღიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის კერების სრულად ჩაქრობა შეძლეს.

ზაზა ნადირაძე

25 აგვისტო 2019, 16:25

სპორტი

ზაზა ნადირაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ უნგრეთის ქალაქ სეგედში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 200 მეტრში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ფინალში ზაზამ 40.24-წამიანი შედეგი აჩვენა. მეორე ადგილზე ბელარუსი არტიომ კოზირი (40.08 წამი) გავიდა. ყველაზე სწრაფად დისტანცია ლიეტუველმა ჰენრიკას ზუსტაუსტასმა დაფარა.

უშგული

25 აგვისტო 2019, 16:22

კულტურა

უშგულში კოშკების რეაბილიტაციის ხარისხს სპეციალური კომისია შეისწავლის

მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის მოსახლეობას ისტორიული კოშკების რეაბილიტაციის საკითხზე რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლები ხვდებიან. მხარეებს შორის დიალოგი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ალექსანდრე მოწერელია მოსახლეობას კოშკების რეაბილიტაციის ხარისხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნას დაჰპირდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

25 აგვისტო 2019, 16:13

საქართველო

უკრაინის საგარეო უწყება ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და განიხილავს მას, როგორც რუსეთის ფედერაციის მორიგ პროვოკაციულ მცდელობას, მოხდინოს პრორუსული სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში.

ლუხუმ ჩხვიმიანი

25 აგვისტო 2019, 16:00

სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მსოფლიო ჩემპიონატზე, 60 კგ. წონით კატეგორიაში, ქართველმა ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში უზბეკი შარაფუდინ ლუტფილაევი დაამარცხა. მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელი რიუჯუ ნაგაიამა დაამარცხა.

ვლადიმერ კონსტანტინიდი

25 აგვისტო 2019, 15:59

საქართველო

საგარეო უწყება სოხუმში ე.წ. არჩევნებზე უცხოელი დამკვირვებლების ჩასვლას არ ადასტურებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩინეთიდან და გერმანიიდან დამკვირვებლები არიან ჩასულები, სინამდვილეს არ შეესაბამება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

სექსთოჯინების საწარმო

25 აგვისტო 2019, 15:02

ტაბლოიდი

სექსთოჯინების ინდუსტრიაში ახალი ტრენდი გამოჩნდა

სექსთოჯინების მწარმოებელმა კომპანია Silicone Sex World-მა საკუთარი პროდუქციის ყველაზე პოპულარული სახეობები დაასახელა. ამის შესახებ გამოცემა Daily Star-ი წერს. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ყველაზე ხშირად მომხმარებლები მათ არა ცნობილი ადამიანების, არამედ საკუთარი ნაცნობების კლონებს უკვეთავენ.