imedi /  27 ივლისი 2019, 17:11 / სანდო წყარო

პოლონეთში ახალგაზრდები საშემოსავლო გადასახადს აღარ გადაიხდიან

ახალგაზრდები

საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე პოლონეთში ახალგაზრდებისთვის საშემოსავლო გადასახადი გაუქმდა. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

მთავრობის მიერ მიღებული დეკლარაციის თანახმად, აგვისტოდან საშემოსავლო გადასახადისგან 26 წლამდე ასაკის ადამიანები გათავისუფლდებიან. 

მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობა“ იმედოვნებს, რომ ახალი დებულება ახალგაზრდებს შორის დასაქმების დონეს გაზრდის და უკანონო შრომას შეამცირებს. გარდა ამისა, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან ის მოქალაქეებიც, ვისი წლიური შემოსავალიც 20 ათას ევროს არ აღემატება.

პოლონეთის მთავრობის ინფორმაციით, ახალი დებულება დაახლოებით 2 მილიონ ადამიანს შეეხება. ამასთან ერთად, ოპოზიცია მთავრობის გადაწყვეტილებას ანტისაკონსტიტუციოს უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი სოციალური პროგრამებით მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნებზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს. 

საპარლამენტო არჩევნები პოლონეთში შემოდგომაზე გაიმართება.

ყველა სიახლე

26 ოქტომბერი 2020, 14:16

რეგიონი

ფონდი „ქართუ“ ფოთში კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას ახორციელებს

აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე შენობას და თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მხატვართა სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოების ჯამური ღირებულება 2, 8 მლნ ლარია. სამხატვრო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წელს, ხოლო აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე შენობის რეაბილიტაცია მომავალ წელს დასრულდება, სადაც მხატვართა სახლი განთავსდება.

26 ოქტომბერი 2020, 14:04

საზოგადოება

თბილისის მერია პანდემიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამას იწყებს

დედაქალაქის მერია პანდემიით დაზარალებული მოქალაქეების გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამას იწყებს, რომელიც საზოგადოებას დღეს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ წარუდგინა. პროგრამა ითვალისწინებს იმ მოქალაქეების პროფესიულ სწავლებას და დასაქმების ხელშეწყობას, რომლებმაც პანდემიის პერიოდში სამსახური დაკარგეს.

კახა კალაძე

26 ოქტომბერი 2020, 13:58

პოლიტიკა

კახა კალაძე ზუგდიდის ბანკში განხორციელებულ მოვლენებზე პოლიტიკოსებს განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე პოლიტიკოსებს პოლიტიკური განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, ადამიანების სიცოცხლის უსაფრთხოება ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

26 ოქტომბერი 2020, 13:57

პოლიტიკა

გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკო-ს უკვე 1 500-ზე მეტმა თვითიზოლაციაში მყოფმა პირმა მიმართა

„ცენტრალური საარჩევნო კომისია კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, დარეკონ ცესკოს საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება. იმისთვის, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა და საკუთარი კონსტიტუციური უფლების რეალიზება, ცესკოში უკვე მე-3 დღეა, გამართულად და სრული დატვირთვით მუშაობს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი“.

გიორგი შერმადინი

26 ოქტომბერი 2020, 13:54

სპორტი

გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ კიდევ ერთხელ დაასახელეს. მეექვსე ტურში „იბეროსტარ ტენერიფემ“ შერმადინის ყოფილი გუნდი მალაგის „უნიკახა“ 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 86:79 დაამარცხა.

ნინო ნიჟარაძე

26 ოქტომბერი 2020, 13:49

COVID19

აჭარაში, რეანიმაციულ განყოფილებაში კორონავირუსით ინფიცირებული 85 პაციენტი მკურნალობს, 23-ის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 85 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო 23 კრიტიკულად მძიმეა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, აჭარაში კოვიდ კლინიკებში ინტენსიური თერაპიის საწოლები თითქმის შევსებულია. მინისტრმა მოუწოდა მოქალაქეებს, ეპიდსიტუაციის სტაბილურობის მიზნით ჯანდაცვის რეკომენდაციები როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში დაიცვან.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 13:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ამზადებს მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, რომლის მეშვეობით, შეიძლება არა მხოლოდ ხმის, არამედ ვიდეოგამოსახულების გაყალბება

„ეს არის პროგრამა „დიფ ფეიკი“. რისი საშუალებითაც შეიძლება არა მხოლოდ ხმის, საუბრის არამედ ვიდეო-გამოსახულების გაყალბება. ამაზე ჩვენ დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს. გვაქვს მხოლოდ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პროგრამის გამოყენებით არის დაგეგმილი გარკვეული მასალის მომზადება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კახა კალაძე

26 ოქტომბერი 2020, 13:45

პოლიტიკა

კახა კალაძის თქმით, არსებული ეპიდვითარების ფონზე ხალხმრავალი შეკრებების ჩატარება პარტიების უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს

„ეს აჩვენებს ერთ მარტივ რამეს - უპასუხისმგებლობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ მოსახლეობის წინაშე და აქვთ უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე. არსებობენ პარტიები, რომლებსაც არავითარი პასუხისმგებლობა არ გააჩნდათ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და დღეს არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ, როდესაც ოპოზიციაში არიან“,- განაცხადა თბილისის მერმა.

26 ოქტომბერი 2020, 13:41

რეგიონი

ირაკლი ხახუბია ხობელ პედაგოგებს შეხვდა

საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გავმართე ხობელ პედაგოგებთან. სახელმწიფოს მომავალი, მისი განვითარება, განათლების ხარისხზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ხახუბია Facebook-ზე წერს.

კახა კალაძე

26 ოქტომბერი 2020, 13:40

პოლიტიკა

კახა კალაძე სიცრუეს უწოდებს სოსო ჯაჭვლიანის განცხადებას, თითქოს მას მერის ცოლის ძმა, გიორგი არეშიძე ემუქრება

ეს არის სიცრუე, ძალიან დიდი ტყუილი და ცილისწამება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე სოსო ჯაჭვლიანის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მას თბილისის მერის, კახა კალაძის ცოლის ძმა, გიორგი არეშიძე ემუქრება.

გია ცეცვაძე

26 ოქტომბერი 2020, 13:38

სპორტი

გია ცეცაძემ „ლვოვის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა

გია ცეცაძემ საფეხბურთო კლუბ „ლვოვის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. მან ამის შესახებ განცხადება უკრაინის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში „დნიპრო 1“-თან წაგებული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. გუნდში მუშაობის 4-თვიან პერიოდში ქართველმა მწვრთნელმა „ლვოვს“ ერთი შეხვედრაც ვერ მოაგებინა.

ჩინეთი კორონავირუსი

26 ოქტომბერი 2020, 13:35

COVID19

ჩინეთში კორონავირუსის ერთი შემთხვევის გამო COVID-19-ზე მთელ ქალაქს ტესტავენ

ტესტირება 4,7 მილიონ ადამიანს უტარდება და მედიკოსებმა ვირუსის 138 უსიმპტომო მატარებელი აღმოაჩინეს. ამასთან, ქალაქში დაიხურა სკოლები, მოსახლეობას კი ქალაქის დატოვების უფლება მხოლოდ კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენისას აქვთ.

კახა კალაძე

26 ოქტომბერი 2020, 13:29

საზოგადოება

დედაქალაქის მერი კავკასიის სასწავლო და საგამოცდო ცენტრის გახსნას დაესწრო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე კავკასიის სასწავლო და საგამოცდო ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. ცენტრი ტექნიკური დარგის ასეულობით სპეციალისტს მოამზადებს, რაც შემდეგში მათი დასაქმების გარანტიას შექმნის. თბილისის მერის თქმით, ცენტრი ხელს შეუწყობს სხვადასხვა ტექნიკურ დარგში კადრების პროფესიულ დონეზე მომზადებას და მათ დასაქმებას.

26 ოქტომბერი 2020, 13:29

COVID19

აჭარის მთავრობის სხდომაზე ეპიდვითარებაზე იმსჯელეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე ეპიდვითარებაზე იმსჯელეს. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ჯანდაცვამ გარკვეულწილად მოახდინა სიტუაციის სტაბილიზაცია,თუმცა პროვოცირებას ახდენს წინასაარჩენო გარემო. რიჟვაძემ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა გამოიჩინენ მეტი პასუხისმგებლობა და მოერიდონ ხალხმრავალ შეხვედრება.

კახა კალაძე

26 ოქტომბერი 2020, 13:21

პოლიტიკა

კახა კალაძე: თურმე, ბიძინა ივანიშვილს 7-8 წლის ასაკში ფარული შეხვედრა ჰქონდა ბრეჟნევთან და მისი პოლიტიკაში მოსვლა მაშინ გადაწყდა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ბრალდებებს უპასუხა და ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასულ ინტერვიუს არაეფექტური ტყუილი უწოდა. როგორც მან აღნიშნა, „ქართუ ჯგუფის“ ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ, ელდარ გოგოლაძის მიერ გამოთქმულ ცრუ ბრალდებებს „ექშენი“ აკლდა.

26 ოქტომბერი 2020, 13:14

COVID19

თერჯოლის კლინიკაში კორონავირუსით 77 წლის პაციენტი გარდაიცვალა

თერჯოლის კლინიკაში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა. „თერჯოლამედის" დირექტორის, დავით სარიშვილის თქმით, 77 წლის კაცი გუშინ გარდაიცვალა. მას კორონავირუსთან ერთად გულის მწვავე უკმარისობა ჰქონდა. პაციენტი კლინიკაში 14 ოქტომბერს შეიყვანეს, ორი დღის წინ კი მდგომარეობა დამძიმდა. პაციენტი ქუთაისიდან იყო.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 13:12

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ განმარტა, დაახლოებით რამდენმა ადამიანმა შეიძლება ვერ ისარგებლოს ხმის მიცემის უფლებით არჩევნებზე

ცესკომ მიმართა სტანდარტულ პრაქტიკას, რაც გამოიყენება ზოგადად გადასატანი ყუთისთვის. ანუ, ადამიანს თუ აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ბუნებრივია ის წინასწარ უნდა დარეგისტრირდეს. წინა დღეს ან არჩევნების დღეს შეიძლება ადამიანი ცუდად გახდეს, ის არჩევნების უფლების ვერ სარგებლობს, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 13:10

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ მოვახერხეთ მშვიდი და მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება

თუ საუბარია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ველოდებით კონკრეტულ ფაქტებს. როგორც კი ინება კონკრეტული ფაქტები, გვექნება მყისიერი რეაგირება, - სამართლიანი არჩევნების შუალედური ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ისაუბრა. „მუდმივ რეჟიმში გვესმის ინფორმაცია ამაზე, ჩვენ ვითხოვთ ფაქტებს, ფაქტებს არ გვაწვდიან. თქვენ გახსოვთ წინა არჩევნებზე ფეიკნიუსი გაავრცელეს, სამწუხაროდ ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, პირადობის მოწმობების ბეჭდვასთან დაკავშირებით. შემდეგ ბოდიში არ მოუხდიათ, მაგრამ აღიარეს. ანუ ხშირად ხდება ასე, რომ ადგილობრივი დამკვირვებლები ავრცელებენ გარკვეულ ინფორმაციას ისე, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ფაქტი არ არსებობს. რაც შეეხება ძალადობას, იყო რამდენიმე ინციდენტი და სამართალდამცველების მყისიერი რეაგირების საფუძველზე მოხერხდა ასეთი ინციდენტების პრევენცია. ჩვენ მოვახერხეთ მშვიდი და მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 13:02

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თუ ვანო ჩხარტიშვილი რაიმე კავშირშია ციხის კადრებთან, მას მხოლოდ და მხოლოდ ჯილდო და ორდენი ეკუთვნის ამისთვის

საერთოდ, რა კავშირშია ვანო ჩხარტიშვილი ციხის კადრებთან, მაგრამ თუ რაიმე კავშირშია, მას მხოლოდ და მხოლოდ ჯილდო და ორდენი ეკუთვნის ამისთვის, რადგან სწორედ ამ კადრების გასაჯაროებამ გახადა შესაძლებელი ის, რომ ციხეებში 12-ჯერაა სიკვდილიანობა შემცირებული, - ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ჩანაწერს, რომელზეც, სავარაუდოდ, ლადო ბედუკაძისა და ვანო ჩხარტიშვილია ასახული. ჩანაწერის თანახმად, ვანო ჩხარტიშვილმა 2 მილიონამდე გადაიხადა კადრების გასაჯაროებისთვის.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 12:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დავით გარეჯის საქმეში თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, პასუხი უნდა აგოს

დავით გარეჯის საქმეში თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, პასუხი უნდა აგოს. ამ შემთხვევაში „ნაცმოძრაობა“ და მისი ლიდერებიც არიან გარეული ამ საქმეში, როგორც სააკაშვილი ამბობს 70-80 მილიონი აქვს ხომ მას აღებული ამ საქმეში, ეს არ არის დისკრედიტაციის მცდელობა, თუ მათ დანაშაული აქვთ ჩადენილი, პასუხი უნდა აგონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.