imedi /  29 ივლისი 2019, 19:12 / სანდო წყარო

ინდოეთში სტიქიამ ზოოპარკის 215 ბინადარი იმსხვერპლა

ინდოეთში, მსოფლიოში უნიკალური ზოოპარკის ცხოველების გადასარჩენად იბრძვიან, - წერს france24. 

ველური ბუნების ოფიცრები ცდილობენ ცხოველების გადარჩენას. ზიოოპარკი ძლიერი წვიმების შედეგად დაიტბორა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 215 ცხოველი ემსხვერპლა. კაზირანდის პარკი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია, რადგან აქ მსოფლიოში გადარჩენილი მარტორქების 2/3 ბინადრობს. 

ოფიციალური პირების ინფორმაციით, წყალდიდობას 19 მარტორქა და 129 ირემი გადაურჩა. 

ყველა სიახლე

თეა წულუკიანი

28 იანვარი 2021, 14:44

საზოგადოება

თეა წულუკიანი: სამშობლო, მისი ტერიტორიები და საზღვარი გაცილებით მაღლაა, ვიდრე ნებისმიერი მოლაპარაკებები 5 და 10 პარტიას შორის

„სამშობლო, მისი ტერიტორიები და საზღვარი გაცილებით მაღლაა, ვიდრე ნებისმიერი მოლაპარაკებები 5 და 10 პარტიას შორის“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჰკითხეს, იმოქმედებს თუ არა პოლიტიკურ პროცესზე პროკურატურის მიერ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის გირაოს შუამდგომლობა.

თეა წულუკიანი

28 იანვარი 2021, 14:38

საზოგადოება

თეა წულუკიანმა განმარტა როგორ გაიყოფა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

„დღეს უკვე საჯაროდ დაზუსტდა ის, რაც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დამტკიცების პროცედურებისას განაცხადა პარლამენტში. მას შემდეგ არავისთვის იყო საიდუმლო, რომ ამ თემაზე სახელისუფლებო წრეებში მიმდინარეობდა მსჯელობა. და უკვე ვიცით, თუ როგორი კონტურები შეიძლება ჰქონდეს ამ ორ სამინისტროს. ერთი მხრივ იქნება განათლება და მეცნიერება ცალკე, რაც თავისთავად უზარმაზარი პორტფელია და კომპეტენციები არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნისთვის და ჩვენი მომავალი განვითარებისთვის და მეორე მხრივ, იქნება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რაც გულისხმობს კულტურისა და სპორტის კომპეტენციების გაერთიანებას და ასევე პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მმართველობის ქვეშ მყოფი ახალგაზრდული საქმეების სააგენტოს გაერთიანებას ამ ახალ სამინისტროში“, - განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

28 იანვარი 2021, 14:37

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: წინასწარი პატიმრობა არის ინსტრუმენტი გამოძიებისათვის, ბრალდებულებისგან მაქსიმალური ინფორმაციის მისაღებად

თუ მოსამართლე გადაწყვეტს, გირაოთი ჩაანაცვლოს წინასწარი პატიმრობა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მოსამართლე იღებს ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი კრიტერიუმით - კვლავ საჭიროა თუ არა ამ ადამიანების პატიმრობაში ყოფნა გამოძიების მიზნებისთვის, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

ადამ კინზინგერი

28 იანვარი 2021, 14:36

მსოფლიო

ადამ კინზინგერი: „რესპუბლიკურ“ პარტიაში თავს იზოლირებულად და მარტოდ ვგრძნობ

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკურ“ პარტიაში თავს იზოლირებულად და მარტოდ გრძნობს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის იმპიჩმენტსა და კონსტიტუციის 25-ე შესწორებით მის გადაყენებას მხარი დაუჭირა.

28 იანვარი 2021, 14:36

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვლისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გიორგი მათიაშვილი

28 იანვარი 2021, 14:33

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ მარკ მილს შეხვდა

ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მარკ მილს შეხვდა.

28 იანვარი 2021, 14:31

ეკონომიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეპიდემიოლოგებისა და ბაზრობების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეპიდემიოლოგებისა და ბაზრობების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ბაზრობების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათი მთავარი მოთხოვნაა, ღია სივრცეში ვაჭრობის უფლება ჰქონდეთ.„ელიავას ბაზრობის” ერთ-ერთი წარმომადგენლის, თეა ანდრიაძის თქმით, უპირატესობა ღია სივრცეში მოვაჭრეებს უნდა ჰქონდეთ.

კახა კუჭავა

28 იანვარი 2021, 14:29

პოლიტიკა

კახა კუჭავა: სანამ საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური ნორმების ამგვარი უგულებელყოფის მოწმენი ვართ ჩვენ მხარს არ დავუჭერთ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს ასამბლეაში

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, რუსეთის ფედერაციის დელეგაციის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გამართულ დებატებში, საქართველოს პოზიცია დააფიქსირა და სიტყვით გამოვიდა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, კახა კუჭავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პაატა იმნაძე

28 იანვარი 2021, 14:20

COVID19

პაატა იმნაძე: პირბადის ტარებას თუ არ მივეჩვიეთ, ვირუსთან ერთად ცხოვრება საკმაოდ დიდხანს მოგვიწევს

ვაქცინაციის დაწყება შეზღუდვების შემსუბუქებასთან არანაირ კავშირში არ არის. ვაცქინაცია როდესაც დასრულდება, უფრო მეტად მაშინ შეიძლება, ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

პაატა იმნაძე

28 იანვარი 2021, 14:17

COVID19

პაატა იმნაძე: ვაქცინებთან დაკავშირებით ხალხის ნაწილს შეთქმულების თეორიების სჯერა, მოსახლეობასთან მეტი მუშაობაა საჭირო

ჩვენი კვლევებით 22 პროცენტამდე ამბობს, რომ ვაქცინას არასდროს არ გაიკეთებს, 20-მა პროცენტმა ჯერ არ იცის, რას იზამს, 55-დან 60 პროცენტამდე კი დაბეჯითებით ამბობს, რომ ვაქცინაციას ჩაიტარებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

პაატა იმნაძე

28 იანვარი 2021, 14:14

COVID19

პაატა იმნაძე: შემოდგომაზე მოსახლეობის 60% ვაქცინირებული უნდა იყოს, რათა ზამთარს მომზადებული შევხვდეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე იმედოვნებს, რომ საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას თებერვლის მეორე ნახევარში მიიღებს.

მიხეილ სადრაძე

28 იანვარი 2021, 14:12

სამართალი

პროკურორი დავით გარეჯის საქმეზე: გამოძიების მთელი აქცენტი დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებაზეა მიმართული

„ყველამ ერთად ვნახეთ ბრალდებულის აღიარება. ამავდროულად დავადგინეთ მოტივი, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის გამოძიების მთელი აქცენტი მიმართული არის სწორედ დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებისთვის და საგამოძიებო ორგანო ამ მიმართულებით ყველა ღონისძიებას ატარებს. მათ შორის, თქვენთვის ცნობილია, რომ ერთი პირი დღეს უკვე იმყოფება გამოკითხვაზე“, - განაცხადა სადრაძემ.

პროკურატურა

28 იანვარი 2021, 14:04

სამართალი

პროკურატურა სასამართლოს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს

პროკურატურა სასამართლოს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. ამის შესახებ განცხადება პროკურატურაში გაკეთდა.

ჩჟაო ლიცზიანი

28 იანვარი 2021, 13:55

COVID19

ჩინეთის საგარეო უწყება: პანდემიის წარმოშობის შესახებ ჯანმოს გამოძიება პოლიტიზებული არ უნდა იყოს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გამოძიება პანდემიის წარმოშობის შესახებ პოლიტიზებული არ უნდა იყოს.

ცხინვალი

28 იანვარი 2021, 13:47

რეგიონი

ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი 5 თებერვალს გაგრძელდება

ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში დასრულდა. ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, მომდევნო სხდომა ე.წ.მოსამართლემ 5 თებერვალს ჩანიშნა.

მამუკა მდინარაძე

28 იანვარი 2021, 13:43

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გიგა ბოკერიამ ჯერ საკუთარი პარტია ჩამოაქცია და ახლა ქვეყნის ჩამოქცევას ცდილობს

სამპროცენტიანი პარტიის უმანდატო ლიდერი საზოგადოებას რევოლუციისკენ რომ მოუწოდებს და თან ვალდებულებას აკისრებს, სასაცილოა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გიგა ბოკერიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. მისი თქმით, გიგა ბოკერიამ ჯერ საკუთარი პარტია ჩამოაქცია და ახლა ქვეყნის ჩამოქცევას ცდილობს.

ანდრია გვიდიანი

28 იანვარი 2021, 13:28

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი: „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა ადასტურებს, რომ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველო სწორ პოლიტიკას ატარებს

დღეს გამოქვეყნებული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2020 წლის კვლევაში ნათქვამია, რომ 2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში კვლავ პირველია. ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში; მსოფლიო მასშტაბით კი, საქართველო 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილს იკავებს და ბოლო ხუთი წელია, ინარჩუნებს პოზიციას საუკეთესო ქვეყნების 25 პროცენტში.

28 იანვარი 2021, 13:23

საზოგადოება

რელიგიის საკითხთა სააგენტო ებრაელ ერს ტუ ბიშვატს - ხეთა ახალ წელს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ებრაელ ერს ტუ ბიშვატს - ხეთა ახალ წელს ულოცავს. „დღეს ებრაელები ტუ ბიშვატს - ხეთა ახალ წელს აღნიშნავენ. ტრადიციულად, ისრაელში ახალ წელს ოჯახი ხეს რგავს, საზეიმო სუფრას კი შვიდი სახეობის ხილით ამშვენებს.

28 იანვარი 2021, 13:11

მსოფლიო

კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ რესპუბლიკური პარტია 30 000-ზე მეტმა წევრმა დატოვა

კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ რესპუბლიკური პარტია 30 000-ზე მეტმა წევრმა დატოვა. ამის შესახებ გამოცემა The Hill-ი წერს.

ლევან ნიკოლეიშვილი

28 იანვარი 2021, 13:03

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ძვირფასო ოპოზიცია, ფაქტები სხვა რამეს გვაჩვენებს, 2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში კვლავ პირველ ადგილზეა

„დღეს გამოქვეყნდა „საერთაშორისო გამჭირვალობის“ 2020 წლის კორუფციის ინდექსის კვლევა. ოპოზიციას და მის დამქაშებს რომ ჰკითხო, ქვეყანა ჭაობში იხრჩობა, შევარდნაძის დრო დაბრუნდა და სრული უძრაობაა” - ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2020 წლის კვლევა ეხმიანება, რომლის თანახმად, 2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში კვლავ პირველია.