imedi /  31 ივლისი 2019, 00:39 / სანდო წყარო

სუდანის სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი შეწყდა

სკოლა აფრიკაში

28 ივლისს ხუთი მომიტინგის მკვლელობის შემდეგ მომხდარი არეულობების გამო სუდანის სკოლებსა და კოლეჯებში სასწავლო პროცესი შეწყდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. სამხედრო საბჭოს ბრძანება 31 ივლისიდან ამოქმედდება.

„შტატების გუბერნატორებმა მიიღეს ბრძანება საბავშვო ბაღების, საჯარო სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების დახურვის შესახებ. სასწავლო პროცესის განახლების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - ნათქვამია სამხედრო საბჭოს ბრძანებაში.

სუდანის დედაქალაქ ხარტუმის ქუჩებში მომიტინგეები 29 ივნისს, მოზარდების მკვლელობის შემდეგ შეიკრიბნენ. 

სუდანში ალ-ბაშირის საწინააღმდეგო მასობრივი საპროტესტო აქციები 6-7 აპრილიდან დაიწყო. 11 აპრილს სუდანის არმიამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოაწყო და 30-წლიანი მმართველობის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი დააკავა. მას შემდეგ სუდანს სამხედრო საბჭო მართავდა.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

23 ოქტომბერი 2020, 12:12

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: სიმპტომის გამოვლენისას არ არის საჭირო, ვეძიოთ, სად ჩავიტაროთ ტესტი. დავურეკოთ ოჯახის ექიმს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას ურჩევს, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში იმის ძიება არ დაიწყონ, სად ჩაიტარონ ტესტი და ოჯახის ექიმს დაურეკონ. ამირან გამყრელიძის თქმით, პაციენტმა ოჯახის ექიმის დარიგების შესაბამისად უნდა იმოქმედოს.

23 ოქტომბერი 2020, 12:09

სამართალი

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ნ.ს. დამნაშავედ ცნო.

პაატა იმნაძე

23 ოქტომბერი 2020, 12:07

COVID19

პაატა იმნაძე: თუ ჩვენი მოსახლეობის 90%-ზე მეტს პირბადე სწორად ექნება გაკეთებული, დაავადებულთა რიცხვი 70%-ით შემცირდება

ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირბადის ტარებას. ეს არის კვლევებით დადასტურებული, რომ ჩვენი მოსახლეობის 90%-ზე მეტს პირბადე სწორად თუ ექნება გაკეთებული, დაავადებულთა რიცხვი 70%-თ შემცირდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

23 ოქტომბერი 2020, 12:05

საზოგადოება

დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნები განთავსდება, სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავა

დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, იმ სკოლებში, სადაც, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, საარჩევნო უბნები განთავსდება, სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავა, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილი

23 ოქტომბერი 2020, 11:59

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: ჩვენ უკვე ვეჩვევით ვირუსთან ერთად, გარკვეული წესებით თანაცხოვრებას, ჩვენი მოქალაქეების მხრიდანაც, ურთიერთთანამშრომლობა სახეზეა

ჩვენ უკვე ვეჩვევით ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას, გარკვეული წესებით ცხოვრებას, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

23 ოქტომბერი 2020, 11:57

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: დავამატეთ რამდენიმე მიმღები ზარის ობიექტი, რის შედეგადაც პაციენტებზე მონიტორინგი გაუმჯობესდა

„უბნის ექიმებზე პაციენტების რაოდენობა სწორად ნაწილდება და შესაბამისად მათი ჩართულობა უფრო მეტად გააქტიურებულია. გუშინდელი დღის განმავლობაში, ჩვენ ვმართეთ 3 446 საქმე, აქედან პრობლემური 340, რომელიც კოვიდინფიცირებულის ჯანმრთელობას ეხებოდა და კონკრეტულად ჩვენთან დაკონტრაქტებული ოჯახის ექიმების მხრიდან ვაწარმოეთ 749 საქმე,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ნათია მეზვრიშვილი

23 ოქტომბერი 2020, 11:56

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო ცხელი ხაზის გადატვირთულობასთან, ეს პრობლემები მოხსნილია და პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება

პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო ცხელი ხაზის გადატვირთულობასთან, ეს პრობლემები შეიძლება ითქვას მოხსნილია და პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

23 ოქტომბერი 2020, 11:56

COVID19

ამირან გამყრელიძე: ყველამ უნდა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმის ვინაობა და მისი ნომერი

ჩემი დღევანდელი ერთ-ერთი მთავარი სლოგანია, რომ თითოეულმა ადამიანმა იცოდეს ვინაა თავისი ოჯახის ექიმი და მისი ნომერი, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

23 ოქტომბერი 2020, 11:55

COVID19

ამირან გამყრელიძე: ჩვენი მიზანია, რომ აქტიური შემთხვევებიდან, დაახლოებით, 15-დან 25 პროცენტამდე იყოს სტაციონარულ მკურნალობაზე, დანარჩენები - ბინაზე, ან კოვიდსასტუმროებში

1759 ახალი შემთხვევიდან 1345 სიმტომიანი კოვიდინფიცირებულია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

23 ოქტომბერი 2020, 11:52

COVID19

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველომ ნარინჯისფერიდან წითელ ზონაში გადაინაცვლა

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველომ ნარინჯისფერიდან წითელ ზონაში გადაინაცვლა.

ეკატერინე ტიკარაძე

23 ოქტომბერი 2020, 11:49

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპზე მარაგში ნახევარი მილიონი PCR ტესტია

ამ ეტაპზე მარაგში ნახევარი მილიონი PCR ტესტია, ამასთან ერთად ჩვენ ატიგენისა და ანტისხეულების ტესტები გვაქვს, რომელთა რაოდენობაც დაახლოებით 200,000-ს უტოლდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

23 ოქტომბერი 2020, 11:44

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოს მოქალაქეს შეეზღუდება თუ არა მოგზაურობა, ამას კვლავ ევროკავშირი გადაწყვეტს

საქართველოს მოქალაქეს შეეზღუდება თუ არა მოგზაურობა, ამას კვლავ ევროკავშირი გადაწყვეტს, თუმცა თუ ჩვენ დღევანდელი ჭრილით განვიხილავთ იმ მდგომარეობას, რაც ევროკავშირშია, ვნახავთ, რომ ძალოიან ბევრი ევროპული სახელმწიფო ლოქდაუნზე საუბრობს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

23 ოქტომბერი 2020, 11:38

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენ ალბათ გადავალთ იმ რეჟიმში, როდესაც ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება რეკორდული მაჩვენებელი იყოს

„ჩვენ გვაქვს არაერთი მოდელი და ამ მოდელის ერთ-ერთ, კონკრეტულ ფაზას მივყვებით. პრაქტიკამ გვაჩვენა, რომელი მოდელის მიხედვით ვითვლით ამ რიცხვებს პროგნოზულად, რაც შემდეგ დღეს ნამდვილად მართლდება, შემდეგ გვაქვს იმის საშუალება, რომ ჰოსპიტალურ სექტორში, ისევე როგორც პირველად ჯანდაცვის სექტორში ინფიცირებულებს მაღალი მზაობით ვხვდებით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კახა კალაძე

23 ოქტომბერი 2020, 11:30

საზოგადოება

კახა კალაძე: ჩვენს ქალაქში ტრანსპორტი იქნება ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე ახალი, ყველაზე სუფთა და ყველაზე კომფორტული

„ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან მიხარია, რომ რეფორმის შედეგად საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი, ყველაზე სწრაფი და ყველაზე კომფორტული“, - ასე წარადგინა პრეზენტაცია თბილისის მერმა, რომელიც ახალი მიკროავტობუსებისა და ავტობუსების შემოყვანას მიეძღვნა.

ნათია მეზვრიშვილი

23 ოქტომბერი 2020, 11:28

საზოგადოება

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა ამ ეტაპზე არ იგეგმება

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა ამ ეტაპზე არ იგეგმება, - ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ამ ეტაპზე, არა“ - ასე უპასუხა მან ჟურნალისტი კითხვას იმის შესახებ, იგეგმება თუ არა დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვა.

ნათია მეზვრიშვილი

23 ოქტომბერი 2020, 11:27

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარე სივრცეებში პირბადის ტარება მკაცრადაა რეკომენდებული

მთავრობის უწყებათაშორისი კომისიისა და ჯანდაცვის სამინისტროს მკაცრი რეკომენდაციაა, რომ 3 ქალაქში, კერძოდ, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, სადაც ამას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოითხოვს, გარე სივრცეებში მოქალაქეებს პირბად ეკეთოთ. განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პირბადის ტარების წესს შრომის ინსპექცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკონტროლებს.

23 ოქტომბერი 2020, 11:26

COVID19

აშშ-ში კოვიდინფიცირებულ პაციენტთა სამკურნალოდ რემდესივირი ოფიციალურად დაამტკიცეს

ამერიკის შეერთებული შტატებში კოვიდინფიცირებულ პაციენტთა სამკურნალოდ პრეპარატი რემდესივირი ოფიციალურად დაამტკიცეს. როგორც მარეგულირებელ ორგანოში აცხადებენ, რემდესივირზე ჩატარებულმა კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატმა განკურნების საშუალო დრო 5 დღით შეამცირა.

23 ოქტომბერი 2020, 11:18

COVID19

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 686 თბილისში დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 1 759 ხალი შემთხვევიდან 686 თბილისში დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავა ბრიფინგზე განაცხადა,

23 ოქტომბერი 2020, 11:15

COVID19

უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 7,517 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 7,517 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 330,396 ადამიანს დაუდგინდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსს 121 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამში კი 6,164 ინფიცირებული გარდაიცვალა. უკრაინაში 137,578 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

23 ოქტომბერი 2020, 11:11

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ნამახვანი ჰესის მშენებლობის დასრულების შემდეგ საკუთარი გენერაციით ჩვენი მოხმარების თითქმის 12% იქნება უზრუნველყოფილი

ნათია თურნავას განცხადებით, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მსხვილი ინვესტიციის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ხორციელდება საკმაოდ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფონზე, რაც გამოიჩინა ინვესტორმა საუკეთესო გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვით.