imedi /  31 ივლისი 2019, 16:35 / სანდო წყარო

Audi-ს ექსდირექტორს დიზელის სკანდალის საქმეზე თაღლითობისთვის ბრალი წაუყენეს

რუპერტ შტადლერი

რუპერტ შტადლერი

გერმანული ავტოკონცერნის Audi-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს რუპერტ შტადლერს ე.წ დიზელის სკანდალთან დაკავშირებით თაღლითობაზე, ასევე სერტიფიკატებისა და რეკლამების გაყალბებაზე ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ მიუნხენის პროკურატურაზე დაყრდნობით Deutsche Welle წერს.

გარდა ამისა, შტადლერს ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მანიპულაციის ფაქტების გახმაურების შემდეგაც Audi ავტომობილების გაყიდვას განგრძობდა. 

შტადლერის გარდა, ბრალი 3 თანამშრომელსაც წაუყენეს, რომლებმაც, გამოძიების ვერსიით, Audi-ს, Volkswagen -ისა და Porsche-ს მარკის ავტომობილებისთვის დიზელის ძრავების შექმნეს.

Audi-ს გენერალური დირექტორი 2018 წლის 18 ივნისს დაააკავეს, ოქტომბერში კი გამოძიების დროს გაათვისუფლეს. ის კონცერნს 2007 წლიდან ხელმძღვანელობდა.

კონცერნი Audi კომპანია Volkswagen-ის ფილიალია. 2015 წელს Volkswagen-ის ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ რამდენიმე მილიონი ავტომობილი სპეციალური სისტემით აღჭურვეს, რომელიც ეკოლოგიის შესახებ ტესტირებისას მავნე გამონაბოლქვის დონეს ამცირებდა.

ამასთან დაკავშირებით, Volkswagen-ი $1.18 მილიარდით დააჯარიმეს.

ყველა სიახლე

30 ოქტომბერი 2020, 13:55

ეკონომიკა

2-27 ნოემბერს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 28 ლოკაციაზე მოემსახურება

RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.

30 ოქტომბერი 2020, 13:47

ეკონომიკა

პაპუნა ლეჟავა BSCEE ჯგუფის ფორუმზე მომხსენებლად იყო მიწვეული

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების (BSCEE) ჯგუფის შეხვედრაზე, ფორუმის მონაწილეებს პანდემიის პირობებში საქართველოს გამოცდილება გაუზიარა. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ვიცე-პრეზიდენტის საპრეზენტაციო თემა „COVID-19-ის გამოწვევები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები“ იყო.

30 ოქტომბერი 2020, 13:42

COVID19

ზუგდიდელი ორი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ზუგდიდელი ორი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ერთი 64 წლის ქალია, რომელიც მკურნალობის კურსს ქუთაისის კოვიდკლინიკაში გადიოდა, ხოლო მეორე კი 65 წლის კაცია, რომელიც თბილისის კლინიკაში მკურნალობდა.

30 ოქტომბერი 2020, 13:37

პოლიტიკა

ოპოზიციურმა პარტიებმა მემორანდუმი გააფორმეს, რომლის თანახმად, „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციური მთავრობის შექმნაზე უარს ამბობენ

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოსთან" კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან. მემორანდუმს ხელი 10-მდე ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა.

30 ოქტომბერი 2020, 13:31

პოლიტიკა

ცესკომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სიები დაამტკიცა

ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული ამომრჩეველთა სპეციალური სიების მიხედვით თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 695-ს, ხოლო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლების (მათ შორის სამედიცინო პერსონალი) რაოდენობა 7 150-ს შეადგენს.

დომინიკ რააბი

30 ოქტომბერი 2020, 13:30

COVID19

დომინიკ რააბი: არ გამოვრიცხავ, რომ ინგლისში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდეს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დომინიკ რააბის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ინგლისში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მინისტრის განცხადებით, ლოკალიზებული მიდგომა იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ ყველა თავის რეგიონში დაწესებულ შეზღუდვებს დაიცავს.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 13:16

ეკონომიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „ქართული ოცნება“ იმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში, ამან ეკონომიკას მეტი სტიმული უნდა მისცეს სტაბილური განვითარების კუთხით

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკის კლებამ მხოლოდ 0.7 პროცენტი შეადგინა, რაც იმის მანიშნებელია, რომ შემდეგ თვეებში ეკონომიკა ზრდას დაიწყებს და გამოვა რეცესიიდან, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი თავის facebook-ის გვერდზე.

30 ოქტომბერი 2020, 13:07

COVID19

საფრანგეთში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა

საფრანგეთში განმეორებითი ლოკდაუნი დღეიდან შევიდა ძალაში. ქვეყნაში დაიხურება რესტორნები, ბარები და მაღაზიების უმრავლესობა. მოსახლეობა გარეთ გასვლას მხოლოდ საპატიო მიზეზის შემთხვევაში შეძლებს. შეზღუდვები მინიმუმ 1-ელ დეკემბრამდე იმოქმედებს.

იოსებ არჩვაძე

30 ოქტომბერი 2020, 13:00

ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე ეკონომიკურ ზრდაზე: ის თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკის მხარდამჭერ ღონისძიებათა თვალსაჩინო შედეგია

„სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტი) დონემ 2020 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 99.3 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო შვიდი თვის განმავლობაში (2020 წლის თებერვლის შემდეგ, ფაქტობრივად - პანდემიის დაწყებიდან) საუკეთესო მაჩვენებელია და წარმოადგენს თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკისა და ანტიკრიზისული ეკონომიკის მხარდამჭერ ღონისძიებათა თვალსაჩინო შედეგს“.

ბელგია

30 ოქტომბერი 2020, 13:00

COVID19

ბელგიაში ექიმებს კორონავირუსთან ბრძოლაში ფსიქოლოგებიც დაეხმარებიან

ბელგიაში, უახლოეს მომავალში კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ექიმებს 1 500 ფსიქოლოგი დაემატება. ამის შესახებ ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა ფრანკ ვანდენბროუკმა განაცხადა. „მე ვიმყოფებოდი რამდენიმე საავადყოფოში და რაც ჩემი თვალით ვნახე ძალიან მტკივნეული იყო და შოკისმომგვრელი. ვფიქრობ ჩვენი ექიმები წარმოუდგენელ საქმეს აკეთებენ”, - განაცხადა მინისტრმა.

30 ოქტომბერი 2020, 12:53

სამართალი

ყველა რეგიონში, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას პოლიციის მობილური ჯგუფები უზრუნველყოფენ

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ყველა რეგიონში შეიქმნა პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდენენ მყისიერ რეაგირებას ​სამართალდარღვევებზე და უზრუნველყოფენ მართლწესრიგის დაცვას, - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოთარ ანგურიძე

30 ოქტომბერი 2020, 12:42

ეკონომიკა

ოთარ ანგურიძე: ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი პირდაპირ არის დაკავშირებული მთავრობის ანტიკრიზისულ პოლიტიკასთან და ბიზნესის პასუხისმგებლიან დამოკიდებულებაზე

„პანდემიის ახალი ტალღის მიუხედავად, ვხედავთ, რომ საქართველოს ეკონომიკა გადაეწყო და მოერგო იმ საერთაშორისო გამოწვევებს, რაც მთელ მსოფლიოში დომინირებს“, - აღნიშნავს თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე თავის facebook-პოსტში.

კახა კალაძე

30 ოქტომბერი 2020, 12:33

საზოგადოება

კახა კალაძე: არაფერია ადამიანის სიცოცხლეზე ღირებული, ყველაფერი უფერულდება გორთან მომხდარი გუშინდელი ავტოკატასტროფის ფონზე

„არაფერია ადამიანის სიცოცხლეზე ღირებული, ყველაფერი უფერულდება გორთან მომხდარი გუშინდელი ავტოკატასტროფის ფონზე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს. ავტოშემთხვევის დროს დაშავებულ მოქალაქეებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“ - აცხადებს კახა კალაძე.

30 ოქტომბერი 2020, 12:28

COVID19

რუსეთში კოვიდინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ის 18,283 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ეს ქვეყანში ახალი შემთხვევები ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. სულ კი ინფიცირების 1,599,976 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსს 355 ადამიანი ემსხვერპლა. ჯამში პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 27,656 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

30 ოქტომბერი 2020, 12:25

საზოგადოება

დევნილთა სააგენტო სოფლად სახლს 512 დევნილ ოჯახს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 512 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდის. სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტი წარმატებით მუშაობს და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.

დავით მათიკაშვილი

30 ოქტომბერი 2020, 12:21

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: „ქართული ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში ყველა სამაჟორიტარო ოლქში და ვერანაირი გაყალბებული კვლევა და ფეიკ-მონაცემი ვერ მოახდენს გავლენას ამომრჩევლის განწყობაზე!!!

დავით მათიკაშვილის განცხადებით, კახეთის ყველა სამაჟორიტარო ოლქში, სადაც ის ამჟამად იმყოფება და წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობს, მოსახლეობის სრული უმრავლესობა მხარდაჭერას „ქართულ ოცნებას" და მის მაჟორიტარ კანდიდატებს უცხადებს.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 12:21

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ყოველთვის იქნება ბოლო დღემდე ჩვენი ძირითადი მიზანი

ყველაფერი ამის გასაკეთებლად, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება გამარჯვება, გამარჯვება, რომელშიც ჩვენ დარწმუნებული ვართ და ამ დარწმუნებულობის უფლებას გვაძლევენ ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ არ გვჭირდება არანაირი რეიტინგები ჩვენ ამას ვხედავთ, ჩვენ ვურთიერთობთ და ახლო კავშირი გვაქვს ჩვენს მოქალაქეებთან და დარწმუნებული ვარ, რომ 31 ოქტომბერს, ხვალ ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ. სამართლიან და ღირსეულ ბრძოლაში“, - აღნიშნა პრემიერმა.

სალომე ზურაბიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 12:19

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: მწუხარებას გამოვთქვამ გორთან მომხდარი ტრაგედიის გამო

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს „მწუხარებას გამოვთქვამ გორთან მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაზარალებულებს კი, სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“ - წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

კახა კალაძე

30 ოქტომბერი 2020, 12:08

პოლიტიკა

კახა კალაძე: ქართული სახელმწიფო განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს

„ჩვენმა გუნდმა გაკეთებული საქმეებითა და ყველა წინა არჩევნების შედეგით დაამტკიცა, რომ პოლიტიკურ ველზე არის ერთადერთი რეალური ძალა, რომელსაც შეუძლია ხალხისა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს წარმატებით უპასუხოს“, - ამის შესახებ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა კახიშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

გიორგი ცუცქირიძე

30 ოქტომბერი 2020, 12:04

ეკონომიკა

გიორგი ცუცქირიძე: სექტემბერში ეკონომიკა ფაქტობრივად ზრდის ტრენდზეა გასული

„ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენციები სექტემბერში კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. თუ აგვისტოში კლებამ-5.3 % შეადგინა, სექტემბერში წინასწარი შეაფასებით 1 %-იან ზღვარსაც კი ჩამოცდა და -0.7 % შეადგინა რაც ნიშნავს, რომ სექტემბერში ეკონომიკა, ფაქტობრივად, ზრდის ტრენდზეა უკვე გასული. მნიშვნელოვნად არის შემცირებული საშუალო წლიური კლების მაჩვენებელიც, იანვარ-აგვისტოს 5.6 პროცენტთან შედარებითაც და 5 %-ს შეადგენს. როგორც ვხედავთ, საქართველოს ეკონომიკა იმაზე გაცილებით სწრაფად გამოდის რეცესიიდან, ვიდრე წლის პირველი ნახევრის პროგნოზი იყო“.