imedi /  03 აგვისტო 2019, 12:52 / სანდო წყარო

გაერო: ავღანეთში 7 თვეში 1500 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ავღანეთი

ავღანეთი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, 2019 წლის 7 თვეში ავღანეთში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად 1500 ადამიანი დაიღუპა. მონაცემებს, france24-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაღუპულთა აროდენობა ივლისში გაიზარდა, რაც 2017 წლის შემდეგ ყველაზე მძიმე მაჩვენებელია. გასულ თვეს ავღანეთში რამდენიმე შეტევა განხორციელდა, მათ შორის 25 ივლისს მომხდარი შემთხვევა, როცა თვითმკვლელმა ტერორისტმა ქაბულში ავტობუსი ააფეთქა. ამ დღეს 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 

საერთო მონაცემებით 2019 წლის 6 თვეში ავღანეთში მსხვერპლის რაოდენობა 27%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის 6 თვეში ავღანეთში 1366  ადამიანი მოკვდა, ხოლო  2446 დაიჭრა.

ავტობუსის აფეთქების შედეგად 31 ივლისს ავღანეთში  34 ადამიანი  დაიღუპა,  მათ შორის რამდენიმე ბავშვია.  ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ქვეყნის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლების თქმით, დღეისათვის „თალიბანი“უფრო დიდ ტერიტორიას აკონტროლებს, ვიდრე ოდესმე ბოლო 18 წლისგანმავლობაში, რაც ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდას იწვევს. „თალიბანის“ წარმომადგენლებს მომხდარზე კომენტარი ჯერ არგაუკეთებიათ.

სექტემბერში ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. 29 ივლისს  ქვეყნის  დედაქალაქში  მომხდარი თავდასხმის შედეგად კი ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი ამრულა სალეჰი  დაიჭრა.

ყველა სიახლე

25 ივნისი 2021, 01:02

COVID19

Associated Press: აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის თითქმის ყველა შემთხვევა ახლა უკვე არავაქცინირებულ პირებზე მოდის

აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის თითქმის ყველა შემთხვევა ახლა უკვე არავაქცინირებულ პირებზე მოდის. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

25 ივნისი 2021, 00:57

კულტურა

Backstreet Boys-ისა და NSYNC-ის წევრებმა სუპერჯგუფი ჩამოაყალიბეს და ერთმანეთის ჰიტები შეასრულეს. ვიდეო

მუსიკოსებმა ერთად ლოს-ანჯელესში, ერთ-ერთ ღონისძიებაზე იმღერეს. Backstreet Boys-დან კონცერტში ეიჯეი მაკლინი და ნიკ კარტერი მონაწილეობდნენ, NSYNC-იდან კი ჯოი ფატონე და ლანს ბასი. მათ ისეთი ცნობილი ჰიტები შეასრულეს, როგორებიცაა Bye Bye Bye, I Want It That Way. მედიამ ახალ სუპერჯგუფს Boys-Sync-ი დაარქვა. მუსიკოსები მომავალში თანამშრომლობას არ გამორიცხავენ.

25 ივნისი 2021, 00:22

COVID19

ე.წ. ინდური შტამის გავრცელების გამო, მომდევნო კვირიდან ისრაელში დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდება

ე.წ. ინდური შტამის გავრცელების გამო, მომდევნო კვირიდან ისრაელში დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდება. ამის შესახებ კორონავირუსის საკითხებში კოორდინატორმა, ნახმან აშმა განაცხადა.

25 ივნისი 2021, 00:12

საზოგადოება

თბილისში, დაახლოებით 110 ქუჩასა და რამდენიმე დასახლებას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო თბილისის რამდენიმე რაიონსა და ქუჩას 25 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

24 ივნისი 2021, 23:59

მსოფლიო

ბოლო მონაცემებით, მაიამიში 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილის ჩამონგრევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 99 - დაკარგულად მიიჩნევა

ბოლო მონაცემებით, მაიამიში 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილის ჩამონგრევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 99 - დაკარგულად მიიჩნევა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

24 ივნისი 2021, 23:47

რეგიონი

ურეკში, ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ურეკში, ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.

24 ივნისი 2021, 23:41

მსოფლიო

წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატები“ კონგრესის სპეციალურ კომიტეტს შექმნიან, რომელიც კაპიტოლიუმზე თავდასხმას გამოიძიებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატები“ კონგრესის სპეციალურ კომიტეტს შექმნიან, რომელიც კაპიტოლიუმზე თავდასხმას გამოიძიებს.

24 ივნისი 2021, 23:41

კულტურა

თეა წულუკიანი თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში გამართულ მუსიკალურ საღამოს დაესწრო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში გამართულ მუსიკალურ საღამოს დაესწრო, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაზე გიმნაზიის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლებისაგან შემდგარი სკოლის გუნდის მიერ წარმოდგენილი იყო სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ალექსი მაჭავარიანის ნაწარმოები „დედაენა“.

24 ივნისი 2021, 23:34

პოლიტიკა

ასოცირებული ტრიოს საგარეო საქმეთა მინისტრები სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს შეხვდნენ

ასოცირებული ტრიოს ქვეყნების - საქართველო, მოლდოვა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარს, ვალდის დომბროვსკისს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

24 ივნისი 2021, 23:22

რეგიონი

ურეკში, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარი გაჩნდა

ურეკში ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარი გაჩნდა. ამ ეტაპზე ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე, ადგილზე 10-მდე ეკიპაჟი მუშობს.

24 ივნისი 2021, 23:19

მსოფლიო

მაიამიში 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შემდეგ, 50-ზე მეტ ადამიანს ეძებენ

მაიამიში 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შემდეგ, 50-ზე მეტ ადამიანს ეძებენ, ხოლო ერთი - გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებიდან 35 ადამიანი გამოიყვანეს.

დავით ბაქრაძე

24 ივნისი 2021, 23:06

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე Edison Research-ის კვლევაზე: აინტერესებთ, სად გაქრა ჩემი რეიტინგი - არსადაც გამქრალა მეგობრებო, უბრალოდ საერთოდ არ გამზომეს

სწორედ ეს უნდა იყოს ახლა ოპოზიციის მთავარი ამოვანა და მზად ვარ, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად მივიღო მონაწილეობა ამ მიზნის მიღწევაში, რაშიც, იმედია, ჩემი არგაზომილი, მაგრამ არგამქრალი რეიტინგიც დამეხმარება“, - წერს დავით ბაქრაძე..

24 ივნისი 2021, 22:53

პოლიტიკა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენების თარიღი კანონმდებლობით იქნება განსაზღვრული

„სამუშაო ჯგუფში, ოპოზიციის მხრიდან წამოვიდა წინადადება, რომ ისევე როგორც საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენების შემთხვევაშიც კანონში დაფიქსირდეს არჩევნების თარიღი. ამიტომ, დღეს, ჩვენ სამუშაო ჯგუფს შევთავაზეთ ცვლილების ასეთი რედაქცია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

24 ივნისი 2021, 22:23

რეგიონი

გორში პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, დაკავებულია ერთი პირი

გორში, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, მოქალაქემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. არსებული ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორმა გადამოწმების მიზნით მსუბუქი ავტომანქანა გააჩერა,რასაც მოქალაქის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. შემდეგ კი იქვე მყოფი სხვა პირი პატრულის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა.

მარკ რუტე

24 ივნისი 2021, 22:11

მსოფლიო

ნიდერლანდების პრემიერმა განაცხადა, რომ ევროკავშირსა და ვლადიმერ პუტინს შორის შესაძლო სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ევროკავშირსა და ვლადიმერ პუტინს შორის შესაძლო სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს.

დავით ზალკალიანი

24 ივნისი 2021, 22:09

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენი საბოლოო სახლი ევროკავშირია

ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენი საბოლოო სახლი ევროკავშირია, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისი თქმით, მუდმივად გვჭირდება მიზანი და მის გარშემო კონსოლიდაცია და არა მარტო ხელისუფლების, არამედ საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების.

ვოლოდიმირ ზელენსკი

24 ივნისი 2021, 21:54

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა რუს ბიზნესმენებსა და კომპანიებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ბიზნესმენებსა და კომპანიებს სანქციები დაუწესა. კერძოდ, სანქციები დაუწესდათ კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელს, ალექსეი მილერს, ბიზნესმენებს ოლეგ დერიპასკას, ანდრეი კოსტინს და იგორ, არკადი და რომან როტენბერგებს.

დავით ზალკალიანი

24 ივნისი 2021, 21:50

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: „ასოცირებული ტრიოს“ სამიტის საქართველოში გამართვა ჩვენი ინიციატივაა

რა თქმა უნდა, „ასოცირებული ტრიოს“ სამიტის საქართველოში გამართვა ჩვენი ინიციატივაა. ეს საქართველოს იდეა და წინადადებაა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ.

დმიტრო კულება

24 ივნისი 2021, 21:28

პოლიტიკა

დმიტრო კულება: „ასოცირებული ტრიოს“ სამიტი საქართველოში შეიძლება გაიმართოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება არ გამორიცხავს, რომ „ასოცირებული ტრიოს“ სამიტი ბათუმში ივლისის ბოლოს შეიძლება გაიმართოს.

დავით ზალკალიანი

24 ივნისი 2021, 21:25

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ჩვენი საბოლოო მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა

დღეს ძალიან პოზიტიური გამოხმაურება გვაქვს. ყველა მიესალმება ტრიოს ფორმატში ჩვენი ინტეგრაციული პროცესების შემდგომ გააქტიურებას. მიმღებლობა იყო ძალიან მაღალი და ვფიქრობ, ტრიოს ფორმატის პირველი პოზიტიური შედეგია, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.