imedi /  11 აგვისტო 2019, 13:19 / სანდო წყარო

სირიის არმიამ სტრატეგიული ქალაქი ალ-ჰობაიტი დაიკავა

სირიელი სამხედროები

სირიელი სამხედროები

სირიის არმიამ იდლიბის პროვინციაში სტრატეგიული ქალაქი ალ ჰობაიტი დაიკავა, რომელიც აჯანყებულების ყველაზე მსხვილი ანკლავი იყო, - ამის შესახებ Reuters წერს. 

Reuters-ის ცნობით, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლაა სამი თვის წინ დაწყებული შეტევის შემდეგ. 

აჯანყებულებს  ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი ალ-ჰობაიტის გარშემო მიმდინარე ბრძოლების შესახებ, თუმცა დაადასტურეს მიმდებარე ტერიტორიის დაკარგვა, - წერს გამოცემა.  

შაბათს გამართულ ბრძოლაში ორივე მხრიდან 100-ზე მეტი მებრძოლი დაიღუპა. სირიის არმიამ და მისმა მოკავშირეებმა აჯანყებულების პოზიციაზე დაახლოებით 2 000 საჰაერო და საარტილერიო შეტევა მიიტანეს.  

გამოცემის შეფასებით, სამთვიანი შეტევით სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა უფრო ნელი პროგრესი მიიღო, ვიდრე მაშინ, როცა რუსეთმა დაიკავა მისი მხარე და ქვეყნის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მის მმართველობას დაუბრუნა. 

რუსეთი 2015 წლიდან მონაწილეობს სირიაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში, პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მხარეზე.

როგორ დაიწყო ომი სირიაში და ვინ ვის ებრძვის წაიკითხეთ ბმულზე.

ყველა სიახლე

ნილ კემპბელი

19 აგვისტო 2019, 19:24

სპორტი

ბრიტანელი ნილ კემპბელი მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ველოსიპედისტი გახდა

რეკორდული მაჩვენებელი ინგლისში, ჩრდილოეთ იორქშირის ავიაბაზის ასაფრენ ბილიკზე სპეციალური კონსტრუქციის ველოსიპედით დაფიქსირდა. სიჩქარის შესაფასებლად გამოიყენება ავტომობილი, რომელიც ველოსიპედის წინ მიდის და პირქარის ზეგავლენას გამორიცხავს.

19 აგვისტო 2019, 19:19

ვიდეო

ბახმაროში, ფესტივალზე „სანსეტ სეტი“ მიმავალი ავტომანქანა ციცაბო ფერდობიდან დაგორდა

„პუშკაშის პრემია“

19 აგვისტო 2019, 18:39

სპორტი

ფიფამ წლის 10 საუკეთესო გოლი დაასახელა

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) 2019 წლის საუკეთესო გოლის პრემიის პრეტენდენტები დაასახელა. 2018 წელსსაუკეთესო გოლისთვის ფერენც პუშკაშის სახელობის ჯილდო „ლივერპულის“ ეგვიპტელმა ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა მიიღო. კენჭისყრა 1 სექტემბრამდე გაგრძელდება.

19 აგვისტო 2019, 18:36

ეკონომიკა

ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში საქართველოს პოპულარიზაციის კამპანია დაიწყო

უწყების ინფორმაციით, კამპანია ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის სეზონებს მოიცავს და საქართველოს კურორტებს პოპულარიზაციას გაუწევს. საიმიჯო ვიდეორგოლები ბალტიისპირეთის ქვეყნების სატელევიზიო არხებით გადაიცემა. გარდა ამისა, კამპანია სოციალურ მედიაში რეკლამასა და გარე ბანერების განთავსებას მოიცავს.

19 აგვისტო 2019, 18:11

საქართველო

საპენსიო სააგენტო მოსახლეობას კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს

„სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

კერსტი კალიულაიდი

19 აგვისტო 2019, 18:07

საქართველო

ესტონეთის პრეზიდენტმა გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენები დაგმო

„დღეს ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რათა კიდევ ერთხელ მეთქვა, რომ ესტონეთი გმობს საქართველოსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციას. საერთაშორისო თანამეგობრობა არ შეეგუება საქართველოს ნაწილობრივ ოკუპაციას“, - წერს კერსტი კალიულაიდი Twitter-ზე.

ჯენიფერ ენისტონი, რიზ უიზერსპუნი

19 აგვისტო 2019, 17:55

კულტურა

სერიალ „დილის შოუს“ ტრეილერი გამოქვეყნდა. ვიდეო

სერიალში მთავარ როლებს ჯენიფერ ენისტონი, რიზ უიზერსპუნი და სტივ ქარელი ასრულებენ. „დილის შოუ“ დილის გადაცემის წამყვანებისა და ჟურნალისტების პროფესიული და პირადი შესახებ მოგვითხრობს. ცნობილია, რომ Apple-მა სერიალის 2 სეზონის გადაღება დააანონსა, თითოეულ სეზონში 10 სერია იქნება და ის ექსკლუზიურად Apple TV Plus-ზე გავა.

ბიუჯეტირება

19 აგვისტო 2019, 17:52

საქართველო

საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკითხზე ტრენინგი გაიმართა

საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში - ახალქალაქში, ხაშურში, ქედაში, ლანჩხუთსა და ფოთში თვითმმართველობის თანამშრომლებისა და შესაბამის რეგიონებში მოქმედი მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი – „ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა ბიუჯეტირების პროცესში“ – გაიმართა.

ლუკ კილერი

19 აგვისტო 2019, 17:50

სპორტი

კრივში ევროპის ჩემპიონმა მაკგრეგორი პაბში ასაკოვანი კაცის ცემის გამო ბრძოლაში გამოიწვია

ირლანდიელმა მოკრივემ ლუკ კილერმა თავისი თანამემამულე, შერეული ორთაბრძოლების (MMA) მებრძოლი კონორ მაკგრეგორი პაბში ასაკოვანი კაცის ცემის გამო ბრძოლაში გამოიწვია. ამის შესახებ გამოცემა Irish Boxing-ი წერს. როგორც ლუკ კილერი Twitter-ზე წერს, მაკგრეგორმა ორი წლის წინ მის მეგობარსაც სცემა.

დუეინ ჯონსონი დაქორწინდა

19 აგვისტო 2019, 17:27

ტაბლოიდი

„ფორსაჟის“ მსახიობი დაქორწინდა

ცნობილი მსახიობი, „ფორსაჟის“ ერთ-ერთი მთავარი გმირი დუეინ ჯონსონი თავის პარტნიორზე, ლორენ ჰაშიმანზე დაქორწინდა, რომელთანაც მრავალწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა. წყვილმა ქორწილი 18 აგვისტოს, ჰავაიზე გადაიხადა. წვეულებიდან მისი და მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტოები ჯონსონმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

19 აგვისტო 2019, 17:25

სპორტი

ლაშა გობაძის შესრულებული გდება ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესოდ აღიარეს. ვიდეო

ლაშა გობაძის შესრულებული გდება ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესოდ აღიარეს, - ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია მსოფლიო ჭიდაობის ფედერაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. „გდება“ სპეციალური სპორტული ტერმინია ჭიდაობაში, რაც მეტოქის საწინააღმდეგოდ მოჭიდავის მოქმედებას ასახავს. ლაშა გობაძე 82 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ჭიდაობს.

დავით ზალკალიანი

19 აგვისტო 2019, 17:18

საქართველო

ზალკალიანმა ეუთოს თავმჯდომარეს გუგუტიანთკარზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანი გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საგანგებო სატელეფონო საუბარი გამართა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩაკთან და ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

ემზარ კვიციანი

19 აგვისტო 2019, 17:14

საქართველო

ომბუდსმენი ემზარ კვიციანს რეკომენდაციას აძლევს

ასადოვის საჩივარში მითითებული იყო, რომ 2019 წლის 21 იანვარს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დეპუტატმა სამუშაო შეხვედრისას მირტაგი ასადოვის მიმართ დისკრიმინაციული გამონათქვამი გამოიყენა.

ოსკარი

19 აგვისტო 2019, 17:04

კულტურა

ბუკმეკერებმა 2020 წლის ოსკარის დაჯილდოების მთავარი ფავორიტები დაასახელეს

ბუკმეკერებმა 2020 წლის ოსკარის დაჯილდოებმათი ინფორმაციით, საუკეთესო კაცი მსახიობის ჯილდოს დიდი ალბათობით ხოაკინ ფენიქსი, ფილმ Joker-ში შესრულებული როლისთვის მიიღებს. მის გამარჯვებაზე ფსონები 9/4-იანი კოეფიციენტით მიიღება. ფენიქსის კონკურენტები ტომ ჰენქსი, ტარონ ეგერტონი და ანტონიო ბანდერასი იქნებიან.

ომარ ალ-ბაშირი

19 აგვისტო 2019, 16:39

მსოფლიო

სუდანის პროკურატურა: ალ-ბაშირმა საუდის არაბეთისგან მილიონობით დოლარის მიღება აღიარა

სუდანში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ომარ ალ-ბაშირის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო. BBC-ის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამომძიებელმა განაცხადა, რომ ალ-ბაშირმა საუდის არაბეთისგან მილიონობით დოლარის მიღება აღიარა. პროკურატურა მას კორუფციაში ადანაშაულებს.

დავით გარეჯი

19 აგვისტო 2019, 16:31

საქართველო

საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივმა კომისიამ დავით გარეჯში საველე სამუშაოები დაგეგმა

დაიგეგმა საველე სამუშაოები: ერთობლივი აზომვები საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე და მათი დათვალიერება. 19-23 აგვისტოს პერიოდში ექსპერტები ერთობლივად გაივლიან ცალკეულ მონაკვეთებს და დაგეგმავენ შემდეგ ეტაპზე დარჩენილი შეუთანხმებელი მონაკვეთების მონახულებას.

19 აგვისტო 2019, 16:30

მსოფლიო

კანარის კუნძულებზე ხანძრის გამო ევაკუირებულთა რიცხვი 8000-მდე გაიზარდა

შაბათს ქალაქ ტეხედას მახლობლად გაჩენილ ხანძარს რამდენიმე კერა აქვს. ცეცხლის გავრცელებას ხელს ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უწყობს. ხანძარი კუნძულის ცენტრალურ ნაწილში მთებშია გაჩენილი და ჯერჯერობით სანაპირო ზოლზე დამსვენებლებს საფრთხეს არ უქმნის.

ტიმ კუკი და დონალდ ტრამპი

19 აგვისტო 2019, 16:24

ტექნოლოგიები

ტიმ კუკმა ტრამპი დაარწმუნა, რომ ჩინურ საქონელზე ტარიფების დაწესება Samsung-ს გააძლიერებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ ჩინეთის წინააღმდეგ დასაწესებელ ახალ სანქციებთან დაკავშირებით Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის ტიმ კუკის არგუმენტებმა ​დააფიქრა. ამის შესახებ Business Insider-ი წერს. ტრამპის თქმით, კუკმა აუხსნა მას, რომ ახალი გადასახადები უპირატესობას შეუქმნის Apple-ის მთავარ კონკურენტს, სამხრეთკორეულ

თურქეთის შეიარაღებული ძალები

19 აგვისტო 2019, 16:06

მსოფლიო

სირიის ჯარის მიერ თურქულ სამხედრო კოლონაზე მიტანილ იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

სირიის ჯარმა თურქულ სამხედრო კოლონაზე ავიაიერიში მიიტანა. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით Reuters-ი იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით შედეგად 3 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 12 დაიჭრა. თურქულმა შეიარაღებულმა კოლონამ სირიის სახელმწიფო საზღვარი დღეს გადაკვეთა და პროვინცია იდლიბში შევიდა.

მიხეილ ხიდურელი

19 აგვისტო 2019, 15:59

კულტურა

„აწარმოე საქართველოში“: ჰოლივუდმა საქართველოს მწვანე შუქი აუნთო

„ამ მასშტაბის ფილმის ქვეყანაში გადაღება ნიშნავს იმას, რომ ჰოლივუდმა, როგორც ინდუსტრიამ, საქართველოს აუნთო მწვანე შუქი. ჩვენზე უკვე სხვა სტუდიოები ლაპარაკობენ, შეუქცევადი პროცესი დაიწყო, რაც ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი შემოვა“, - წერს ხიდურელი.