imedi /  14 აგვისტო 2019, 13:23 / სანდო წყარო

ახალ ზელანდიაში გიგანტური პინგვინის ნეშტი აღმოაჩინეს

ახალი ზელანდია გიგანტური პინგვინი

ახალ ზელანდიაში, ჩრდილოეთ კენტერბერიში ადამიანის სიმაღლის პინგვინის წიაღისეული ძვლები აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC  წერს. გამოცემის ინფორმაციით, ფრინველი პალეოცენის ხანაში 66-56 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა და დროის უმეტეს ნაწილს წყალში ატარებდა. მისი სიმაღლე 1.6 მეტრი, წონა კი 80 კილოგრამი იყო.

მეცნიერებმა მას „მონსტრი პინგვინი“ დაარქვეს. მათი თქმით, ფრინველის ასეთი უჩვეულო ზომა ზღვის დიდი რეპტილიების გადაშენებასთან არის დაკავშირებული, რომლებიც მათ პირდაპირ კონკურენტებად მიიჩნევიან.

გიგანტური პინგვინების გადაშენების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს ახალ ზელანდიაში მათი კონკურენტი სახეობების - უკბილო ვეშაპების და სელაპების გამოჩენას უკავშირდება.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

20 ნოემბერი 2019, 14:38

ეკონომიკა

კუს ტბაზე ასასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება

კუს ტბაზე ასასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, მოსამზადებელ სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო, რომლის თქმით მთელი დღისა და ღამის განმავლობაში იმუშავებენ, რომ პროექტი დროულად დასრულდეს.

ინფლაცია

20 ნოემბერი 2019, 14:38

ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკი რეალობას უნდა დაუბრუნდეს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი რეალობას უნდა დაუბრუნდეს. კოვზანაძის თქმით, ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე დასაბრუნებლად, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს.

ეროვნული ბანკი

20 ნოემბერი 2019, 14:34

ეკონომიკა

კობა გვენეტაძემ თქვა როდემდე შეიძლება გაგრძელდეს რეფინანსირების განაკვეთის ზრდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა იქამდე გაგრძელდება, სანამ პროგნოზით არ გამოჩნდება, რომ გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა განეიტრალდა.

20 ნოემბერი 2019, 14:32

საქართველო

აქციაზე დაკავებულების პროცესზე მოსამართლის შეურაცხყოფისთვის რამდენიმე ადამიანი დარბაზიდან გააძევეს

მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს აღკვეთის რა ღონისძებას გამოიყენებს იმ აქტივისტების მიმართ, ვისაც პოლიცია ხულიგნობას და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება. სასამართლო განხილვა გუშინდელისგან განსხვავებით, ახლა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა ეზოში მცირე ინციდენტი მოხდა.

სენატი

20 ნოემბერი 2019, 14:03

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა ჰონგ-კონგში დემოკრატიის მხარდამჭერი კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა ჰონგკონგში დემოკრატიის მხარდაჭერისა და ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტი მიიღო. დოკუმენტი ავალდებულებს თეთრ სახლს ჰონგ-კონგში ადამიანის უფლებების დარღვევაზე ყოველწლიურად არა მხოლოდ კანონმდებლების წინაშე ანგარიში წარადგინოს, არამედ სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ.

თამარ ჩუგოშვილი

20 ნოემბერი 2019, 13:59

საქართველო

ჩუგოშვილი: ფრაქციაზე მოლაპარაკებები კენჭისყრის გამო უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებთან გვაქვს

პარლამენტის ყოფილი პირველი ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტში ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები იმ დეპუტატებს შორის არის, რომლებმაც უმრავლესობა პროპორციულ სისტემაზე კენჭისყრის შედეგების გამო დატოვეს.

ანატოლი ბიბილოვი

20 ნოემბერი 2019, 13:41

საქართველო

ბიბილოვი: წნელისში ქართული საგუშაგო ეკალია რომელიც მთელ რესპუბლიკას აყენებს ტკივილს

ცხინვალის რეგიონის დეფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა სოფელ წნელისთან ქართული საგუშაგო შეადარა "ეკალს, რომელიც მთელ რესპუბლიკას აყენებს ტკივილს". ამის შესახებ ბიბილოვმა ცხინვალში ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

აკაკი ზოიძე

20 ნოემბერი 2019, 13:33

საქართველო

აკაკი ზოიძე: ექიმები მზად ვართ ვაჟა გაფრინდაშვილს ჩავენაცვლოთ

​ექიმების ინიციატივაა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მაგივრად თითო კვირით დაიკავონ მისი ადგილი სეპარატისტული ხელისუფლების მძევლად - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ საოკუპაციო რეჟიმის წამომადგენლების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

გიო ხუციშვილი

20 ნოემბერი 2019, 13:23

კულტურა

თბილისის ერთ-ერთ უსახელო ქუჩას გიო ხუციშვილის სახელი მიენიჭა

თბილისში, ვაკე-საბურთალოს ერთ-ერთ უსახელო ქუჩას მომღერალ გიო ხუციშვილის სახელი მიენიჭა. როგორც imedinews-s სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილმა განუცხადა, ვარსკვალავის სახელი ვაჟა-ფშაველას გამზირიდან, ყაზბეგის ქუჩის დამაკავშირებელ მონაკვეთს დაერქვა.

ფრენები

20 ნოემბერი 2019, 13:19

ეკონომიკა

ფრენების აკრძალვამ რუსული ავიაკომპანიები დაახლოებით 50 მილიონი დოლარით დააზარალა

საქართველოში, ფრენების აკრძალვის გამო, რუსული ავიაკომპანიების ზარალმა 3,2 მილიარდ რუბლს (499 52000 დოლარი). ყველაზე მეტად „ურალის ავიახაზებმა“ იზარალა. ავიაკომპანიებმა მონაცემები რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს კომპენსაციის მისაღებად წარუდგინეს, რომელსაც მათ ფრენების აკრძალვის ძალაში შესვლამდე დაჰპირდნენ.

რუსეთი

20 ნოემბერი 2019, 13:07

სპორტი

მედია: რუსეთის ეროვნული ნაკრები შესაძლოა ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატიდან მოხსნან

რუსეთის ეროვნული ნაკრები შესაძლოა, ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატიდან მოიხსნას. ინგლისური გამოცემების ინფორმაციით, 9 დეკემბერს საერთაშორისო ანტიდოპინგური კომიტეტის სხდომაა ჩანიშნული, სადაც ბოლო წლების განმავლობაში, რუსი სპორტსმენების მიერ აკრძალული პრეპარატების მიღებასთან დაკავშირებით, დამატებით მტკიცებულებებს განიხილავენ.

მალტა

20 ნოემბერი 2019, 12:58

მსოფლიო

მალტელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე ცნობილი ბიზნესმენი დააკავეს

კომპანია 17 Black-ის მფლობელის დაკავებას წინ უძღოდა ქვეყნის პრემიერმინისტრის ჯოზეფ მუსკატის განცხადება, რომ მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის შეწყალების საკითხს განიხილავს. დაფნე კარუან გალიცია 2017 წლის 16 ოქტომბერს ააფეთქეს.

ავღანეთი

20 ნოემბერი 2019, 12:53

მსოფლიო

ავღანეთში თალიბების თავდასხმას სულ მცირე 13 ჯარისკაცი ემსხვერპლა

რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ თავდასხმას ავღანეთში სულ მცირე 13 ჯარისკაცი ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა. ამის შესახებ Tolo News-ი წერს. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე კუნდუზის პროვინციაში მოხდა. რადიკალები სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს.

ჩინეთი წამება

20 ნოემბერი 2019, 12:45

მსოფლიო

ბრიტანეთის საკონსულოს ყოფილი თანამშრომლის თქმით ის ჩინეთში აწამეს

სემონგ ჩენგი ჰონგკონგელია, რომელიც ბრიტანეთის საკონსულოში ორი წლის განმავლობაში მუშაობდა, ის აგვისტოში, ჩინეთში მოგზაურობის დროს, 15 დღით დააკავეს. 29 წლის ბიჭის თქმით, ის შებორკილი, თვალებახვეული და თავზე ნაჭერჩამოფარებული ჰყავდათ.

ზაზა ოქუაშვილი

20 ნოემბერი 2019, 12:36

საქართველო

ზაზა ოქუაშვილი: ხელისუფლებამ კეთილგონიერება უნდა გამოიჩინოს და აღარ გააგრძელოს ძალის გამოყენება

ბიზნესმენი წერს, რომ ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი, პროკურატურა, სახელმწიფო ინსტიტუტები და საპატრიარქოს მითვისებაც კი მოინდომა, კვლავინდებურად აგრძელებს დანაშაულებრივ ქმედებებს.

გიორგი კახიანი

20 ნოემბერი 2019, 12:21

საქართველო

პარლამენტში სოფიო ქაცარავასა და ვანო ზარდიაშვილს თემურ გოცირიძე და ბენედიქტ ქაშაკაშვილი შეცვლიან

გიორგი კახიანის თქმით, პარლამენტში ვაკანტურ თანამდებობებზე წასადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ არის. კახიანი არ ადასტურებს არ უარყოფს ცნობას პირველ ვიცესპიკერად მის შესაძლო დანიშვნაზე.

პროკურატურა

20 ნოემბერი 2019, 12:10

ძალოვნები

პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეომასალის გასაჯაროებაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

2017 წელს ლ.ც.-მ უკანონოდ მოიპოვა ი.ყ.-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა და დაზარალებულის მეგობრებს გადაუგზავნა. ლ.ც. ასევე დაზარალებულს აღნიშნული მასალის სოციალურ ქსელში გავრცელებისა და ოჯახის წევრებთან გადაგზავნის მუქარით, მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა.

ლილოს ნაგავსაყრელი

20 ნოემბერი 2019, 12:06

ეკონომიკა

ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების გასაკეთებლად ტენდერი გამოცხადდება

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემა რაც შეიძლება მალე მოგვარდება და ადგილობრივ მცხოვრებლებს დისკომფორტი აღარ ექნებათ.

რეისები

20 ნოემბერი 2019, 11:59

ეკონომიკა

ზამთრის სეზონზე საქართველოს აეროპორტებში კვირაში საშუალოდ 340 რეგულარული რეისი შესრულდება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2019-2020 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონისთვის ავიაკომპანიების რეგულარული ფრენის განრიგი დაამტკიცა. 2019 წლის ოქტომბრის ბოლო კვირიდან 2020 წლის მარტის ბოლო შაბათამდე, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში, კვირაში საშუალოდ 340 რეგულარული რეისი შესრულდება.

ნათია თურნავა  რუსარ ფექჩანი

20 ნოემბერი 2019, 11:55

ეკონომიკა

საქართველო და თურქეთი საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე შეთანხმდნენ

ნათია თურნავას განცხადებით, ქართული მხარე ახორციელებს რეფორმას, რათა უცხო ქვეყნებიდან მომავალი სატვირთო მანქანების საბაჟო კონტროლი მინიმუმამდე შემცირდეს და ამავე დროს, არც გადამზიდავი დაზარალდეს.