Imedi /  17 აგვისტო 2019, 17:22 / სანდო წყარო

რუსეთში აქციაზე აქტივისტებს აკავებენ

ოპოზიციის აქცია რუსეთის დედაქალაქში ისევ აქტივისტების დაკავებითა და პოლიციასთან დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

მიტინგი თავდაპირველად კომუნისტური პარტიის ორგანიზებული იყო, თუმცა BBC-ის რუსული ბიურო აცხადებს, რომ მანიფესტაციას სხვა პარტიების მხარდამჭერებიც შეუერთდნენ.  

მანიფესტანტები სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და საქალაქო დუმაში დამოუკიდებელი კანდიდატების დაბლოკვას აპროტესტებენ. ანალოგიური აქცია მიმდინარეობს პეტერბურგშიც. მთავრობის გადადგომისა და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით რუსეთში დემონსტრაციები უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. ყველაზე მასშტაბური აქცია გასულ კვირას გაიმართა.

უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, 10 აგვისტოს მოსკოვში გამართულ მიტინგს  60 ათასამდე ადამიანი დაესწრო.

მოსკოვში საპროტესტო გამოსვლების მიზეზების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.

ყველა სიახლე

18 თებერვალი 2020, 10:02

მსოფლიო

ფინეთში რუსი ბიზნესმენის ქონება დააყადაღეს

მალნიკოვის მფლობელობაში მყოფი ობიექტები რუსეთს შესაძლოა ფინეთში სამხედრო ინტერვენციისთვის გამოეყენებინა. 2018 წელს Airiston Helmi-ს კუთვნილ ობიექტებზე პოლიციამ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა, რომელშიც 400-მდე სამართალდამცველი მონაწილეობდა.

18 თებერვალი 2020, 09:45

ძალოვნები

სოფელ ყარაჯალაში მკვლელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს

სოფელ ყარაჯალაში მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა. ეს ინფორმაცია imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. სოფელ ყარაჯალაში მკვლელობა 17 თებერვალს მოხდა. ტყეში დამწვარი ავტომობილი იპოვეს.

18 თებერვალი 2020, 09:28

ძალოვნები

მოქალაქის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დაუკავშირდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს და მოტყუებით დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში ზუგდიდში, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაში დაეხმარებოდა.

18 თებერვალი 2020, 09:20

საქართველო

სტოკჰოლმში ბიზნესის, მედიისა და მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან მდგრადობის სტანდარტების გაძლიერებაზე შეხვედრები გაიმართა

პროექტის „ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ ეგიდით სტოკჰოლმში ბიზნესის, მედიისა და მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან 20 შეხვედრა გაიმართა, სადაც ქართულმა დელეგაციამ კორპორაციული პასუხისმგებლობის შვედური პრაქტიკა გაიზიარა და რეკომენდაციები მიიღო.

ჯეფ ბეზოსი

18 თებერვალი 2020, 09:08

მსოფლიო

ჯეფ ბეზოსი გლობალურ დათბობასთან საბრძოლველად $10 მილიარდს დახარჯავს

ფონდს ბეზოსი 10 მილიარდი დოლარით დააფინანსებს. სოლიდური თანხით მეცნიერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ეკოაქტივისტები დაფინანსდებიან, რომლებიც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ იბრძვიან. დღეისათვის ბიზნესმენის ქონება 130 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

კორონავირუსი

18 თებერვალი 2020, 08:56

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა

პარალელურად, იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობაც. ბოლო მონაცემებით, ინფიცირების 72 436 შემთხვევაა გამოვლენილი. ხოლო ჩინეთის ფარგლებს გარეთ ახალი კორონავირუსით 25 ქვეყანაში 700-ზე ნაკლები ადამიანია ინფიცირებული.

ამინდის პროგნოზი

18 თებერვალი 2020, 08:41

საქართველო

დღეიდან საქართველოში გამოიდარებს

დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა კი მოიმატებს. მომდევნო დღეებშიც უნალექო ამინდი იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით, 23 თებერვლიდან კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

თამარ არჩუაძე

18 თებერვალი 2020, 08:32

ეკონომიკა

თამარ არჩუაძე: საქართველოში საჰაერო გზით შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების 10% ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე მოდის

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის შეფასებით, სასიამოვნოა ის პოზიტიური ტრენდი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს. თამარ არჩუაძის თქმით, მზარდი დინამიკა ქვეყნის ეკონომიკასა და ტურისტულ მაჩვენებელზე დადებითად აისახება.

ირაკლი შოთაძე

18 თებერვალი 2020, 08:23

საქართველო

ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს მიმდინარე სასესიო კვირაში უყრის

ახალი მთავარი პროკურორის დამტკიცებას კანონმდებელთა 76 ხმა სჭირდება. უკვე ცნობილია, რომ მმართველი გუნდი შოთაძეს მხარს დაუჭერს, ოპოზიცია კი მას უნდობლობას უცხადებს. ისინი პროტესტის ნიშნად, არც კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას.

ოპოზიცია პიკეტი

18 თებერვალი 2020, 08:14

საქართველო

ოპოზიცია დღეს პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს

ოპოზიცია დღეს ისევ პარლამენტის ბლოკირებას გეგმავს. ისინი სირცხვილის დერეფნის მეშვეობით აპირებენ დისკომფორტი შეუქმნან ხელისუფლებას, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ბლოკირების მიუხედავად, პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა ჩვეულ რეჟიმში გაიმართება.

პარლამენტი

18 თებერვალი 2020, 08:01

საქართველო

არჩილ თალაკვაძე დღეს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოს ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. არჩილ თალაკვაძე საზოგადოებას მომდევნო წლის სამოქმედო გეგმასაც გააცნობს. ანგარიშში ძირითადი აქცენტები გაკეთდება საკანონმდებლო საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან სიახლეებზე.

ხოსეპ ბართომეუ

18 თებერვალი 2020, 00:45

სპორტი

„ბარსელონას“ პრეზიდენტს ტროლებისთვის მილიონი ევროს გადახდაში ადანაშაულებენ

მედიაში გავრცელებული ცნობით, საფეხბურთო კლუბმა „ბარსელონამ“ სხვადასხვა სოციალური ქსელის რამდენიმე ანგარიშისთვის 1 მილიონი ევრო გადაიხადა, რათა კლუბის პრეზიდენტის, ჟოზეპ მარია ბართომეუს რეპუტაცია დაეცვა და პარალელურად ლიონელ მესის, ხერარდ პიკეს, პეპ გვარდიოლას და „ბარსას“ სხვა ლეგენდების იმიჯი შეელახა, რომლებიც მომავალ ზაფხულს გასამართ გუნდის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ბართომეუს მთავარ კონკურენტს, ვიქტორ ფონტს უჭერენ.

laureus პრემია

18 თებერვალი 2020, 00:22

სპორტი

ლიონელ მესის და ლუის ჰემილტონს Laureus-ის პრემია გადაეცათ

ლიონელ მესი ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც laureus-ის პრემია მიიღო. laureus-ის პრემია 2000 წელს დაარსდა და მისი მფლობელები გახდნენ - ხუთჯერ როჯერ ფედერერი, ოთხჯერ უსაინ ბოლტი და ნოვაკ ჯოკოვიჩი, ორჯერ ტაიგერ ვუდსი და მიხაელ შუმახერი, ხოლო თითოჯერ ლენს არმსტრონგი და სებასტიან ფეტელი.

18 თებერვალი 2020, 00:02

ტაბლოიდი

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი დაქორწინდა

აშშ-ის კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი დაქორწინდა. თავის რჩეულთან გადაღებული ფოტოები მან Twitter-ზე განათავსა. ადამ კინზინგერის მეუღლე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ასისტენტი, სოფია ჰოლმენია. „ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ, რომ ეს საოცარი ქალი ჩემი მეუღლეა“, - ეს ტექსტი დაურთო კონგრესმენმა მიკრობლოგზე განთავსებულ ფოტოებს.

მეგან მარკლი

17 თებერვალი 2020, 23:39

მსოფლიო

მეგან მარკლის ნახევარძმა: უსახლკაროდ დავრჩი, ხიდის ქვეშ შეიძლება აღმოვჩენილიყავი, მეგანი კი სამეფო კვარცხლბეკზე ზის და ხედავს რა დღეშია მისი ოჯახი

მეგან მარკლის ნახევარძმის ტომ მარკლის განცხადებით, მეგანს თავისი ოჯახისთვის ჰუმანიტარული დახმარება უნდა გაეწია, როდესაც ხედავდა თუ რა გასაჭირში იყო. სასექსის ჰერცოგინიას ნახევარძმა ტომ მარკლი, უსახლკაროდ მას შემდეგ დარჩა, რაც სამუშაო დაკარგა.

ბაშარ ასადი

17 თებერვალი 2020, 23:16

მსოფლიო

ბაშარ ასადი: გარე წნეხის მიუხედავად ტერორთან ბრძოლა გაგრძელდება

სირია, მიუხედავად გარე წნეხისა, ალეპოსა და იდლიბის პროვინციების ტერორისტებისგან გათავისუფლებას განაგრძობს, - განაცხადა პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა. რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებების დაწყებამდე ერთი დღით ადრე სირიის სამთავრობო ჯარებმა ალეპოს ძირითადი ნაწილი დაიკავეს.

17 თებერვალი 2020, 23:05

ტექნოლოგიები

ბრიტანეთში ამინდის პროგნოზის კომპიუტერის შესაქმნელად £1,2 მილიარდს დახარჯავენ

ბრიტანეთში ე.წ. სუპერკომპიუტერის შექმნაზე დაიწყეს მუშაობა, რომელიც 1,2 მილიარდი გირვანქა სტერლინგი დაჯდება. ახალი კომპიუტერით მეცნიერები შესაძლო კატაკლიზმების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას, რაც სტიქიური უბედურებების მასშტაბებს შეამცირებს

17 თებერვალი 2020, 22:55

საქართველო

თელავის სკოლის პედაგოგი მოსწავლესთან ფიზიკური დაპირისპირების გამო სამსახურიდან დაითხოვეს

თელავის მეფე ერეკლე II-ის სახელობის სკოლაში ბიოლოგიის პედაგოგი, რომელიც მოსწავლეს ფიზიკურად დაუპირსპირდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. შესაბამის ბრძანებას სკოლის დირექტორმა, მაია ოთარაშვილმა ხელი დღეს მოაწერა.

უილიამ ბარი

17 თებერვალი 2020, 22:48

მსოფლიო

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ათასზე მეტი ყოფილი თანამშრომელი გენერალურ პროკურორს გადადგომისკენ მოუწოდებს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის 1,100 ყოფილი თანამშრომელი აშშ-ს გენერალურ პროკურორს გადადგომისკენ მოუწოდებს. იუსტიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები ღია წერილში აღნიშნავენ, რომ როჯერ სტოუნის საქმეში ფედერალური პროკურორების გადაწყვეტილების შეცვლა უპრეცედენტო იყო.

ანრი ოხანაშვილი

17 თებერვალი 2020, 22:37

საქართველო

ანრი ოხანაშვილი: იურიდიულ კომიტეტზე ირაკლი შოთაძეს მაღალი დემოკრატიული სტანდარტის დაცვით მოვუსმინეთ

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომიტეტზე ირაკლი შოთაძის მოსმენა მაღალი დემოკრატიული სტანდარტის დაცვით მოხდა. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალურ პროკურორად იურიდიულმა კომიტეტმა რეკომენდაცია 8 ხმით გაუწია. ჩატარდა ფარული კენჭისყრა. პროცედურას არ ესწრებოდა საპარლამენტო ოპოზიცია.