imedi /  20 აგვისტო 2019, 00:43 / სანდო წყარო

ხავიერ ბარდემმა კლიმატის შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის გამო ტრამპი გააკრიტიკა

ხავიერ ბარდემი

ხავიერ ბარდემი

მსახიობმა და Greenpeace-ის აქტივისტმა ხავიერ ბარდემმა კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის გამო დონალდ ტრამპი გააკრიტიკა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„არანაირი საბაბით არ შეიძლებოდა პარიზის შეთანხმებიდან გასვლა. კლიმატის ცვლილება სერიოზული პრობლემაა. ეს აქ და ახლა ხდება. ამ ფაქტის უარყოფა შეუძლებელია. ისინი, ვინც კლიმატის ცვლილებას უარყოფს, უბრალოდ საკუთარ ეკონომიკურ ინტერესებს ემსახურებიან. ამიტომ ყველას გვსურს, ვუთხრათ პრეზიდენტ ტრამპს - გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება გარემოს დაცვას. ნახეთ, როგორი სიცხეა ევროპაში ამ ზაფხულს, ნახეთ, რამდენი პლასტმასია ოკეანეში“, - განაცხადა ბარდემმა გაეროში, ოკეანეს დაცვისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

2015 წლის 12 დეკემბერს მიღებული დოკუმენტის ხელმომწერი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 2100 წლისთვის საშუალო ტემპერატურა დედამიწაზე ინდუსტრიამდელ ეპოქასთან შედარებით მაქსიმუმ 2 გრადუსით მოიმატებდა. 2017 წელს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-მა პარიზის შეთანხმება დატოვა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ეს შეთანხმება ამერიკის ეკონომიკის განვითარებას აფერხებს.

ყველა სიახლე

გამოფენა „რედისონ ქოლექშენში

15 სექტემბერი 2019, 10:17

კულტურა

წინანდლის ,,რადისონ ქოლექშენი" ხათუნა მაისურაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

,,კლასიკური მუსიკა ფერებით" - ამ სახელწოდების პერსონალურ გამოფენას წინანდლის ,,რადისონ ქოლექშენი" მასპინძლობს. საგამოფენო სივრცეში ხათუნა მაისურაძის 30-მდე ძველი და ახალი ფერწერული ტილოა წარმოდგენილი. მხატვრის ინსპირაცია მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გახდა, რომელიც ჭავჭავაძეების მამულში 8 სექტემბერს დაიწყო და 22 სექტემბრამდე გრძელდება.

თავდასხმა ნავთობტერმინალებზე

15 სექტემბერი 2019, 10:07

ეკონომიკა

აფეთქებების შედეგად საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვება 50%-ით შემცირდა

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელ აზიზ ალ-საუდმა განაცხადა, რომ ნავთობტერმინალებსა და ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შედეგად ნავთობის მოპოვება 50%-ით შემცირდა. ამის შესახებ ადგილობრივი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SPA იუწყება.

ECOWAS-ის სამიტი

15 სექტემბერი 2019, 09:20

მსოფლიო

დასავლეთ აფრიკის ქვეყნები ტერორიზმთან საბრძოლველად 1 მილიარდ დოლარს გამოყოფენ

დასავლეთ აფრიკის ქვეყნები რეგიონში ტერორიზმთან საბრძოლველად 1 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. სააგენტო Magrib Arab Press-ის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუში დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობის (ECOWAS) სამიტზე მიიღეს.

ანსუ ფატი

15 სექტემბერი 2019, 09:05

სპორტი

„ბარსელონას“ 16 წლის ფეხბურთელმა მორიგი რეკორდი დაამყარა

„ბარსელონას“ 16 წლის ფეხბურთელი ანსუ​ ფატი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში საკუთარ აქტივში გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა. „ვალენსიასთან“ მატჩში გვინეა-ბისაუელმა შემტევმა ანგარიში უკვე მე-2 წუთზე გახსნა, კიდევ ხუთ წუთში კი მისი პასით „ვალენსია“ ფრენკი დე იონგმა დაამწუხრა.

კანადის პოლიცია

15 სექტემბერი 2019, 08:51

მსოფლიო

კანადაში სროლას მსხვერპლი მოყვა

კანადაში, ონტარიოს პროვინციის ქალაქ მისისოგაში სროლის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა ხუთი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი CBC ავრცელებს. ინციდენტი საღამოს, ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა მოკლული მოზარდი და ხუთი დაჭრილი, მათ შორის ერთი ქალი და კიდევ ოთხი მოზარდი აღმოაჩინეს.

სეკინატ იბრაჰიმოვა

15 სექტემბერი 2019, 08:36

ტაბლოიდი

ჩეჩნეთის მოსახლეობა კადიროვს ჯადოქრებთან ბრძოლისთვის მადლობას უხდის

ჩეჩნეთის მოსახლეობა რესპუბლიკის პრეზიდენტს რამზან კადიროვს ჯადოქრებთან ბრძოლისთვის მადლობას უხდის. რუსული მედიის ინფორმაციით, ასე ეხმაურება რესპუბლიკის მოსახლეობა სეკინატ იბრაჰიმოვას დაკავებას, რომელიც პოლიციამ ჯადოქრობაში დაადანაშაულა. ჯადოქრის დაკავებას ადგილობრივმა ტელევიზიამ სიუჟეტი მიუძღვნა.

15 სექტემბერი 2019, 08:19

მსოფლიო

მექსიკელმა კრიმინალისტებმა ჭაში დამარხული 44 ადამიანის იდენტიფიცირება შეძლეს

კრიმინალისტებმა მექსიკაში, ხალისკოს შტატში ჭაში დამარხული 44 ცხედრის იდენტიფიცირება შეძლეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ქალაქ გვადალახარას მახლობლად ცხედრებით სავსე 119 შავი ტომარა რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს, მას შემდეგ რაც ადგილობრივებმა უსიამოვნო სუნი იგრძნეს.

ედვარდ სნოუდენი

15 სექტემბერი 2019, 01:05

მსოფლიო

რა წერია ედვარდ სნოუდენის მოგონებების წიგნში. მთავარი

ახლა ის რუსეთში ცხოვრობს, რომელმაც მას თავშესაფარი და ცხოვრების უფლება მისცა. წიგნში „Permanent Record“ („პირადი საქმე“) სნოუდენი პირველად დეტალურად ყვება მოვლენების საკუთარ ვერსიას. ზოგიერთი დასავლური გამოცემა წიგნს გამოქვეყნებამდე გაეცნო და სნოუდენთან ინტერვიუც ჩაწერა.

მაიკლ პომპეო

15 სექტემბერი 2019, 00:50

მსოფლიო

პომპეომ ირანი საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე თავდასხმაში დაადანაშაულა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ ირანის ხელისუფლება საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებსა და ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმაში დაადანაშაულა. ამის შესახებ აშშ-ის პირველმა დიპლომატმა Twitter-ზე დაწერა.

სალმონელა

15 სექტემბერი 2019, 00:41

მსოფლიო

აშშ-ში მოსახლეობას აფრთხილებენ ქათმებს არ აკოცონ

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს - ნუ კოცნიან თავიანთ ქათმებს, - წერს CNN. კერძოდ, გაფრთხილება ქათმებისთვის სპეციალური სივრცის გამოყოფის აუცილებლობას გულისხმობს, რათა სალმონელას დაავადების გავრცელებას ხელი არ შეეწყოს.

გვირგვინი

15 სექტემბერი 2019, 00:24

კულტურა

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი სერიალ „გვირგვინის“ გადაღებებში ჩარევას უარყოფს

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი სერიალ „გვირგვინის“ გადაღებებში ჩარევას უარყოფს, - წერს CNN. სამეფო ოჯახმა ეს განმარტება მას შემდეგ გააკეთა, როცა სცენარისტმა პიტერ მორგანმა მედიასთან განაცხადა, რომ სერიალთან დაკავშირებით პერიოდულად „ძალიან მაღალი რანგის ადამიანებს“ ხვდება.

15 სექტემბერი 2019, 00:13

ტაბლოიდი

აშშ-ში კაცი თვითმფრინავთან შეჯახებას სასწაულებრივად გადაურჩა. ვიდეო

აშშ-ში, ფლორიდის შტატის ქალაქ ბოკა-რატონში კაცი სასწაულებრივად გადაურჩა თვითმფრინავთან შეჯახებას, რომელიც აეროდრომზე ავარიულად ეშვებოდა. ინციდენტი გარე სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. აეროდრომის თანამშრომელს ანგარიდან ნაგავი გაჰქონდა, რა დროსაც მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი Piper PA-28 ავარიულად ეშვებოდა.

ტუნისი

14 სექტემბერი 2019, 23:46

მსოფლიო

ტუნისის პრეზიდენტობისთვის 26 კანდიდატი იბრძოლებს

15 სექტემბერს ტუნისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში 26 კანდიდატი მონაწილეობს. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს. ერთ-ერთი კანდიდატის, მოქმედი პრემიერმინისტრის იუსეფ ჩაჰედის თქმით, ქვეყანამ მთავარი აქცენტი უსაფრთხოებაზე და ეკონომიკურ რეფორმებზე უნდა გადაიტანოს.

პლანეტა სატურნი

14 სექტემბერი 2019, 23:31

ტექნოლოგიები

NASA-მ პლანეტა სატურნის ახალი ფოტო გამოაქვეყნა

NASA-მ პლანეტა სატურნის ახალი ფოტო გამოაქვეყნა, - წერს Mashable. კერძოდ, 20 ივნისს, როცა სატურნი დედამიწას უახლოეს მანძილზე მოუახლოვდა, ჰაბლის ტელესკოპმა მისი ახალი ფოტო გადაიღო. ახალი ფოტო NASA-ს იმ პროექტის ნაწილია, რომელიც მზის სისტემას იკვლევს და მეცნიერებს ეხმარება აჩვენოს, თუ როგორ ვითარდება ის.

დათვი

14 სექტემბერი 2019, 22:59

მსოფლიო

სომხეთში დათვი პოლონელ ტურისტებს დაესხა თავს

სომხეთში, არაგაწის მთაზე დათვი პოლონელ ტურისტებს დაესხა თავს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 14:26 საათზე პოლონეთის მოქალაქე მარგო ჟ.-სგან შემოვიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მას და მის საქმროს ​არაგაწიც მთაზე დათვი დაესხა თავს.

14 სექტემბერი 2019, 22:45

კულტურა

სერიალი „მეგობრები“ არ განახლდება

სერიალი „მეგობრები“ არ განახლდება, - წერს Fox News. როგორც სერიალის შემქმნელებმა მართა კაუფმანმა და დევიდ კრეინმა სატელევიზიო ფესტივალზე განაცხადეს, შოუ ტელეეკრანებზე აღარ დაბრუნდება. „მეგობრების“ პირველი სერია 1994 წლის 22 სექტემბერს გავიდა.

მიწისძვრა

14 სექტემბერი 2019, 22:37

მსოფლიო

ინდონეზიის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიის სანაპიროსთან 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 23:21 საათზე მოხდა. მიწისძვრის კერა ქალაქ ლაუვუიდან 108 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

არჩილ თალაკვაძე

14 სექტემბერი 2019, 22:03

საქართველო

თალაკვაძე: პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობას გავზრდით

„ქართული ოცნება“ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობასა და თანაბარ შესაძლებლობებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი არის ქალი, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაზე განაცხადა.

ევგენი კუზნეცოვი

14 სექტემბერი 2019, 22:02

სპორტი

კოკაინის მოხმარების გამო რუსი ჰოკეისტი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა „ვაშინგტონ კაპიტალსის“ ფორვარდი ევგენი კუზნეცოვი, რომლის ანალიზებშიც კოკაინის კვალი აღმოჩნდა. ინფორმაცია ამის შესახებ NHL-ის ვებგვერდზე გავრცელდა.

ბეჭედი

14 სექტემბერი 2019, 21:35

ტაბლოიდი

ამერიკელმა მეუღლეს ადამიანის ძვლისგან დამზადებული ბეჭედი აჩუქა

ბრიტანი რასელმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე მეუღლის მიერ ნაჩუქარი ბეჭედი გამოაქვეყნა, რომელიც, მისი თქმით, ადამიანის ძვლისგან არის დამზადებული. ქსელის მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ ბეჭედი ბრიტანის ძალიან უხდება, თუმცა ჯგუფის მონაწილეთა დიდ ნაწილში ბეჭედმა უარყოფითი შეფასება დაიმსახურა.