Imedi /  20 აგვისტო 2019, 13:52 / სანდო წყარო

„იუსკის“ დამფუძნებელი მილიარდერი ლარს ლარსენი გარდაიცვალა

ლარს ლარსენი

ლარს ლარსენი

დანიის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, მილიარდერი ლარს ლარსენი 71 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა Forbes-ი ავრცელებს. ლარსენი ცნობილი ავეჯის მაღაზია „იუსკის“ დამფუძნებელია, რომელიც 52 ქვეყანაში 2800-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.

გამოცემის ცნობით, მილიარდერს ღვიძლის სიმსივნის დიაგნოზი მიმდინარე წლის ივნისში დაუსვეს, რის გამოც თანამდებობა დატოვა და კომპანია შვილს გადასცა. მისი ვაჟის განცხადებით, ის და მისი ოჯახის წევრები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ლარსენის საქმიანობა ღირსეულად გააგრძელონ.

2019 წელს ჟურნალმა Forbes-მა ლარსენის ქონება 4,4 მილიარდ დოლარად შეაფასა. დანიის მდიდარი ადამიანების სიაში ის მეშვიდე ადგილს იკავებდა. მსოფლიო რეიტინგში კი მილიარდერი 424-ე ადგილზე იყო.

ყველა სიახლე

ტყიბული

24 სექტემბერი 2019, 09:52

საქართველო

ტყიბულში მეშახტეების საპროტესტო აქცია იმართება

დღეს დილიდან ტყიბულში პროტესტი განახლდა: 15-მდე მეშახტე მინდელის, ხოლო ამდენივე ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდა და უარს ამბობს ამოსვლაზე მანამ, სანამ არ მოხდება მიმდინარე ხელფასების გაცემა და მეშახტეების სრული ინფორმირება ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით.

ელიზაბეთ რუდი
გიორგი გახარია

24 სექტემბერი 2019, 09:04

საქართველო

გახარიამ აშშ-ს საოკუპაციო ზონასთან მდებარე სოფლებში საწარმოების დაფინანსებისთვის მადლობა გადაუხადა

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმართულებით საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმულ დესტრუქციულ ნაბიჯებზე.

ტურიზმი

24 სექტემბერი 2019, 08:51

ეკონომიკა

2020 წელს საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას უმასპინძლებს

აღმასრულებელი საბჭოს სხდომა 2020 წელს ესპანეთში უნდა გამართულიყო, თუმცა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის შუამდგომლობით მნიშვნელოვან ღონისძიებას პირველად საქართველო უმასპინძლებს.

პარლამენტი

24 სექტემბერი 2019, 08:27

საქართველო

პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის 3 კანდიდატს მოუსმენენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პარლამენტში გრძელდება. პროცესი დღეს 10:00 საათზე მერაბ გაბინაშვილთან გასაუბრებით დაიწყება, შემდეგ კიდევ ორ მოსამართლეს, შოთა გეწაძესა და მირანდა ერემაძეს მოუსმენენ. კანონმდებლები უკვე გაესაუბრნენ თამარ ალანიას.

ბრიუს სპრინგსტინი

24 სექტემბერი 2019, 08:05

ტაბლოიდი

ბრიუს სპრინგსტინი 70 წლის გახდა

20 გრემის, ოსკარისა და ორი ოქროს გლობუსის მფლობელმა მუსიკოსმა იუბილესთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ტურნე დააანონსა, რომლის ფარგლებშიც თაყვანისმცემლებს დოკუმენტურ ფილმს „დასავლურ ვარსკვლავებს“ წარუდგენს.

გრეტა ტუნბერგი

24 სექტემბერი 2019, 01:05

მსოფლიო

შვედმა მოზარდმა გრეტა ტუნბერგმა გაეროს კლიმატის სამიტზე ემოციური სიტყვა წარმოთქვა

2019 წელს მან ატლანტის ოკეანე იალქნიანი ნავით გადაცურა, რათა ნიუ-იორკამდე მიეღწია და გაეროს კლიმატის ცვლილებების შესახებ დაგეგმილ სამიტში მონაწილეობა მიეღო. სამიტის გახსნაზე 23 სექტემბერს ტუნბერგი ემოციური სიტყვით გამოვიდა, რომლის მოკლე შინაარსიც ასეთია:

მექსიკა,ვულკანი პოპოკაპეტელი

24 სექტემბერი 2019, 00:58

მსოფლიო

მექსიკაში ვულკანი პოპოკატეპეტლი ამოიფრქვა

მექსიკაში მძინარე ვულკანი პოპოკატეპეტლი ამოიფრქვა. მექსიკის ქალაქ პუებლას სამოქალაქო თავდაცვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს რომ ვულკანის მიმდებარე ტერიტორიას 12 კილომეტრის რადიუსით მოშორდნენ. ტურისტებმა კი ვულკანის კრატერის დალაშქვრისაგან თავი შეიკავონ.

Google

24 სექტემბერი 2019, 00:52

ტექნოლოგიები

Google-მა Google Play Pass-ის თამაშებზე გამოწერის სერვისი აამუშავა

მომხმარებლები წვდომას 350 მობილურ თამაშსა და აპლიკაციაზე მიიღებენ. ყველა მათგანი უკვე Play Store-ზეა განთავსებული. პირველი 10 დღის განმავლობაში სერვისის გატესტვა უფასოდაა შესაძლებელი. პირველ წელს მისი გამოწერა თვეში 1,99 დოლარი ეღირება, შემდეგ კი 4,99 დოლარამდე გაძვირდება.

ლიონელ მესი

24 სექტემბერი 2019, 00:27

სპორტი

წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დასახელდა

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) ვერსიით, წლის საუკეთესო ფეხბურელი „ბარესლონას“ არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი გახდა. ამ ტიტულისთვის მესისთან ერთად „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ და „ლივერპულის“ მცველი ვირჯილ ვან დეიკი იბრძოდნენ.

აშშ, პოლონეთი

24 სექტემბერი 2019, 00:25

მსოფლიო

აშშ პოლონეთთან სავიზო რეჟიმს აუქმებს

აშშ პოლონეთთან სავიზო რეჟიმს აუქმებს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა პოლონეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

იურგენ კლოპი

23 სექტემბერი 2019, 23:58

სპორტი

წლის საუკეთესო მწვრთნელი იურგენ კლოპი გახდა

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) წლის საუკეთესო მწვრთნელად იურგენ კლოპი დაასახელა. გერმანელმა სპეციალისტმა, რომელიც „ლივერპულს“ წვრთნის, გამოკითხვაში მაურისიო პოჩეტინოსა და ხოსეპ გუარდიოლას გაუსწრო.

ფეხბურთი

23 სექტემბერი 2019, 23:33

სპორტი

ფეხბურთში შეიძლება ახალი წესი შემოიღონ

ეს წესი იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ გაჩნდება ეჭვი, რომ ფეხბურთელმა ტვინის შერყევა მიიღო. 10 წუთის განმავლობაში ექიმებმა ის უნდა გამოიკვლიონ, შემდეგ კი გადაწყვიტონ, გააგრძელოს თუ არა მან თამაში. ამ ხნის განმავლობაში ფეხბურთელის გუნდს სტადიონზე მისი შემცვლელის გაყვანის უფლება მიეცემა.

მიგრანტები

23 სექტემბერი 2019, 22:59

მსოფლიო

ევროკავშირის 4 ქვეყანა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების განსახლებაზე შეთანხმდა

როგორც მალტის შინაგან საქმეთა და ნაციონალური უსაფრთხოების მინისტრმა მაიკლ ფარუჯამ განაცხადა, მან და მისმა კოლეგებმა „საერთო დოკუმეტი“ შეიმუშავეს, რომელსაც 8 ოქტომბერს ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე წარადგენენ.

23 სექტემბერი 2019, 22:47

ეკონომიკა

შსს-ს და იუსტიციის სამინისტროების დაფინანსება იზრდება, თავდაცვის - მცირდება

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირების პროექტის თანახმად შსს-ს და იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება იზრდება, ხოლო თავდაცვის სამინისტროს უმცირდება. პარლამენტს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების თაობაზე კანონპროექტი 23 სექტემბერს წარედგინა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

23 სექტემბერი 2019, 22:08

ეკონომიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება ₾2.2 მილიონით იზრდება

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირების პროექტის თანახმად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 2.2 მილიონი ლარით, 8.2 მილიონ ლარამდე იზრდება. რაც მიმდინარე წელს ადმინისტრაციის ფუნქციონირების ხარჯების დინამიკით და წლის ბოლომდე დაგეგმილი ვიზიტებითა და ღონისძიებებით არის გამოწვეული.

დაგროვებითი პენსია

23 სექტემბერი 2019, 21:53

ეკონომიკა

დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის დამატებით ₾20 მილიონი გამოიყოფა

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირების პროექტის თანახმად დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის გათვალისწინებული დაფინანსება 20 მლნ ლარით იზრდება და 110 მლნ ლარს შეადგენს.

მოზარდის გადავარდნა

23 სექტემბერი 2019, 21:52

ძალოვნები

ვარკეთილში 16 წლის ბიჭი მე-9 სართულიდან გადავარდა

თბილისში 16 წლის ბიჭი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადავარდა. მოზარდი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა ვარკეთილში მოხდა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

დეკრეტული შვებულება

23 სექტემბერი 2019, 21:27

საქართველო

რა შეიძლება შეიცვალოს დეკრეტული შვებულების პირობებში

საქართველოს შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად შესაძლოა დეკრეტული შვებულებით სარგებლობისას პირობები გაუმჯობესდეს. საუბარია, როგორც დედების, ასევე მამების დეკრეტულ შვებულებაზე.

სირია

23 სექტემბერი 2019, 21:23

მსოფლიო

სირიის საკონსტიტუციო კომიტეტი შეიქმნა

გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, სირიის მთავრობამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნაზე შეთანხმდნენ. როგორც ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, ის იმედოვნებს, რომ ამ ორგანოს შექმნა პრობლემის პოლიტიკური გზით გადაწყვეტის დასაწყისი გახდება

პედოფილია

23 სექტემბერი 2019, 21:12

მსოფლიო

რუმინეთი 11 წლის გოგოს მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავებას ითხოვს

რუმინეთის პოლიცია ჰოლანდიის მოქალაქის დაკავებაზე საერთაშორისო ორდერის გაცემას ითხოვს. 46 წლის კაცი 11 წლის გოგს გაუპატიურებასა და მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. წინასწარი ინფორმაციით, პედოფილმა ქვეყნის ტერიტორია უკვე დატოვა.