imedi /  27 აგვისტო 2019, 22:15 / სანდო წყარო

გარდაიცვალა ბრიტანელი პიარტექნოლოგი, რომელიც ტეტჩერს გაპრემიერებაში დაეხმარა

ტიმ ბელი

ტიმ ბელი

ცნობილი ბრიტანელი პოლიტტექნოლოგი ტიმ ბელი 77 წლისა გარდაიცვალა, - წერს ბრიტანული Guardian-ი. ბელის საქმიან ბიოგრაფიაში ისეთი ეპიზოდებია, როგორიცაა მარგარეტ ტეტჩერის გაპრემიერების ხელშეწყობა, პინოჩეტის პატიმრობიდან დახსნა და ლიტვინენკოს მკვლელობის მიმართ საერთაშორისო ყურადღების მიპყრობა. 

ტიმ ბელიმ მუშაობა მარგარეტ ტეტჩერთან დაიწყო, მოგვიანებით კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მონაწილეობდა პოლიტიკურ კამპანიებში. ის მემარჯვენე იდეების ერთგულებით გამოირჩეოდა და სჯეროდა, რომ მუშაობის პროცესში პროფესიულ ფასეულობებს გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მორალურ ღირებულებებს.

ტიმ ბელი 1941 წელს ლონდონში, ირლანდიელი და ავსტრალიელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა, რომელიც საშუალო კლასს მიეკუთვნებოდა. ახალგაზრდობაში მას უფრო მეტად კომერციული რეკლამა აინტერესებდა, ვიდრე პოლიტიკური „პიარი“.

1978 წელს კონსერვატიულმა პარტიამ მარგარეტ ტეტჩერის ხელმძღვანელობით, წინასაარჩევნო კამპანიის შესამუშავებლად ის სააგენტო დაიქირავა, რომელშიც ბელი მუშაობდა. მაშინ ხელისუფლებაში ლეიბორისტული პარტია იყო. სწორედ ბელის უკავშირდება საარჩევნო პლაკატი ცნობილი წარწერით „ლეიბორისტები არ მუშაობენ“ და სამსახურის ძიების რიგში მდგომი ადამიანების გამოსახულებით. ეს პლაკატი ერთდროულად მოიცავდა როგორც მმართველი პარტიის პერიოდში უმუშევრობის ზრდის შესახებ მინიშნებას, ასევე ლეიბორისტების უუნარობას გამკლავებოდა ამ პრობლემას.

ფოტო: Chris Ware / Keystone / Hulton Archive / Getty Images

მარგარეტ ტეტჩერი თავიდან სულაც არ იყო აღფრთოვანებული ბელის იდეებით და მას იდიოტსაც კი უწოდებდა, თუმცა საბოლოოდ პლაკატი ბრიტანული წინასაარჩევნო კამპანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნიმუში აღმოჩნდა, რომელმაც ტეტჩერის გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. ტეტჩერს ბრიტანეთის პრემიერმინისტრის თანამდებობა 1979-1990 წლებში. ბელი მისი გუნდის წევრად დარჩა. 

ტიმ ბელი 1990-იან წლებში რუსეთშიც საქმიანობდა, სადაც მას 1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბორის ელცინის კონსულტანტობა შესთავაზეს. თავად ბელი იხსენებდა, რომ მისი იდეები დემოკრატიულ ქვეყნებში უფრო მისაღები იყო, რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვაში კი პოპულარობით ვერ სარგებლობდა.

ბელის რუსეთში ნაცნობებიც გამოუჩნდნენ. მან 10 წლის შემდეგ ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკისთვის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ კონსულტაციების გაწევა დაიწყო. მაშინ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა ალექსანდრ ლიტვინენკომ, რომელმაც დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ლიტვინენკომ რუსეთის ხელისუფლება 1999 წელს საცხოვრებელ სახლებში ბომბების დამონტაჟებაში დაადანაშაულა. ლიტვინენკოს აქტიურად ეხმარებოდა ბერეზოვსკი.

2006 წლის ბოლოს ლიტვინენკო მოწამლეს და მაშინვე გაჩნდა ვერსია, რომ მომხდარის უკან რუსული აგენტურა იდგა. სწორედ ტიმ ბელის თანამშრომლებმა გაუწიეს ორგანიზება საავადმყოფოში ლიტვინენკოსთვის ფოტოების გადაღებას, რომელიც მისი სიცოცხლის ბოლო დღეებს ასახავს. მედიაში ფოტოების გამოჩენიდან ორ დღეში ლიტვინენკო გარდაიცვალა. როგორც აღმოჩნდა, ის პოლონიუმით იყო მოწამლული, რაც იშვიათი რადიოაქტიური ნივთიერებაა. ბრიტანული სამართალდამცავი ორგანოები ფიქრობენ, რომ ლიტვინენკოს მკვლელობის უკან რუსული დაზვერვა იდგა.

ფოტო: PA / Photas / ТАСС

ტიმ ბელის სააგენტო Bell Pottinger-ი არაერთ პოლიტიკურ ფიგურასთან თანამშრომლობდა. მათ შორის იყვნენ ჩილელი დიქტატორი აუგუსტო პინოჩეტი, რომელიც 1998 წელს დიდ ბრიტანეთში დააკავეს. ის ორგანიზებულად, მასობრივად დევნიდა მემარცხენე ოპოზიციის წევრებს, აქტივისტებსა და ჟურნალისტებს, მათ შორის უცხოელებს. მისი გასამართლება ესპანეთს სურდა და სწორედ ამ დროს ტიმ ბელიმ დაიწყო კამპანია ესპანეთში პინოჩეტის ექსტრადირების წინააღმდეგ. კამპანია, რომლის დევიზიც იყო „შერიგება და არა შურისძიება“, პინოჩეტის გათავისუფლებით დასრულდა.

ტიმ ბელი მუშაობდა ასევე ეგვიპტის და ბაჰრეინის დიქტატორულ რეჟიმებთან; ეხმარებოდა აშშ-ს სამხედრო ადმინისტრაციას მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატები ერაყში შეიჭრა და სადამ ჰუსეინი დაამარცხა. 

ბელის კლიენტებს შორის იყო სირიის პრეზიდენტის მეუღლე ასმა ასადიც, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში ბელი ეხმარებოდა ალექსანდრ ლუკაშენკოს, რომელსაც რთულია უწოდო თავისუფალი ბაზრისა და კაპიტალისტური ეკონომიკის მხარდამჭერი. ლუკაშენკოსთან თანამშრომლობას ბელი იმით ხსნიდა, რომ ლუკაშენკომ ის დაარწმუნა, რომ ბელარუსს დემოკრატიული გზით სიარული სურდა.

2017 წელს ტიმ ბელის მიერ შექმნილი სააგენტო კრიზისის ქვეშ აღმოჩნდა. კრიზისამდე ერთი წლით ადრე ბელი ინდოელი წარმოშობის სამხრეთაფრიკელ ბიზნესმენ ძმებთან, გუპთებთან მუშაობას დათანხმდა. ძმები განსაკუთრებით ახლოს იყვნენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ჯეიკობ ზუმასთან. ძმებს სურდათ, რომ ბელის სააგენტოს კორუფციაში დადანაშაულებული პოლიტიკოსის იმიჯი გამოესწორებინა, კონკურენტები კი წარმოეჩინა როგორც თეთრი მონოპოლისტები, რომლებიც შავკანიან უმრავლესობას ფულს სძალავენ. ამ იდეების გასავრცელებლად პიარის სპეციალისტები აქტიურად იყენებდნენ ინტერნეტ-ტექნოლოგიებს. ძირითადად, აკეთებდნენ ყალბ ანგარიშებს და ოპონენტებს ტროლავდნენ. საქმე იმით დასრულდა, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა რასობრივი ომის ზღვარზე აღმოჩნდა, ამაში კი Bell Pottinger-ი დაადანაშაულეს. ბელი სააგენტოს მმართველობას ზუსტად იმ წელს ჩამოშორდა, როდესაც ძმებ გუპთებთან გაფორმდა შეთანხმება. ბელმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ის ამ პროექტის წინააღმდეგი იყო არა მორალური მოსაზრებებსის, არამედ ინტერესთა კონფლიქტის გამო: ბევრი მათგანი, ვის წინააღმდეგაც პიარკამპანია იყო დაგეგმილი, თავად კომპანიის კლიენტი იყო. 

Bell Pottinger-ისთვის ყველაფერი მარცხით დასრულდა: ის პიარსპეციალისტების პროფესიული ასოციაციიდან გააძევეს, კომპანიაში შევიდა გარე მენეჯმენტი. ბელი იძულებული გახდა თავი ემართლებინა ყოფილი კოლეგების წინაშე, მაგრამ ცოტა ვინმეს თუ ეპარება ეჭვი, რომ რომ არა ბელის სახელი და ავტორიტეტი, Bell Pottinger-ი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისგან ასეთ შეკვეთას არ მიიღებდა.

ყველა სიახლე

მალაიზია დაკვამლიანება

18 სექტემბერი 2019, 17:24

მსოფლიო

მალაიზიაში დაკვამლიანების გამო 1500-მდე სკოლა დაიხურა

მალაიზიაში ხანძრების შედეგად დაკვმალიანების გამო 1500-მდე სკოლა დაიხურა. ადგილობრივი დროით 13:00 საათზე 1484 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 7 შტატში მილიონამდე მოსწავლე სკოლებიდან სახლებში გაუშვეს. ინდონეზიაში ხანძრები ფერმერებმა გააჩინეს. ისინი ამ მეთოდს მიწის გასასუფთავებლად იყენებენ.

შინდისი

18 სექტემბერი 2019, 17:21

კულტურა

„შინდისის" პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 27 სექტემბერს გაიმართება

ოსკარზე წარდგენილი ქართული ფილმის, „შინდისის" პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 27 სექტემბერს გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს კინოცენტრი ავრცელებს. ფილმის რეჟისორი დიტო ცინცაძეა, ხოლო პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი. ქართველ მაყურებელი, ოსკარზე წარდგენილ ფილმის პრემიერას დიდი ინტერესით ელოდება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

18 სექტემბერი 2019, 17:14

ეკონომიკა

ქუთაისის აეროპორტიდან პოზნანის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის ქალაქ პოზნანის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პრესცენტრი ავრცელებს. ტრადიციულად, პირველი რეისის მგზავრებს სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელი

18 სექტემბერი 2019, 17:10

მსოფლიო

ნეთანიაჰუს პარტიას კოალიციური მთავრობის შექმნა მოუწევს

ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ ისრაელის ვადამდელი არჩევნების შედეგად პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. ამის შესახებ ადგილობრივი Haaretz-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, დათვლილია ხმათა 91%. ამ მონაცემებით, „ლიკუდს“ პარლამენტში 31 ადგილი ერგო, მის მთავარ ოპონენტს, პარტიას „ლურჯი და თეთრი“ კი 32.

თურქეთი, აფეთქება ქიმიურ ქარხანაში

18 სექტემბერი 2019, 17:03

მსოფლიო

თურქეთში ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა

თურქეთში, სტამბოლთან ახლოს მდებარე ქიმიურ ქარხანაში აფეთქებისას, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ამ დროისთვის მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ვერ ახერხებენ. ქიმიური ქარხნის მიმდებარე ტერიტორიას პოლიცია აკონტროლებს. ადგილზე 50-მდე მეხანძრე და სპეცტექნიკა მუშაობს.

ბიძინა ივანიშვილი

18 სექტემბერი 2019, 17:00

საქართველო

ივანიშვილი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქვეყნის საკუთრება იქნება

ივანიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ფონდი „ქართუ“ დარჩება მხოლოდ კერძო დამფინანსებლად და არა მესაკუთრედ საუნივერსიტეტო კომპლექსისა, რომელიც ვინმეს საკუთრება კი არ იქნება, არამედ იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტი და მთელი ქვეყნის საკუთრება“.

ლექსიკონი

18 სექტემბერი 2019, 16:54

მსოფლიო

ამერიკულმა ლექსიკონმა სიტყვა they-ს ახალი მნიშვნელობა მიანიჭა

ყველაზე ძველმა ამერიკულმა ლექსიკონმა Merriam-Webster-მა გრამატიკულ ნორმად აღიარა სიტყვა they-ს ("ისინი") გამოყენება გენდერქვიარის მიმართ. "They" ერთ-ერთია იმ 533 სიტყვიდან, რომელიც დღეს Merriam-Webster-მა ლექსიკოს ოფიციალურად დაამატა.

პატიმრების შეწყალება

18 სექტემბერი 2019, 16:42

საქართველო

ევსაქებმა შეწყალებულების სკანდალში პროკურატურას დიმიტრი გაბუნიას როლის შესწავლა მოსთხოვეს

"ევროპული საქართველო" წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დაინტერესებული ადამიანები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებიან და კონსულტაციებს გადიან საკითხზე, თუ რა ფასად შეიძლება პირის შეწყალება.

მაია ცქიტიშვილი

18 სექტემბერი 2019, 16:36

საქართველო

ცქიტიშვილი ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სექტორის გამოყოფაზე ინფორმაციას არ ადასტურებს

მაია ცქიტიშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ეკონომიკის სამინისტროს შესაძლოა, ენერგეტიკის სექტორი გამოეყოს. საპარლამენტო მოსმენების შემდეგ მხოლოდ ათი დღეა გასული და ახლა მთავრობა არსებული გეგმების, ინიციატივების უფრო სწრაფ განხორციელებაზე მუშაობს.

ელექტროსიგარეტი

18 სექტემბერი 2019, 16:36

მსოფლიო

ინდოეთში ელექტროსიგარეტის მოხმარება და წარმოება აიკრძალა

ინდოეთის მთავრობამ დღეს ქვეყნის ტერიტორიაზე ელექტროსიგარეტების მოხმარება დაწარმოება აკრძალა. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ გამოსცა, რომელსაც მინისტრთა კაბინეტმა მხარი ერთხმად დაუჭირა. ინდოეთში ელექტროსიგარეტის აკრძალვის შესახებ ინიციატივით ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წლის აგვისტოში გამოვიდა.

ჯენიფერ ლოურენსი

18 სექტემბერი 2019, 16:33

ტაბლოიდი

მედია: ჯენიფერ ლოურენსი დაქორწინდა

ცნობილი მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი, საქმროსთან კუკ მერუნისთან ერთად ნიუ-იორკში, ქორწინების ბიუროსთან დააფიქსირეს. როგორც უცხოური ტაბლოიდები წერენ, წყვილი დაქორწინდა. სანდო წყაროს ინფორმაციით, მსახიობს თან ერთი მეგობარი, ფოტოგრაფი და დაცვის ორი წევრი ახლდა.

18 სექტემბერი 2019, 16:10

მსოფლიო

მონროვიაში სკოლაში გაჩენილ ხანძარს სულ ცოტა 23 ბავშვი ემსხვერპლა

ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. BBC-ის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად სულ ცოტა 23 ბავშვი დაიღუპა. AFP-ის ინფორმაციით დაღუპულია 26 მოსწავლე და 2 მასწავლებელი.

ბადრი პატარკაციშვილი

18 სექტემბერი 2019, 16:04

ძალოვნები

პატარკაციშვილის საქმეზე დაცვის მხარემ აუდიოჩანაწერის ექსპერტიზა წარადგინა

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს გაგრძელდა, დაცვის მხარის მიერ მომზადებული ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა განიხილეს. ექსპერტიზა საქმის მთავარ მტკიცებულებას - აუდიო ჩანაწერს და დიქტოფონს ჩაუტარდა.

ინდონეზია

18 სექტემბერი 2019, 15:59

მსოფლიო

ინდონეზიაში ტყეების ხანძრების გაჩენაში ეჭვმიტანილი 200-მდე ადამიანი დააკავეს

ინდონეზიაში ტყის მასივში ხანძრების გაჩენაში ეჭვმიტანილი 200-მდე ადამიანი დააკავეს, - წერს CNN. როგორც ქვეყნის პოლიციის წარმომადგენელი დედი პრასეტიო აცხადებს, ქვეყნის სხვადასხვა პროვინციაში 200-მდე ადამიანია აყვანილი. „ხანძრების დიდი ნაწილი ადამიანურმა ფაქტორმა გამოიწვია“.

ექიმებზე ძალადობა

18 სექტემბერი 2019, 15:57

საქართველო

მედპერსონალზე ძალადობა ან მუქარა კანონით დაისჯება

კანონპროექტის მიხედვით, სამედიცინო პერსონალზე ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძალადობა ან მუქარა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით, მათ შორის პატიმრობით დაისჯება. რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, თუ როგორ უსწორდება პაციენტი ფიზიკურად მედპერსონალს. დაპირისპირების შედეგად ექიმმა თავის ტვინის შერყევა მიიღო.

პანდემია

18 სექტემბერი 2019, 15:49

მსოფლიო

ექსპერტები: მსოფლიო ვირუსების პანდემიისთვის მზად არ არის

ექსპერტების განცხადებით პანდემიის საშიშროება იმდენად რეალურია, რომ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, ექსპერტების თქმით, მას ასევე გავლენა ექნება და დააზარალებს გლობალურ ეკონომიკას. სპეციალისტების თქმით, ეპიდემიური ვირუსების კონტროლი ისევე რთულია როგორც მიგრაციის.

ირანი აშშ დროშები

18 სექტემბერი 2019, 15:22

მსოფლიო

ირანმა აშშ-ს ოფიციალური ნოტა გაუგზავნა

ირანი ამტკიცებს, რომ საუდის არაბეთში ნავთობტერმინალებზე თავდასხმაში მონაწილეობა არ მიუღია. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით თეირანმა ვაშინგტონს შვეიცარიის მეშვეობით ოფიციალური ნოტა გაუგზავნა, რომელშიც 14 სექტემბერს მომხდარ აფეთქებებთან კავშირს უარყოფს.

სპარსეთის ყურე

18 სექტემბერი 2019, 15:21

მსოფლიო

საუდის არაბეთი სპარსეთის ყურეში აშშ-ს პატრულირებაში დაეხმარება

საუდის არაბეთი აცხადებს, რომ სპარსეთის ყურეში ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში ჩაერთვება. ეს გადაწყვეტილება ერ-რიადში ქვეყნის ორ ნავთობტერმინლაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შემდეგ მიიღეს.

შეწყალება

18 სექტემბერი 2019, 15:10

საქართველო

პრემიერი: მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების ასე შეწყალება მიუღებელია

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული სამი პირის შეწყალება პრემიერმა გიორგი გახარიამაც გააკრიტიკა. მისი თქმით, ამ მხრივ საკანონმდებლო ცვლილებები აუცილებელია. „ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება“.

ოთხმეზურის მკვლელობა

18 სექტემბერი 2019, 14:49

საქართველო

მოკლული გიორგი ქოიავას მამა: ზურაბიშვილს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიუღია

თამაზ ქოიავა საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს: ".. ისე ჩუმად გააკეთა ყველაფერი, ისე ჩუმად.. ეტყობა ყველა იყო ამ ამბავში ჩართული - იუსტიციის სამინისტროც, მთავრობიდან გარკვეული პიროვნებებიც იქნებოდნენ ჩართული... მარტო პრეზიდენტი ამას ვერ გააკეთებდა", - განაცხადა თამაზ ქოიავამ.