imedi /  27 აგვისტო 2019, 22:31 / სანდო წყარო

ჯობ ბოლტონი ლუკაშენკოსთან შეხვედრას გეგმავს

ჯონ ბოლტონი

ჯონ ბოლტონი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი ბელარუსში ჩასვლას გეგმავს. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ადმინისტრაციამ განაცხადა. 

ჯერჯერობით უცნობია თუ როდის გაიმართება ბოლტონს და ლუკაშენკოს შორის შეხვედრა, თუმცა ივარაუდება, რომ ეს 29 აგვისტოზე გვიან არ მოხდება. 

თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ჯონ ბოლტონი იქნება აშშ-ს პირველი უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში ბელარუსს ეწვევა. ბელარუსის ლიდერები დიდი ხანია აშშ-ის სანქციების ქვეშ არიან მოქცეულები, თუმცა ყირიმის ანექსიის შემდეგ ბელარუსის ურთიერთობები დასავლეთთან თანდათან გაუმჯობესდა, განსაკუთრებით კი იმ ჭორების ფონზე, რომ რუსეთს ბელარუსის მიერთება სურს. 

ჯონ ბოლტონი ახლა უკრაინაში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, რომელიც 29 აგვისტოს დასრულდება. 

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

23 სექტემბერი 2019, 13:14

მსოფლიო

ზელენსკიმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კანონს მოაწერა ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კანონს მოაწერა ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მანამდე 10 სექტემბერს უკრაინის რადამ ზელენსკის მიერ მომზადებულ კანონპროექტს იმპიჩმენტის შესახებ მხარი დაუჭირა და ის დასამტკიცებლად პრეზიდენტს გადაუგზავნა.

 ცურვის ფესტივალი

23 სექტემბერი 2019, 13:11

სპორტი

საქართველოში პირველად ცურვის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა

თბილისის ზღვაზე, ისტორიაში პირველად „ცურვის საერთაშორისო ფესტივალი“ ჩატარდა. ოფიციალური გახსნის ცერემონიალის შემდეგ შეჯიბრებაში სხვადასხვა ქვეყნის 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. პროფესიონალ, თუ მოყვარულ მოცურავეებს წარმატებული ასპარეზობისთვის 1850 მეტრიანი, 3 და 7 კმ-იანი დისტანციის გავლა მოუწიათ.

შეწყალება

23 სექტემბერი 2019, 13:04

საქართველო

დიმიტრი გაბუნია: ჩემი ინფორმაციით, შესაწყალებელთა სია ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ შეადგინა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ვარ და მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე პარლამენტში მოვედი, რომ საზოგადოებას განმარტებები მივაწოდო, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ პარლამენტში მისვლისას ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, დასამალი არაფერი აქვს.

საქართველოს ფოსტა

23 სექტემბერი 2019, 13:03

საქართველო

„საქართველოს ფოსტის“ სახელით ინტერნეტში ყალბი გათამაშების შესახებ ცნობა გავრცელდა

„საქართველოს ფოსტის“ განცხადებით, ინტერნეტსივრცეში მათი სახელით სხვადასხვა გათამაშების შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიზანიც თაღლითური გზით თანხის გამოძალვა და მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანაა. ისინი მოუწოდებენ საზოგადოეაბს არ გადავიდნენ უცხო პირების ბმულებზე.

მანჩესტერი აროპორტი

23 სექტემბერი 2019, 12:58

მსოფლიო

მანჩესტერის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის აეროპორტში საეჭვო ნივთის გამო ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ The Sun-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, საეჭვო ნივთი აეროპორტის რკინიგზის სადგურზე აღმოაჩინეს. ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ. მომხდართან დაკავშირებით ერთი ადამიანი დააკავეს.

ირმა ნადირაშვილი

23 სექტემბერი 2019, 12:55

საქართველო

ნადირაშვილი: პროკურატურაში წყაროთი უფრო დაინტერესდნენ, ვიდრე გაბუნიათი და პრეზიდენტით

ირმა ნადირაშვილის თქმით, ის წყაროს გამხელას არ აპირებს, თუმცა ამბობს, რომ პირი რომელიც მას დაუკავშირდა, თავად იყო დაინტერესებული რომ პრეზიდენტს შეეწყალებინა მისი ახლობელი. ნადირაშვილის თქმით წყარო მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც სკანდალური შეწყალებების საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.

ბორის ჯონსონი

23 სექტემბერი 2019, 12:45

მსოფლიო

საუდის არაბეთზე თავდასხმაში ირანს ბორის ჯონსონიც ადანაშაულებს

საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე თავდასხმაში ირანს აშშ-ის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრიც ადანაშაულებს. BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯონსონმა ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანისთან შეხვედრის წინ განაცხადა.

ინდოეთი

23 სექტემბერი 2019, 12:43

მსოფლიო

ინდოეთის პრემიერს აშშ-ში ტრამპმა გულთბილი დახვედრა მოუწყო

ღონისძიება "მოდი გამარჯობა!" ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია, რაც კი უცხოელი ლიდერის დასახვედრად გაამართლა. სანამ ინდოეთის პრემიერი და აშშ-ის პრეზიდენტი სცენაზე სიტყვით გამოვიდოდნენ, მანამდე 90-წუთიანი შოუ გაიმართა, რომელშიც 400-მდე შემსრულებელი მონაწილეობდა.

ტუტანჰამონის სარკოფაგი

23 სექტემბერი 2019, 12:37

კულტურა

ტუტანჰამონის სარკოფაგს აღმოჩენის შემდეგ პირველი რესტავრაცია ჩაუტარდება

ეგვიპტის მეფის-ტუტანჰამონის სარკოფაგს აღმოჩენის შემდეგ პირველი რესტავრაცია ჩაუტარდება. ამის ამსახველი ვიდეო Blomberg-ის Twitter-ის გვერდზე გავრცელდა. მისი გარე ოქროს ფასადის აღდგენა სრულად მოხდება. სარკოფაგი ეგვიპტის მუზეუმში 6 კვირის წინ გადაიტანეს.

დონალდ ტრამპი

23 სექტემბერი 2019, 12:18

მსოფლიო

ტრამპმა ზელენსკისთან ბაიდენის შესახებ საუბრის ფაქტი დადასტურა

ტრამპმა კვირას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 25 ივლისს ზელენსკისთან შემდგარი სატელეფონო ზარის მიზანი მისთვის გაპრეზიდენტების მილოცვა იყო, თუმცა კორუფციის საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ "არ გვსურს ჩვენმა ხალხმა, როგორებიც არიან ვიცეპრეზიდენტი ბაიდენი და მისი ვაჟი, კორუფციით უკრაინაშიც დაკავდნენ".

კენია სკოლა

23 სექტემბერი 2019, 12:16

მსოფლიო

კენიაში სკოლის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

სულ მცირე 7 ბავშვი დაიღუპა კენიის დედაქალაქ ნაირობიში სკოლის ჩამონგრევის შედეგად. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა გაკვეთილების დაწყებიდან რამდენიმე წუთში მოხდა. ათობით მოსწავლე ნანგრევებში მოყვა. მათ გადასარჩენად ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს.

მძევლად აყვანა

23 სექტემბერი 2019, 12:07

ძალოვნები

სასამართლომ არასრულწლოვნის მძევლად აყვანის დაგეგმვისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნის მძევლად ხელში ჩაგდების მომზადების ფაქტზე ბრალდებული 4 პირი დამნაშავედ ცნო, კიდევ ერთი პირი კი დამნაშავედ ცნო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

დავით გარეჯი

23 სექტემბერი 2019, 12:01

საქართველო

საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივმა კომისიამ შეხვედრის მეორე ეტაპი დაიწყო

სპეციალისტები სახელმწიფო საზღვრის ხაზის დარჩენილ მონაკვეთებს დაათვალიერებენ და გეოდეზიურ აზომვით სამუშაოებს ჩაატარებენ. სამუშაოების ჩატარება 27 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი. ქსპერტთა მუშაობის შედეგებს კომისიების მომდევნო სხდომაზე განიხილავენ, რომელიც თბილისში გაიმართება.

ამინდი

23 სექტემბერი 2019, 11:49

საქართველო

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 სექტემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. კერძოდ, 26-27 სექტემბერს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხოლო ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

breaking bad

23 სექტემბერი 2019, 11:44

კულტურა

ფილმ Breaking Bad-ის ახალი თიზერი Emmy-ის დაჯილდოებაზე აჩვენეს

Netflix-მა ფილმ El Camino: A Breaking Bad Movie-ის მორიგი თიზერი გამოაქვეყნა. ფილმი სერიალ Breaking Bad-ის მოტივების მიხედვით არის გადაღებული. ახალი თიზერის ვიდეო "ემის" ჯადილდოების ცერემონიაზე აჩვენეს. მისი პრემიერა 2019 წლის 11 ოქტომბერს გაიმართება.

თათია ახალაია და მატილდა გვარლიანი

23 სექტემბერი 2019, 11:37

კულტურა

Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე ორი ქართველი მოდელი გამოვიდა

მილანის მოდის კვირეულზე Dolce & Gabbana-ს ჩვენება გაიმართა, სადაც ორმა ქართველმა მოდელმა გაიარა. თათია ახალაიამ და მატილდა გვარლიანმა კვირეულზე, ბრენდის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის შოუ კოლექცია წარადგინეს. მოდური გამოცემა Vogue-ის სტატიაში მოდელები სრულად არის განხილული.

ბენი განცი

23 სექტემბერი 2019, 11:33

მსოფლიო

არაბულმა ბლოკმა ისრაელის პრემიერის პოსტზე ოპოზიციის ლიდერის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

ისრაელის პარტია „არაბთა გაერთიანებული სია“ ქვეყნის პრემიერმინისტრის პოსტზე ოპოზიციის ლიდერის ბენი განცის ნახვა სურს. პარტიის მთავარი მიზანია არ დაუშვან მოქმედი პრემიერის ბენიამინ ნეთანიაჰუს კიდევ ერთი ვადით არჩევა.

პატიმრების შეწყალება

23 სექტემბერი 2019, 11:27

ძალოვნები

შეწყალებების საქმეზე გამოსაკითხად ირმა ნადირაშვილი გენპროკურატურაში მივიდა

მსჯავრდებულების რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი.

უზენაესი სასამართლო

23 სექტემბერი 2019, 11:24

საქართველო

ეკა ბესელია: მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით იწყება

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ კი თქვა, რომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით იწყება. ბესელიამ უკმაყოფილება გამოთქვა კანდიდატებთან ინტერვიუებისთვის განკუთვნილი დროის სიმცირის გამო.

სალომე ზურაბიშვილი

23 სექტემბერი 2019, 11:17

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეიდან, 23 სექტემბრიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. კერძოდ, 25 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს შეხვდეს. ნიუ-იორკში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც.