Imedi /  28 აგვისტო 2019, 11:45 / სანდო წყარო

ფილიპინებზე სამგზავრო ბორანზე ხანძარს 3 ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინები. ხანძარი ბორანზე

ფილიპინები. ხანძარი ბორანზე

ფილიპინებზე, სამგზავრო ბორანზე მომხდარ ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ Sun Star-ი წერს. 

ხანძრის დროს ბორანზე 170 ადამიანი იმყოფებოდა, 69 მგზავრს სამაშველო სამსახურები ამ დრომდე ეძებენ. ბორანი ქალაქ სებუდან დაპიტანისკენ მიცურავდა. ხანძარი ბორანს დაპიტანის პორტთან გაუჩნდა. 

გამოცემის ცნობით, ბორანზე იმყოფებოდა 136 მგზავრი და ეკიპაჟის 40 წევრი. სანაპირო დაცვის ინფორმაციით, მაშველებმა წყლიდან 110 მგზავრი ამოიყვანეს. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე დადგენილი არ არის. 

ყველა სიახლე

ტაიფუნი „ჰაგიბისი“

14 ოქტომბერი 2019, 10:09

მსოფლიო

იაპონიაში ტაიფუნის შემდეგ სამაშველო ოპერაციებში 110 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს

ათასობით პოლიციელი, მაშველი, სანაპირო დაცვის თანამშრომელი და სამხედროა ჩართული სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში. ტაიფუნი განსაკუთრებით თავს დაატყდა იაპონიის რვა პრეფექტურას, სადაც ქარის სიჩქარე საათში 225 კილომეტრს აღწევდა.

წყალი ხარისხი

14 ოქტომბერი 2019, 09:48

საქართველო

რა გზას გადის წყალი, სანამ ონკანებამდე მივა

წყალი, რომლითაც დედაქალაქი მარაგდება, ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. თბილისს ნატახტრის საუკეთესო წყლით თვითდინებით ამარაგებს ნატახტრის სიფონური წყალსადენის სისტემა. მიწისქვეშა წყლებთან ერთად, თბილისის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ჟინვალის წყალსაცავიდან აღებულ წყალს მოიხმარს.

დავით ზალკალიანი

14 ოქტომბერი 2019, 09:33

საქართველო

მიმდინარე კვირას პარლამენტში დავით ზალკალიანს მოუსმენენ

მიმდინარე კვირას პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს მოუსმენენ. საგარეო უწყების ხელმძღვანელი საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფარგლებში მივა. ზალკალიანთან კითხვები აქვთ, როგორც ოპოზიციის ასევე უმრავლესობის წარმომადგენლებს.

საბავშვო სავარძელი

14 ოქტომბერი 2019, 09:22

საქართველო

ავტომანქანით 12 წლამდე ბავშვის სავარძლით გადაყვანა შესაძლოა სავალდებულო გახდეს

ავტომანქანით 12 წლამდე ბავშვის გადაყვანასთან დაკავშირებული რეგულაციები შესაძლოა გამკაცრდეს. საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდება. კანონპროექტის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ არსებულ კანონმდებლობას ხარვეზი აქვს.

YouTube

14 ოქტომბერი 2019, 09:06

ტექნოლოგიები

პირველად YouTube-ის ისტორიაში ვიდეოზე კომენტარმა მილიონი „ლაიქი“ დააგროვა

პირველად YouTube-ის ისტორიაში ვიდეოზე კომენტარმა 1 მილიონი „ლაიქი“ დააგროვა. ამის შესახებ Twitter-ზე კომენტარის ავტორმა სეთ ევერმანმა დაწერა. 1 მილიონი ლაიქის დასაგროვებლად მას 5 თვე დასჭირდა, ახლა კი ლაიქების რაოდენობა 1,1 მილიონს აჭარბებს.

ლენინ მორენო

14 ოქტომბერი 2019, 08:42

მსოფლიო

ეკვადორში საპროტესტო აქციები შეწყდება

ეკვადორის ხელისუფლება და მომიტინგეები საპროტესტო აქციების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შემსრულებელმა, ეკვადორში გაეროს წარმომადგენელმა არნო პენალმა ქვეყნის პრეზიდენტის ლენინ მორენოსა და მკვიდრი ხალხების კონფედერაციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სირიელი ქურთები

14 ოქტომბერი 2019, 08:26

მსოფლიო

სირიელმა ქურთებმა დამასკოსთან შეთანხმებას მიაღწიეს

სირიელი ქურთების თვითმმართველობის ინფორმაციით, მათ ქვეყნის ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწიეს და თურქეთთან საზღვარზე ბაშარ ასადის მთავრობა დამატებით ძალებს გაგზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი

14 ოქტომბერი 2019, 08:04

საქართველო

დღეს სვეტიცხოვლობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. კათოლიკოს-პატრიარქი ლიტურგიას სწორედ მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს. წირვა 10:00 საათზე დაიწყება.

კენია

14 ოქტომბერი 2019, 00:45

მსოფლიო

კენიაში აფეთქებას 10 პოლიციელი ემსხვერპლა

კენიის პოლიციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გამოძიება აჩვენებს, რომ თავდასხმა სავარაუდოდ სომალიში დაფუძნებულმა მეამბოხე ჯგუფმა „ალ-შაბააბი“ განახორციელა. მედიის ცნობით, პოლიციელები ქალაქ გარისას გენერალური სამსახურის ოფიცრები იყვნენ. ივნისში, აფეთქების ადგილის სიახლოვეს, ანალოგიური ინციდენტის დროს 12 პოლიციელი დაიღუპა.

სირია

14 ოქტომბერი 2019, 00:43

მსოფლიო

სირიის ქალაქ რას-ელ-აინში თურქეთის ავიაიერიშებს 14 ადამიანი ემსხვერპლა

რამი აბდულრაჰმანის განცხადებით, ავიაიერიშის სამიზნე ერთ ტერიტორიაზე მყოფი ადამიანთა ჯგუფი გახდა, რომლებიც ქალაქ რას-ელ-აინში ქალაქ ქამიშლიდან მხარდაჭერის გამოსახატად ჩავიდნენ, ვინაიდან თურქეთის ძალები სირიის ჩრდილოეთით ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას უტევენ.

კარდინალი ნიუმანი

14 ოქტომბერი 2019, 00:26

მსოფლიო

რომის პაპმა ბრიტანელი კარდინალი ჯონ ჰენრი ნიუმანი წმინდანად შერაცხა

ნიუმანი ბრიტანელი თეოლოგი და პოეტი იყო, რომელიც 1801-1890 წლებში ცხოვრობდა. მან დიდი ბრიტანეთის ეკლესია დატოვა და 1845 წელს კათოლიკე გახდა. ამ ნაბიჯის შემდეგ მას ბევრი ჩამოშორდა, თუმცა ნიუმანმა პროტესტანტულ ბრიტანეთში კათოლიციზმს მეტი აღიარება მოუტანა.

14 ოქტომბერი 2019, 00:20

კულტურა

ბაკურიანში ქართული კინოფორუმი დაიხურა

ბაკურიანში ქართული კინოს ფორუმი გიორგი მრევლიშვილის დოკუმენტური ფილმით „თორმეტი გაკვეთილი“ დაიხურა. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, 4 დღის განმავლობაში კინოფორუმი საზოგადოებას სთავაზობდა იმ ქართულ ფილმებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას ჯერ არ უნახავს. კინომემკვიდრეობისა და თანამედროვე ქართული კინოს გამოწვევებზე დისკუსიები გაიმართა.

ტაქსისტი

14 ოქტომბერი 2019, 00:05

ძალოვნები

პოლიციამ ვაკეში ტურისტის ცემისთვის ტაქსის მძღოლი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირმა, აბაშიძის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უკრაინის მოქალაქეს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, დააზიანა მისი კუთვნილი ნივთები. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ემანუელ მაკრონი ანგელა მერკელი

14 ოქტომბერი 2019, 00:03

მსოფლიო

ევროპელი ლიდერები თურქეთს ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

გერმანიის და საფრანგეთის ლიდერები თურქეთს ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის შეჩერებისკენ მოუწოდებენ. ემანუელ მაკრონის და ანგელა მერკელის შეფასებით, თურქეთის ქმედება რეგიონში ჰუმანიტარული თვალსაზრისით მძიმე შედეგს გამოიწვევს და „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუწყობს ხელს.

პოლონეთი

13 ოქტომბერი 2019, 23:54

მსოფლიო

ეგზიტპოლი: პოლონეთის მმართველ პარტიას პარლამენტში უმრავლესობა ექნება

PiS-ს წინასწარი მონაცემებით ხმათა 43.6% აქვს. ოპოზიციურ სამოქალაქო კოალიციას, რომელიც პარტია "სამოქალაქო პლატფორმისა" (რომელსაც ადრე ევროსაბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ედგა სათავეში) და რამდენიმე მცირე პარტიისგან შედგება, მეორე ადგილზეა ხმათა 27.4%-ით.

ჰონგ-კონგი

13 ოქტომბერი 2019, 23:39

მსოფლიო

ჩინეთის პრეზიდენტი ჰონგკონგელ დემონსტრანტებს „დამსხვრეული ძვლებით“ ემუქრება

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინიმ ჰონგ-კონგის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მკაცრი გაფრთხილება გაავრცელა და განაცხადა, რომ ჩინეთისგან გამოყოფის ნებისმიერი მცდელობა "დასრესილი სხეულებით და დამტვრეული ძვლებით" დასრულდება. ეს განცხადება მან ნეპალში ვიზიტის შემდეგ გააკეთა.

13 ოქტომბერი 2019, 23:15

მსოფლიო

ეგზიტპოლის მიხედვით ტუნისმა პრეზიდენტად კაის საიდი აირჩია

ეგზიტპოლის მიხედვით, ტუნისის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კაის საიდმა 72.53%-ით მოიგო. ნაბილ კარუიმ კი 27,47% მოაგროვა. ეგზიტპოლში გამარჯვებულმა კანდიდატმა, 61 წლის სამართლის პროფესორმა კაის საიდმა პირველ ტური 18.4%-ით მოიგო.

კლოუნი

13 ოქტომბერი 2019, 23:03

ტაბლოიდი

აშშ-ში მშობლები ურჩი შვილების შესაშინებლად კლოუნ „ნაოჭას“ ქირაობენ

კაცმა ამისთვის იყიდა ნაოჭებიანი ნიღაბი, რომელიც კლოუნის მსგავსი გრიმით მოხატა, ჩაიცვა ფორმაც და იმ მშობლების ზარებმაც არ დააყოვნა, რომლებსაც შვილებთან გამკლავება უკვე უჭირდათ. ერთხელ ქალმა "ნაოჭას" სთხოვა, რომ მის შვილს სკოლის გაჩერებასთან შეხვედროდა.

13 ოქტომბერი 2019, 22:28

კულტურა

ფილმ „ექიმი დოლიტლის მოგზაურობის“ ტრეილერი გამოქვეყნდა

ექიმი დოლიტლის პერსონაჟი ინგლისელმა მწერალმა ჰიუ ლოფტინგმა შექმნა. ცხოველებთან მოლაპარაკე ექიმის შესახებ პირველი წიგნი 1920 წელს გამოვიდა და ამ ისტორიის მიხედვით არაერთხელ გადაიღეს ფილმი. ახალ ფილმში მთავარ როლს მსახიობი რობერტ დაუნი უმცროსი ასრულებს.

13 ოქტომბერი 2019, 22:23

მსოფლიო

მედია: თურქეთის აგრესიის წინააღმდეგ ჩრდილოეთ სირიაში ჯარი განლაგდება

სირიის არმიამ ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე ჯარის განლაგება დაიწყო, მიზანი თურქეთის აგრესიისადმი დაპირისპირებაა. ამის შესახებ სახელმწიფო ტელევიზია იუწყება. 13 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქურთების შეიარაღებულმა რაზმებმა სირიის ქალაქ რას-ელ-აინის დიდ ნაწილზე კონტროლი დაიბრუნეს.