Imedi /  30 აგვისტო 2019, 18:51 / სანდო წყარო

ტრამპის თანაშემწე პრეზიდენტის პირადი ინფორმაციის გაჟონვის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირადი თანაშემწე მედლინ ვესტერჰოუტი პრეზიდენტის ოჯახის შესახებ ინფორმაციის გაჟონვის გამო სამსახურიდან გათავისუფლდა, იტყობინება BBC.   

29 წლის ქალმა პრეზიდენტის შესახებ დეტალები ჟურნალისტებს მედიასთან გამართულ შეხვედრაზე გაუმხილა. საქმე ეხება რეპორტიორებთან დახურულ სადილს, რომელიც აგვისტოში, ნიუ-ჯერსიში ტრამპის შვებულების დროს გაიმართა. უცნობია, როგორ გახდა ტრამპისთვის ცნობილი ამ ფაქტის შესახებ. თეთრ სახლში კომენტარს არ აკეთებენ. 

მედლინ ვესტერჰოუტი ტრამპთან პრეზიდენტობის პირველივე დღიდან მუშაობდა. 

პირველი ინფორმაცია ტრამპის თანაშემწის გათავისუფლების შესახებ New York Times-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

ყველა სიახლე

19 სექტემბერი 2019, 23:40

ძალოვნები

პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგო. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ.

ავტოავარია

19 სექტემბერი 2019, 23:07

ტექნოლოგიები

ცნობილია სიმღერები, რომლებიც ავტომობილის მართვისას ავარიის რისკს ზრდის

მძღოლები, რომლებსაც მუსიკა ხმამაღლა აქვთ ჩართული და აგრესიულ როკ-მუსიკას უსმენენ ხშირ შემთხვევაში ავტოავარიაში ხვდებიან. ეს ჩინეთში, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა.

აფეთქება

19 სექტემბერი 2019, 22:24

მსოფლიო

თურქეთში ქიმიურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა

თურქეთში, სტამბოლში ქიმიურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა, წერს BBC. დაშავებულია ორი მეხანძრე და საწარმოს რამდენიმე თანამშრომელი. გამოცემის ცნობით, ქიმიურ ქარხანაში ჯერ ხანძარი გაჩნდა, შემდეგ კი ლითონის ბაკი აფეთქდა. ინციდენტის შედეგად დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

პარლამენტი

19 სექტემბერი 2019, 22:10

საქართველო

20 სექტემბერს პარლამენტის შენობაში შესვლა შეიზღუდება

საქართველოს პარლამენტი „უსაფრთხოების დამატებითი ზომების“ შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ტექსტში წერია, რომ „აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“.

19 სექტემბერი 2019, 21:26

ძალოვნები

შსს: აგარასთან პატრულის მანქანას ტრაილერი შეეჯახა

დაბა აგარის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, შსს ინფორმაციას ავრცელებს. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ქარელისა და გორის სამკურნალო დაწესებულებებში გადაიყვანეს. გ.ტ.-ს მდგომარეობა მძიმეა, გ.ხ.-ს მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელი.

პერევი

19 სექტემბერი 2019, 21:09

საქართველო

პერევის „გამშვები პუნქტი“ 4 დღით ჩაიკეტა

პერევის ე.წ „გამშვები-პუნქტი“ 4 დღით ჩაიკეტა. დე-ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილება 20 საათიდან შევიდა ძალაში. ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეჟიმი ამას არაღიარებული რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უკავშირებს. საქართველოს ცენტრალური მთავრობა კი ადამიანის უფლებათა მასობრივ და უხეშ დარღვევებზე აკეთებს აქცენტს.

19 სექტემბერი 2019, 20:58

ძალოვნები

საქართველომ რუსეთს ტერორიზმში ბრალდებული რამზან ახიადოვი გადასცა

ეროვნებით ჩეჩენი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რამზან ახიადოვი საქართველომ რუსეთს გადასცა. ახიადოვი ტერორისტულ დანაშაულშია ბრალდებული, მათ შორის ისლამური სახელმწიფოს ინტერესებში ხალხის მობილიზებისა და ბრძოლის ეპიზოდებში.

ნინო ლომჯარია

19 სექტემბერი 2019, 20:55

საქართველო

ლომჯარიამ პარლამენტში 2018 წლის ანგარიში წარადგინა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტს 2018 წლის ანგარიში წარუდგინა. 20-21 ივნისის რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები დოკუმენტში არ შედის, თუმცა, როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ამ პროცესმა 2018 წლის საკმაოდ პოზიტიურ შეჯამებას ჩრდილი მიაყენა. გაჩნდა ბევრი კითხვაც. გამოსვლა 50 წუთს გაგრძელდა.

რომი, ტრევის შადრევანი.

19 სექტემბერი 2019, 20:35

კულტურა

რომში ტრევის შადრევანს განათება შეუცვალეს

რომში, ტრევის ცნობილი შადრევანის განათების სისტემა განახლდა. ახალი განათება შადრევნის დეტალებს ხაზს გაუსვამს. ახალი განათების პრეზენტაცია ტურისტების წინაშე გუშინ შედგა. ცერემონიას რომის მერი ვირჯინია რადჯი და ქალაქის ენერგოკომპანიის წარმოამდგემლები ესწრებოდნენ. ახალი განათების დიზაინი Fendi-ს მოდის სახლს ეკუთვნის.

უკრაინა

19 სექტემბერი 2019, 20:12

მსოფლიო

სერბეთში უკრაინის ელჩი საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის დაშლისკენ მოუწოდებს

სერბეთში უკრაინის ელჩი ალექსანდრ ალექსანდროვიჩი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, სტრატეგიულ მიზნად რუსეთის დაშლა დაისახონ. ვრცელი სტატია დიპლომატმა უკრაინულ პორტალ Censor-ზე გამოაქვეყნა. „ჩვენი მოქმედება უნდა იყოს შემტევი და მიზნად რუსეთის დაშლას უნდა ისახავდეს“, - ნათქვამია სტატიაში.

შვეიცარიის პარლამენტი

19 სექტემბერი 2019, 20:00

მსოფლიო

შვეიცარიის პარლამენტში მუსიკალური პროტესტი მოაწყვეს

შვეიცარიის პარლამენტში Klimastreik-ის მოძრაობის აქტივისტებმა მუსიკალური პროტესტი მოაწყვეს. სხდომაზე მათ გიგანტური პლაკატი გაშალეს და ლეგენდარული იტალიური სიმღერა Bella Ciao იმღერეს. ამ ფორმით ახალგაზრდებმა კანონმდებლებს კლიმატის ცვლილების პრობლემასთან აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდეს.

პროკურატურა

19 სექტემბერი 2019, 19:50

ძალოვნები

პროკურატურა სახალხო დამცველს პასუხობს

საქართველოს პროკურატურა მუდმივად თანამშრომლობს სახალხო დამცველთან, მაქსიმალურად ხელს უწყობს მისი საქმიანობის განხორციელებას და მომავალშიც კვლავ მზადყოფნას გამოთქვამს კანონის გათვალისწინებით განაგრძოს ამ მიმართულებით მუშაობა. ამ შინაარსის განცხადებას საგამოძიებო უწყება ავრცელებს.

ნადეჟდა სავჩენკო

19 სექტემბერი 2019, 19:38

მსოფლიო

ნადეჟდა სავჩენკო სატელევიზიო გადაცემას წაიყვანს

ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის უმაღლესი რადის ყოფილი დეპუტატი უკრაინულ ტელეკომპანია Zik-ზე გადაცემას წაიყვანს. სავჩენკო ტელემაყურებლებს პარლამენტის საიდუმლოებებსა და კულუარულ ამბებს მოუყვება. ყოფილი დეპუტატი აცხადებდა, რომ სამსახურს ვერ შოულობდა და ციხეში შერყეული ჯანმრთელობის გამო ვერც სამხედრო სამსახურში ბრუნდებოდა.

ზინ ელ-აბიდინ ბენ ალი

19 სექტემბერი 2019, 19:15

მსოფლიო

ტუნისის ყოფილი პრეზიდენტი გარდაიცვალა

12 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტუნისის ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო. 83 წლის ექსპრეზიდენტი საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდას ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს. გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტი რამდენიმე წლის განმავლობაში კიბოს ებრძოდა. ბენ ალი ტუნისს 1987 წლიდან 2011 წლამდე მართავდა.

ლევან მჭედლიძე

19 სექტემბერი 2019, 18:50

სპორტი

ლევან მჭედლიძე თბილისის დინამოს ფეხბურთელი გახდა

ლევან მჭედლიძე ოფიციალურად, თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელია. ინფორმაციას თბილისის „დინამო“ ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია რომ, თავდამსხმელთან ხელშეკრულება 1+1 სისტემით გაფორმდა. 29 წლის თავდამსხმელი 2008 წლიდან იტალიაში თამაშობდა.

საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაცია

19 სექტემბერი 2019, 18:42

სპორტი

ტანვარჯიშის მსოფლიო ჩემპიონატზე სალომე ფაჟავა ფინალში გავიდა

ბაქოში მიმდინარე ტანვარჯიშის მსოფლიო ჩემპიონატზე სალომე ფაჟავა მრავალჭიდის ფინალში გავიდა. საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს გუნდმა 42 ქვეყანას შორის მე–9 ადგილი გუნდურ ასპარეზობაში დაიკავა, რაც კარგი შედეგია.

შონ ბინი სამეფო კარის თამაშები

19 სექტემბერი 2019, 18:27

კულტურა

შონ ბინი უარს ამბობს როლზე თუ მისი პერსონაჟი კვდება

მსახიობი შონ ბინი უარს ამბობს როლებზე ფილმებში, რომლებშიც მის პერსონაჟებს სიკვდილი ელის. ამის შესახებ The Sun-ი წერს. „უკვე ბევრ როლზე ვთქვი უარი. მაყურებელი ხვდება, რომ ჩემი პერსონაჟი მოკვდება, რადგან მას მე ვთამაშობ. გადარჩენა უნდა დავიწყო, თორემ ყველაფერი ადვილად პროგნოზირებადი ხდება“, - ამბობს ბინი.

ჯიმი კარტერი

19 სექტემბერი 2019, 18:27

მსოფლიო

ჯიმი კარტერი: პრეზიდენტობისთვის ასაკობრივი ზღვარი უნდა არსებობდეს

ამის შესახებ მან კარტერის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც არაპირდაპირ მიანიშნა, რომ დემოკრატიული პარტიის ყველაზე რეიტინგულ საპრეზიდენტო კანდიდატები ჯო ბაიდენი და ბერნი სანდერსი ამ ზღვარს უახლოვდებიან. ცნობისათვის, ჯო ბაიდენი 76-ის, ბერნი სანდერსი კი 78 წლისაა.

რივიერა

19 სექტემბერი 2019, 18:15

საქართველო

ბათუმში რივიერას მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა მორიგი აქცია გამართეს

ბათუმში, რივიერას ტერიტორიაზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას აპროტესტებენ. მორიგი აქცია ვარდების სკვერში გაიმართა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ არ გაიცეს მშენებლობის ნებართვა. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეაფასონ ეკოლოგიური საფრთხეები, რომელიც პროექტის განხორციელების შემთხვევაში ბათუმს ემუქრება.

ავარია ზუგდიდში

19 სექტემბერი 2019, 18:03

ძალოვნები

ზუგდიდში სასწრაფოს მანქანა და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

ზუგდიდში, გამარჯვებისა და 8 მარტის ქუჩის კვეთაზე ერთმანეთს სასწრაფო დახმარების მანქანა და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევისას დაშავებული 5 ადამიანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი აცხადებს, რომ მას ხმოვანი სიგნალი ჰქონდა ჩართული და ავადმყოფი გადაჰყავდა.