imedi /  02 სექტემბერი 2019, 11:08 / სანდო წყარო

ჰონგ-კონგში დემონსტრანტების მხარდასაჭერად სტუდენტები და მოსწავლეები გაიფიცნენ

ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში უნივერსიტეტების და სკოლების მოსწავლეები და სტუდენტები მიმდინარე საპროტესტო აქციებს მხარდაჭერას უცხადებენ და ამ მიზნით სასწავლო წლის პირველ დღეს გაიფიცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ასობით სტუდენტი და მოსწავლე ჰონგ-კონგში ჩინეთის უნივერსიტეტის წინ შეიკრიბა და სპეციალურად მოწყობილი სცენიდან აქციის მონაწილეთა მხარდამჭერი და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებები გააკეთეს. 

დემონსტრანტებმა მოსახლეობას მასობრივი გაფიცვისკენ მოუწოდეს, თუმცა როგორც Reuters-ი წერს, მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა ორშაბათ დღეს სამსახურებში გასვლა ამჯობინა. 

აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის პირველ დღეებში ჰონგ-კონგში ისევ გაიმართა მასობრივი საპროტესტო აქციები. 1 სექტემბერს ათასობით დემონსტრანტმა ჰონგ-კონგის აეროპორტამდე მისასვლელი გზები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დაბლოკა, რათა მსოფლიოს საზოგადოების ყურადღება მიაპყრონ მათ საპროტესტო აქციებს, რომლითაც ჩინეთის მმართველობის ქვეშ მყოფ ჰონგ-კონგში მეტ დემოკრატიას ითხოვენ. 

31 აგვისტოს ჰონგ-კონგის სხვადასხვა ადგილზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ძლიერი შეტაკებები მოხდა. არეულობა ადმინისტრაციული შენობების რაიონში დაიწყო და გვიან ღამემდე ქალაქის სამ რაიონში გაგრძელდა.

დემონსტრანტები პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“, ქვებს და სხვა ნივთებს ესროდნენ, სამართალდამცველებმა კი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, მოგვიანებით კი ჰაერში გამაფრთხილებლადაც გაისროლეს.

ჰონგ-კონგის მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტი ივნისში დაიწყო. აქციები ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტს მოჰყვა, რომლის თანახმად დაკავებულს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანდა, რასაც ჰონგ-კონგელების დიდი ნაწილი არ ეთანხმება. მთავრობა დათმობაზე წავიდა და კანონპროექტის განხილვა შეაჩერა. ამის მიუხედავად, პროტესტი არ წყდება, რადგან აქციის მონაწილეები კანონპროექტის განხილვის მთლიანად გაუქმებას მოითხოვენ.

რატომ არ წყდება პროტესტი ჰონ-კონგში და ჩაახშობს თუ არა აქციებს ჩინეთის არმია? - წაიკითხეთ ბმულზე.

ყველა სიახლე

ბორის ჯონსონი

19 სექტემბერი 2019, 08:28

მსოფლიო

ფინეთის პრემიერი: ბორის ჯონსონს Brexit-ზე გეგმების წარმოსადგენად 12 დღე აქვს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ბორის ჯონს ევროკავშირიდან ქვეყნის გაყვანასთან დაკავშირებით (Brexit) გეგმების წარმოსადგენად 12 დღე აქვს. ამის შესახებ ფინეთის პრემიერმინისტრმა ანტი რინემ განაცხადა და მას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც დაეთანხმა. მანამდე ჯონსონი ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა.

19 სექტემბერი 2019, 08:10

საქართველო

საქართველოს შესახებ რეკლამამ სათავგადასავლო ტურიზმის მსოფლიო სამიტზე გაიმარჯვა

სათავგადასავლო ტურიზმის მსოფლიო სამიტზე (ATWS) საქართველოს შესახებ გადაღებულმა სარეკლამო რგოლმა გაიმარჯვა და პირველი ადგილი აიღო. ამის შესახებ Facebook-ზე ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსი მარიამ ქვრივიშვილმა დაწერა.

ნინო ლომჯარია

19 სექტემბერი 2019, 08:00

საქართველო

ომბუდსმენი პარლამენტს 2018 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ანგარიშს გააცნობს

ნინო ლომჯარია დეპუტატებს 447-გვერდიან ანგარიშს წარუდგენს, რომელიც 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას შეეხება. დოკუმენტის თანახმად, 2018 წელს სახალხო დამცველის აპარატში 8 480 განცხადება შევიდა, ცხელ ხაზზე 6 063 ზარი დაფიქსირდა.

პარლამენტი

19 სექტემბერი 2019, 07:56

საქართველო

NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარადგენს

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება მთავრობის და ინსტიტუტების საქმიანობასთან, პარტიებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით.

19 სექტემბერი 2019, 00:57

ტექნოლოგიები

კომპიუტერულ შეჯიბრებაში მონაწილე რობოტები დაპროგრამების გარეშე დაჭკვიანდნენ

არაკომერციული ლაბორატორია OpenAI-ს თანამშრომლებმა კომპიუტერს „დახუჭობანას“ თამაში ასწავლეს. ამისთვის მათ პატარა ვირტუალურ მოედანზე ცისფერი და წითელი კაცუნები განალაგეს.

ყურსასმენი Human Headphones-ი

19 სექტემბერი 2019, 00:50

ტექნოლოგიები

კომპანია Human Inc-მა უსადენო ყურსასმენი გამოუშვა

ტექნოლოგიების მწარმოებელმა კომპანია Human Inc-მა უცნაური ფორმის უსადენო ყურსასმენი Human Headphones-ი შექმნა, რომელსაც მალე ბაზარზე გამოიტანს. ყურსასმენს არ სჭირდება თავზე დამაგრება. მოწყობილობა მხოლოდ ყურზე უნდა დაიმაგროთ. ეს არის მრავალფუნქციური პლატფორმა, რომელსაც სმარტფონის ფუნქციებიც აქვს.

19 სექტემბერი 2019, 00:20

მსოფლიო

ნიუ-იორკში არომატიზებული ელექტროსიგარეტის გაყიდვა აკრძალეს

ნიუ-იორკი აშშ-ის პირველი შტატია, სადაც არომატიზებული ელექტროსიგარეტი აიკრძალა. არომატიზებულ ელექტროსიგარეტს ბაზრის 60 პროცენტი უკავია. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, არსებული მონაცემი ადასტურებს, რომ არომატიზებული ელექტროსიგარეტი დიდ გავლენას ახდენს ახალგაზრდებზე.

კევინ სპეისი

18 სექტემბერი 2019, 23:21

კულტურა

აშშ-ში მოკვდა კაცი, რომელმაც კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა

აშშ-ში კალიფორნიის შტატში მცხოვრები მასაჟისტი, რომელმაც მსახიობი კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა, სასამართლოში მისი სარჩელის განხილვის დროს გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემები The Hollywood Reporter-ი და Variety სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერენ.

ზვიად ძიძიგური

18 სექტემბერი 2019, 23:00

საქართველო

„კონსერვატიული პარტია“ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს

კონსერვატიული პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „პოლიტმეტრი“ პარტიის ლიდერმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

18 სექტემბერი 2019, 22:45

მსოფლიო

შოტლანდიას ევროკავშირში დამოუკიდებლად დარჩენა სურს

Brexit-ის შემთხვევაში შოტლანდია ევროკავშირის შემადგენლობაში დამოუკიდებლად დარჩენას გეგმავს. ამის შესახებ შოტლანდიის მთავრობის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერჟენმა დღეს, ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სექსის აკრძალვა

18 სექტემბერი 2019, 22:07

მსოფლიო

ინდონეზიაში შესაძლოა ქორწინების გარეშე სექსი აკრძალონ

ინდონეზია ახალი კოდექსის მისაღებად ემზადება, რომელშიც იქნება ჩანაწერი ქორწინების გარეშე სექსის შესახებ. ჩანაწერის თანახმად, იმ პირებს, ვისაც ქორწინების გარეშე სექსი ექნებათ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. მოსახლეობა ხელისუფლების ინიციატივას აკრიტიკებს და თავისუფლების შეზღუდვად აფასებს.

მაიმ პომპეო

18 სექტემბერი 2019, 21:45

მსოფლიო

ირანი საუდის არაბეთს პასუხობს

ირანის პრეზიდენტის მრჩეველი საუდის არაბეთის ბრალდებებს პასუხობს. Reuters-თან ინტერვიუში ჰასან როუჰანის მრჩეველი აცხადებს, რომ საუდის არაბეთმა არაფერი იცის ნავთობტერმინალზე განხორციელებულ თავდასხმაზე, ამას კი თავდაცვის სამინისტროში გამართული ბრიფინგი ადასტურებს.

18 სექტემბერი 2019, 21:36

თემა

თითის ანაბეჭდის გაყალბება შესაძლებელია?

თითის ანაბეჭდით იდენტიფიკაცია ბიომეტრული ტექნოლოგიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მას შემდეგ რაც ანატომებმა თითის ანაბეჭდის უნიკალურობა დაამტკიცეს, ადამიანები მასსხვადასხვა მიზნისთვის იყენებენ:ტელეფონების განსაბლოკად, სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისათვის, საპასპორტო კონტროლის გავლისათვის.

სპეცოპერაცია კიევში

18 სექტემბერი 2019, 21:16

მსოფლიო

კიევში დააკავეს კაცი, რომელიც ხიდის აფეთქებით იმუქრებოდა

კიევში, სპეცრაზმმა დააკავა კაცი, რომელიც მეტროს ხიდის აფეთქებით იმუქრებოდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კაცს დაკავების შემდეგ ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოაჩნდა. ძალოვნების ინფორმაციით, კაცი სავარაუდოდ ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფება.

ჩაკ პალანიკი

18 სექტემბერი 2019, 20:59

კულტურა

ჩაკ პალანიკის „უხილავების“ მიხედვით სერიალს გადაიღებენ

ამერიკელი მწერლის ჩაკ პალანიკის რომანის „უხილავების“ (Invisible Monsters) მიხედვით ფილმს გადაიღებენ. ცნობილმა ნოველისტმა წიგნი 20 წლის წინ გამოსცა. Deadline-ს ცნობით, სერიალის სცენარზე ჯენიფერ იელი მუშაობს. ფილმის გამოსვლის თარიღი და მსახიობების ჯგუფის შემადგენლობა ამ დროისთვის კონფიდენციალურია.

18 სექტემბერი 2019, 20:39

კულტურა

პინკმა ახალი ვიდეორგოლი გადაიღო

ამერიკელმა მომღერალმა პინკმა კომპოზიცია Hurts 2B Human-ზე ახალი ვიდეორგოლი გადაიღო. ეს სიმღერა პინკის 28-ე ალბომში შევიდა, რომლის პრეზენტაციაც 2019 წლის აპრილში შედგა. პინკი სამი გრემის ჯილდოს მფლობელია. ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი ცნობილი 2000-იან წლებში გახდა.

18 სექტემბერი 2019, 19:59

მსოფლიო

პაკისტანმა ინდოეთის პრემიერმინისტრის თვითმფრინავს საჰაერო სივრცე დაუხურა

პაკისტანის მთავრობამ ინდოეთის პრემიერმინისტრის ნარენდრა მოდის თვითმფრინავი საჰაერო სივრცეში არ შეუშვა. პაკისტანელმა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ქაშმირში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს.

რძე

18 სექტემბერი 2019, 19:45

ტექნოლოგიები

კვლევა: 5 წლამდე ასაკის ბავშვებმა სასურველია მცენარეული რძე არ მიიღონ

მცირე ასაკის ბავშვებმა სასურველია მცენარეული რძე არ მიიღონ, - წერს CNN. კერძოდ, ახალი კვლევებით ხდება ცნობილი, რომ 5 წლამდე ბავშვებისთვის მცენარეული რძე, რომელიც ბრინჯისგან, სოიოსგან, ან სხვა ამგვარი პროდუქტისგან მზადდება, რეკომენდებული არ არის.

18 სექტემბერი 2019, 19:31

მსოფლიო

საუდის არაბეთმა ნავთობტერმინალებზე თავდამსხმელი გამოავლინა

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ ნავთობტერმინალებზე თავდასხმის მტკიცებულებები წარმოდგინა. უწყება თავდასხმაში ირანის ჩართულობაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ შეტევაზე იემენის მხრიდან მონაწილეობას გამოირიცხავს. მანამდე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰუსიტებმა, იემენში მოქმედმა გასამხედროებულმა დაჯგუფებამ აიღო.

მარია შარაპოვა

18 სექტემბერი 2019, 18:50

ტაბლოიდი

შარაპოვა: ჩემი სახლი ამერიკაა

„შეერთებულ შტატებში ჩოგბურთის გამო გადმოვედი და ძალიან მალე შევითვისე აქაური ცხოვრების წესი. მე გავიზარდე რუსეთში და ბავშვობიდან რუსულ კულტურას ვეზიარე, რაც ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ბევრი ჩემი ნათესავი რუსეთში ცხოვრობს, მაგრამ ჩემი სახლი, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატებია“, - აღნიშნა ჩოგბურთელმა.