imedi /  02 სექტემბერი 2019, 18:07 / სანდო წყარო

აშშ-მა და ASEAN-ის ქვეყნებმა პირველი ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

სამხედრო გემი

სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციისა და აშშ-ის პირველი ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო. წვრთნებში ათასზე მეტი სამხედრო, ასევე ავიაცია და 8 სამხედრო ხომალდი მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle-ს რუსული გამოცემა ავრცელებს.

მანევრების მთავარი ნაწილი, რომელსაც აშშ და ტაილანდი ხელმძღვანელობენ, საერთაშორისო წყლებში გაიმართება. სწავლება სინგაპურში დასრულდება. ღონისძიებების დროს, რომელთა დანიშნულებაც ზღვაზე უსაფრთხოების შენარჩუნებაა, მონაწილეები შეიმუშავებენ გემებზე გადასხმისა და მათ სამძებრო ღონისძიებებს. 

ტაილანდის თავდაცვის უწყებაში წვრთნებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადეს, რომ მანევრები აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო ომთან დაკავშირებით არსებულ დაძაბულობასთან კავშირში არ არის. 

ყველა სიახლე

კორონავირუსი სამსახური

27 თებერვალი 2020, 09:29

საქართველო

როგორ ავიცილოთ კორონავირუსის გავრცელების პრევენცია სამუშაო ადგილას

რეკომენდაციების თანახმად, სამუშაო ადგილას საჭიროა სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვა. კერძოდ, საჭიროა ზედაპირების (მაგალითად, მაგიდების) და საგნების (მაგალითად, ტელეფონების, კლავიატურის) რეგულარულად გაწმენდა სადეზინფექციო საშუალებებით, ვინაიდან თანამშრომლების ან მომხმარებლების მიერ ზედაპირების დაბინძურება კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი გზაა.

დონალდ ტრამპი

27 თებერვალი 2020, 09:15

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ხელები დაიბანეთ, აუცილებელი არ არის ყველა მოაჯირს ხელი სტაცოთ

ტრამპის თქმით, ამერიკელი ხალხისთვის კორონავირუსის რისკი კვლავ ძალიან დაბალია, შეერთებული შტატები კი მასთან ბრძოლისთვის მსოფლიოში ყველაზე უკეთ არის მომზადებული და ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობაც წარმატებით მიმდინარეობს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე

27 თებერვალი 2020, 09:04

ძალოვნები

საქალაქო სასამართლოში დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელებენ

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ადვოკატის განცხადებით, დეკანოზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადება მოითხოვეს. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნას, ადვოკატი მას გაასაჩივრებს. სხდომა 13:00 საათზე დაიწყება.

ვანო მერაბიშვილი

27 თებერვალი 2020, 08:52

საქართველო

ვანო მერაბიშვილი პოლონეთში გაემგზავრა

ცნობილია, რომ ამის შემდეგ ვანო მერაბიშვილი გადაუდებელი მკურნალობის კურსის ჩატარებას აპირებს, თუმცა აღნიშნულის შესახებ კომენტარს არ აკეთებს. როგორც თავადვე აცხადებს, პოლონეთში ვიზიტი დაახლოებით 2 დღეს გაგრძელდება. ამ დრომდე უცნობია რომელ პარტიას შეუერთდება მერაბიშვილი.

თენგიზ ცერცვაძე

27 თებერვალი 2020, 08:41

საქართველო

თენგიზ ცერცვაძის თქმით, კორონავირუსით დაავადებული საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა სტაბილურია

ცერცვაძის თქმით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გუშინ საღამოს შეყვანილი ორი ადამიანიც ირანში იყო, მაგრამ როგორც ცერცვაძე ამბობს, მათ სავარაუდოდ კორონავირუსი არ უნდა ჰქონდეთ, რადგან მათ ირანი 11 და 12 თებერვალს დატოვეს. გვიან ღამით ფოთის ჰოსპიტლიდან მაღალი ტემპერატურითა და გრიპისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომებით 18 წლის გოგოც გადმოიყვანეს.

მილუოკი სროლა

27 თებერვალი 2020, 08:35

მსოფლიო

აშშ-ში სროლას 6 ადამიანი ემსხვერპლა

51 წლის კაცი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, ამავე კომპანიის თანამშრომელი იყო. თავდასხმა ადგილობრივი დროით 2 საათზე განხორციელდა. კაცი კომპანიის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა.

კორონავირუსი ჩინეთი

27 თებერვალი 2020, 08:24

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 32 ადამიანი გარდაიცვალა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 32 ადამიანი იმსხვერპლა. გამოვლენილია ინფიცირების 435 ახალი შემთხვევა. ჯამში კორონავირუსით ჩინეთში 2 747 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 78 500-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 32 500-ზე მეტი ადამიანი. ისინი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.

პირბადე კორონავირუსი

27 თებერვალი 2020, 08:13

საქართველო

თბილისის აფთიაქებში პირბადეების მარაგი სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში შეივსება

დედაქალაქის მასშტაბით სააფთიაქო ქსელების ნაწილში ადასტურებენ, რომ პირბადეების მარაგი ამოწურულია. კომპანიების განმარტებით, პირბადეებზე ფასები არ გაზრდილა და 18-20 თეთრის ფარგლებშია. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა რომ სამინისტრო აფთიაქებს პირბადეების შემოტანაში დაეხმარება.

საჩხერე სასტუმრო

27 თებერვალი 2020, 08:01

საქართველო

საჩხერის სასტუმროში მოთავსებული ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

სასტუმროში მოთავსებულ 34 პაციენტზე მუდმივი დაკვირვება და მონიტორინგი მიმდინარეობს. ორკვირიანი ვადის გასვლის შემდეგ კი ყველა მათგანი სასტუმროს დატოვებს. მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, ამ ხნის მანძილზე საჩხერის საავადმყოფოში მომართვიანობა არ გაზრდილა. დირექტორი ამბობს, რომ ამ დროის მონაცემებით, არც დამატებითი პაციენტების შემოყვანა იგეგმება.

27 თებერვალი 2020, 01:51

საქართველო

მითი და რეალობა კორონავირუსის შესახებ - ჯანმოს განმარტებები

თერმული სკანერები ეფექტურია იმ ადამიანების გამოვლენაში, რომლებსაც განუვითარდათ სიცხე ახალი კორონავირუსის ინფექციის გამო. თუმცა ის ვერ გამოავლენს იმ პირებს, რომლებიც ინფიცირებული არიან, მაგრამ ჯერ კიდევ არ აქვთ ცხელება.

მერაბ ჯანელიძე

27 თებერვალი 2020, 01:20

საქართველო

თბილისის აეროპორტში მგზავრებს 24-საათიან რეჟიმში ამოწმებენ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ექიმები 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ- ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმმა მერაბ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დავით ნანობაშვილი

27 თებერვალი 2020, 01:04

საქართველო

იმუნოლოგი დავით ნანობაშვილი: ყველაზე ნაკლები რისკის ქვეშ არიან 6-დან 24-წლამდე ასაკის ადამიანები

ყველაზე ნაკლები რისკის ქვეშ არიან 6-დან 24-წლამდე ასაკის ადამიანები, თითქმის არ არიან, მათ შესაძლოა ვირუსი დაემართოთ, მაგრამ გადააქვთ ადვილად, - ამის შესახებ იმუნოლოგმა, დავით ნანობაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, 6 წლამდე ასაკის ბავშვები მეტი რისკის ქვეშ არიან, რადგან მათ შემთხვევაში სხვა დამამძიმებელი ფაქტორებიც მუშაობს.

კორონავირუსი

27 თებერვალი 2020, 00:56

მსოფლიო

ნორვეგიაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

ნორვეგიაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ის ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავ რცელებს.

გრეგ ლეკიორი

27 თებერვალი 2020, 00:50

კულტურა

ბრიტანეთში წლის საუკეთესო წყალქვეშა ფოტოგრაფი გამოავლინეს

ჟიურის წევრებმა საუკეთესო ნამუშევრები 70 ქვეყნიდან მიღებული 5500 ფოტოს შორის შეარჩიეს. 2020 წელს მთავარ ნომინაციაში (საუკეთესო ფოტოგრაფი) ფრანგმა ფოტოგრაფმა გრეგ ლეკიორმა გაიმარჯვა, ფოტოთი „გაყინული სახლი ბორბლებზე“. ფოტო ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე ექსპედიციის დროს გაკეთდა.

რობერტ უეტონი

27 თებერვალი 2020, 00:45

ტაბლოიდი

მსოფლიოში უხუცესი კაცი 111 წლის ბრიტანელი გახდა

უიეტონი 1908 წლის 29 მარტს დაიბადა და 1 თვეში 112 წლის ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ის გინესის რეკორდების წიგნებში არ შეუყვანიათ, ის მსოფლიოში უხუცეს ადამიანად მიიჩნევა. ბრიტანელს 3 შვილი, 10 შვილიშვილი და 25 შვილთაშვილი ჰყავს.

თეთრი სახლი

27 თებერვალი 2020, 00:36

მსოფლიო

თეთრი სახლი წინააღმდეგია მექსიკასთან საზღვარზე კედლის ასაშენებლად გამოყოფილი თანხები კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდეს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის კონგრესს კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 2.5 მილიარდი დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა. თეთრ სახლში განმარტეს, რომ დამატებითი თანხები ვაქცინის შექმნის დაჩქარებასა და საჭირო აღჭურვილობისა და მასალების შეძენას მოხმარდება.

27 თებერვალი 2020, 00:21

ტექნოლოგიები

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ქალი, რომელიც ალკოჰოლს შარდავს

აღმოჩენა შემთხვევით გაკეთდა. 61 წლის ქალს ღვიძლის გადანერგვის ოპერაციისთვის ამზადებდნენ: მას ციროზის მძიმე ფორმა და მეორე ტიპის დიაბეტი ჰქონდა. ორივე დაავადება ხშირ შემთხვევაში იმ ადამიანებს აქვთ, ვინც ალკოჰოლს ჭარბი რაოდენობით მოიხმარს. ამიტომ ექიმებს სულაც არ გაუკვირდათ, რომ პაციენტის ანალიზები ეთანოლის შემცველობაზე დადებით შედეგ აჩვენებდა, თუმცა თავად ქალი ამტკიცებდა, რომ პრაქტიკულად არ სვამს.

ნინო ნიჟარაძე

27 თებერვალი 2020, 00:09

საქართველო

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: რამდენიმე ადამიანს, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ, საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს

„ამ ეტაპზე აჭარაში, საეჭვო კლინიკური ნიშნით არც ერთი პაციენტი არ გვყავს. კორონავირუსის გამოვლენა, პრინციპში, პროგნოზირებადი იყო და ველოდებოდით, რომ ასეთი მასშტაბური ინფექციის გამოვლენიდან რაღაც ეტაპზე საქართველოშიც დაფიქსირდებოდა. სტრატეგიას ქმნის ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. ჩვენი სამოქმედო გეგმაც არის იდენტური", - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

27 თებერვალი 2020, 00:08

საქართველო

ფოთიდან თბილისში, მაღალი ტემპერატურით 18 წლის გოგო გადმოჰყავთ, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა

როგორც ფოთის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერი imedinews-სთან აცხადებს, გოგონა ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობდა იტალიაში, საქართველოში ჩამოსვლიდან 2 დღეში თავი შეუძლოდ იგრძნო, ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, რის შემდეგაც კლინიკას მიმართა.

დონალდ ტრამპი

27 თებერვალი 2020, 00:07

მსოფლიო

ტრამპმა CNN კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაციის ცუდად წარმოჩენაში დაადანაშაულა

„დაბალი რეიტინგების მქონე „ფეიკ ნიუს“ MSDNC და CNN ყველაფერს აკეთებენ, რათა კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება რაც შეიძლება ცუდად წარმოაჩინონ, მათ შორის ბაზრებზე პანიკა ატეხონ. არაფრის მაქნისი დემოკრატების მსგავსად მხოლოდ ლაყბობენ და არაფერს აკეთებენ. აშშ მშვენიერ ფორმაშია!“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ის გვერდზე.