იტალიაში პოპულისტები დემოკრატიულ პარტიასთან კოალიციას შექმნიან

ლუიჯი დი მალო (ცენტრში)
ფოტო: Twitter
იტალიაში პოპულისტური მოძრაობა „ხუთი ვარსკვლავის“ წევრებმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირეს ცენტრისტულ-მემარჯვენე დემოკრატიულ პარტიასთან (PD) კოალიციის შექმნას. ამასთან დაკავშირებით „ხუთი ვარსკლავის“ წევრებმა კენჭი ყარეს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
ამ გადაწყვეტილებით ქვეყანაში ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი გაადვილდება. ონლაინ კენჭისყრაში 5-ვარსკვლავიანის მომხრეების 79.3%-მა ხმა მისცა PD-სთან გაერთიანებას, რომელიც მათი დიდი ხნის პოლიტიკური მოწინააღმდეგეა, ხოლო 20,7% ეწინააღმდეგება ალიანსს.
ხმათა ეს გადანაწილება ნიშნავს, რომ პრემიერმინისტრს ჯუზეპე კონტეს შეუძლია დაასრულოს მუშაობა ახალი ადმინისტრაციის ფორმირებაზე და ქვეყნის პრეზიდენტს მინისტრთა კანდიდატების სია წარუდგინოს, რომელიც შემდეგ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
20 აგვისტოს ჯუზეპე კონტემ თანამდებობა დატოვა. სამთავრობო კრიზისი იტალიაში მას შემდეგ შეიქმნა, რაც 8 აგვისტოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და ვიცეპრემიერმა მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ 2018 წლის მარტის არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებული საპარლამენტო უმრავლესობა აღარ არსებობს და ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვა. ჯუზეპე კონტეს შეფასებით, სალვინიმ თავისი დაპირებები დაარღვია, პირადი და პარტიული ინტერესების გატარება დაიწყო და პოლიტიკური უპასუხისმგებლობა გამოიჩინა.
პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ ახალი მთავრობის ფორმირების მანდატი ქვეყნის გადამდგარ პრემიერმინისტრს ჯუზეპე კონტეს მისცა.
ყველა სიახლე

12 დეკემბერი 2019, 17:38
საქართველო
ზურაბიშვილმა ქვეყანაში არსებული ვითარება ევროკავშირის ელჩთან განიხილა
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებაზე ევროკავშირის ელჩთან იმსჯელა. ამ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საერთო ჯამში, ქალბატონ პრეზიდენტთან შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო“.

12 დეკემბერი 2019, 17:32
ეკონომიკა
„კავკასუს ონლაინს“ და „რკინიგზის ტელეკომს“ შესაძლოა ავტორიზაცია შეუჩერდეთ
კომუნიკაციების კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინი“ და შპს „რკინიგზის ტელეკომი“ წილების კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისების გამო, 30-30 ათასი ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. კომისიამ კომპანიები 17 ოქტომბერს გააფრთხილა.

12 დეკემბერი 2019, 17:27
კულტურა
ინდონეზიაში ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი ნიმუში იპოვეს
ნახატზე ბიზონზე ნადირობის სცენაა გამოსახული. ცხოველის მოკვლას შუბებით შეიარაღებული ადამიანები ცდილობენ, რომლებსაც ცხოველების ნაკვთები აქვთ. რადიოაქტიური ანალიზით დადგინდა, რომ გამოსახულება 44 ათასი წლის წინ შექმნეს.

12 დეკემბერი 2019, 17:22
ეკონომიკა
ლარი ისევ გამყარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, 12 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლარის მიმართ გამყარდა და 2.8661 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8896 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0235 თეთრი შეადგინა.

12 დეკემბერი 2019, 17:06
საქართველო
ნიკა მელია: „ქართულ ოცნებას“ არ მოვასვენებ
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებას უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ამით არაფერი იცვლება. პოლიტიკოსის განცხადებით, ის ისეთივე აქტიური იქნება, როგორც პარლამეტის წევრის სტატუსით იყო.

12 დეკემბერი 2019, 17:05
საქართველო
პარლამენტმა უზენაესის მოსამართლედ 14 კანდიდატი დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უყარა კენჭი. პარლამენტმა 14 კანდიდატი დაამტკიცა უვადოდ, ეს ის კანდიდატები არიან, რომლებსაც რეკომენდაცია იურიდიულმა კომიტეტმა გაუწია.

12 დეკემბერი 2019, 16:58
მსოფლიო
პაკისტანში ადვოკატების მიერ საავადმყოფოს დარბევას მსხვერპლი მოჰყვა
საავადმყოფოში 200-ზე მეტი ადვოკატი შეიჭრა. მათ პერსონალს სცემეს, დაამტვრიეს ავეჯი და აღჭურვილობა, კლინიკასთან სადგომზე მყოფ ავტომობილებს კი ცეცხლი წაუკიდეს. შეშინებული მედპერსონალი დაიმალა და პაციენტები მიატოვა, რასაც 3 ადამიანი ემსხვერპლა.

12 დეკემბერი 2019, 16:48
საქართველო
პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა
პარლამენტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. მანამდე ამავე საკითხზე კენჭისყრა საპროცედურო საკითხთა კომიტეტში გაიმართა.გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. მანამდე ამავე საკითხზე კენჭისყრა საპროცედურო საკითხთა კომიტეტში გაიმართა.

12 დეკემბერი 2019, 16:35
საქართველო
„ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა
დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა, - ამის შესახებ განცხადებას „ლიბერალი” ავრცელებს. განცხადების თანახმად, ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნისში, შორენა შავერდაშვილის შემოთავაზების საფუძველზე დაიწყო.

12 დეკემბერი 2019, 16:34
საქართველო
ლელა ქებურია არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ პარლამენტში გარკვეული ნივთიერება მან დაღვარა
„მე შესაბამისი მტკიცცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, მზად ვარ, გამოძიებას გავცე პასუხები, ხოლო ესე საჯაროდ, უაპელაციო განმარტებებს „ქართული ოცნებისა“ არა ვარ ვალდებული აბსოლუტურად ვუპასუხო. რაც შეეხება თვითონ პოლიტიკურ აქტს, აბსოლუტურად ვიზიარებ“, - განაცხადა ქებურიამ.

12 დეკემბერი 2019, 16:23
კულტურა
Witcher-ის ფინალური ტრეილერი გამოქვეყნდა
Netflix-მა YouTube-ს ოფიაციალურ არხზე სერიალ Witcher-ის ფინალური ტრეილერი გამოაქვეყნა. ვიდეორგოლში ყველა მთავარი გმირის ნახვაა შესაძლებელი. სერიალის პირველი სეზონი Netflix-ზე 20 დეკემბერს დაიწყება.

12 დეკემბერი 2019, 16:15
საქართველო
იძულებითი შესვენების შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომა განახლდა
რამდენიმესაათიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, პარლამენტის პლენარული სხდომა განახლდა. დეპუტატები სხდომათა დარბაზში იკრიბებიან. როგორც მანამდე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, პარლამენტის მუშაობას ხელს ვერავინ შეუშლის.

12 დეკემბერი 2019, 15:55
საქართველო
ქეთევან ციხელაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს სამინისტროს ანგარიში გააცნო
ქეთევან ციხელაშვილმა ანგარიშის ფარგლებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციასა და ამ რეგიონებში ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე განიხილეს ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტები და მხარეებმა სამინისტროს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის აუცილებლობაზეც ისაუბრეს.

12 დეკემბერი 2019, 15:50
კულტურა
ზაზა ურუშაძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს
რეჟისორი ზაზა ურუშაძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი 7 დეკემბერს, 53 წლისა გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება. ზაზა ურუშაძემ, რომელიც ეროვნული კინოაკადემიის პრეზიდენტი იყო, თანამდებობა სექტემბერში დატოვა.

12 დეკემბერი 2019, 15:48
მსოფლიო
ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევისას დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება. 20-ზე მეტი ადამიანი, რომელმაც სხვადასხვა სახის დამწვრობა მიიღო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხელისუფლება კუნძულზე კიდევ ერთი სამაშველო ჯგუფის გაგზავნისგან თავს იკავებს, რადგან ვულკანის ამოფრქვევის საფრთხე არსებობს.

12 დეკემბერი 2019, 15:37
ტაბლოიდი
ბორის ჯონსონი საარჩევნო უბანზე ძაღლთან ერთად მივიდა
ქვეყნის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად თავის ძაღლათან ერთად მივიდა. ვიდეოს Telegraph-ი ავრცელებს. საარჩევნო უბანი, სადაც ჯონსონმა ხმა მისცა, ლონდონის მთავარ მეთოდისტურ ეკლესიაშია განთავსებული.

12 დეკემბერი 2019, 15:15
ვიდეო
პარლამენტში რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა

12 დეკემბერი 2019, 15:10
ვიდეო
სპეციფიკური სუნი პარლამენტის სხდომათა დარბაზში

12 დეკემბერი 2019, 15:09
სპორტი
ვაჟა მარგველაშვილმა ჩინეთის მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ჩინეთის მასტერსის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებიდან მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანმა (60), ასევე ბაგრატ ნინიაშვილმა (66კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) იასპარეზეს. ოთხი ქართველი სპორტსმენიდან მედლის მოპოვება მხოლოდ ვაჟა მარგველაშვილმა შეძლო.

12 დეკემბერი 2019, 15:04
საქართველო
დაჩი ბერაიამ და რომან გოცირიძემ პარლამენტში იჩხუბეს
"ქართული ოცნების" წევრმა, დეპუტატმა დაჩი ბერაიამ და "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში იჩხუბეს. ბერაიას თქმით, რომან გოცირიძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.დეპუტატის თქმით, გოცირიძე უზრდელი და მატყუარაა.