imedi /  04 სექტემბერი 2019, 10:40 / სანდო წყარო

დედას, რომელმაც ჩვილი მეტამფეტამინის მიცემით მოკლა, 99 წელი მიუსაჯეს

ამანდა ოუკსი

ამანდა ოუკსი

აშშ-ს მოქალაქეს, 36 წლის ამანდა ოუკსს ალაბამის შტატიდან, რომელმაც საკუთარი შვილი მოკლა, სასამართლომ 99 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, დედამ ჩვილი მეტამფეტამინის მიცემით მოკლა და გვამს მაცივარში ინახავდა.

ბავშვი 2018 წლის ივნისში გაუჩინარდა და ძებნის შემდეგ პოლიციელებმა საყინულეში აღმოაჩინეს. სამართლდამცველების თქმით, ბავშვს ნაროტიკის გადაჭარბებული დოზა ჰქონდა მიღებული და საყინულეში მოთავსებამდეა გარდაცვლილი, აღენიშნება ძალადობის კვალიც. 

გამოცემის ცნობით, ოუკსმა, რომელმაც ჩვილი ასეთი სასტიკი მეთოდით მოკლა, გვამი სასტუმროს მაცივარში შეინახა. ადგილობრივი საგამოძიებო დეპარტამენტის გამოძიების შედეგად ქალი დააპატიმრეს. როგორც გამოძიებამ დაადგინა, მკვლელობის ჩადენის მომენტში ოუკსიც მეტამფეტამინის ზემოქმედების ქვეშ იყო. ნაფიცმა მსაჯულებმა ის ყველა ბრალდებაში დამნაშავედ სცნეს.

„ამ ფაქტმა შეძრა ჩვენი საზოგადოება, ამიტომაც ჩვენი ვალი იყო სწრაფად გვემოქმედა და დამნაშავე გამოგვევლინა. ეს შემთხვევა წარმოადგენს იმის მაგალითს, თუ როგორ შეიძლება ნარკომანიამ გაანადგუროს სხვისი სიცოცხლე, პიროვნებას მიაღებინოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ბევრ ადამიანს დააზიანებს“, - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

ყველა სიახლე

ბარონ ჰილტონი

22 სექტემბერი 2019, 00:25

მსოფლიო

ბარონ ჰილტონი 91 წლისა გარდაიცვალა

ბარონ ჰილტონი 91 წლისა გარდაიცვალა, - წერს CNN. სასტუმროების ქსელს ამ ეტაპზე ბარონის შვილი, სტივენ ჰილტონი ხელმძღვანელობს. 2007 წელს ცნობილი გახდა, რომ ბარონ ჰილტონმა საკუთარი ქონების 97% - დაახლოებით $1.2 მილიარდი, საქველმოქმედო ფონდს შესწირა.

მოჰამად შარიფ პანაჰანდე

22 სექტემბერი 2019, 00:06

მსოფლიო

სომალელმა მეკობრეებმა 4 წლის წინ დაკავებული ირანელი მეზღვაური გაათავისუფლეს

სომალელმა მეკობრეებმა გაათავისუფლებს ირანელი მეზღვაური, რომელიც 4 წლის წინ დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. „მძევალთა მხარდამჭერი გაერთიანების“ (HSP) ინფორმაციით, მოჰამად შარიფ პანაჰანდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, რაც მისი გათავისუფლების მიზეზი გახდა.

სანდრო ბაზაძე

21 სექტემბერი 2019, 22:58

სპორტი

სანდრო ბაზაძემ ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე მსოფლიო თასზე ხმლით ფარიკაობაში, ვაჟთა შორის სანდრო ბაზაძემ პირველი ადგილი დაიკავა. მოფარიკავემ ბრიტანელი ჯეიმს ჰონეიბონი ანგარიშით 15:8 დაამარცხა. ბაზაძე 19 აპრილს ფარიკაობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა.

წაქცეული ხეები

21 სექტემბერი 2019, 22:38

საქართველო

თბილისში ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია და შენობების სახურავები დააზიანა

თბილისში ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 21:00 საათისთვის შევიდა 270 შეტყობინება, მათ შორის, ძირითადად, ხეების წაქცევის, ტოტების მოტეხვის, შენობების კედლებიდან გარე საფარის ჩამოშლის და სახურავების დაზიანების შესახებ.

დონალდ ტრამპი

21 სექტემბერი 2019, 22:27

მსოფლიო

მედია: ტრამპმა ზელენსკის ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების გაგრძელება სთხოვა

აშშ-ის დაზვერვის თანამშრომელმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაწერა საჩივარი, რომელიც მისი და ერთ-ერთი უცხოელი ლიდერის საუბარს ეხებოდა. დემოკრატები ვარაუდობენ, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა.

ქეთევან ციხელაშვილი

21 სექტემბერი 2019, 22:08

საქართველო

ციხელაშვილი: ცხინვალის რეგიონი სრულ იზოლაციაშია

ცხინვალის რეგიონი ფაქტობრივად სრულ იზოლაციაშია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. პერევის მონაკვეთზე მიმოსვლა მალე აღდგება. „გამშვები-პუნქტი“ 4 დღით ჩაიკეტა.

„დისნეილენდი“

21 სექტემბერი 2019, 21:47

მსოფლიო

ცნობილია ღირშესანიშნაობები, რომლებსაც 2019 წელს Google-ით ყველაზე ხშირად ეძებდნენ

Google-მა დაასახელა ღირსშესანიშნაობები, რომლებსაც 2019 წელს ყველაზე ხშირად ეძებდნენ. გამოცემა Globehunters-ის ინფორმაციით, პირველ ათეულში სამი „დისნეილენდი“ მოხვდა. პირველ ადგილზე კალიფორნიის ქალაქ ანაჰაიმის, მეორეზე პარიზის, მესამეზე კი ფლორიდის ქალაქ ორლანდოს „დისნეილენდი“ აღმოჩნდა.

„ზონა 51“

21 სექტემბერი 2019, 21:27

მსოფლიო

„ზონა 51“-ის სიახლოვეს პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა

ნევადის უდაბნოში მდებარე „ზონა 51“-ის სიახლოვეს პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა, - წერს Reuters. საქმე ეხება სოციალურ ქსელში დაგეგმილ ღონისძიებას, რომლის მიხედვითაც მსურველები „ზონა 51“-ში უნდა შეჭრილიყვნენ. მონაწილეობის სურვილი მრავალმა გამოთქვა.

არჩილ თალაკვაძე

21 სექტემბერი 2019, 20:55

საქართველო

თალაკვაძემ თქვა, თუ ვინ შეიძლება დაისაჯოს სკანდალური შეწყალებების საქმეზე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრეზიდენტის მიმართ კონკრეტული სამართლებრივი პრეტენზიების გაჩენას ძალიან მაღალი სტანდარტი სჭირდება. ამის შესახებ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ სკანდალურ შეწყალებასთან დაკავშირებული თემის კომენტირებისას განაცხადა.

ოქტობერფესტი

21 სექტემბერი 2019, 20:08

კულტურა

მიუნხენში ლუდის ფესტივალი „ოქტობერფესტი“ დაიწყო

გერმანიის ქალაქ მიუნხენში ლუდის 186-ე ფესტივალი ოქტობერფესტი დაიწყო. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე ყველაზე დიდი სახალხო დღესასწაული მიუნხენის მერმა დიტერ რაიტერმა და ბავარიის ფედერალური მიწის პრემიერმინისტრმა მარკუს ზედერმა გახსნეს.

ფესტივალი

21 სექტემბერი 2019, 19:46

კულტურა

თელავი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

თელავი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. დრამატულ თეატრში კლასიკური მუსიკის ფესტივალი ცნობილი მევიოლინის, კოლია ბლახერისა და საფესტივალო ორკესტრის კონცერტით გაიხსნა, რომლის დირიჟორიც არიელ ცუკერმანი იყო. ფესტივალზე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები წარდგებიან.

უშგული

21 სექტემბერი 2019, 19:37

კულტურა

უშგულში უკანონო მშენებლობების გამო შესაძლოა ძეგლი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღონ

უშგულში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული უკანონო თანამედროვე მშენებლობები მნიშვნელოვნად ხელყოფს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის გარემოსა და სივრცით-გეგმარებით ავთენტურობას, რამაც შეიძლება ძეგლის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღება გამოიწვიოს, - ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია „ICOMOS საქართველო“ ავრცელებს.

თსუ

21 სექტემბერი 2019, 19:26

საქართველო

თსუ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის ნაწილს არ ეთანხმება

თსუ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ აუდიტმა უნივერსიტეტის 2014-2017 წლების ანგარიშში მოყვანილი ფაქტების ნაწილი არასწორად შეაფასა. კერძოდ, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, დასკვნაში არასწორი ინტერპრეტაციებიც არის.

გენო პეტრიაშვილი

21 სექტემბერი 2019, 18:49

სპორტი

გენო პეტრიაშვილი სამგზის მსოფლიოს ჩემპიონია

მძიმეწონოსანი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია. ყაზახეთის ქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ქართველმა მოჭიდავემ თურქი ტაჰა აკგული დაამარცხა. ეს გენო პეტრიაშვილისთვის მსოფლიო ჩემპიონის მესამე ტიტულია.

ალექსანდრე გაბიშევი

21 სექტემბერი 2019, 18:48

ტაბლოიდი

ფსიქიატრიულიდან გაუშვეს შამანი, რომელიც პუტინის „განდევნას“ გეგმავდა

იაკუტელი შამანი ალექსანდრე გაბიშევი, რომელიც მოსკოვში ვლადიმერ პუტინის კრემლიდან „განსადევნად“ ფეხით მიდიოდა ფსიქიატრიულიდან გაუშვეს. მან ექიმებს გამოკვლევაზე უარი უთხრა. ინფორმაციას meduza ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ბარათების“ კორდინატორზე დაყრდნობით ავრცელებს.

თვითმფრინავის გატაცება

21 სექტემბერი 2019, 18:31

მსოფლიო

საბერძნეთის პოლიციამ თვითმფრინავის გამტაცებელი 34 წლის შემდეგ დააკავა

საბერძნეთის პოლიციამ 1985 წელს Trans World Airlines-ის თვითმფრინავის გატაცებისთვის ძებნილი 65 წლის ლიბანელი დააკავა. ბოროტმოქმედი 19 სექტემბერს მიკონოსის კუნძულზე დააკავეს. მას ბრალი 1985-1987 წლებში სამგზავრო თვითმფრინავების გატაცებაში ედება. მოსამართლემ მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა, ამჟამად მისი გერმანიაში ექსტრადირება მზადდება.

ტოჩინოშინი

21 სექტემბერი 2019, 18:07

სპორტი

ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაკარგა

აკი ბაშოს მე-14 დღეს ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი იაპონელ მეტოქე მიოგირიუსთან დამარცხდა, - ინფორმაციას „ქართული სუმოს ქომაგები“ ავრცელებენ. შესაბამისად, ლევან გორგაძემ ოძეკის ტიტული დაკარგა. ეს სუმოს ქართველი მებრძოლისთვის მე-8 მარცხია.

ტეილორ სვიფტი

21 სექტემბერი 2019, 17:50

მსოფლიო

ტეილორ სვიფტი ცხენების დოღის გახსნაზე აღარ იმღერებს

კომპანია Mushroom Events-ის განცხადებით, სვიფტის აზიური ტურნეს განრიგი შეიცვალა, რის გამოც ის მელბურნის თასს ვერ დაესწრება. თუმცა „დოღის ცხენების დამცველ კოალიციაში“ აცხადებენ, რომ მომღერლის გადაწყვეტილების მიზეზი მათი აქტიურობა გახდა.

ირანი

21 სექტემბერი 2019, 17:40

მსოფლიო

ირანმა ვაშინგტონი გააფრთხილა „შეცდომები“ არ დაუშვას

ირანი მზად არის გაანადგუროს ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც მის ტერიტორიას თავს დაესხმება, - წერს BBC ოფიციალურ თეირანზე დაყრდნობით. კერძოდ, „ირანის რევოლუციის დარაჯთა“ ხელმძღვანელმა ჰოსეინ სალამიმ აშშ-ი გააფრთხილა, რომ „შეცდომები არ დაუშვას“.

ლეო ვარადკარი

21 სექტემბერი 2019, 17:19

ტაბლოიდი

ირლანდიის პრემიერს ბორის ჯონსონთან შეხვედრაზე ნაკურთხი წყალი გაატანეს

ირლანდიის დასავლურ აეროპორტზე ახალი ასაფრენი ბილიკის გახსნის ცერემონიაზე კათოლიკე მღვდელმა პიტერ გიბონსმა ქვეყნის პრემიერმინისტრ ლეო ვარადკარს ნაკურთხი წყალი გადასცა.