imedi /  05 სექტემბერი 2019, 22:14 / სანდო წყარო

რა უფლებები აქვს ბრიტანეთის დედოფალს, რომლებსაც ის არ იყენებს

ელისაბედ მეორე

ელისაბედ მეორე

დიდი ბრიტანეთის დედოფალს აქვს ბევრი უფლება, პრივილეგია და უფლებამოსილება, რომელთაგან ის ზოგს იყენებს, ზოგზე კი უარს ამბობს. BBC წერს, თუ რისი უფლება აქვს ბრიტანეთის დედოფალს და ამ უფლებებიდან რომელს არ იყენებს და რატომ.

რა უფლებამოსილება აქვს დედოფალს პრემიერმინისტრთან?

დღეისათვის დიდი ბრიტანეთის მონარქს პრემიერთან, მთავრობასა და პარლამენტთან მიმართებით ძალიან ცოტა უფლებამოსილება შემორჩა. მას არ შეუძლია მინისტრთა კაბინეტის დათხოვნა და აღმასრულებელ ხელისუფლებას დედოფლის მოწვევით პრემიერმინისტრი აყალიბებს. მართალია, პრემიერს ელისაბედ მეორე ნიშნავს, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის.

შეუძლია თუ არა ელისაბედ მეორეს პრემიერ ბორის ჯონსონის გათავისუფლება?

ძალიან მოკლედ, „კი, მაგრამ...“ დედოფალი პრემიერმინისტრს ნიშნავს, მაგრამ ეს ხდება არჩევნებისა და საპარლამენტო კენჭისყრის შედეგების საფუძველზე. მონარქი მთავრობის მმართველს თავად არ არჩევს. თუ ამა თუ იმ დეპუტატის პარტიას პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს ან მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ პარლამენტარების ნდობით აღჭურვილი პირია, დედოფალი მას მთავრობის ჩამოსაყალიბებლად იწვევს. ამ პროცესში მონარქი პრემიერმინისტრის რჩევის მიხედვით მოქმედებს.

როგორ ტოვებენ პოსტს ბრიტანელი პრემიერები?

თუ მოქმედი პრემიერმინისტრი არჩევნებში ვერ იმარჯვებს ან პარლამენტის ნდობას კარგავს, ტრადიციის მიხედვით, ეს ადამიანი გადადგომის შესახებ განცხადებას თავად წერს. თუ ის უარს იტყვის დაუნინგ-სტრიტის დატოვებაზე, მაშინ, როგორც ბრიტანული სამართლის ექსპერტები განმარტავენ, თეორიულად დედოფალს შეუძლია მისი გათავისუფლება. თუმცა ასეთი რამ არასდროს მომხდარა: ჯერჯერობით ტრადიცია ყოველთვის უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე რომელიმე პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დარჩენის სურვილი. თუმცა Brexit-ის მოწინააღმდეგეებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ დედოფალს გამონაკლისის დაშვება შეუძლია.

შეუძლია თუ არა ელისაბედ მეორეს ომის გამოცხადება?

ბრიტანელი მონარქების უფლებებისა და უფლებამოსილების უმრავლესობა „სამეფო პროვილეგიების შესახებ“ კანონშია გაწერილი. თეორიულად დედოფალს აქვს უფლება სხვა სახელმწიფოს ომი გამოუცხადოს,  რადგან ქვეყნის სამხედრო ძალები ფიცს სწორედ მის წინაშე დებენ. 

უკანასკნელი ბრიტანელი მონარქი, რომელმაც სხვა ქვეყანას ომი გამოუცხადა, ელისაბედ მეორის მამა გეორგ VI იყო. ეს 1939 წელს მოხდა. გეორგ VI-მ მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ნაცისტურ გერმანიას ომი გამოუცხადა. მის ქალიშვილს კი ჯერჯერობით მსგავსი არაფერი გაუკეთებია. ამ გადაწყვეტილებას დღეს უკვე დიდი ბრიტანეთის მთავრობა იღებს, ჩვეულებისამებრ (მაგრამ არა ყოველთვის), საპარლამენტო კენჭისყრის შედეგად. 

ზოგადად, „სამეფო პროვილეგიების შესახებ“ კანონი მონარქს აძლევს შესაძლებლობას სერიოზული კონსტიტუციური კრიზისის დროს მინისტრების რჩევები უგულებელყოს. ასეთ სიტუაციაში დედოფალს/მეფეს შეუძლია მოიქცეს ისე, როგორც სურს - მათ შორის, მისი ქვეშევრდომების ქონება მიისაკუთროს ან გაანადგუროს.

რას აწერს ხელს ბრტანეთის მონარქი?

დღევანდელ ბრიტანულ პოლიტიკაში დედოფალს არც თუ ისე ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქცია დარჩა. მაგალითად, ის ხსნის პარლამენტის ახალ სხდომას და შეხვედრაზე მონარქისთვის წინასწარ მომზადებული სიტყვით გამოდის. ის მთავრობისა და საკუთარი მრჩევლების რეკომენდაციით ნიშნავს მინისტრებსა და ლორდებს, თავის ქვეშევრდომებს ბევრი ტიტულით აჯილდოებს, თუმცა რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებას არც აქ იღებს. 

კიდევ ერთი „სამეფო სანქცია“ ეხება იმას, რომ ყოველი კანონის ამოქმედებამდე მას ხელი ელისაბედ მეორემ უნდა მოაწეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ძალაში ვერ შევა. პრინციპში, მონარქს უარის თქმაც შეუძლია. თუმცა რადგან ელისაბედ მეორე ყველა პოლიტიკური საკითხისადმი მკაცრად ნეიტრალურია, ის ასე არასდროს იქცევა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფალს შეუძლია პრემიერმინისტრს ყოველკვირეულ ტრადიციულ შეხვედრაზე ამა თუ იმ კანონის შესახებ თავისი მოსაზრება უთხრას. უკანასკნელად ბრიტანელმა მონარქმა კანონს წინააღმდეგობა 1708 წელს გაუწია. ეს იყო დედოფალი ანა სტიუარტი, რომელმაც შოტლანდიის პოლიციის აღდგენის შესახებ კანონს ხელი არ მოაწერა. დღეს უკვე თუ პარლამენტმა მიიღო კანონი, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ძალაშიც შევა.

მონარქი კანონზე მაღლა დგას?

ელისაბედ მეორე ნესმიერ ბრიტანულ კანონზე მაღლა დგას. მას შეუძლია არ გადაიხადოს გადასახადები და ვერავინ აიძულებს სასამართლოში გამოცხადდეს, მოწმის სახითაც კი. ელისაბედ მეორეს პასუხისმგებაში ვერ მისცემენ. მასზე არც ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონი ვრცელდება. ამიტომაც ამბობენ, რომ დიდ ბრიტანეთში ყოფნისას, დედოფალს შეუძლია ნებისმიერი კანონი დაარღვიოს. მაგალითად, ელისაბედ მეორის ავტომობილს შეუძლია იმოძრაოს იმ სიჩქარით, როგორც ეს მის უდიდებულესობას მოუნდება. საბედნიეროდ, დედოფალი მსგავს უფლებებს არ იყენებს. სხვათა შორის, ელისაბედ მეორეს არც მართვის მოწმობა აქვს და არც პასპორტი, რადგანაც ამ დოკუმენტებს სწორედ მისი სახელით გასცემენ.

რას ნიშნავს „სამეფო შეწყალება“?

თუ ვინმემ კანონი დაარღვია და ამისთვის გაასამართლეს, მონარქს მისი შეწყალების უფლება აქვს. თუმცა აქაც იგივე თემაა: დედოფალს მსგავს საქმეებში ჩარევა არ უყვარს. უახლოეს წარსულში ელისაბედ მეორემ ამ უფლებით მხოლოდ ორჯერ ისარგებლა: 2001 წელს მან შეიწყალა 2 დამნაშავე, რომელთაც ციხის ფერმის თანამშრომელი გადაარჩინეს. ამ უკანასკნელს თავს ტახი დაესხა. უფრო დიდი რეზონანსი მოჰყვა იმ ფაქტს, როდესაც დედოფალმა 2013 წელს „ინფორმატიკის მამა“ ალან ტიურინგი გარდაცვალებიდან 59 წლის შემდეგ შეიწყალა. ის 1950-იან წლებში ჰომოსექსუალიზმის შესახებ იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით გაასამართლეს.

ელისაბედ მეორე გადასახადებს არ იხდის?

მონარქს შეუძლია გადასახადები არ გადაიხადოს და დიდი ხნის განმავლობაში არც ელისაბედ მეორე იხდიდა. თუმცა 1992 წელს მან გადაწყვიტა, რომ ამიერიდან გადასახადებს თავისი შემოსავლიდან ნებაყოფლობით გადაიხდიდა. მართალია, ბევრ შემთხვევაში დედოფალს შეუძლია „წესების გარეშე თამაში“, მაგრამ მან ძალიან კარგად იცის, რომ დღევანდელ დიდ ბრიტანეთში უმჯობესია გარკვეულ პრივილეგიებზე უარის თქმა.

ყველა სიახლე

თენგიზ ცერცვაძე

27 თებერვალი 2020, 08:41

საქართველო

თენგიზ ცერცვაძის თქმით, კორონავირუსით დაავადებული საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა სტაბილურია

ცერცვაძის თქმით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გუშინ საღამოს შეყვანილი ორი ადამიანიც ირანში იყო, მაგრამ როგორც ცერცვაძე ამბობს, მათ სავარაუდოდ კორონავირუსი არ უნდა ჰქონდეთ, რადგან მათ ირანი 11 და 12 თებერვალს დატოვეს. გვიან ღამით ფოთის ჰოსპიტლიდან მაღალი ტემპერატურითა და გრიპისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომებით 18 წლის გოგოც გადმოიყვანეს.

მილუოკი სროლა

27 თებერვალი 2020, 08:35

მსოფლიო

მილუოკიში სროლას 6 ადამიანი ემსხვერპლა

51 წლის კაცი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, ამავე კომპანიის თანამშრომელი იყო. თავდასხმა ადგილობრივი დროით 2 საათზე განხორციელდა. კაცი კომპანიის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა.

კორონავირუსი ჩინეთი

27 თებერვალი 2020, 08:24

მსოფლიო

ჩინეთი კორონავირუსით კიდევ 32 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ფატალურმა ვირუსმა ქვეყანაში 32 ადამიანი იმსხვერპლა. გამოვლენილია ინფიცირების 435 ახალი შემთხვევა. ჯამში კორონავირუსით ჩინეთში 2 747 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 78 500-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 32 500-ზე მეტი ადამიანი. ისინი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.

პირბადე კორონავირუსი

27 თებერვალი 2020, 08:13

საქართველო

თბილისის აფთიაქებში პირბადეების მარაგი სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში შეივსება

დედაქალაქის მასშტაბით სააფთიაქო ქსელების ნაწილში ადასტურებენ, რომ პირბადეების მარაგი ამოწურულია. კომპანიების განმარტებით, პირბადეებზე ფასები არ გაზრდილა და 18-20 თეთრის ფარგლებშია. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა რომ სამინისტრო აფთიაქებს პირბადეების შემოტანაში დაეხმარება.

საჩხერე სასტუმრო

27 თებერვალი 2020, 08:01

საქართველო

საჩხერის სასტუმროში მოთავსებული ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

სასტუმროში მოთავსებულ 34 პაციენტზე მუდმივი დაკვირვება და მონიტორინგი მიმდინარეობს. ორკვირიანი ვადის გასვლის შემდეგ კი ყველა მათგანი სასტუმროს დატოვებს. მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, ამ ხნის მანძილზე საჩხერის საავადმყოფოში მომართვიანობა არ გაზრდილა. დირექტორი ამბობს, რომ ამ დროის მონაცემებით, არც დამატებითი პაციენტების შემოყვანა იგეგმება.

27 თებერვალი 2020, 01:51

საქართველო

მითი და რეალობა კორონავირუსის შესახებ - ჯანმოს განმარტებები

თერმული სკანერები ეფექტურია იმ ადამიანების გამოვლენაში, რომლებსაც განუვითარდათ სიცხე ახალი კორონავირუსის ინფექციის გამო. თუმცა ის ვერ გამოავლენს იმ პირებს, რომლებიც ინფიცირებული არიან, მაგრამ ჯერ კიდევ არ აქვთ ცხელება.

მერაბ ჯანელიძე

27 თებერვალი 2020, 01:20

საქართველო

თბილისის აეროპორტში მგზავრებს 24-საათიან რეჟიმში ამოწმებენ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ექიმები 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ- ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმმა მერაბ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დავით ნანობაშვილი

27 თებერვალი 2020, 01:04

საქართველო

იმუნოლოგი დავით ნანობაშვილი: ყველაზე ნაკლები რისკის ქვეშ არიან 6-დან 24-წლამდე ასაკის ადამიანები

ყველაზე ნაკლები რისკის ქვეშ არიან 6-დან 24-წლამდე ასაკის ადამიანები, თითქმის არ არიან, მათ შესაძლოა ვირუსი დაემართოთ, მაგრამ გადააქვთ ადვილად, - ამის შესახებ იმუნოლოგმა, დავით ნანობაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, 6 წლამდე ასაკის ბავშვები მეტი რისკის ქვეშ არიან, რადგან მათ შემთხვევაში სხვა დამამძიმებელი ფაქტორებიც მუშაობს.

კორონავირუსი

27 თებერვალი 2020, 00:56

მსოფლიო

ნორვეგიაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

ნორვეგიაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ის ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავ რცელებს.

გრეგ ლეკიორი

27 თებერვალი 2020, 00:50

კულტურა

ბრიტანეთში წლის საუკეთესო წყალქვეშა ფოტოგრაფი გამოავლინეს

ჟიურის წევრებმა საუკეთესო ნამუშევრები 70 ქვეყნიდან მიღებული 5500 ფოტოს შორის შეარჩიეს. 2020 წელს მთავარ ნომინაციაში (საუკეთესო ფოტოგრაფი) ფრანგმა ფოტოგრაფმა გრეგ ლეკიორმა გაიმარჯვა, ფოტოთი „გაყინული სახლი ბორბლებზე“. ფოტო ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე ექსპედიციის დროს გაკეთდა.

რობერტ უეტონი

27 თებერვალი 2020, 00:45

ტაბლოიდი

მსოფლიოში უხუცესი კაცი 111 წლის ბრიტანელი გახდა

უიეტონი 1908 წლის 29 მარტს დაიბადა და 1 თვეში 112 წლის ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ის გინესის რეკორდების წიგნებში არ შეუყვანიათ, ის მსოფლიოში უხუცეს ადამიანად მიიჩნევა. ბრიტანელს 3 შვილი, 10 შვილიშვილი და 25 შვილთაშვილი ჰყავს.

თეთრი სახლი

27 თებერვალი 2020, 00:36

მსოფლიო

თეთრი სახლი წინააღმდეგია მექსიკასთან საზღვარზე კედლის ასაშენებლად გამოყოფილი თანხები კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდეს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის კონგრესს კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 2.5 მილიარდი დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა. თეთრ სახლში განმარტეს, რომ დამატებითი თანხები ვაქცინის შექმნის დაჩქარებასა და საჭირო აღჭურვილობისა და მასალების შეძენას მოხმარდება.

27 თებერვალი 2020, 00:21

ტექნოლოგიები

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ქალი, რომელიც ალკოჰოლს შარდავს

აღმოჩენა შემთხვევით გაკეთდა. 61 წლის ქალს ღვიძლის გადანერგვის ოპერაციისთვის ამზადებდნენ: მას ციროზის მძიმე ფორმა და მეორე ტიპის დიაბეტი ჰქონდა. ორივე დაავადება ხშირ შემთხვევაში იმ ადამიანებს აქვთ, ვინც ალკოჰოლს ჭარბი რაოდენობით მოიხმარს. ამიტომ ექიმებს სულაც არ გაუკვირდათ, რომ პაციენტის ანალიზები ეთანოლის შემცველობაზე დადებით შედეგ აჩვენებდა, თუმცა თავად ქალი ამტკიცებდა, რომ პრაქტიკულად არ სვამს.

ნინო ნიჟარაძე

27 თებერვალი 2020, 00:09

საქართველო

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: რამდენიმე ადამიანს, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ, საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს

„ამ ეტაპზე აჭარაში, საეჭვო კლინიკური ნიშნით არც ერთი პაციენტი არ გვყავს. კორონავირუსის გამოვლენა, პრინციპში, პროგნოზირებადი იყო და ველოდებოდით, რომ ასეთი მასშტაბური ინფექციის გამოვლენიდან რაღაც ეტაპზე საქართველოშიც დაფიქსირდებოდა. სტრატეგიას ქმნის ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. ჩვენი სამოქმედო გეგმაც არის იდენტური", - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

27 თებერვალი 2020, 00:08

საქართველო

ფოთიდან თბილისში, მაღალი ტემპერატურით 18 წლის გოგო გადმოჰყავთ, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა

როგორც ფოთის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერი imedinews-სთან აცხადებს, გოგონა ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობდა იტალიაში, საქართველოში ჩამოსვლიდან 2 დღეში თავი შეუძლოდ იგრძნო, ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, რის შემდეგაც კლინიკას მიმართა.

დონალდ ტრამპი

27 თებერვალი 2020, 00:07

მსოფლიო

ტრამპმა CNN კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაციის ცუდად წარმოჩენაში დაადანაშაულა

„დაბალი რეიტინგების მქონე „ფეიკ ნიუს“ MSDNC და CNN ყველაფერს აკეთებენ, რათა კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება რაც შეიძლება ცუდად წარმოაჩინონ, მათ შორის ბაზრებზე პანიკა ატეხონ. არაფრის მაქნისი დემოკრატების მსგავსად მხოლოდ ლაყბობენ და არაფერს აკეთებენ. აშშ მშვენიერ ფორმაშია!“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ის გვერდზე.

Facebook

27 თებერვალი 2020, 00:05

მსოფლიო

Facebook გაამკაცრებს წესებს იმ რეკლამასთან დაკავშირებით, რომელიც კორონავირუსს ეხება

საინფორმაციო პორტალი Business Insider-ი კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ აღნიშნული ზომა იმ პუბლიკაციებს ეხება, რომელიც მომხმარებლებს კორონავირუსისგან განკურნებას ან პროფილაქტიკას ჰპირდება. ამგვარი პუბლიკაციები ამიერიდან დაიბლოკება.

ინფექციური საავადმყოფო

26 თებერვალი 2020, 23:47

საქართველო

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 19 ადამიანიდან 16-ს კორონავირუსი არ აქვს, 2 კი ჯერ გამოკვლეული არაა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 19 პაციენტიდან მათთან მკურნალობას მხოლოდ 6 გააგრძელებს. ცერცვაძის თქმით, ამ 6 პაციენტიდან ერთს აქვს კორონავირუსი, სამი - გრიპისგან მკურნალობას საჭიროებს, კიდევ ორი კი ახალი შემოყვანილია და ჯერ გამოკვლეული არაა.

26 თებერვალი 2020, 23:37

საქართველო

საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეიზღუდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილი საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. საგანგებო ჯგუფი მთავრობის მეთაურმა საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე შექმნა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს.

26 თებერვალი 2020, 23:29

საქართველო

ეკატერინე ტიკარაძე: ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქებს პირბადეების შემოტანაში დაეხმარება

ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქებს პირბადეების შემოტანაში დაეხმარება, - ამის შესახებ ოკუპირებული ტრიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.