მადაგასკარზე რომის პაპის წირვას მილიონამდე ადამიანი დაესწრო

ფოტო: Twitter
რომის პაპ ფრანცისკეს წირვას მადაგასკარის დედაქალაქ ანტანანარივუში 1 მილიონამდე ადამიანი დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კათოლიკეები საკვირაო ქადაგების მოსასმენად დილით ადრიდან შეიკრიბნენ. რომის პაპმა სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა ადამიანების მიერ ყურადღებისა და პრივილეგიების სურვილისკენ სწრაფვაზე.
რომის პაპის მოსასმენად მისულ ადამიანებს, ყვითელი და თეთრი ფერით გაწყობილი მაისურები ეცვათ, რომელზეც რომის პაპის ფოტო იყო გამოსახული. როგორც BBC წერს, ეს მადაგასკარის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი შეკრება იყო.
რომის პაპი აფრიკის ტურს მართავს და მადაგასკარი მესამე ქვეყანაა, სადაც ჩავიდა, ის ასევე ესტუმრება მოზამბიკას და მავრიკის რესპუბლიკას.
#PopeFrancis celebrates Mass for the faithful in Maputo, on the last day of his #ApostolicJourney to #Mozambique. https://t.co/oEhFZq7zlM pic.twitter.com/Cjt9SZ0ABr
— Vatican News (@VaticanNews) September 6, 2019
ყველა სიახლე

11 დეკემბერი 2019, 13:12
ძალოვნები
ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი 13 დეკემბერს გაიმართება
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლო 13 დეკემბერს განიხილავს. ე.წ. სასამართლო პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული. ეს ინფორმაცია ექიმს შვილს ირინა გაფრინდაშვილს ვლადიკავკაზელმა ადვოკატმა მიაწოდა.

11 დეკემბერი 2019, 13:06
საქართველო
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა
საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში წერია. საუბარია პრეზიდენტის ციტატაზე, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს არ ჰყავს ჯარი და არ აქვს იარაღი.

11 დეკემბერი 2019, 12:54
საქართველო
გიგი უგულავას თქმით, მას და გოკა გაბაშვილს აეროპორტში თავს დაესხნენ
„ევროპული საქართველოს“ ლიდერებს გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს დაესხნენ. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი Facebook-ზე წერს. მისი თქმით, შემთხვევა საპასპორტო კონტროლის შიგნით ზონაში მოხდა.დამატებითი დეტალების გარკვევას imedinews-ი შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

11 დეკემბერი 2019, 12:52
ეკონომიკა
111 ათასზე მეტ მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება
2019 წლის 1-ლი ნოემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 111400 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 9 პროცენტამდე გაეზარდათ.

11 დეკემბერი 2019, 12:38
ვიდეო
მხატვრობა მძივებით და ასაკში ნაპოვნი ჰობი

11 დეკემბერი 2019, 12:27
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით, 9.0 პროცენტამდე ზრდის
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 9.0 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 29 იანვარს ჩატარდება.

11 დეკემბერი 2019, 12:26
საქართველო
ირაკლი ღარიბაშვილისთვის პრეზიდენტის განცხადება კატეგორიულად მიუღებელია
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.„როგორც თავდაცვის მინისტრმა მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი სამხედროები ქვეყნის საამაყო მოქალაქეები არიან და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

11 დეკემბერი 2019, 12:20
კულტურა
ტარანტინო „მოკალი ბილის“ მესამე ნაწილს გადაიღებს
კვენტინ ტარანტინო ცნობილი ფილმის „მოკალი ბილის“ გაგრძელების გადაღებას გეგმავს. ტარანტინოს განმარტებით, მესამე ნაწილის გადაღებაზე მუშაობას არანაკლებ 3 წლის შემდეგ დაიწყებს და ფილმი პირველი ორისგან განსხვავებული იქნება. „მოკალი ბილის“ პირველი ნაწილი 2003, მეორე კი 2004 წელს გამოვიდა. მასში მთავარ როლს უმა თურმანი ასრულებს.

11 დეკემბერი 2019, 12:11
კულტურა
5 ქვეყნის ბოიკოტის ფონზე პეტერ ჰანდკეს ნობელის პრემია გადასცეს
ამ პროტესტის მიზეზი კი ავსტრიელ მწერალ პეტერ ჰანდკესთვის ლიტერატურის დარგში ნობელიის პრემიის გადაცემა გახდა. პეტერ ჰანდკე მხარს უჭერდა სერბეთს და მის ყოფილ პრეზიდენტს სლობოდან მილოშევიჩს, რომელიც იუგოსლავიის ომებში გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში იყო ბრალდებული.

11 დეკემბერი 2019, 11:54
საქართველო
საგარეო უწყებაში გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ ისაუბრეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. შეხვედრაზე მათ ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზეც ისაუბრეს. გერმანულმა მხარემ ქართულ მხარეს გამოძიების მიმდინარეობა გააცნო.

11 დეკემბერი 2019, 11:53
ძალოვნები
შსს-მ 9 მილიონამდე ლარის ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა
განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, დაახლოებით, 9 მილიონამდე ლარია. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.

11 დეკემბერი 2019, 11:43
საქართველო
112-ში ამერიკული პროგრამა ინერგება
სისტემა არსებობს 25 წელზე მეტია, 50-ზე მეტ ქვეყანაშია დანერგილი და სამი პროტოკოლისგან შედგება: საპოლიციო, სახანძრო / სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო. სისტემის გამოყენება დაიწყება 12 დეკემბრიდან სახანძრო /სამაშველო პროტოკოლით და მომდევნო წლის გაზაფხულზე, საპოლიციო და სასწრაფო სამედიცინო პროტოკოლებიც სრულად იქნება ამოქმედებული.

11 დეკემბერი 2019, 11:43
საქართველო
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს
თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ახალ უფროსად ვიქტორ წილოსანი წარადგინა. ვიქტორ წილოსანმა ამ პოზიციაზე მამუკა მუმლაძე შეცვალა, რომელიც კალაძის თქმით არ მიდის გუნდიდან და მაღალ პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას ტრანსპორტის მიმართულებით.

11 დეკემბერი 2019, 11:24
საქართველო
კახა კალაძე: ყვითელი მიკროავტობუსების ჩანაცვლებით ტარიფი არ გაიზრდება
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია და ახალ ავტობუსებს უახლოეს პერიოდში შეიმოიყვანენ. პირველ ეტაპზე 300 ერთეულ მიკრო ავტობუსს დედაქალაქის მერია საკუთარი ბიუჯეტით შეიძენს.

11 დეკემბერი 2019, 11:18
სპორტი
კარლო ანჩელოტი „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს
მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში ნეაპოლელებმა საკუთარ მოედანზე "გენკს" 4:0 მოუგეს და მერვედფინალში გავიდნენ, კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა მწვრთნელის შეცვლა არ გადაიფიქრა. ამის მიზეზი იტალიის ჩემპიონატში "ნაპოლის" სუსტი თამაშია.

11 დეკემბერი 2019, 11:06
მსოფლიო
აშშ-ში სამხედრო ავიაციის საუდელი სტუდენტები სასწავლო ფრენებს ჩამოაშორეს
ფლორიდაში, სამხედრო ბაზაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, აშშ-ში მყოფი სამხედრო ავიაციის საუდელი სტუდენტები ფრენებს ჩამოაშორეს. თავდაცვის მიდივნის მარკ ესპერის ბრძანების თანახმად, ყველა ფრენა შეჩერდა, თუმცა საკლასო სწავლებები გრძელდება.

11 დეკემბერი 2019, 11:03
მსოფლიო
ავღანეთში ტერაქტის შედეგად ხუთი ქართველი სამხედრო დაშავდა
მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ისინი განაგრძობენ ტერორისტებთან ბრძოლას კოალიციურ ძალებთან ერთად. მიმდინარე ოპერაციას პიდაპირ ეთერში ადევნებენ თვალს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია

11 დეკემბერი 2019, 10:55
საქართველო
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ლაგოდეხთან 10:30 საათზე დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 3.2 მაგნიტუდას შეადგენდა.

11 დეკემბერი 2019, 10:34
ეკონომიკა
მსოფლიოში ელექტროთვითმფრინავით პირველი კომერციული ავიარეისი შესრულდა
როგორც კომპანიები Harbour Air-ი და magniX-ი აცხადებენ, ეს მსოფლიოში ელექტროენერგიაზე მომუშავე ვერტმფრენით შესრულებული პირველი კომერციული რეისი იყო. ელექტროენერგიის გამოყენებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ნახშირბადის ემისიების შემცირებას საავიაციო სექტორში.

11 დეკემბერი 2019, 09:57
სპორტი
„ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფშია
ლონდონის „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში ფრანგული „ლილი“ დაამარცხა და პლეიოფში გავიდა. შეხვედრა დიდ ბრიტანეთში „სტემფორდ ბრიჯის“ სტადიონზე გაიმართა და მასპინძლების სასარგებლოდ ანგარიშით 2:1 დაასრულდა.