imedi /  09 სექტემბერი 2019, 09:31 / სანდო წყარო

ჯორჯიის სანაპიროსთან სატვირთო გემი ამოყირავდა

გემი Golden Ray

გემი Golden Ray

ატლანტის ოკეანეში, ჯორჯიის შტატთან ახლოს მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი ამოყირავდა. ხომალდ Golden Ray-ს ცეცხლი წაეკიდა, შემდეგ კი ის ამობრუნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ინციდენტის დროს ბორტზე სამხრეთკორეელებისა და ფილიპინელებისგან შემდგარი 24-კაციანი ეკიპაჟი იმყოფებოდა. მაშველებმა 20-ის გადარჩენა შეძლეს, 4 კი ამ დრომდე თავს სამანქანე განყოფილებას აფარებს. სამაშველო ოპერაციას ხომალზე გაჩენილი ძლიერი ხანძარი აფერხებს.

მომხდარის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

ყველა სიახლე

ჯოზეფ მოული

22 ოქტომბერი 2019, 18:39

კულტურა

„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობი ​„ბეჭდების მბრძანებელში“ ითამაშებს

​ჯოზეფ მოული, რომელმაც HBO-ს პოპულარულ სერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ ბენჯენ სტარკის როლი შეასრულა, ​Amazon-ის „ბეჭდების მბრძანებელში“ ითამაშებს. ის უარყოფითი პერსონაჟის როლს შეასრულებს. ამ ეტაპზე მხოლოდ მისი სახელია ცნობილი - ორენი.

ცხვარი

22 ოქტომბერი 2019, 18:37

ტაბლოიდი

მსოფლიოში ყველაზე უხვმატყლიანი ცხვარი მოკვდა

ცხოველმა მსოფლიო ყურადღება 2015 წელს მიიქცია, როდესაც ის ველურ ბუნებაში აღმოაჩინეს. როგორც მაშინ ითქვა, ცხვარს იმხელა მატყლი ჰქონდა, რამდენიც 6 წლის განმავლობაში შეიძლება ცხოველს ჰქონდეს. მაშინ ცხვარი გაკრიჭეს და 41.1 კილოგრამამდე მატყლი მოაშორეს, რაც მსოფლიო რეკორდია.

გენერალი ალი ალ-ლამი

22 ოქტომბერი 2019, 18:35

მსოფლიო

„ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა ორი ერაყელი გენერალი მოკლეს

ერაყის ფედერალური პოლიციის ორი გენერალი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა თავდასხმას ემსხვერპლა. ამის შესახებ გამოცემა Shafaq News-ი ძალოვან უწყებებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. ბაღდადიდან 125 კილომეტრში გზაზე, რომლითაც გენერლები გადაადგილდებოდნენ, ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

ლიბანი

22 ოქტომბერი 2019, 18:30

ტაბლოიდი

ლიბანში დემონსტრანტებმა ხმაურით შეშინებულ ბავშვს Baby Shark უმღერეს. ვიდეო

ლიბანში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მანქანაში მჯდომ 15 თვის ბავშვს ცნობილი საბავშვო სიმღერა Baby Shark უმღერეს. CNN-ის ინფორმაციით, ბავშვი დედასთან ერთად მომიტინგეებით გარშემორტყმულ მანქანაში აღმოჩნდა, რა დროსაც ხმაურმა და არეულობამ შეაშინა. დედამ კი გადაწყვიტა აქციის მონაწილეებისთვის ეთხოვა, რომ არ ეყვირათ,

ინდოეთი

22 ოქტომბერი 2019, 18:15

ტაბლოიდი

ინდოეთში დააკავეს ბრაკონიერი რომელსაც ტუჩა დათვის სასქესო ორგანოს ჭამა უყვარდა

2013 წელს მადჰია-პრადეშის შტატში, ველური ბუნების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა სპეციალური შტაბი შექმნეს მას შემდეგ, რაც რამდენიე ტუჩა დათვი სასქესო ორგანოს გარეშე იპოვეს - მათ რეპროდუქციული ორგანოები ჰქონდათ მოჭრილი.

დემონსტრაცია ერაყში

22 ოქტომბერი 2019, 18:14

მსოფლიო

ერაყის მთავრობამ მიტინგების დროს მსხვერპლზე პასუხისმგებლობა ძალოვნებს დააკისრა

ერაყის სამთავრობო კომიტეტმა, რომელიც ქვეყანაში არეულობის დროს დემონსტრანტების დაღუპვის ფაქტებს იძიებდა, ანგარიში გამოაქვეყნა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სამართალდამცველებმა გადამეტებული ძალა გამოიყენეს, რაზეც პასუხისმგებლობას მათ უშუალო ხელმძღვანელობას აკისრებენ.

ბორის ჯონსონი

22 ოქტომბერი 2019, 18:06

მსოფლიო

მედია: Brexit-​ის გადავადების შემთხვევაში ბორის ჯონსონი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი წლის ბოლომდე ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, თუ თემთა პალატა Brexit-​ის მორიგ გადავადებას დაუჭერს მხარს. ამის შესახებ პრემიერმინისტრის კანცელარიაში თავის წყაროზე დაყრდნობით ტელეკომპანია BBC-ის ჟურნალისტი ლორა კიუნსბერგი წერს.

ელექტროენერგია

22 ოქტომბერი 2019, 17:38

ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრო ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად ახალ სისტემაზე მუშაობს

დავით თვალაბეიშვილმა პანელის მონაწილეებს ახალი კანონპროექტი გააცნო, რომელიც საქართველოს ენერგოსისტემის მოდერნიზაციას გულისხმობს. მისი ინფორამაციით, პროექტი ხელს შეუწყობს ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოყვანას და კონკურენციის გაზრდას.

Lilium საჰაერო ტაქსი

22 ოქტომბერი 2019, 17:36

ტექნოლოგიები

კომპანია Lilium-მა საჰაერო ტაქსის ტესტირების პირველი ეტაპი დაასრულა

გერმანულმა კომპანია Lilium-მა საჰაერო ტაქსის ტესტირების პირველი ეტაპი დაასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Verge ავრცელებს. ახალ ვიდეოში საჰაერო ტაქსი არა მხოლოდ ვერტიკალურად, არამედ ჰორიზონტალურადაც დაფრინავს, რასაც ექსპერტები მთავარ სირთულეს უწოდებენ. ხუთადგილიანი საჰაერო ტაქსი 100 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.

ზალცბურგი

22 ოქტომბერი 2019, 17:21

მსოფლიო

2020 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულებები დასახელდა

პირველ ადგილზე ლეგენდარული კომპოზიტორის ვოლფგანგ ამოდეუს მოცარტის სამშობლო - ზალცბურგი გავიდა, მეორეზე კი აშშ-ის დედაქალაქი ვაშინგტონი. ლიდერთა სამეულში ეგვიპტეს კაიროც შევიდა. საუკეთესო ქალაქების ათეულში მოხვდნენ: გოლუეი, ბონი, ლა-პასი, კოჩი, ვანკუვერი, დუბაი და დენვერი.

გიორგი მიქაუტაძე

22 ოქტომბერი 2019, 17:21

საქართველო

გიორგი მიქაუტაძე: ასეთი დამოუკიდებელი სასამართლო არასდროს ყოფილა

გიორგი მიქაუტაძეს, თითქმის, 7 საათია დეპუტატები შეკითხვებს უსვამენ. გიორგი მიქაუტაძემ დეპუტატ ნინო წილოსანს უპასუხა, "ზომიერად ჰუმანური ადამიანია". მისი თქმით, გადაწყვეტილებები ჰუმანურობის პრინციპზე დაყრდნობით უნდა მიიღონ.

ვახტანგ გომელაური

22 ოქტომბერი 2019, 17:10

ძალოვნები

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შს მინისტრი ვახტანგ გომელაური გამოკითხეს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური გამოკითხეს. მაჩალიკაშვილის საქმეზე ასევე დაიკითხა გომელაურის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი.

ალეკ ბოლდუინი

22 ოქტომბერი 2019, 17:10

ტაბლოიდი

ალეკ ბოლდუინმა პირდაპირ ეთერში შარვალი ჩაიხადა. ვიდეო

ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა, პირდაპირ ეთერში შარვალი ჩაიხადა. ინციდენტი ჯიმი ფელონის შოუში მოხდა, სადაც მსახიობი ახალი ფილმის პრემიერასთან დაკავშირებით იყო მიწვეული. ბოლდუინმა მაყურებელს იმის შეფასება სთხოვა, თუ რამდენად უკეთ გამოიყურება წონაში დაკლების შემდეგ და ამის საილუსტრაციოდ შარვალი ჩაიხადა.

კონგრესი

22 ოქტომბერი 2019, 16:59

საქართველო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს საქართველოს მხარდამჭერ ორპარტიულ აქტს განიხილავს

ამ დოკუმენტით აშშ-ის კონგრესმენები მხარდაჭერას გამოხატავენ და ხაზს უსვამენ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული ფასეულობების განვითარებას, მათ შორის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობასა და ქვეყანაში მიმდინარე ანტიკორუფციულ ძალისხმევებს.

ოლიმპიური თამაშები

22 ოქტომბერი 2019, 16:51

სპორტი

2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ახალი ემბლემა წარადგინეს

2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ემბლემა საფრანგეთის რესპუბლიკის სიმბოლო - მარიანა იქნება, რომელიც საორგანიზაციო კომიტეტმა წარადგინა. ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ახალი ლოგოტიპი სტილისტურად ოლიმპიურ ცეცხლს, მედალს და მარიანას სახეს (ახალგაზრდა ქალი ფრიგიული ჩაჩით) მოიცავს, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკის სიმბოლოა.

დონალდ ტრამპი

22 ოქტომბერი 2019, 16:49

მსოფლიო

ტრამპმა იმპიჩმენტის შესახებ გამოძიებას ლინჩის წესით გასამართლება უწოდა

შესაბამისი განცხადება ტრამპმა Twitter-ზე გააკეთა. მისი თქმით, გამოძიება უსამართლო და უკანონოა. „ყველა რესპუბლიკელმა უნდა დაიმახსოვროს, რასაც აქ ხედავენ - ლინჩის წესით გასამართლებას. მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ!“ - დაწერა ტრამპმა.

გერმანია პოლიცია

22 ოქტომბერი 2019, 16:40

მსოფლიო

გერმანიაში ქურთებისა და თურქების მასობრივი ჩხუბი მოხდა

გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის ქალაქ ჰერნეში ქურთებისა და თურქების მასობრივი ჩხუბი მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით გამოცემა Die Welt-ი ავრცელებს. ჩხუბის 60-მდე მონაწილე ხელკეტებითა და ჯოხებით იყვნენ შეიარაღებულები, რამდენიმეს კი ცივი იარაღიც ჰქონდა.

ჯიმი კარტერი

22 ოქტომბერი 2019, 16:40

მსოფლიო

ჯიმი კარტერი საავადმყოფოში მოხვდა

აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი ჰოსპიტალიზებულია. ჯიმი კარტერი საავადმყოფოში მენჯის მოტეხილობით გადაიყვანეს. 95 წლის ექსპრეზიდენტი საკუთარ სახლში წაიქცა და მძიმე მოტეხილობა მიიღო. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჯიმი კარტერი აშშ-ს პრეზიდენტის პოსტს 1977-1981 წლებში იკავებდა.

პარლამენტი

22 ოქტომბერი 2019, 16:26

საქართველო

პარლამენტში გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრებისას დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრება მიმდინარეობს, დამოუკიდებელი დეპუტატები და კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

პროკურატურა

22 ოქტომბერი 2019, 16:19

საქართველო

პროკურატურა: „მუქარის წერილი“ პირთა წრისთვის იყო ხელმისაწვდომი, რაც მასზე კვლევებს ართულებს

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარდგენილი მასალების თაობაზე უწყება განცხადებას ავრცელებს. საუბარია ე.წ. „მუქარის წერილზე“, რომელიც მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, მან შს ყოფილი მინისტრისა და მოქმედი პრემიერის, გიორგი გახარიასგან მიიღო.