imedi /  09 სექტემბერი 2019, 10:12 / სანდო წყარო

ბრაზილიაში ქალი გეი შვილისთვის სუროგატი დედა გახდა

ვალდირა დას ნევესი

ვალდირა დას ნევესი

ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში ქალი გეი შვილისთვის სუროგატი დედა გახდა. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს.

45 წლის ვალდირა დას ნევესმა გადაწყვიტა, დაეხმაროს 24 წლის მარსელოს მამა გახდეს. მეოთხე ცდაზე ქალმა წარმატებით გაიარა ე.წ. ხელოვნური განაყოფიერების პროცედურა და მიმდინარე წლის იანვარში დაორსულდა. 3 სექტემბერს ქალმა ტყუპი გააჩინა, რომელსაც ნოე და მარია ფლორი დაარქვეს. 

„4 წლის წინ დედაჩემი მამაჩემისგან დაორსულდა, თუმცა ბავშვი დღენაკლული დაიბადა და ერთ კვირაში გარდაიცვალა. ამის შემდეგ ჩემი და უცნობი დონორის მიერ ჩასახული ემბრიონი ექიმებმა დედაჩემის საშვილოსნოში გადაიტანეს. უფლის წყალობით, დედა დაორსულდა. ყოველთვის ვოცნებობდი მამობაზე და ახლა ეს ოცნება ამიხდა“, - განაცხადა მარსელომ.

ერთ-ერთ ახალშობილს სუნთქვის პრობლემები აქვს, თუმცა მარსელოს სჯერა, რომ ის მალე გამოჯანმრთელდება და ოჯახის სხვა წევრებს შეუერთდება.

ყველა სიახლე

NGC 6240

22 ნოემბერი 2019, 21:29

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ერთ გალაქტიკაში სამი შავი ხვრელი აღმოაჩინეს

გალაქტიკა NGC 6240 მზიდან 300 მილიონი მზის სინათლის მანძილზე მდებარეობს. სავარაუდოდ ის ორი გალაქტიკის შერწყმის შედეგად წარმოიქმნა. ამის გამო სპეციალისტები ფიქრობდნენ, რომ ასეთი შერწყმის გამო გალაქტიკაში ორი ხვრელი იქნებოდა, მაგრამ დაკვირვების შედეგად მესამეც აღმოაჩინეს.

ერაყი

22 ნოემბერი 2019, 21:06

მსოფლიო

ერაყში მორიგ შეტაკებას ისევ მსხვერპლი მოჰყვა

ბაღდადში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ საბრძოლო ტყვიები გამოიყენა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში შეტაკებებს უკვე 320-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური გამოსვლებია.

Amnesty International

22 ნოემბერი 2019, 20:56

საქართველო

Amnesty International-ი ცხინვალის რეჟიმს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ორგანიზაცია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტსაც გამოეხმაურა, მის გატაცებას თვითნებური უწოდა და აღნიშნა, რომ ცხინვალის რეჟიმმა მას კომპენსაცია უნდა დაუნიშნოს. Amnesty International-ი ცხინვალის რეჟიმს გამშვები პუნქტების გახსნისკენ მოუწოდებს.

მამუკა მდინარაძე

22 ნოემბერი 2019, 20:40

საქართველო

მამუკა მდინარაძე: ზოიძის ინიციატივაზე უმრავლესობის სხდომაზე ვიმსჯელებთ

მამუკა მდინარაძის განცხადებით, დეპუტატ აკაკი ზოიძის ინიციატივაზე, რომელიც 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარების თაობაზე რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას ითვალისწინებს, უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებენ.

რომის პაპი ფრანცისკე

22 ნოემბერი 2019, 20:37

მსოფლიო

რომის პაპის აზრით ტექნოლოგიები და გლობალიზაცია ახალგაზრდებს უნიკალურობას ართმევს

82 წლის ფრანცისკემ ასეთი განცხადება ტაილანდში ვიზიტის დროს გააკეთა. მან ახალგაზრდებს წინაპრების მიერ შემონახული კულტურული ტრადიციების დაცვისკენ მოუწოდა. რომის პაპმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდები ადგილობრივ ღირებულებებზე უარს საერთო, გლობალური მოდელის გამო უარს ამბობენ, რასაც სოციალური ქსელების განვითარება უწყობს ხელს.

სოხუმი სროლა

22 ნოემბერი 2019, 20:14

ძალოვნები

სოხუმში სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა

სოხუმში სროლას 3 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 3 კი დაშავდა. შემთხვევა რესტორან „სან-რემოსთან“ მოხდა. ცეცხლი უცნობმა ნიღბიანმა პირებმა გახსნეს. მომხდართან დაკავშირებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა.

სილვიო ბერლუსკონი

22 ნოემბერი 2019, 20:08

მსოფლიო

სილვიო ბერლუსკონი საავადმყოფოში მოხვდა

ინციდენტი ხორვატიაში, ქალაქ ზაგრებში მოხდა. 83 წლის პოლიტიკოსმა ტრავმა მაშინ მიიღო, როცა მასთან ფოტოს გადაღების მსურველების სიმრავლის გამო ჭყლეტა დაიწყო. კონგრესის დასრულების შემდეგ ბერლუსკონი იტალიაში დაბრუნდა და შემოწმება მილანის ერთ-ერთ კლინიკაში გაიარა.

22 ნოემბერი 2019, 19:53

ტექნოლოგიები

ინჟინრებმა გამოიგონეს უსადენო კანი, რომელსაც შეხების შეგრძნების გადაცემა შეუძლია

მოხუცი ქალი ვიდეოკავშირის საშუალებით სხვა ქალაქში მყოფ შვილიშვილს ელაპარაკება. რაღაც მომენტში ბავშვი ბებიას გამოსახულებას ხელით ეფერება და ბებიაც რეალურ შეხებას გრძნობს; კაცი მხარის რობოტიზებული პროტეზით რიგრიგობით იღებს ჭიქას, მარკერს და სმარტფონს და მის სახეზე გაკვირვებული ღიმილი ჩნდება.

ტოდ ფილიპსი და ხოაკინ ფენიქსი

22 ნოემბერი 2019, 19:39

კულტურა

ტოდ ფილიპსმა „ჯოკერის“ გაგრძელების შესახებ ინფორმაცია უარყო

ფილმის სპეციალურ ჩვენებაზე ფილიპსმა განაცხადა, რომ სტუდია Warner-ის ხელმძღვანელ ტობი ემერიხს არ შეხვედრია, შესაძლო სიქველზე საუბრები კი ამ ეტაპზე მხოლოდ საუბრებად რჩება. ინფორმაცია გაგრძელების შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. „ჯოკერის“ შემოსავალმა უკვე 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

22 ნოემბერი 2019, 19:32

ძალოვნები

სუს-ი პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს ეხმიანება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) განცხადებით, საპროტესტო აქციებზე ან სხვა მასობრივი შეკრების ადგილებში უწყების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. უწყება ამ საკითხზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს ეხმიანება.

ოპერაციული ძალები

22 ნოემბერი 2019, 19:22

ძალოვნები

თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები 20 წლისაა

სპეციალური ოპერაციების ძალების პირადმა შემადგენლობამ და პარტნიორი პოლონეთის სპეცდანიშნულების ჯგუფმა მოწინააღმდეგეზე შეტევითი ოპერაცია განახორციელეს, სადაც ტაქტიკური გადაადგილების, ობიექტზე შეტევის, წმენდის, პერიმეტრის უსაფრთხოების, ევაკუაციის და ობიექტის განადგურების ამოცანები შეასრულეს.

პოლიტიკური რეკლამა

22 ნოემბერი 2019, 19:09

ტექნოლოგიები

Twitter-მა ფასიანი პოლიტიკური რეკლამა აკრძალა

Twitter-ზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე დაწესებული აკრძალვა ოფიალურად ამოქმედდა. ამიერიდან მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ პროპაგანდის გამოქვეყნებას, რომელიმე კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერის მოწოდებასა და მათთვის ფინანსური დახმარების გაწევას.

მარი იოვანოვიჩი

22 ნოემბერი 2019, 19:07

მსოფლიო

ტრამპმა გააკრიტიკა უკრაინაში ყოფილი ელჩი, რომელმაც საელჩოში მისი სურათი არ ჩამოკიდა

„ელჩმა, რომელსაც ყველა ასე აქებდა, საელჩოში ჩემ ფოტოს არ ჩამოკიდა. ამისთვის მას ორი წელი დასჭირდა. საელჩოში აშშ-ის პრეზიდენტის სურათის დაკიდება სტანდარტია. ეს ქალი ანგელოზი არ არის, გასაგებია?“ - თქვა ტრამპმა. მარი იოვანოვიჩი ერთ-ერთია იმ 12 მოწმიდან, ვინც ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე კონგრესს ჩვენება მისცა.

22 ნოემბერი 2019, 18:58

ვიდეო

ხალდეში დაბრუნება

მიგრანტები საბერძნეთი

22 ნოემბერი 2019, 18:42

მსოფლიო

საბერძნეთი არასასურველი მიგრაციის აღსაკვეთად მესაზღვრეების რაოდენობას ზრდის

საბერძნეთის თურქეთთან სახმელეთო საზღვარზე დამატებით 400 მესაზღვრე იმუშავებს, კუნძულებზე კი 800. ამასთან, გაიზრდება საზღვაო საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობაც. რამდენიმე დღის წინ საბერძნეთის მთავრობამ მიგრანტების 3 უმსხვილესი ბანაკის დახურვის შესახებ განაცხადა.

22 ნოემბერი 2019, 18:26

საქართველო

სუს-თან აქციაზე ექვსივე დაკავებული ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

კამპანია „დააბოქლომეს“ ფარგლებში მიმდინარე აქციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან დაკავებული ექვსივე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტვალი

22 ნოემბერი 2019, 18:18

კულტურა

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა გამოქვეყნდა

1-ელიდან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. წელს ფესტივალი საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. ფესტივალი 1-ელ დეკემბერს 19:30-ზე კინოთეატრ ამირანში ალფრედ ჰიჩკოკის ფილმით „შანტაჟი“ (Blackmail) გაიხსნება.

პანდა

22 ნოემბერი 2019, 18:09

ტაბლოიდი

მსოფლიოს ერთადერთი ყავისფერი პანდა 10 წლისაა

მსოფლიოს ერთადერთი ყავისფერი პანდა 10 წლის გახდა. Bored panda-ს ინფორმაციით, უნიკალური შეფერილობის პანდას - ქიზაი ჰქვია და ის განსაკუთრებულია. მის წარმოშობასთან დაკავშირებით სხვადასხვა შეხედულებები არსებობს. მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ მათი ფერი გენეტიკური მუტაციის შედეგია, ნაწილი კი პანდის ერთ-ერთი ქვესახეობად მიიჩნევს.

აკაკი ზოიძე

22 ნოემბერი 2019, 18:04

საქართველო

აკაკი ზოიძე პროპორციული სისტემის შესახებ რეფერენდუმს ითხოვს

აკაკი ზოიძე 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწაყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა.

მარია კოტაევა

22 ნოემბერი 2019, 17:57

საქართველო

მარია კოტაევა: გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი მხოლოდ ცხინვალის რეჟიმის გადასაწყვეტია

საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევის მიუხედავად გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს მხოლოდ ცხინვალის რეჟიმი გადაწყვეტს. ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ინფორმაცის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე მარია კოტაევამ განაცხადა.