imedi /  09 სექტემბერი 2019, 13:20 / სანდო წყარო

შრი-ლანკაში სპილო ხალხს თავს დაესხა. ვიდეო

სპილო შრი-ლანკა ცერემონია

შრი-ლანკაში რელიგიური ცერემონიის დროს სპილო ხალხს დაესხა თავს. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ცხოველი მხედარს არ დაემორჩილა და პირდაპირ მაყურებლებში შევარდა.

BBC-ის ცნობით, ცერემონიაზე ორი ასეთი შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა ერთ-ერთი თავდასხმის გადაღება მოახერხეს.

ყველა სიახლე

ქუთაისის თოჯინების თეატრი

18 იანვარი 2020, 16:34

კულტურა

ქუთაისის თოჯინების თეატრმა 73-ე სეზონი გახსნა

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრმა 73-ე სეზონი გახსნა. თეატრმა რეაბილიტირებულ შენობაში ვაჟა-ფშაველას პიესის „ჩხიკვთა ქორწილის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი წარმოადგინა. საპრემიერო ჩვენების ფარგლებში ასევე შედგა მაღალპოლიგრაფიული წიგნი-კატალოგის პრეზენტაცია, რომელიც თეატრის 70-წლიან ისტორიას გადმოსცემს.

20th Century Fox

18 იანვარი 2020, 16:34

კულტურა

Disney-მ სტუდია 20th Century Fox-ს სახელწოდება შეუცვალა

ამის მიზეზი ის გახდა, რომ პროდიუსერებს სტუდიის ყოფილი მფლობელის, რუპერტ მერდოკისგან დისტანცირება სურთ. ამერიკული მედიის ინფორმაციით, Disney-ს არ უნდა 20th Century-ი მედიამაგნატის მემარჯვენე ტელეკომპანია Fox News-თან ასოცირდებოდეს.

ბერნარ არნო

18 იანვარი 2020, 16:20

ეკონომიკა

Forbes: მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ბერნარ არნო გახდა

ფრანგული LVMH (Moet Hennessy — Louis Vuitton) მფლობელი ბერნარ არნომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში Amazon-ის მფლობელ ჯეფ ბეზოსს გაუსწრო, წერს Forbes. გამოცემის ცნობით, არნოს წარმატება მისი კომპანიის აქციები 0,7%-ით გაძვირებამ გამოიწვია. ამის შედეგად მან დამატებითი შემოსავალი $1,9 მილიარდი მიიღო.

Huawei

18 იანვარი 2020, 15:45

ტექნოლოგიები

გერმანია 5G ტექნოლოგიის უზრუნველსაყოფად Huawei-სთან თანამშრომლობას გეგმავს

გერმანიას არ შეუძლია უზრუნველყოს 5G ქსელი ჩინეთის ტექნოლოგიური გიგანტის, Huawei,-ს გარეშე, ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს. AP წერს, რომ ეს არის საკითხი, რომელმაც აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის დაძაბულობა გამოიწვია და ვაშინგტონი Huawei-ს აკრძალვის მიზნით მის მოკავშირეებზე ზეწოლას ახდენს.

პაველ დუროვი

18 იანვარი 2020, 15:18

ტექნოლოგიები

Telegram-ის დამფუძნებელი ნიუ-იორკის სასამართლოში დაკითხეს

დაკითხვისას დუროვმა განმარტა, რამდენი ფული დახარჯა Telegram-ის განვითარებასა და ბლოკჩეინ პლატფორმა TON-ზე და რატომ გადაწყვიტა პირველადი მონეტარული შეთავაზებების (ICO) ჩატარება. 17 იანვარს SEC-მა დაკითხვის ოქმები ნაწილობრივ გაასაჯაროვა.

ტოჩინოშინი

18 იანვარი 2020, 14:59

სპორტი

ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირზე ტოჩინოშინმა გაიმარჯვა

ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირის, ჰაცუ ბაშოს მეშვიდე დღეს ლევან გორგაძემ გაიმარჯვა. ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი ჰატატიკომის ილეთით დაამარცხა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

18 იანვარი 2020, 14:50

მსოფლიო

ერდოღანი ევროპას ტერორიზმის ახალი საფრთხის შესახებ აფრთხილებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროპას ტერორიზმის ახალი საფრთხის შესახებ აფრთხილებს. ერდოღანის განმარტებით, ასეთი საფრთხის წინაშე ევროპა იმ შემთხვევაში დადგება, თუ გაეროს მიერ აღიარებული მთავრობა ტრიპოლში დამარცხდება.

აფრიკა შიმშილი

18 იანვარი 2020, 14:29

მსოფლიო

WFP: აფრიკაში 45 მილიონ ადამიანს შიმშილი ემუქრება

2015 წლიდან აფრიკის სამხრეთში არაერთი ბუნებრივი ანომალია დაფიქსირდა. ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი წვიმის სეზონის არარსებობამ აგრარულ სექტორს სერიოზული ზიანი მიაყენა. ზედიზედ ხუთი წლის განმავლობაში ნალექის სიმცირეს თან სდევს არნახული გვალვა და ტემპერატურის მკვეთრი ზრდა.

საქართველო XV

18 იანვარი 2020, 14:20

სპორტი

„საქართველო XV“ არგენტინის „ხაგუარესთან“ დამარცხდა

„დიდი ათის“ მორაგბეებით დაკომპლექტებულმა „საქართველო XV“-მა არგენტინის „ხაგუარესთან“ პირველი შეხვედრა გამართა. ქართველი მორაგბეები სუპერაგბის ვიცეჩემპიონ გუნდთან დიდი ანგარიშით, 3:66 დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთადერთი საჯარიმო რევაზ ჯინჭველაშვილმა გაიტანა.

მკვლელობა

18 იანვარი 2020, 13:03

ძალოვნები

სურამში ქმარმა ცოლი სავარაუდოდ ნაჯახით მოკლა

დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია, მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ პუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

18 იანვარი 2020, 12:56

ვიდეო

კალმისკაცი მთიდან

ზვიად კუპრავა

18 იანვარი 2020, 12:55

ძალოვნები

გენერალურ პროკურატურასთან ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე დააკავეს

გენერალურ პროკურატურასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ორი ადამიანი, მათ შორის „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა დააკავეს. კუპრავამ პროკურატურასთან გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის შესაძლო დანიშვნა გააპროტესტა და პროკურატურის ეზოში ბოტასები გადაყარა.

წყალბურთი

18 იანვარი 2020, 12:50

სპორტი

წყალბურთელთა ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას ჩაატარებს

ქართველი წყალბურთელების მეტოქე 3-გზის მსოფლიოს და 3-გზის ევროპის ჩემპიონი იტალიის ნაკრები იქნება. საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ფრანგებს 9:7 მოუგო, რის შემდეგაც საბერძნეთის გუნდთან 10:17 დამარცხდა.

ბათუმი

18 იანვარი 2020, 12:30

საქართველო

გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის შესაძლო დანიშვნა ბათუმში გააპროტესტეს

გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის შესაძლო დანიშვნა ბათუმში აქცია-პერფორმანსით გააპროტესტეს. მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრები იუსტიციის სახლთან, სადაც აჭარის პროკურატურაა განთავსებული, საკენკით მივიდნენ.

კანადა

18 იანვარი 2020, 12:25

მსოფლიო

თვითმფრინავის ჩამოგდებისას დაღუპული კანადელების ოჯახებს მთავრობა $25000-ს გადაუხდის

ირანის მიერ თვითმფრინავის ჩამოგდებისას დაღუპულთა ოჯახის წევრები კანადის მთავრობისგან $25,000-ს მიიღებენ. ქვეყნის პრემიერმინისტრის განცხადებით, მისი მიზანი კანადის დაღუპული მოქალაქეების ოჯახის წევრებისთვის ამ დროისთვის ყველაზე საჭირო და აუცილებელი დახმარებით უზრუნველყოფაა.

რეკორდი სნიკერსი

18 იანვარი 2020, 12:23

ტაბლოიდი

ტეხასში რეკორდული ზომის „სნიკერსი“ დაამზადეს

ტეხასის ქალაქ ვაკოში, კომპანია Mars-ის ქარხანაში 3,5 მეტრის სიგრძის „სნიკერსი“ დაამზადეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. შოკოლადის ფილის წონა 2 ტონას აღემატება, ზომით კი ის ჩვეულებრივ „სნიკერსზე“ 43-ჯერ დიდია.

Uefa

18 იანვარი 2020, 12:13

სპორტი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფას სპეციალური ჯილდო მიიღო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფას Fair Play-ს სპეციალური ჯილდოს მფლობელი გახდა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 55 წევრი ასოციაციიდან სამი საუკეთესო დაასახელა.მათ შორის, ფეარ პლეის ლიდერი, ყველაზე პროგრესირებადი და ყველაზე მოწესრიგებული გულშემატკივრით გამორჩეული ევროპული ქვეყანა.

18 იანვარი 2020, 12:00

სპორტი

აფეთქების გამო კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის ტურის თამაშები გადაიდო

კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატს 36 ქულით თემურ ქეცბაიას მომზადებული „ანორთოსისი“ ლიდერობს, სადაც ოთხი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკოლოზ კაჭარავა თამაშობს.

18 იანვარი 2020, 11:30

სპორტი

გოგა ბითაძის „ინდიანამ“ „მინესოტა“ დაამარცხა

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში „ინდიანამ“ „მინესოტა“ ანგარიშით 116:114 დაამარცხა. „პეისერსის“ ქართველმა ლეგიონერმა გოგა ბითაძემ 10 წუთში, 5 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა. 20 წლის ქართველმა კალათბურთელმა ორიდან ორი ორქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა.

Boeing 737 MAX

18 იანვარი 2020, 11:09

ეკონომიკა

Boeing 737 MAX-ში კიდევ ერთი ხარვეზი აღმოაჩინეს

კორპორაცია Boeing-მა 737 MAX-ის ტიპის თვითმფრინავის განახლებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში კიდევ ერთი ხარვეზი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ახალი გაუმართაობა აშშ-ში, აიოვას შტატში ჩატარებული ტექნიკური შემოწმების დროს აღმოაჩინეს.