imedi /  18 სექტემბერი 2019, 15:49 / სანდო წყარო

ექსპერტები: მსოფლიო ვირუსების პანდემიისთვის მზად არ არის

პანდემია

შემდეგი პანდემია შესაძლებელია, რომ 36 საათის განმავლობაში გავრცელდეს, თუმცა მასთან გასამკლავებლად მსოფლიო მზად არის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე ექსპერტებმა განაცხადეს, რომ დღეს მსოფლიო პანდემიისთვის მზად არის და ხელისუფლებებს აქტიური ნაბიჯებისკენ მოუწოდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ექსპერტების განცხადებით პანდემიის საშიშროება იმდენად რეალურია, რომ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, ექსპერტების თქმით, მას ასევე გავლენა ექნება და დააზარალებს გლობალურ ეკონომიკას.

გლობალური მზადყოფნის მონიტორინგის საბჭომ (GPMB), პოლიტიკური ლიდერების 15-კაციანმა ჯგუფმა, ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა და ექსპერტებმა დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით მოხსენება გამოაქვეყნეს.

"გლობალურად პანდემიის მასშტაბური საფრთხე რეალურია, სწრაფად მზარდს პათოგენს პოტენციურად მილიონობით ადამიანი შეუძლია იმსხვერპლოს, გაანადგუროს ეკონომიკა და ეროვნული უსაფრთხოების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს", - განაცხადა გლობალური მზადყოფნის მონიტორინგის საბჭომ.

ვირუსები, რომელთა გავრცელებაც ეპიდემიურად არის შესაძლებელი, არიან: ებოლა, მძიმე მწვავე რესპირატორულ სინდრომთან დაკავშირებული ვირუსები და გრიპის ვირუსი. მათი კონტროლი ისეთივე რთულია როგორც ხანგრძლივი კონფლიქტები, იძულებითი მიგრაცია. 

ყველა სიახლე

პროტესტები ეკვადორი

18 ოქტომბერი 2019, 10:17

მსოფლიო

ეკვადორის შსს-მ ანტისამთავრობო აქციებში „რუსული კვალი“ აღმოაჩინა

შინაგან საქმეთა მინისტრის მარია პაულა რომას განცხადებით, სოციალურ ქსელებში ანტისამთავრობო განცხადებები შესაძლოა რუსული IP-მისამართებიდან გამოქვეყნებულიყო. მისივე თქმით, გენერალური პროკურატურა უახლოეს დღეებში გამოძიებას დაასრულებს და ადგილობრივი ხელისუფლების უცხო ქვეყნებთან შესაძლო შეთქმულების საკითხზე არსებულ ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

ვახტანგ გომელაური

18 ოქტომბერი 2019, 09:58

საქართველო

შსს-ს აკადემიაში ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტები გაიხსნა

პოლიციელთა ფიზიკური მომზადების გაუმჯობესების მიზნით, აკადემიაში არსებულ სავარჯიშო დარბაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მოეწყო საშხაპეები. ასევე, განახლდა საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც 97 მსმენელზე გათვლილი 51 ოთახია. ახალი სასროლეთი აღჭურვილია სამიზნეების ავტომატური გადაადგილების ფუნქციით.

პროკურატურა

18 ოქტომბერი 2019, 09:47

ძალოვნები

დღეს საპროკურორო საბჭოს ახალ წევრებს აირჩევენ

საგამოძიებო უწყების ცნობით, საქართველოს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრებას-საქართველოს პროკურორთა კონფერენციას საქართველოს გენერალური პროკურორი, პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარე შალვა თადუმაძე გახსნის.

პარლამენტი

18 ოქტომბერი 2019, 09:30

საქართველო

2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე პარლამენტში შემაჯამებელი სხდომა გაიმართება

კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ამ პროექტის მიხედვით 2020 წელს, მიმდინარე წელთან შედარებით, დაახლოებით 800 მილიონით მეტი დაიხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პროექტის მიხედვით, პრიორიტეტი სოციალური თემები იქნება, თანხები გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურული პროექტებისთვისაც.

შრომის კოდექსი

18 ოქტომბერი 2019, 09:11

საქართველო

შრომის კოდექსში შესატან ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება

ცქიტიშვილის მიერ შეთავაზებულ ცვლილებებს აკრიტიკებს ბიზნესომბუდსმენი. ირაკლი ლექვინაძე ყურადღებას ამახვილებს შრომის საათების შეზღუდვაზე და აცხადებს, რომ დღეში 8 საათზე მეტი დროით მუშაობის შეზღუდვა, არსებულ რეალობას არ შეეფერება.

18 ოქტომბერი 2019, 09:00

მსოფლიო

ქურთი მებრძოლები სირიაში ცეცხლის შეწყვეტის პირობას ასახელებენ

17 ოქტომბერს მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას მხარს უჭერენ ქურთი მებრძოლებიც. სამხედროები ამბობენ, რომ ცეცხლის შეწყვეტას გარკვეული პირობების სანაცვლოდ დათანხმდებიან. ქურთების მიერ დასახელებულ მთავარ პირობებს შორისაა მიგრანტების შინ დაბრუნება და დემოგრაფიული ცვლილებების გამორიცხვა.

მექსიკა

18 ოქტომბერი 2019, 08:15

მსოფლიო

მექსიკაში უსაფრთხოების ძალებსა და ნარკომოვაჭრეებს შორის შეტაკება მოხდა

მექსიკის ჩრდილოეთით უსაფრთხოების ძალებსა და ნარკომოვაჭრეებს შორის შეტაკება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ ნარკობარონის შვილს ოვიდიო გუზმანს მიაგნო. ის ხოაკინ გუზმან ლოერას („ელ ჩაპოს“) შვილია. გუზმანი მექსიკის ციხიდან 2015 წელს გაიქცა.

18 ოქტომბერი 2019, 01:08

სპორტი

ბარსელონა-რეალის მატჩი კატალონიაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო გადაიდო

„ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალის“ მატჩი, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, გადაიდო. Dailymail-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება საშეჯიბრო კომიტეტმა მიიღო, კატალონიაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.

18 ოქტომბერი 2019, 00:45

მსოფლიო

ბრუკლინში სროლასთან დაკავშირებით ერთი ბრალდებული დააკავეს

აშშ-ში, ბრუკლინში მომხდარ სროლასთან კავშირის ბრალდებით 20 წლის ახალგაზრდა დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული ერთ-ერთია, რომელმაც ქუჩაში, ფესტივალის დროს ცეცხლი გახსნა. გამომძიებლებმა დამნაშავეების მიერ შემთხვევის ადგილზე დაგდებული იარაღი იპოვეს.

ჯენიფერ ენისტონი

18 ოქტომბერი 2019, 00:22

ტაბლოიდი

ჯენიფერ ენისტონმა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ინსტაგრამის რეკორდი მოხსნა

ამერიკელმა მსახიობმა ჯენიფერ ენისტონმა ინტაგრამზე დარეგისტრირებიდან სულ რაღაც რამდენიმე საათში 1 მილიონი გამომწერი დააგროვა, 12 საათში კი მის პროფილს 5 მილიონი გამომწერი ჰყავდა. უცხოური გამოცემების ცნობით, ამ შედეგით ვარსკვლავმა რეკორდი მოხსნა.

მევლუთ ჩავუშოღლუ

17 ოქტომბერი 2019, 23:59

მსოფლიო

ჩავუშოღლუ: სირიაში ანტიტერორისტული ოპერაციის შეჩერება ცეცხლის შეწყვეტას არ ნიშნავს

სირიაში თურქეთი ანტიტერორისტული ოპერაციის შეჩერება, ცეცხლის შეწყვეტას არ ნიშნავს, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ. ეს კომენტარი აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის მაიკ პენსის განცხადებას მოჰყვა. აშშ და თურქეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ავტოკეფალია

17 ოქტომბერი 2019, 23:25

მსოფლიო

რუსეთის ეკლესია საბერძნეთის ეკლესიასთან ურთიერთობას შეწყვეტს

უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემდეგ რუსეთის ეკლესია საბერძნეთის ეკლესიასთან ურთიერთობას შეწყვეტს. საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა.

17 ოქტომბერი 2019, 23:00

თემა

თურქეთი სირიაში შეიჭრა, მაგრამ უშედეგოდ. რა შეცდომები დაუშვა ერდოღანმა?

17 ოქტომბერს მაიკ პენსის ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-მა განაცხადა, რომ ანკარა დროებით შეწყვეტს ცეცხლს სირიის ჩრდილოეთით. მაგრამ თურქეთის შეტევა ქურთულრაზმებზე უკვე მანამდე შევიდა ჩიხში.9 ოქტომბრიდან, ოპერაციის დღიდან, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თითქოს ყველაფერი გააკეთა ჰიბრიდული ომების წარმოების თანამედროვე წესების დაცვით: თავისი არმიის წინ დაძრა სირიული პროქსი (არარეგულარული სამხედრო ფორმირებები) - ისლამისტური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი რაზმები - და მოელაპარაკა ქურთების მოკავშირეაშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომ ის გაიყვანდა რეგიონიდან თავის ძალებს და არ შეეწინააღმდეგებოდა ინტერვენციას.თუმცა რამდენიმე დღეში ცხადი გახდა, რომ ერდოღანი დამარცხდა. აშშ-ის ნაცვლად ქურთების დაცვა დაიწყეს სირიის და რუსეთის არმიებმა. აშშ-იდა დასავლეთის სხვა ქვეყნები ინტერვენციის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვდნენდა თურქეთს სანქციები დაუწესეს. ქურთული რაზმები არ განადგურდა და (ჯერჯერობით) სირიის ხელისუფლებას ისინი არ გააუუქმებია - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თურქულმა ოპერაციამ ვერცერთ მიზანს მიაღწია. სპეციალისტები ასახელებენ 4 მთავარ შეცდომას, რომელიცერდოღანმა ჰიბრიდული ომების თეორიის და პრაქტიკის თვალსაზრისით დაუშვა.

ჭიათურის მაღარო

17 ოქტომბერი 2019, 22:44

ძალოვნები

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა. უბედურ შემთხვევას 29 წლის კაცი ემსხვერპლა, რომელიც დარკვეთის მაღაროში „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომელი იყო. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. პროფკავშირების წარმომადგენლის, პაატა სამხარაძის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი სატვირთო მანქანასა და კედელს შორის მოყვა,

 Game Boy

17 ოქტომბერი 2019, 22:42

ტექნოლოგიები

Game Boy-ს ახალი სათამაშო კონსოლი 2020 წელს გამოვა

კომპანია Analogue-მა ახალი პროექტის შექმნა დაიწყო, რომელიც Game Boy-ს ერთგვარ თანამედროვე და განვითარებულ თაობას წარმოადგენს. ინფორმაციას Wired ავრცელებს. ახალ კონსოლს Pocket ჰქვია და ძალიან ჰგავს ადრინდელ, ე.წ ტეტრისს, რომელიც ერთ დროს საქართველოშიც ძალიან პოპულარული თამაში იყო.

მაიკ პენსი

17 ოქტომბერი 2019, 22:20

მსოფლიო

აშშ: თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას დროებით შეწყვეტს

თურქეთი თანახმაა, ჩრდილოეთ სირიაში ცეცხლი დროებით შეწყვიტოს და ქურთების ძალებს უკან დახევის საშუალება მისცეს, იუწყება BBC აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის განცხადებაზე დაყრდნობით. სამხედრო ოპერაცია 120 საათით შეჩერდება და აშშ ხელს შეუწყობს ქურთების ძალების გაყვანას თურქეთის მიერ გამოცხადებული ე.წ. უსაფრთხოების ზონიდან.

ნიკოლ კიდმანი და ალექსანდრ სკარსგარდი

17 ოქტომბერი 2019, 22:02

კულტურა

ნიკოლ კიდმანი და ალექსანდრ სკარსგარდი ერთად ახალ ფილმში გამოჩნდებიან

ჰოლივუდის მსახიობები ნიკოლ კიდმანი და ალექსანდრ სკარსგარდი ერთად ახალ ფილმში გამოჩნდებიან. გამოცემა Variety-ის ცნობით, ისინი რობერტ ეჯერსის ფილმში სახელწოდებით - The Northman-ი ითამაშებენ. ფილმის სიუჟეტი მეათე საუკუნის ისლანდიაში განვითარდება

დონალდ ტრამპი

17 ოქტომბერი 2019, 22:00

მსოფლიო

G7-ის სამიტს ტრამპის გოლფის კურორტი უმასპინძლებს

დიდი შვიდიანის სამიტი ფლორიდაში, დონალდ ტრამპის გოლფის კურორტზე გაიმართება. იტყობინება BBC თეთრი სახლის განცხადებაზე დაყრდნობით. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ამ ღონისძიებიდან რაიმე სახის ფინანსურ სარგებელს არ მიიღებს. სამიტი კანადის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრინატენით, აშშ-ის და ევროკავშირის მონაწილეობით, მომავალი წლის 10-12 ივნისს ჩატარდება.

17 ოქტომბერი 2019, 21:15

ძალოვნები

ვაზისუბანში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს და სამ მანქანას დაეჯახა

თბილისში, ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის ქალი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, შემდეგ-სამ მანქანას. გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სისცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კახა კალაძე ალეკო ელისაშვილი

17 ოქტომბერი 2019, 21:03

საქართველო

კალაძე: ელისაშვილს თუ სურს მოემზადოს და ფეხბურთს ვეთამაშები

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილთან დებატებისთვის დრო არ აქვს. კალაძე სამოქალაქო მოძრაობის ლიდერს თბილისის მერობისთვის ბრძოლის დროს დადებულ პირობას ახსენებს. „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა თბილისის მერი დებატებში დღეს სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით გამოიწვია.