imedi /  18 სექტემბერი 2019, 17:48 / სანდო წყარო

ტრამპმა რობერტ ობრაიენი უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად დანიშნა

რობერტ ობრაიენი

რობერტ ობრაიენი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად რობერტ ობრაიენი დანიშნა. ამის შესახებ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა.

„მოხარული ვარ, რომ რობერტ ობრაიენს, ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად ვნიშნავ. მე დიდხანს ვმუშაობდი რობერტთან ერთად, ის შესანიშნავად ართმევს საქმეს თავს“, - წერს სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტი. 

ყველა სიახლე

კარლ ჰარცელი

14 ნოემბერი 2019, 12:08

საქართველო

კარლ ჰარცელი: პროპორციულზე უარის თქმა 2020 წლის არჩევნების წინ პოლარიზაციას გაზრდის

საქართველოში ევროკავშირი ელჩი კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არსებულ კონსენსუსზე პარლამენტი უარს არ იტყვის. მისი განცხადებით, „ამ ძალისხმევაზე უარის თქმა აღქმული იქნება, როგორც ნდობის შერყევა პოლიტიკურ პარტიებს შორის“.

ჩილე

14 ნოემბერი 2019, 12:04

მსოფლიო

ჩილეში დემონსტრანტებმა სპეცრაზმისთვის ხელის შეშლა ლაზერებით სცადეს

ჩილეს დედაქალაქში მიმდინარე ანტისახელისუფლებო აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმის წინააღმდეგ ლაზერები გამოიყენეს. საპროტესტო აქციები ქვეყანაში თითქმის 1 თვეა იმართება. სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ სხვადასხვა საშუალებას, მათ შორის ცრემლმდენ გაზს იყენებს. ბოლო მონაცემებით, არეულობას სულ მცირე 23 ადამიანი ემსხვერპლა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

14 ნოემბერი 2019, 11:56

სპორტი

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ამერიკული გუნდი დატოვა

შვედმა ცნობილმა ფეხბურთელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ამერიკის შეერთებული შტატები დატოვა, ამის შესახებ ინფორმაცია Twitter-ზე დაწერა. მან მადლობა ამერიკას და კლუბს გადაუხადა, სადაც იგი თამაშობდა, ასევე, ამერიკელ გულშემატკივარს დაემშვიდობა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, სად გააგრძელებს იბრაჰიმოვიჩი თამაშს.

რობერტ ლევანდოვსკი

14 ნოემბერი 2019, 11:55

სპორტი

რობერტ ლევანდოვსკიმ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა

პოლონელი თავდამსხმელი "რეკორდმაისტერის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მესამედ დასახელდა, რისთვისაც აქამდე "ბაიერნის" არც ერთ მოთამაშეს არ მიუღწევია. გასულ თვეში ჩატარებულ ექვს შეხვედრაში ლევანდოვსკიმ შვიდი ბურთი გაიტანა.

ვიქტორია ბექჰემი

14 ნოემბერი 2019, 11:45

ტაბლოიდი

ვიქტორია ბექჰემი პოლონური Vogue-ის გარეკანზე მოხვდა

ცნობილი ინგლისელი დიზაინერი, ვიქტორია ბექჰემი დეკემბრის თვის პოლონური Vogue-ის გარეკანზე მოხვდა. გამოცემა Mirror-ს ინფორმაციით, ეს ფაქტი 2019 წლის წარმატებულმა საქმიანობამ განაპირობა. დიზაინერმა თავისი ბრენდი კიდევ უფრო გააფართოვა და რამდენიმე თვის წინ 10 წლის იუბილეც აღნიშნა. ასევე მიმდინარე წელს ვიქტორიამ კოსმეტიკის ხაზი გამოუშვა და აქტიური ბლოგერობა დაიწყო.

ლელა აქიაშვილი

14 ნოემბერი 2019, 11:44

საქართველო

ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერის მრჩევლად ლელა აქიაშვილი დაინიშნა

ლელა აქიაშვილი წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ის იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ერთობლივი პროგრამის - გენდერული თანასწორობისთვის პროექტის მენეჯერი; მკვლევარი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში, სამართლისა და მშვიდობის ინსტიტუტში, Texas A&M უნივერსიტეტში.

ღაზის სექტორი

14 ნოემბერი 2019, 11:37

მსოფლიო

BBC: ისრაელსა და ღაზას შორის ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ამოქმედდა

ისრაელსა და ღაზის სექტორს ორდღიანი ბრძოლების შემდეგ, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა. ამის შესახებ ეგვიპტისა გაეროს წარმომადგენლები, ასევე „ისლამური ჯიჰადის“ მებრძოლები აცხადებენ. ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ცნობა ჯერ არ დაუდასტურებია.

კახეთი დაკავება

14 ნოემბერი 2019, 11:36

ძალოვნები

კახეთში ღვინის ქარხნებსა და მარცვლეულის საწარმოებში სასწორებით მანიპულაციის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა კახეთის რეგიონში მდებარე ღვინის ქარხნებსა და მარცვლეულის საწარმოებში არსებულ სასწორებზე ფარულად დაამონტაჟეს სპეციალური ელექტრომიკროსქემები და დისტანციური მართვის პულტების საშუალებით სასწორებზე მანიპულირებდნენ. მათ ამ საწარმოებსა და მოქალაქეებს მატერიალური ზიანი მიაყენეს.

პედაგოგები

14 ნოემბერი 2019, 11:23

საქართველო

საპენსიო ასაკს მიღწეული პედაგოგების პენსიაზე გასვლის მეორე ეტაპი იწყება

„პროექტის მეორე ეტაპი დასრულდება 2019 წლის ბოლომდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც დაწყებული იყო ასევე იმ ძალზედ ეფექტურ, ღირსეულ და წარმატებულ გუნდთან ერთად, გაგრძელდება უახლოესი თვეებისა და წლების განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მიხეილ დაუშვილი

14 ნოემბერი 2019, 11:19

საქართველო

პრემიერმა ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დანიშნა

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დანიშნა, რომელიც მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდ. მისი დანიშვნის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ყალბი ანგარიში

14 ნოემბერი 2019, 11:09

ტექნოლოგიები

Facebook-მა წელს 5.4 მილიარდი ყალბი ანგარიში დახურა

Facebook-ის ეს განცხადება იმის მაგალითია, თუ რამხელა პრობლემა არსებობს ყალბ ანგარიშებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, რომ აშშ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. კომპანიის ცნობით, შედარებისთვის მათ 2018 წელს 3.3 მილიარდი ყალბი ანგარიში დახურეს.

აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან

14 ნოემბერი 2019, 10:58

საქართველო

უმრავლესობის სხდომის პარალელურად „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია მიმდინარეობს

„სირცხვილიას“ წარმომადგენლები არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების საკითხზე კანონპროექტის მიღებას ითხოვენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გიგა მაქარაშვილის განცხადებით, თუ კანონპროექტს ჩააგდებენ, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების დატოვება ბევრად ადრე და მტკივნეულად მოუწევს.

გიორგი გახარია პროპორციული არჩევნები

14 ნოემბერი 2019, 10:52

საქართველო

პრემიერი: პროპორციული არჩევნები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯია

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, როპორციული არჩევნები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯია. პრემიერი იმედოვნებს, რომ "თითოეული პარლამენტარი სრულად გაიზიარებს პასუხისმგებლობას". ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კონგრესმენები

14 ნოემბერი 2019, 10:47

საქართველო

ადამ კინზინგერი: საქართველო, აშშ-ის დიდი მეგობარი, მოთმინებით უმკლავდება რუსეთის პროვოკაციებს

კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტზე მოსმენის დროს განაცხადა, რომ მან ნახა ოკუპაციის პირობებში მყოფი აშშ-ის დიდი მეგობარი, რომელიც მოთმინებით განაგრძობს რუსეთის პროვოკაციებთან გამკლავებას.

საოკუპაციო ხაზი

14 ნოემბერი 2019, 10:33

საქართველო

ევროკავშირი: მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის ტრაგიკული მაგალითია

ევროკავშირი აღნიშნავს, რომ არ სცნობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საანგარიშო პერიოდში გამართულ ე.წ საპრეზიდენტო და ე.წ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას. ასევე შეშფოთებულია ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის გართულებასთან დაკავშირებით.

სურსათის ეროვნული სააგენტო

14 ნოემბერი 2019, 10:26

ეკონომიკა

სეს-მა საზოგადოებრივი კვების 45 ობიექტში დარღვევები გამოავლინა

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მიმდინარე წლის ოქტომბერსა და ნოემბერში 976 დოკუმენტური შემოწმება და 229 ინსპექტირება განახორციელეს. სააგენტოს ცნობით, გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, 45 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

დიმიტრი ხუნდაძე

14 ნოემბერი 2019, 10:17

საქართველო

დიმიტრი ხუნდაძე: ვერავინ გადამარწმუნებს, ჩვენ საკმაოდ ბევრნი ვართ

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ის აზრის შეცვლას არ აპირებს. როგორც მან განმარტა, პროპორციულ სისტემას ძირითადად მაჟორიტარები ეწინააღმდეგებიან, "მაგრამ არა მხოლოდ მაჟორიტარები". "ჩვენი მთავარი მიზანია, ქვეყანა არ შევიყვანოთ გრძელვადიან ქაოსში",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ნინა ცარელაშვილი

14 ნოემბერი 2019, 10:09

კულტურა

ქართველი სოპრანო ნინა ცარელაშვილი Tour Music Fest- ის ფინალისტია

ფინალში გასული კონკურსანტების სია კონკურსის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ნინა ცარელაშვილი ოპერის ჟანრში გამარჯვებულ ფინალისტთა შორის არის. მან ნახევარფინალში მიმის არია შეასრულა ჯაკომო პუჩინის ოპერიდან „ბოჰემა”.

მოცარტი

14 ნოემბერი 2019, 09:46

კულტურა

მოცარტის ბავშვობის პორტრეტი აუქციონზე გაიყიდება

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის პორტრეტს აუქციონზე გაიტანენ. 1770 წელს შექმნილი პორტრეტი, რომელზეც მოცარტი 13 წლის ასაკშია გამოსახული, დღემდე კერძო კოლექციაში ინახებოდა. მის ავტორად იტალიელი მხატვარი ჯამბეტინო ჩინოაროლი მიიჩნევა.

სლოვაკეთი ავარია

14 ნოემბერი 2019, 09:32

მსოფლიო

სლოვაკეთში ავარიას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა

ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო ავტომობილს შეეჯახნენ. ავარია წვიმიან ამინდში მოხდა. წინასწარი ცნობით სატვირთო ავტომობილი გადატვირთული იყო, რის გამოც მძღოლმა სველ გზაზე საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტობუსს შეეჯახა.