imedi /  18 სექტემბერი 2019, 21:16 / სანდო წყარო

კიევში დააკავეს კაცი, რომელიც ხიდის აფეთქებით იმუქრებოდა

სპეცოპერაცია კიევში

სპეცოპერაცია კიევში

კიევში, სპეცრაზმმა დააკავა კაცი, რომელიც მეტროს ხიდის აფეთქებით იმუქრებოდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კაცს დაკავების შემდეგ ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოაჩნდა. ძალოვნების ინფორმაციით, კაცი სავარაუდოდ ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფება.  

კიევში, უცნობი კაცი მეტროს ხიდის აფეთქებით იმუქრებოდა. ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ დღეს ძალოვნებზე დაყრდნობით გაავრცელა. 

კიევის საპატრულო პოლიციის ოპერატიული ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გავიდა. ხიდზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდა. მიმდინარეობს სპეცოპერაცია. კაცმა იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. პოლიციამ ინციდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. 

თვითმხილველების განცხადებით, კაცი ასევე აცხადებდა, რომ სახელმწიფო დაწესებულებებსაც ააფეთქებდა. მას ხელში ეჭირა საგანი რომელზეც ღილაკი იყო დამაგრებული. 

ყველა სიახლე

ლუკა ფოფხაძე

17 ოქტომბერი 2019, 00:22

ტაბლოიდი

ძაღლები ბობი და შაკო ყოველ დღე მიდიან 16 წლის ლუკა ფოფხაძის საფლავზე. ფოტო

ძაღლები ბობი და შაკო ყოველ დღე მიდიან მათი პატრონის, 16 წლის ლუკა ფოფხაძის საფლავზე, რომელიც სექტემბერში ქუთაისის საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც ლუკა ფოფხაძის დედა ბელა ჯმუხაძე სოციალურ ქსელში წერს, ლუკას თავისი საყვარელი ძაღლები ყოველ დღე მიდიან ბიჭის საფლავზე.

17 ოქტომბერი 2019, 00:13

ტაბლოიდი

დიდ ბრიტანეთში გაიხსნა არხი, რომელიც Brexit-ს არ გააშუქებს

​​​​​​​​ბრიტანული ტელეკომპანია Sky News-ი ხსნის დამატებით საინფორმაციო ტელეარხს, რომელზეც Brexit-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს არ გააშუქებს. ტელეკომპანიის განცხადებით, 3 წლის განმავლობაში ამ საკითხმა ბრიტანელები ძალიან დაღალა.

ორსულობა

16 ოქტომბერი 2019, 23:52

ტაბლოიდი

ქალს ავთვისებიანი სიმსივნე ორსულობაში აერია

ექოსკოპიის დროს გაირკვა, რომ ქალი არ იყო ორსულად, არამედ ე.წ. კისტოზური დრიფტი სჭირდა - ეს არის კვერცხუჯრედის არასრული განაყოფიერება, ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება ავთვისებიან სიმსივნედ გარდაიქმნას. მისი მოშორების შემდეგ, ქალმა ქიმიოთერაპიის ორი კურსი გაიარა. სიმსივნის განმეორების რისკი ისევ არის.

რობერტ აიგერი

16 ოქტომბერი 2019, 23:46

კულტურა

ჰოლივუდის ყველაზე გავლენიანი ადამიანები დასახელდნენ

გამოცემა The Hollywood Reporter-ის ჟურნალისტებმა ჰოლივუდის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი შეადგინეს. რეიტინგში პირველად მოხვდნენ აშშ-ის ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი მეუღლე მიშელი, რომლებმაც აგვისტოში ოჰაიოს შტატში მრეწველობის შესახებ დოკუმენტური ფილმი წარადგინეს.

ოქროს უნიტაზი

16 ოქტომბერი 2019, 23:17

ტაბლოიდი

ბრიტანეთში ოქროს უნიტაზის ქურდობისთვის კიდევ სამი პირი დააკავეს

დიდ ბრიტანეთში, ბლენჰეიმის სასახლიდან მოპარული ოქროს უნიტაზის საქმეზე პოლიციამ სამი ადამიანი - ორი კაცი და ერთი ქალი დააკავა. ისინი 34 და 35 წლის, ხოლო ქალი 36 წლის არის და სამივე ოქსფორდიდან არიან. მანამდე პოლიციამ კიდევ ორი ადამიანი დააკავა.

დონალდ ტრამპი

16 ოქტომბერი 2019, 22:59

მსოფლიო

ტრამპი: ქურთები ანგელოზები არ არიან

სირიაში თურქეთის შეჭრა ჩვენი პრობლემა არაა, ქურთები კი ანგელოზები არ არიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იტალიელ კოლეგა სერჯიო მატარელასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

პორნოგრაფია

16 ოქტომბერი 2019, 22:58

მსოფლიო

ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე 38 ქვეყანაში 300-ზე მეტი პირი დააკავეს

ვებგვერდზე ბავშვთა პორნოგრაფიის 200 000-ზე მეტი ვიდეო იყო განთავსებული, რომელიც ჯამში მილიონზე მეტჯერ არის ჩამოტვირთული. ვებგვერდი გასულ წელს დიდი ბრიტანეთის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში აღმოაჩინეს და დახურეს, თუმცა დღეს გაცხადდა, რომ გამოძიების შედეგად 337 დამნაშავე გამოავლინეს.

ბენქსი

16 ოქტომბერი 2019, 22:30

კულტურა

ბენქსი ინტერნეტმაღაზიას ხსნის

ანონიმი მხატვარი ბენქსი ინტერნეტმაღაზიას ხსნის. ამის შესახებ მან Instagram-ზე დაწერა. „მაღაზიაში Gross Domestic Product (მთლიანი შიდა პროდუქტი) ხელოვნების ნიმუშები, საყოფაცხოვრებო ნივთები და გაცრუებული იმედები იყიდება“, - წერს ბენქსი და რამდენიმე ნივთის ფოტოებს აქვეყნებს.

ერდოღანი

16 ოქტომბერი 2019, 22:26

მსოფლიო

პომპეო და პენსი ერდოღანს თურქეთში მაინც შეხვდებიან

ერდოღანმა მანამდე Sky New-ს განუცხადა, რომ ის აშშ-ის ოფიციალურ დელეგაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდებოდა, თუ პრეზიდენტი ტრამპი ჩავიდოდა თურქეთში, სხვა შემთხვევაში კი დელეგაციის წარმომადგენლებს თურქეთში შესაბამისი რანგის პოლიტიკოსები უმასპინძლებდნენ. აშშ-ის დელეგაცია უკვე თურქეთშია.

ლევან ძნელაძე

16 ოქტომბერი 2019, 22:05

ძალოვნები

ყიფშიძის ქუჩაზე სისხლიან გარჩევის მონაწილე ლევან ძნელაძეს ბრალი საავადმყოფოში წაუყენეს

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ერთ-ერთ მონაწილეს, ლევან ძნელაძეს ბრალი ოფიციალურად ღუდუშაურის კლინიკაში წაუყენეს. ადვოკატის ინფორმაციით, სავარაუდოდ, 17 ოქტომბერს აღმკვეთი ღონისძიებაზე განხილვა კვლავ ამავე კლინიკაში ჩატარდება.

ანტარქტიდა

16 ოქტომბერი 2019, 21:53

მსოფლიო

წარსულში ბირთვული ტესტების გამო ანტარქტიდის ყინული რადიოაქტიურ ქლორს ასხივებს

მეცნიერებმა განსაზღვრეს რადიოაქტიური ნივთიერება ქლორი 36-ის კონცენტრაცია ორივე ტერიტორიაზე და აღმოჩნდა, რომ პირველ (რუსეთის სადგურის) ლოკაციაზე ამ ნივთიერების შემადგენლობა მაღალია, ამასთან, 2008 წელს კი კონცენტრაციის დონე მოსალოდნელს 10-ჯერ აღემატებოდა.

თურქეთი

16 ოქტომბერი 2019, 21:44

მსოფლიო

ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ კრიტიკისთვის თურქეთში 186 ადამიანი დააკავეს

სამხედრო ოპერაცია „მშვიბოდის წყაროს“ კრიტიკისთვის თურქეთში 186 ადამიანია დაკავებული. სააგენტო Anadolu-ს ცნობით, დაკავებულებს სოციალურ ქსელებში „ტერორისტული ორგანიზაციის სასარგებლოდ პროპაგანდაში“ ადანაშაულებენ. ამასთან ერთად, გამოძიება მიმდინარეობს პროქურთული „ხალხთა დემოკრატიის პარტიის“ წინააღმდეგაც.

დავით დვალი ჯარჯი აქიმიძე

16 ოქტომბერი 2019, 21:19

ძალოვნები

დვალს და აქიმიძეს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ

დვალს და აქიმიძეს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ. ინფორმაციას ამის შესახებ Facebook-ზე ადვოკატი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე ავრცელებს.

16 ოქტომბერი 2019, 21:03

მსოფლიო

ჩინეთის სასამართლოები ქალებს მოძალადე ქმრებთან განქორწინებაზეც კი უარს ეუბნებიან

ჩინეთში მოძალადე ქმართან განქორწინება სულ უფრო მეტად ხდება ოჯახის დანგრევისთვის არასაკმარისი მიზეზი. კვლევის თანახმად, რომელიც 2013 წელს ჩინეთის ქალთა ფედერაციამ ჩაატარა, ყოველი მეოთხე ჩინელი ქალი განიცდიდა ოჯახში ძალადობას.

ჯეიმს აპატურაი

16 ოქტომბერი 2019, 20:46

საქართველო

აპატურაი: წარმოუდგენელია პარტნიორი ნატოსთან იმაზე ახლოს იყოს, ვიდრე საქართველოა

ჩვენ ვართ სწორ გზაზე, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე საქართველო არის დისკუსიის ცენტრში. წარმოუდგენელია პარტნიორი ნატოსთან იმაზე ახლოს იყოს, ვიდრე ეს საქართველოა, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

შიმშილი

16 ოქტომბერი 2019, 20:34

ეკონომიკა

გლობალური შიმშილის ინდექსში საქართველო 39-ე ადგილზეა

შედეგების მიხედვით, საქართველოს რეიტინგში უსწრებს ყველა მეზობელი თუ პოსტსაბჭოთა ქვეყანა. საქართველოს შემთხვევაში მაჩვენებლები ასეთია: მოსახლეობა, რომელიც არასაკმარისად იკვებება - 7.9%; 5 წლამდე მოშიმშილე ბავშვები - 4.3%; ზრდა შეჩერებული 5 წლამდე ბავშვები - 10.5%; 5 წლამდე სიკვდილიანობა - 1.1.%

მაჰენდრაპარვატა

16 ოქტომბერი 2019, 20:18

მსოფლიო

კამბოჯაში არქეოლოგებმა ქხმერების იმპერიის დროინდელი ქალაქი აღმოაჩინეს

სპეციალური ლაზერული სკანირების საშუალებით მკვლევარებმა ზუსტად დაადგინეს ნანგრევების ადგილმდებარეობა. მეცნიერებმა შექმნეს ქალაქის რუკა, რომელიც ქხმერების იმპერიის ცენტრს წარმოადგენდა. ნანგრევები მე-9 საუკუნით არის დათარიღებული.

სირია

16 ოქტომბერი 2019, 20:04

მსოფლიო

„მაესტროს“ ვიდეოკადრები თურქეთ-სირიის საზღვრიდან

"მაესტროს" გადამღები ჯგუფი თურქეთის ქალაქ აქჩაკალეში იმყოფება, რომელიც ერთ-ერთი ყველზე ახლო ქალაქია თურქეთ-სირისიის საზღვართან. დღეს თურქეთის მიერ სირიაში სახმედრო ოპერაციის დაწყებიდან მერვე დღე იწურება და ოფიციალური ანკარა პოზიციების შეცვლას ჯერჯერობით არ აპირებს.

დაკავება

16 ოქტომბერი 2019, 19:46

მსოფლიო

სევეროდვინსკის სარაკეტო პოლიგონთან აშშ-ის საელჩოს სამი თანამშრომელი დააკავეს

რუსეთის ქალაქ სევეროდვინსკში აშშ-ის საელჩოს სამი თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული ტელეკომპანია РЕН ТВ ავრცელებს. მისი ცნობით, ქალაქ სევეროდვინსკში უცხოელები მხოლოდ სპეციალური საშვების საფუძველზე დაიშვებიან.

ავარია

16 ოქტომბერი 2019, 19:43

ძალოვნები

თბილისი-რუსთავის გზაზე მოტოციკლისტი დაიღუპა. ვიდეო

მძღოლი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.