Imedi /  23 სექტემბერი 2019, 01:26 / სანდო წყარო

ფრანგი მინისტრი: ჩვენი მთავარი პრიორიტეტი აშშ-ირანს შორის დაძაბულობის დეესკალაციაა

ჟან-ივ ლე დრიანი

ჟან-ივ ლე დრიანი

გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის დროს დაგეგმილ შეხვედრებზე საფრანგეთის მთავარი მიზანი აშშ-სა და ირანს შორის დაძაბული ურთიერთობების დეესკალაციაა, განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ჰასან როუჰანის შეხვედრა ახლა მთავარი პრიორიტეტი არ არის, მთავარია, შესაძლებელია თუ არა დეესკალაცია ორ სხვადასხვა მოთამაშეს შორის. 

ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით 14 სექტემბრის შემდეგ გამწვავდა, როცა საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე თავდასხმა განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს, აშშ და საუდის არაბეთი მომხდარში ირანს ადანაშაულებენთეირანი ბრალდებას უარყოფს, მაგრამ ვაშინგტონმა ირანს 20 სექტემბერს ახალი სანქციები მაინც დაუწესა.

რატომ გამწვავდა კონფლიქტი აშშ-ს და ირანს შორის, ვრცლად იხილეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

მაია ბუწაშვილი

08 აპრილი 2020, 18:13

COVID19

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი: სავარაუდოდ კორონავირუსით საქართველოს მოსახლეობის 30% დაინფიცირდება

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მკვეთრი აღმავლობა ინფიცირებულების, როგორიც იყო ეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, საქართველოში არ უნდა იყოს, ვინაიდან საწყისი იმპორტის შემთხვევების შეკავება დადებითად მოხდა. ამიტომ, არ ველით ჩვენ, რომ ერთბაშად მოხდება ინფიცირება,"- აცხადებს ინფექციონისტი.

 Nike

08 აპრილი 2020, 18:12

COVID19

Nike-მა სამედიცინო პერსონალისთვის დამცავი ფარების წარმოება დაიწყო

კომპანიამ გადაწყვიტა ისეთი დამცავი ფარები დაემზადებინა, რომელსაც ორეგონის მეცნიერებისა და ჯანდაცვის უნივერისიტეტის ექიმები ატარებენ. Nike-ს დიზაინერებმა ისინი იმ მასალისგან შექმნეს, რომელსაც ბოტასებისთვის იყენებენ. კომპანიამ დამცავი ფარების პირველი პარტია ორეგონის უნივერისტეტს 3 აპრილს გაუგზავნა. მათ ეტაპობრივად სხვა სამედიცინო დაწესებულებებსაც გადასცემენ.

ნათია თურნავა

08 აპრილი 2020, 18:10

COVID19

ნათია თურნავა: ჩვენი შეკერილი პირბადეები ერთ მომხმარებელზე ლიმიტირებულად 3 ცალი გაიყიდება

ხელმისაწვდომობა პირბადეებზე გახდა პრობლემა მთელ მსოფლიოში, ჩვენ უსწრაფესად მოვახერხეთ და ავაწყვეთ წარმოება ქართული პირბადეების - ამის შესახებ „დღის ქრონიკის“ ეთერში ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა. ნათია თურნავამ განმარტა, რომ მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით პირბადეები ლიმიტირებულად გაიყიდება და ერთ ადამიანს მხოლოდ 3 ცალის შეძენა შეეძლება. „დღეს ცხრა სამკერვალო კერავს პირბადეებს. ნედლეულს სახელმწიფო ყიდულობს, ამიტომ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მოვახდინოთ ფასის სუბსიდირება. დღეს 400 000 ცალი მიეწოდა მსხვილ სააფთიაქო ქსელებს. მათთან ჩვენ შევთანხმდით, რომ როგორც სოციალურ პროექტს მიუდგებიან და არ ამატებენ რაიმე მოგებას. 50 თეთრად გაიყიდება მთელი საქართველოს მაშტაბით, ორ უმსხვილეს ქსელში. როგორც კი ამოიწურება ეს მარაგი, ჩვენ მზად ვართ, რომ ისევ მივაწოდოთ. ვინაიდან არის დიდი მოთხოვნილება პირბადეებზე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შევზღუდოთ და ერთ ადამიანზე მაქსიმუმ სამი ცალი გაიყიდება. ეს კეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის მრავალჯერადი მოხმარების პირბადე. დელიკატური რეცხვისა და გამოყენების პირობებში შეიძლება რამდენიმე კვირა ეყოს ადამიანს“, - განაცხადა თურნავამ.

ლევან რატიანი

08 აპრილი 2020, 18:03

COVID19

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან კორონავირუსზე გამოჯანმრთელებული კიდევ ორი პაციენტი გაეწერა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსის ტესტირებაზე რამდენიმე პაციენტის ანალიზების პასუხს ელოდებიან. მისივე თქმით, დღის განმავლობაში კლინიკიდან ორი პაციენტი გაეწერა, ორი კი ახალი მიიღეს.

სოხუმი

08 აპრილი 2020, 17:58

COVID19

სოხუმის საავადმყოფოში გარდაცვლილ 15 წლის მოზარდს კორონავირუსით ინფიცირებაზე შეამოწმებენ

სოხუმის საავადმყოფოში გარდაცვლილ 15 წლის მოზარდს კორონავირუსით ინფიცირებაზე შეამოწმებენ. ამის შესახებ ოკუპირეპული აფხაზეთის კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

ირაკლი ბერაია

08 აპრილი 2020, 17:55

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: შავი ზღვის უსაფრთხოებაში საქართველოს როლი დღითიდღე მზარდია

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის 5 სამხედრო ხომალდი და საქართველოს სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები ერთობლივ წვრთებს ატარებენ. ეს, ერთი მხრივ, საქართველოსა და ალიანსს შორის წარმატებული პრაქტიკული თანამშრომლობის და ნატო-ს მხრიდან ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია. მეორე მხრივ კი - ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება წარმოუდგენელია საქართველოს ჩართულობის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ბერაიამ განაცხადა. მისი თქმით, ერთობლივი წვრთნები საქართველოსა და ნატო-ს საზღვაო ძალების ურთიერთთავსებადობის გაზრდას და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ემსახურება

საქართველოს ეროვნული ბანკი

08 აპრილი 2020, 17:45

ეკონომიკა

სებ-ი კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის შერბილების მიზნით საგანგებო ღონისძიებების გატარებას განაგრძობს

„ეროვნული ბანკი დღევანდელ ვითარებაშიც და პანდემიის დასრულების შემდეგ, როდესაც ეკონომიკური ცხოვრება ჩვეულ რიტმში ჩადგება, ტრადიციულად უზრუნველყოფს საფინანსო სისტემაში და მთლიანად ეკონომიკაში ლიკვიდობის ადეკვატური დონის არსებობას. შესაბამისად, მონეტარული ინსტრუმენტებისა და უცხოური ვალუტით დაგროვილი ბუფერების გამოყენების შედეგად, ლიკვიდობა საფინანსო სიტემისათვის ეკონომიკის დაკრედიტების შემზღუდველი ფაქტორი არ იქნება, მათ შორის, არც პანდემიის გახანგრძლივების შემთხვევაში“, - ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოზონის შრე

08 აპრილი 2020, 17:43

ტექნოლოგიები

არქტიკის თავზე ოზონის შრეში რეკორდული ზომის ხვრელი გაიხსნა

ოზონის შრის შეთხელება პლანეტის პოლარულ ნაწილებში ყოველ წელს ხდება, თუმცაა მიმდინარე წელს ოზონის ხვრელი ჩვეულებრივზე დიდი აღმოჩნდა. მეცნიერების განმარტებით, ამის მიზეზი სტრატოსფეროში არატიპურად დაბალი ტემპერატურა გახდა. ოზონის შრე აირის ბუნებრივი დამცავი ფენაა სტრატოსფეროში, რომელიც პლანეტაზე არსებულ სიცოცხლეს მზის მავნე ულტრაიისფერი რადიაციისგან იცავს.

ენტონი ფაუჩი

08 აპრილი 2020, 17:43

COVID19

ენტონი ფაუჩი: კორონავირუსის ეპიდემიას აფრო-ამერიკელებში უფრო მეტი მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემიას აფრო-ამერიკელებში უფრო მეტი მსხვერპლი მოჰყვა. ენტონი ფაუჩის თქმით, კორონავირუსის ეპიდემია ცხადყოფს, თუ რაოდენ მიუღებელია ჯანდაცვის სფეროში უთანასწორობა სხვადასხვა ჯგუფებს შორის.

თეა წულუკიანი

08 აპრილი 2020, 17:10

COVID19

თეა წულუკიანი: ეკლესიაში არც აღდგომამდე და არც აღდგომას მისვლას არ ვაპირებ

თქვენ გინდათ პოლიცია შეიჭრას ეკლესიაში. ეს ვერ მოხდება. კანონი ყველასთვის ერთია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში ჩართვისას განაცხადა. მას კითხვით მიმართეს, ეკლესიებში მსახურებებზე მრევლის შეკრებებთან დაკავშირებით, მაშინ როცა კანონით სამ პირზე მეტის შეკრება დაუშვებელია. რატომ ვერ ხდება კანონის აღსრულება.

დავით გაგუა

08 აპრილი 2020, 17:09

COVID19

დავით გაგუა: მადლობა სამართალდამცველებს, რომლებიც კომენდანტის საათის დროს ორსულებს კლინიკამდე აცილებენ

მეან-გინეკოლოგმა, დავით გაგუამ „მაესტროს“ ეთერიდან სამართალდამცველებს, კომენდანტის საათის დროს ორსულების კლინიკაში მიცილებისთვის მადლობა გადაუხადა. „მშობიარობა უფრო მეტად ღამის საათებშია. მადლობა მინდა ვუთხრა სამართალდამცველებს, რომლებიც ორსულებს სამშობიარომდე მიაცილებენ და როცა დააბინავებენ, უკან ბრუნდებიან. არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ სამართალდამცველს სამშობიაროში მომსვლელი ორსული კომენდანტის საათის დროს შეეჩერებინოს ან გზაში დაბრკოლება შეექმნათ“, - აღნიშნა გაგუამ.

08 აპრილი 2020, 17:08

COVID19

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია: კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახური შესაძლოა 200 მილიონამდე ადამიანმა დაკარგოს

როგორც BBC შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს, ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო ბევრი კომპანია დაიხურა, პერსონალი კი დროებით ან სამუდამოდ დაითხოვეს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ., 2020 წლის მეორე კვარტალში სამუშაო საათების 6.7% გაქრება, რაც სრულ განაკვეთზე დასაქმებული 195 მილიონი ადამიანის ეკვივალენტურია.

რომის პაპი ფრანცისკე

08 აპრილი 2020, 17:03

COVID19

რომის პაპი: კორონავირუსის პანდემია ბუნების პასუხია იმაზე, რომ ადამიანები ეკოლოგიურ კრიზისს უგულებელყოფენ

რომის პაპის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია ბუნების ერთ-ერთი პასუხია იმაზე, რომ ადამიანები ეკოლოგიურ კრიზისს უგულებელყოფენ. რომის პაპმა აღნიშნა, რომ ეპიდემიის გამო წარმოებისა და მოხმარების მაჩვენებლები შემცირდა, რამაც ადამიანებს ბუნევის გაგების შესაძლებლობა მისცა.

მამუკა მდინარაძე

08 აპრილი 2020, 17:00

COVID19

მამუკა მდინარაძე: სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ემიგრანტების ოპტიმალური რაოდენობა ჩამოიყვანოს

„ქართული სახელმწიფო თავისი ემიგრანტებისთვის აკეთებს გაცილებით მეტს, ვიდრე ამას აკეთებენ ჩვენზე გაცილებით ძლიერი, მათ შორის ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოები. ამასთან დაკავშირებით, დღეს ბრიფინგი გამართა საგარეო საქმეთა მინისტრმა. დავით ზალკალიანმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ეტაპობრივად ქართველი ემიგრანტების დაბრუნება სამშობლოში. ისაუბრა ასევე, თუ როგორ ხდება უცხოეთში მყოფი ადამიანების დახმარება ტექნიკური საშუალებებით, საკვები პროდუქტებით, ბინით უზრუნველყოფა. ჩვენი საელჩოები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ამ საკითხებზე“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ.

08 აპრილი 2020, 16:57

COVID19

ნათია თურნავა: კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი ფონდიდან თითოეული ლარის ხარჯვა გამჭვირვალე იქნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ფონდში აკუმულირებული თანხების განკარგვა იმ პრიორიტეტების მიხედვით მოხდება, რომელთა განსაზღვრაზეც ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ნათია თურნავას განმარტებით, სფეროების და უწყებების მიხედვით ძირითადი საჭიროებების განსაზღვრა ბიზნესომბუდსმენის კოორდინაციით ხდება.

08 აპრილი 2020, 16:54

COVID19

უხანში 76-დღიანი იზოლაციის შემდეგ ქორწინების რეგისტრაციაზე მოთხოვნა გაიზარდა

ქალაქ უხანის მოსახლეობის ნაწილმა კარანტინის და სატრანსპორტო ბლოკადის მოხსნის შემდეგ ქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით შესაბამის უწყებებს მიმართა. ამის შესახებ Global Times-ი წერს.

თეა წულუკიანი

08 აპრილი 2020, 16:50

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: დღევანდელი პროგნოზი არ უკავშირდება არჩევნების თარიღის ცვლილებას, ჩვენ კარს მომდგარი არჩევნები არ გვაქვს

ჩვენ კარს მომდგარი არჩევნები არ გვაქვს - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა "რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა. თეა წულუკიანის თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული მექანიზმის ამოქმედება არ იგეგმება. „დღევანდელი პროგნოზი არ უკავშირდება ამ თარიღის ცვლილებას. ჩვენ კარს მომდგარი არჩევნები არ გვაქვს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 31 ოქტომბერს ჩატარდება მაღალი გამჭვირვალობის დემოკრატიული არჩევნები, როგორც ეს ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბევრჯერ ყოფილა. რაც შეეხება პროგნოზს, ჩვენ გვაქვს პროგნოზი, რომ მდგომარეობა გაუარესდება რიცხვები მოიმატებს, ეს არ არის საოცარი სიახლე, ეს არის ლოგიკური ჯაჭვი ვირუსის განვითარების. მთავარია მთავრობამ გავაგრძელოთ თანმიმდევრული მუშაობა იმისთვის, რომ სწორი წესები ჰქონდეს საზოგადოებას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ფოტო: ანა შეპკინა

08 აპრილი 2020, 16:46

რეგიონი

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში პროდუქტის დარიგების მესამე ეტაპი დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში პროდუქტის დარიგების მესამე ეტაპი დაიწყო. პროცესს დღეს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, პაატა ივანიშვილი და სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერი, ლია კოვზიაშვილი ესწრებოდნენ. პაკეტი, რომელიც მუნიციპალიტეტის 62 ბაღის 6 000-ვე აღსაზრდელმა უნდა მიიღოს, არამალფუჭებად პროდუქტთან ერთად ხილსა და ბოსტნეულსაც შეიცავს. საკვების დარიგება სანიტარული ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვით მიმდინარეობს.

08 აპრილი 2020, 16:41

საზოგადოება

სოფო კილაძემ #მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი პატიმრები მოინახულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ #18-ე ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი პატიმრები მოინახულა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სამკურნალო დაწესებულებაში არსებულ პირობებს გაეცნო და ბრალდებულებს შეხვდა. სოფო კილაძე, ასევე პირისპირ ესაუბრა მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

08 აპრილი 2020, 16:35

ეკონომიკა

ანგარიშვალდებული კომპანიებისთვის 2019 წლის წლიური ანგარიშის წარდგენის ვადა 45 დღით გახანგრძლივდება

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული 2019 წლის წლიური აუდიტირებული ანგარიში უნდა ასახავდეს პანდემიის შედეგად კომპანიის წინაშე წარმოქმნილ რისკებსა და მათ გავლენას სუბიექტის სამომავლო პერსპექტივებზე. ამასთანავე, აუდიტორებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ საწარმოს მიერ ფუნქციონირებადი საწარმოს სტატუსის გამოყენების მართებულობაზე.