imedi /  24 სექტემბერი 2019, 22:04 / სანდო წყარო

ტრამპი გაეროს 74-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. მთავარი

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

გაეროს 74-ე ასამბლეაზე დღეს, 24 სექტემბერს, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუსმინეს. მან სიტყვით გამოსვლისას ირანი გააფრთხილა, რომ მის მიმართ სანქციებს გაამკაცრებს, თუ ირანი შუა აღმოსავლეთში პროვოკაციულ ქცევას გააგრძელებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

კერძოდ, ტრამპის თქმით, ყველა ქვეყნის ვალია ირანის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთოს, რადგან, როგორც მან განაცხადა, თეირანის რეჟიმი მშვიდობისმოყვარე ქვეყნებისთვის უდიდესი საფრთხეა. 

ასევე, აშშ-ის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ აშშ-ს სამხედრო ძალის გამოყენება არასდროს მოუწევს. მისი განმარტებით, აშშ-ი მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოა, თუმცა არ სურს, რომ ქვეყანას სამხედრო ძალის გამოყენება დასჭირდეს. 

დონალდ ტრამპმა უკრაინის შესახებაც ილაპარაკა და თქვა, რომ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას შეერთებული შტატები მანამდე შეაჩერებს, სანამ ამ საქმეში წვლილს ევროპაც არ შეიტანს.

„ისინი ამას არ აკეთებენ. მხოლოდ შეერთებული შტატები ხარჯავს დიდი რაოდენობით ფულს. გეკითხებით - რატომ?“ - აღნიშნა ტრამპმა. 

აშშ-ის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ გაერთიანებულ სამეფოსთან აშშ-ის ახალი სავაჭრო შეთანხმება ქვეყნებს უზარმაზარ სარგებელს მოუტანს.

„გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის დასატოვებლად ემზადება და მათთან ახალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმეთ, რომელიც ორივე ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანს“, - განმარტა ტრამპმა. 

რაც შეეხება ჩინეთს, ტრამპმა ქვეყანა სავაჭრო შეთანხმების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა. კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთმა დაპირებულ რეფორმებზე უარი თქვა.

დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას ჩრდილოეთ კორეაზეც ისაუბრა და ქვეყანას კიდევ ერთხელ მოუწოდა ბალისტიკურ იარაღზე ცდები შეწყვიტოს.

„ჩრდილოეთ კორეას, ირანის მსგავსად, დიდი პოტენციალი აქვს. მაგრამ მის გამოსაყენებლად საჭიროა, რომ ბალისტიკურ იარაღზე ცდები შეწყვიტოს“, - განმარტა ტრამპმა. 

გაეროს 74-ე ასამბლეა 17 სექტემბერს გაიხსნა. მაღალი დონის შეხვედრები კი დღეს, 24 სექტემბერს დაიწყო. გაეროს 74-ე ასამბლეაზე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 25 სექტემბერს გამოვა. სესია 27 სექტემბერს დაიხურება.

ყველა სიახლე

დიმიტრი საძაგლიშვილი გიორგი გაბუნია

19 ოქტომბერი 2019, 14:50

ძალოვნები

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხეს

გაბუნიამ უწყების დატოვების შემდეგ თქვა, რომ გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაცია ვერ მიაწოდა პროკურატურას, რადგან სისხლის სამართლის დანაშაული არ იკვეთება. მან გაუთქმელობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. „მთავარი არხის“ ტელეწამყვანი გამოკითხვებს მის საქმიანობას უკავშირებს. 11 აგვისტოს სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეუფარდა. 6 სექტემბერს ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წარედგინა.

დიმიტრი მედვედევი

19 ოქტომბერი 2019, 14:02

მსოფლიო

მედვედევი: ჩვენს ირგვლივ ნატოს ბაზების განთავსებაზე დადებითი რეაქცია ვერ გვექნება

რუსეთი ბირთვული ქვეყანაა და ჩვენს სამეზობლოში ნატოს ბაზების განთავსების მცდელობებს დადებითად ვერ შევხვდებით, ამიტომ ნატოში შემავალი ქვეყნები ასჯერ უნდა დაფიქრდნენ, სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, - ამის შესახებ რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა სერბულ გამოცემა Večernje novosti-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ასტეროიდი

19 ოქტომბერი 2019, 13:43

ტექნოლოგიები

დედამიწას 440-დან 990 მეტრამდე დიამეტრის ასტეროიდი უახლოვდება

დედამიწას 440-დან 990 მეტრამდე დიამეტრის ასტეროიდი უახლოვდება. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო (NASA) ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 25 ოქტომბერს ასტეროიდი 162082 (1998 HL1) დედამიწას 6,2 მილიონი კილომეტრის მანძილზე, 11,2 კმ/სთ სიჩქარით ჩაუვლის.

ატოცი

19 ოქტომბერი 2019, 13:06

საქართველო

საგარეო უწყება რუსეთს დესტრუქციული ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

სამინისტრო აღნიშნავს, რომ ბოლო დროს ადგილზე უკიდურესად გამწვავებული მდგომარეობის ფონზე, საოკუპაციო ძალების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას“. ატოცში ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება. ოკუპანტებმა მავთულხლართების მონტაჟი გაახლეს.

ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი

19 ოქტომბერი 2019, 13:01

მსოფლიო

მექსიკის პრეზიდენტმა ნარკობარონ „ელ ჩაპოს“ შვილის გათავისუფლება გაამართლა

მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა ნარკობარონ „ელ ჩაპოს“ შვილის ოვიდიო გუზმანის გათავისუფლება გაამართლა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მისი განცხადებით, ამ გადაწყვეტილებამ ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა.

გიორგი გახარია

19 ოქტომბერი 2019, 12:37

საქართველო

პრემიერი ატოცში მავთულხლართების გავლებაზე: გავერკვევით და გიპასუხებთ

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გავლების პროცესს გამოეხმაურა. „წყნარად, მშვიდად. ინფორმაცია გვექნება და გიპასუხებთ. დღეს, მთელი დღე ვართ გორში და კიდევ შევხვდებით. გავერკვევით და გიპასუხებთ”, - აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბარში.

გიორგი გახარია

19 ოქტომბერი 2019, 11:48

საქართველო

გახარია: ფუნდამენტური მეცნიერების განვითარებაში არსებული ჩავარდნა გადასალახია

ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ის ჩავარდნა, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ფუნდამენტური მეცნიერების განვითარებაში ჩვენ გვაქვს, არის გადასალახი, - ამის შესახებ გორში პედაგოგებთან შეხვედრაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

ატოცი

19 ოქტომბერი 2019, 11:40

საქართველო

ოკუპანტებმა ატოცში მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს

ატოცში ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება. ოკუპანტებმა მავთულხლართების მონტაჟი გაახლეს. ამის შესახებ ინფორმაცია Imedinews-ს სახელმწიფო უსაფრთხოების პრესსამსახურში დაუდასტურეს. „უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“.

Saudi Aramco

19 ოქტომბერი 2019, 11:33

ეკონომიკა

Financial Times: მსოფლიოში ყველაზე მსხვილი შეთანხმება ისევ გადაიდო

საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ Saudi Aramco-მ აქციების პირველადი განთავსების (IPO) დაწყება გადადო. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Financial Times-ი წერს. მისი ცნობით, ეს გადაწყვეტილება სექტემბერში კომპანიის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დრონების თავდასხმას უკავშირდება.

ვახტანგ გომელაური

19 ოქტომბერი 2019, 11:25

ძალოვნები

გომელაური: გურამიშვილის გამზირზე გამათბობელი სავარაუდოდ კუსტარულად დაამონტაჟეს

გურამიშვილის გამზირზე, სადაც დღეს სავარაუდოდ გაზის დაგროვების გამო მოხდა აფეთქება, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური მივიდა. მინისტრის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა სავარაუდოდ, კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობელი აფეთქდა. გომელაურის განცხადებით, ოჯახი გაფრთხილებულიც იყო. სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში 4 ადამიანია გადაყვანილი.

მარკ ცუკერბერგი

19 ოქტომბერი 2019, 11:18

ტექნოლოგიები

მარკ ცუკერბერგმა Facebook-ის შექმნის ისტორია გადაწერა

Facebook-ის ​ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა, რომელშიც თვითგამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობაზე, ჩინური ცენზურის საფრთხეზე, პოლიტიკურ რეკლამასა და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებაზე ისაუბრა. 40-წუთიანი გამოსვლა როგორც ჟურნალისტებმა, ასევე სოცქსელის რიგითმა მომხმარებლებმა გააკრიტიკეს.

ლიონელ მესი

19 ოქტომბერი 2019, 10:34

სპორტი

მესი: მსურს კარიერა „ბარსელონაში“ დავასრულო, თუმცა უვადო კონტრაქტი არ მჭირდება

„ბარსელონას“ კაპიტანმა, არგენტინელმა ფორვარდმა ლიონელ მესიმ კატალონიელ კლუბთან უვადო კონტრაქტზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონა“ მესის უვადო კონტრაქტს შესთავაზებს და არგენტინელი ფეხბურთელი კლუბში იქამდე შეძლებს თამაშს, სანამ თავად ჩათვლის საჭიროდ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

19 ოქტომბერი 2019, 10:30

ძალოვნები

გურამიშვილის გამზირზე აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში 4 ადამიანია გადაყვანილი.

თემთა პალატა

19 ოქტომბერი 2019, 10:11

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში Brexit-ის საკითხზე შეთანხმებას უყრიან კენჭს

მანამდე ბრიტანელმა დეპუტატებმა სამჯერ ჩააგდეს შეთანხმების პროექტი, რომელზეც ევროკავშირთან მოლაპარაკებებს ჯონსონის წინამორბედი ტერეზა მეი აწარმოებდა. თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ ჯონსონის მიერ მიღწეულ შეთანხმებაში გაწერილ პირობებს დეპუტატმა მხარდაჭერის მოპოვების უფრო დიდი შანსი აქვს.

აფეთქება გაზი

19 ოქტომბერი 2019, 09:55

ძალოვნები

გურამიშვილის გამზირზე აფეთქებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა. მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს.

მიტჩ მაკკონელი

19 ოქტომბერი 2019, 09:43

მსოფლიო

სენატში რესპუბლიკელების ლიდერმა სირიიდან აშშ-ის ჯარის გაყვანას სტრატეგიული შეცდომა უწოდა

სენატში რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა მიტჩელ მაკკონელმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და სირიიდან ამერიკული ჯარის გაყვანას სერიოზული სტრატეგიული შეცდომა უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

აფეთქება გაზი

19 ოქტომბერი 2019, 09:22

ძალოვნები

რა ხდება გურამიშვილის გამზირზე, სადაც საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის აფეთქებამ აფეთქება გამოიწვია. imedinews-ი შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოებს გთავაზობთ.

აფეთქება გაზი

19 ოქტომბერი 2019, 08:52

ძალოვნები

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა

„გურამიშვილის გამზირის 34 ნომერში, საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა. აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ისინი გადაყვანილი არიან კლინიკებში, აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. შენობა ევაკუირებულია, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ჩილე პროტესტი

19 ოქტომბერი 2019, 08:44

მსოფლიო

ჩილეში მეტროს გაძვირებით გამოწვეული არეულობების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ჩილეში მეტროთი მგზავრობის გაძვირებით გამოწვეული არეულობების გამო ქვეყნის პრეზიდენტმა სებასტიან პინიერამ დედაქალაქ სანტიაგოსა და ჩაკაბუკოს პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. პრეზიდენტის ვიდეომიმართვა Twitter-ზე გამოქვეყნდა.

ბარსელონა პროტესტი

19 ოქტომბერი 2019, 08:31

მსოფლიო

კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა საპროტესტო აქციაზე 182 ადამიანი დაშავდა

ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა საპროტესტო აქციაზე 182 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა El Pais-ი ავრცელებს. მხოლოდ ბარსელონაში საპროტესტო აქციაში 525 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, 54 მომიტინგე არეულობისკენ მოწოდების ბრალდებით დააკავეს.