imedi /  01 ოქტომბერი 2019, 23:42 / სანდო წყარო

ირანის პრეზიდენტის ძმას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ჰუსეინ ფერეიდუნი

ჰუსეინ ფერეიდუნი

ირანის პრეზიენტის, ჰასან როუჰანის ძმას ჰუსეინ ფერეიდუნს კორუფციის ბრალდებით 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ სასამართლოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. ინფორმაციას ირანული სააგენტო Fars-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პრეზიდენტის ძმასთან დაკავშირებით, ამ საქმის გარდა კიდევ ერთ გამოძიება მიმდინარეობს.

ოფიციალურად ბრალი ჰუსეინ ფერეიდუინს 2016 წელს წაუყენეს. ამ სკანდალის მიუხედავად, ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი მეორე ვადით აირჩიეს. არჩევნებიდან ორი თვის შემდეგ ჰუსეინ ფერეიდუინი დააპატიმრეს. 

2015 წელს ჰუსეინ ფერეიდუნი ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებში ირანის სპეციალურ წარმომადგენლად მუშაობდა. 

ყველა სიახლე

იაპონია

17 ოქტომბერი 2019, 09:08

მსოფლიო

იაპონიაში ტაიფუნის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისმა“ 77 ადამიანი იმსხვერპლა, 10 კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. ამ დროისთვის ინფორმაცია 346 დაშავებულის შესახებ ვრცელდება, რომლებმაც სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს. სტიქიის გამო 92 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ბარსელონა

17 ოქტომბერი 2019, 08:28

მსოფლიო

ბარსელონაში საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა

ვითარება მას შემდეგ უფო გამწვავდა, რაც გასულ ღამეს 51 დემონსტრანტი დააკავეს. პოლიციის ცნობით, აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს და მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს. ამასთან, ისინი „მოლოტოვის კოქტეილებს“ იყებენენ. არიან დაშავებულები, თუმცა მათი რაოდენობა ჯერ უცნობია.

დავით ზალკალიანი

17 ოქტომბერი 2019, 08:09

საქართველო

დღეს პარლამენტში დავით ზალკალიანს მოუსმენენ

დეპუტატები საგარეო მიმართულებით არსებული გამოწვევებითა და სფეროში არსებული საკითხებით დაინტერესდებიან. ძირითადი თემები არაღიარების პოლიტიკა, რუს კოლეგასთან შეხვედრა და ოკუპირებული ტერიტორიები იქნება.

ბიუჯეტი

17 ოქტომბერი 2019, 08:02

ეკონომიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს დაამტკიცებენ

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს დაამტკიცებენ. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა იზრდება 92.8 მილიონი ლარით და შეადგენს 12 965.5 მლნ ლარს, ხოლო გადასახდელების -223.1 მლნ ლარით და 13 313.1 მლნ ლარს მიაღწევს.

მობილური

17 ოქტომბერი 2019, 00:43

ეკონომიკა

Google-ი ახალ Pixel 4-ს ინდოეთში არ გაყიდის

ინდოეთში ახალი მობილურის შეტანაზე უარის თქმის მიზეზი, სავარაუდოდ, Pixel 4-ს ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი გახდა. საუბარია სახის ამომცნობ და ადამიანის ჟესტების კონტროლ სისტემაზე. ეს ფუნქცია მოქმედებს 60 გიგაჰერც სიხშირეზე, რომლის გამოყენების უფლებასაც ინდოეთი კომპანიებს არ აძლევს.

ვიტრუვიუსის ადამიანი

17 ოქტომბერი 2019, 00:32

კულტურა

ლეონარდო და ვინჩის ცნობილ ნახატს პროტესტის მიუხედავად ლუვრში მაინც გამოფენენ

ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ნახატი „ვიტრუვიუსის ადამიანი“ პროტესტების მიუხედავად საფრანგეთში გამოიფინება. 1490 წელს შესრულებული ნახატის ნახვა ლუვრში და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე იქნება შესაძლებელი.

17 ოქტომბერი 2019, 00:30

თემა

დიაბეტი ყოველწლიურად მილიონზე მეტ ადამიანს კლავს. რა უნდა ვიცოდეთ ამ დაავადების შესახებ?

შაქრიანი დიაბეტი არის დაავადება, რომელიც ყოველწლიურად ერთ მილიონზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება. ამავდროულად ის შეიძლება ნებისმიერ დროს თითოეული ჩვენგანის პრობლემად იქცეს.

ლუკა ფოფხაძე

17 ოქტომბერი 2019, 00:22

ტაბლოიდი

ძაღლები ბობი და შაკო ყოველ დღე მიდიან 16 წლის ლუკა ფოფხაძის საფლავზე. ფოტო

ძაღლები ბობი და შაკო ყოველ დღე მიდიან მათი პატრონის, 16 წლის ლუკა ფოფხაძის საფლავზე, რომელიც სექტემბერში ქუთაისის საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც ლუკა ფოფხაძის დედა ბელა ჯმუხაძე სოციალურ ქსელში წერს, ლუკას საფლავს მისი საყვარელი ძაღლები ყოველ დღე აკითხავენ.

17 ოქტომბერი 2019, 00:13

მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში გაიხსნა არხი, რომელიც Brexit-ს არ გააშუქებს

​​​​​​​​ბრიტანული ტელეკომპანია Sky News-ი ხსნის დამატებით საინფორმაციო ტელეარხს, რომელზეც Brexit-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს არ გააშუქებს. ტელეკომპანიის განცხადებით, 3 წლის განმავლობაში ამ საკითხმა ბრიტანელები ძალიან დაღალა.

ორსულობა

16 ოქტომბერი 2019, 23:52

ტაბლოიდი

ქალს ავთვისებიანი სიმსივნე ორსულობაში აერია

ექოსკოპიის დროს გაირკვა, რომ ქალი არ იყო ორსულად, არამედ ე.წ. კისტოზური დრიფტი სჭირდა - ეს არის კვერცხუჯრედის არასრული განაყოფიერება, ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება ავთვისებიან სიმსივნედ გარდაიქმნას. მისი მოშორების შემდეგ, ქალმა ქიმიოთერაპიის ორი კურსი გაიარა. სიმსივნის განმეორების რისკი ისევ არის.

რობერტ აიგერი

16 ოქტომბერი 2019, 23:46

კულტურა

ჰოლივუდის ყველაზე გავლენიანი ადამიანები დასახელდნენ

გამოცემა The Hollywood Reporter-ის ჟურნალისტებმა ჰოლივუდის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი შეადგინეს. რეიტინგში პირველად მოხვდნენ აშშ-ის ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი მეუღლე მიშელი, რომლებმაც აგვისტოში ოჰაიოს შტატში მრეწველობის შესახებ დოკუმენტური ფილმი წარადგინეს.

ოქროს უნიტაზი

16 ოქტომბერი 2019, 23:17

ტაბლოიდი

ბრიტანეთში ოქროს უნიტაზის ქურდობისთვის კიდევ სამი პირი დააკავეს

დიდ ბრიტანეთში, ბლენჰეიმის სასახლიდან მოპარული ოქროს უნიტაზის საქმეზე პოლიციამ სამი ადამიანი - ორი კაცი და ერთი ქალი დააკავა. ისინი 34 და 35 წლის, ხოლო ქალი 36 წლის არის და სამივე ოქსფორდიდან არიან. მანამდე პოლიციამ კიდევ ორი ადამიანი დააკავა.

დონალდ ტრამპი

16 ოქტომბერი 2019, 22:59

მსოფლიო

ტრამპი: ქურთები ანგელოზები არ არიან

სირიაში თურქეთის შეჭრა ჩვენი პრობლემა არაა, ქურთები კი ანგელოზები არ არიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იტალიელ კოლეგა სერჯიო მატარელასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

პორნოგრაფია

16 ოქტომბერი 2019, 22:58

მსოფლიო

ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე 38 ქვეყანაში 300-ზე მეტი პირი დააკავეს

ვებგვერდზე ბავშვთა პორნოგრაფიის 200 000-ზე მეტი ვიდეო იყო განთავსებული, რომელიც ჯამში მილიონზე მეტჯერ არის ჩამოტვირთული. ვებგვერდი გასულ წელს დიდი ბრიტანეთის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში აღმოაჩინეს და დახურეს, თუმცა დღეს გაცხადდა, რომ გამოძიების შედეგად 337 დამნაშავე გამოავლინეს.

ბენქსი

16 ოქტომბერი 2019, 22:30

კულტურა

ბენქსი ინტერნეტმაღაზიას ხსნის

ანონიმი მხატვარი ბენქსი ინტერნეტმაღაზიას ხსნის. ამის შესახებ მან Instagram-ზე დაწერა. „მაღაზიაში Gross Domestic Product (მთლიანი შიდა პროდუქტი) ხელოვნების ნიმუშები, საყოფაცხოვრებო ნივთები და გაცრუებული იმედები იყიდება“, - წერს ბენქსი და რამდენიმე ნივთის ფოტოებს აქვეყნებს.

ერდოღანი

16 ოქტომბერი 2019, 22:26

მსოფლიო

პომპეო და პენსი ერდოღანს თურქეთში მაინც შეხვდებიან

ერდოღანმა მანამდე Sky New-ს განუცხადა, რომ ის აშშ-ის ოფიციალურ დელეგაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდებოდა, თუ პრეზიდენტი ტრამპი ჩავიდოდა თურქეთში, სხვა შემთხვევაში კი დელეგაციის წარმომადგენლებს თურქეთში შესაბამისი რანგის პოლიტიკოსები უმასპინძლებდნენ. აშშ-ის დელეგაცია უკვე თურქეთშია.

ლევან ძნელაძე

16 ოქტომბერი 2019, 22:05

ძალოვნები

ყიფშიძის ქუჩაზე სისხლიან გარჩევის მონაწილე ლევან ძნელაძეს ბრალი საავადმყოფოში წაუყენეს

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ერთ-ერთ მონაწილეს, ლევან ძნელაძეს ბრალი ოფიციალურად ღუდუშაურის კლინიკაში წაუყენეს. ადვოკატის ინფორმაციით, სავარაუდოდ, 17 ოქტომბერს აღმკვეთი ღონისძიებაზე განხილვა კვლავ ამავე კლინიკაში ჩატარდება.

ანტარქტიდა

16 ოქტომბერი 2019, 21:53

მსოფლიო

წარსულში ბირთვული ტესტების გამო ანტარქტიდის ყინული რადიოაქტიურ ქლორს ასხივებს

მეცნიერებმა განსაზღვრეს რადიოაქტიური ნივთიერება ქლორი 36-ის კონცენტრაცია ორივე ტერიტორიაზე და აღმოჩნდა, რომ პირველ (რუსეთის სადგურის) ლოკაციაზე ამ ნივთიერების შემადგენლობა მაღალია, ამასთან, 2008 წელს კი კონცენტრაციის დონე მოსალოდნელს 10-ჯერ აღემატებოდა.

თურქეთი

16 ოქტომბერი 2019, 21:44

მსოფლიო

ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ კრიტიკისთვის თურქეთში 186 ადამიანი დააკავეს

სამხედრო ოპერაცია „მშვიბოდის წყაროს“ კრიტიკისთვის თურქეთში 186 ადამიანია დაკავებული. სააგენტო Anadolu-ს ცნობით, დაკავებულებს სოციალურ ქსელებში „ტერორისტული ორგანიზაციის სასარგებლოდ პროპაგანდაში“ ადანაშაულებენ. ამასთან ერთად, გამოძიება მიმდინარეობს პროქურთული „ხალხთა დემოკრატიის პარტიის“ წინააღმდეგაც.

დავით დვალი ჯარჯი აქიმიძე

16 ოქტომბერი 2019, 21:19

ძალოვნები

დვალს და აქიმიძეს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ

დვალს და აქიმიძეს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ. ინფორმაციას ამის შესახებ Facebook-ზე ადვოკატი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე ავრცელებს.