imedi /  04 ოქტომბერი 2019, 19:11 / სანდო წყარო

უზენაესმა აიათოლამ ერაყში არეულობაზე პასუხისმგებლობა მთავრობას დააკისრა

აიათოლა ალი ალ-სისტანი

ალი ალ-სისტანი

ირანის უზენაესმა სასულიერო ლიდერმა აიათოლა ალი ალ-სისტანიმ საპროტესტო აქციების მონაწილეებს და სამართალდამცველებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აიათოლამ ქვეყნის მთავრობას დემონსტრანტების მოთხოვნების დაკმაყოფილება უბრძანა.

„სამწუხაროა, რომ ამდენი დაღუპული და დაშავებულია. მთავრობამ და პოლიტიკოსებმა ხალხის მოთხოვნები არ გაიზიარეს, კორუფციას არ ებრძვიან და ვერაფერს მიაღწიეს. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მომხდარზე ქვეყნის პარლამენტს აკისრია“, - ნათქვამია ლიდერის წერილში.

თავის მხრივ, ტელემიმართვაში ერაყის პრემიერმინისტრმა ადელ აბდულ მადიმ აღნიშნა, რომ მოსახლეობის ესმის, მაგრამ ქვეყნაში არსებული პრობლემების „ჯადოსნური გადაწყვეტილება“ არ არსებობს.

საპროტესტო აქციები ერაყში 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. ოფიციალური მონაცემებით, დემონსტრანტების და სამართალდამცველების შეტაკებების შედეგად ქვეყნის მასშტაბით დაღუპულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა. ამოქმედდა კომენდანტის საათი.  მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიის 75%-ს ინტერნეტი გაუთიშა.

ყველა სიახლე

ოთარ კახიძე

20 თებერვალი 2020, 11:30

საქართველო

ოთარ კახიძე: მიმდინარე საქმეებზე რაც არ უნდა მიუსაჯონ ვანო მერაბიშვილს, სანქციის დამძიმება შეუძლებელია

ვანო მერაბიშვილის მიერ მოხდილი სასჯელი შთანთქავს ყველა სხვა მიმდინარე საქმეს, ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ ე.წ. მატროსოვის ციხესთან განაცხადა, სადაც ექსპრემიერს და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს მხარდამჭერები და კოლეგები დახვდნენ.

ზაზა გაბუნია

20 თებერვალი 2020, 11:21

საქართველო

ზაზა გაბუნია: მკვლელისგან ნელსონ მანდელა არ დადგება

„მკვლელისგან ნელსონ მანდელა არ დადგება, ეს ერთი. მეორე საკითხი, ნებისმიერ ამ ტიპის განცხადებაზე, ბუნებრივია, სამართლებლივი რეაგირება იქნება. ეს იყო წამოცდენა? მაშინ მან უნდა ახსნას ეს. ეს იყო გეგმა, გეგმის ნაწილი, რომელიც მან განაცხადა და გააცხადა? ამაზე იქნება რეაქცია და რეაგირება“, - განაცხადა დეპუტატმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილი

20 თებერვალი 2020, 11:07

საქართველო

ზურაბ ჭიაბერაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ვანო მერაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს ხელისუფლების შეცვლის პროცესში

ექვსწელიწადნახევარი იყო ვანო მერაბიშვილი უკანონო პოლიტპატიმარი, რაც დადასტურებულია კიდეც სტრასბურგის სასამართლოს მიერ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი

20 თებერვალი 2020, 11:03

საქართველო

მიხეილ სააკაშვილი: ვამაყობ ვანო მერაბიშვილის შემართებით და სიმტკიცით, ყველას შერიგებისკენ მოვუწოდებ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას Facebook-ის პირად გვერდზე ეხმაურება. „ზუსტად 9 წელი და 6 თვე ვიყავი ამ საპატიმროში, სამარტოო საკანში, კმაყოფილი ვარ იმით, რომ არ წავედი კომპრომისზე, უპირველეს ყოვლისა, ჩემი საკუთარი თავის წინაშე“, - ეს არის პირველი სიტყვები, რომელიც ექსპრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ თქვა.

გიგა ბოკერია

20 თებერვალი 2020, 11:03

საქართველო

გიგა ბოკერია: საქართველოში 8 წელი პოლიტიკოსი ციხეში არ მჯდარა

საქართველოში 8 წელი პოლიტიკოსი ციხეში არ მჯდარა. დავეთანხმები გათავისუფლებულ ვანო მერაბიშილს და ვიტყვი, რომ წელს ეს ხელისუფლება არჩევნების გზით დამარცხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ევროპული საქართველოს“, ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, მატროსოვის ცეხესთან, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების შემდეგ განუცხადა.

ვანო მერაბიშვილი

20 თებერვალი 2020, 10:50

საქართველო

ვანო მერაბიშვილი: ამ ხელისუფლების დამხობის მერე ციხის კარი გაიღება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება

ამ ხელისუფლების დამხობის მერე ციხის კარი გაიღება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება, - ამის შესახებ ექსპრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა.

თეა წულუკიანი

20 თებერვალი 2020, 10:31

ძალოვნები

თეა წულუკიანი: მერაბიშვილს ციხეში ყოფნისას ბოკერიადან დაწყებული, მისი პარტიის წევრებით გაგრძელებული, ბევრ ტყუილს ეუბნებოდნენ

ვანო მერაბიშვილმა სასჯელი სრულად მოიხადა. რაკი დღეს ის უკვე სრულად თავისუფალია, მინდა მწვავედ შევაფასო მისი საერთაშორისო დონეზე ადვოკატების საქმიანობა, რომლებიც კვირა ერთი იყო და რამდენჯერმე პატიმარს ტელევიზიით მეშვეობით უთვლიდნენ ტყუილებს, ეუბნებოდნენ, რომ შენ გაღიარეს პოლიტმაპიმრად, რაც იყო სიცრუე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

გერმანია სროლა

20 თებერვალი 2020, 10:24

მსოფლიო

გერმანიაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 8 გარდაცვლილისა და 5 დაშავებულის შესახებ. თავდასხმა ჰანაუში 2 სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარე ჩილიმ-ბარზე განხორციელდა. თავდამსხმელის ცხედარი პოლიციამ მოგვიანებით მის საცხოვრებელ სახლში იპოვა.

ვანო მერაბიშვილი

20 თებერვალი 2020, 10:15

საქართველო

ვანო მერაბიშვილი: ჩემი უახლოესი მეგობრები და თანამებრძოლები სხვადასხვა პარტიაში არიან, ყველას შევხვდები და მივიღებ გადაწყვეტილებას

ესპრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი საპატიმროს დატოვების შემდეგ აცხადებს, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვება. ვისთან ერთად აპირებს პოლიტიკაში ჩართვას, ვანო მერაბიშვილი აღნიშნავს, რომ მთლიან ოპოზიციასთან ერთად, თუმცა პარტია დღეს არ დაუსახელებია.

ვანო მერაბიშვილი

20 თებერვალი 2020, 10:08

საქართველო

ვანო მერაბიშვილი: გაძლევთ გარანტიას, რომ 1 წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება

„ზუსტად 9 წელი და 6 თვე ვიყავი ამ საპატიმროში, სამარტოო საკანში, კმაყოფილი ვარ იმით, რომ არ წავედი კომპრომისზე, უპირველეს ყოვლისა ჩემი საკუთარი თავის წინაშე“, - ეს არის პირველი სიტყვები, რომელიც ექსპრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ თქვა.

ვანო მერაბიშვილი

20 თებერვალი 2020, 09:58

ძალოვნები

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებზე.

კანადა ავარია 200 მანქანა

20 თებერვალი 2020, 09:52

მსოფლიო

კანადაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 200-ზე მეტი მანქანა დაზიანდა. ვიდეო

ინციდენტი მონრეალში მოხდა. ძლიერი თოვისა და ყინვის შედეგად მონრეალის მე-15 მაგისტრალზე ერთმანეთს 200-მდე ავტომობილი შეეჯახა. დაიღუპა 2 ადამიანი, 69 კი დაშავდა. 2 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

ჯონ შრეპნელი

20 თებერვალი 2020, 09:34

კულტურა

მსახიობი ჯონ შრეპნელი გარდაიცვალა

შრეპნელის სიკვდილის მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. ბოლო წლებში მსახიობი სიმსივნეს ებრძოდა. საყოველთაო აღიარება ჯონ შრეპნელს ფილმებში „ნოტინგ ჰილი,“ „გლადიატორი“ და „ტროა“ შესრულებულმა როლებმა მოუტანა. ბოლოს მან მაიკ ბარლეტის პიესის, „მეფე კარლ მესამის“ ეკრანიზაციაში არქიეპისკოპოსის როლი ითამაშა.

გერმანია სროლა

20 თებერვალი 2020, 09:25

მსოფლიო

კაცი, რომელმაც გერმანიაში სულ ცოტა 8 ადამიანი მოკლა, გარდაცვლილი იპოვეს

კაცი, რომელმაც გერმანიის ქალაქ ჰანაუში 8 ადამიანი მოკლა, მის საცხოვრებელ სახლთან გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცველების ცნობით, მასთან ერთად ადგილზე კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. პოლიციის ინფორმაციით, ჯერჯერობით თავდასხმაში სხვა პირების მონაწილეობა არ დასტურდება.

ლარი ტესლერი

20 თებერვალი 2020, 09:09

ტექნოლოგიები

ლარი ტესლერი, რომელმაც კომპიუტერული ფუნქციები „ამოჭრა“, „კოპირება“, „ჩასმა“ გამოიგონა, გარდაიცვალა

სწორედ მან მოიგონა ცნობილი ფუნქციები „ამოჭრა“, „კოპირება“ და „ჩასმა“ და კლავიშების Ctrl X, Ctrl C და Ctrl V-ს გამოყენებით პერსონალური კომპიუტერების გამოყენება ყველასთვის უფრო გაამარტივა. ლარი ტესლერმა აშშ-ის სილიკონის ველში მუშაობა 1960-იან წლებში დაიწყო. ის Apple-ის, Xerox-ის, Amazon-ის და Yahoo-ს თანამშრომელი იყო.

კორონავირუსი ექიმები

20 თებერვალი 2020, 08:55

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 114 ადამიანი დაიღუპა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსმა კიდევ 114 ადამიანი იმსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 2118-ს მიაღწია. სულ ჩინეთში ინფიცირების 74 577 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა 16233 ადამიანი. ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა ჩინეთის ფარგლებს გარეთაც.

გერმანია სროლა

20 თებერვალი 2020, 08:40

მსოფლიო

გერმანიაში სროლას 8 ადამიანი ემსხვერპლა

თავდასხმა 2 სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელდა. თავდამსხმელებმა ცეცხლი ბარებში გახსნეს და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს. გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, პოლიციამ ერთ-ერთი მათგანი უკვე დააკავა.

საქართველო ჯარი

20 თებერვალი 2020, 08:29

ძალოვნები

მილიტარიზაციის გლობალურ ინდექსში საქართველო 49-ე ადგილს იკავებს

შესაბამის კვლევას ბონში ბაზირებული კონვერსიის საერთაშორისო ცენტრი ყოველწლიურად აქვეყნებს. წინა, 2018 წლის კვლევაში საქართველო 52-ე პოზიციაზე იყო. მილიტარიზაციის გლობალური ინდექსის მიხედვით, პირველ ადგილს კვლავ ისრაელი იკავებს.

ივანე მაჭავარიანი

20 თებერვალი 2020, 08:15

საქართველო

პარლამენტში დღეს ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

ივანე მაჭავარიანის გამოსვლას ბოიკოტიდან გამომდინარე, კვლავ არ დაესწრება საპარლამენტო ოპოზიცია. შესაბამისად, მინისტრი პლენარულ სხდომაზე უმრავლესობისა და დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხებს.

ვანო მერაბიშვილი

20 თებერვალი 2020, 08:02

საქართველო

ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს დატოვებს

ექსპრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ვანო მერაბიშვილი თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ე.წ. მატროსოვის ციხეს რამდენიმე საათში დატოვებს. 2013 წლის მაისში დაკავებულს პატიმრობის ვადა სწორედ დღეს ეწურება. 5 გამამტყუნებელი განაჩენის მიუხედავად, მერაბიშვილი თავის ადვოკატს დღესაც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლად და პოლიტპატიმრად მიაჩნია.