imedi /  05 ოქტომბერი 2019, 11:10 / სანდო წყარო

ირანელმა ჰაკერებმა ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე კიბერშეტევა განახორციელეს

დონალდ ტრამპი

ირანის მთავრობასთან დაკავშირებული ჰაკერების ჯგუფმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე კიბერშეტევა განახორციელა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, Microsoft Corp-ის წარმომადგენლების დროული ჩარევით, შეტევა წარუმატებლად დასრულდა. 

როგორც Microsoft-ში აცხადებენ, დაჯგუფებამ, რომელიც „ფოსფორის“ სახელით არის ცნობილი, 214 ანგარიშზე მიიტანა შეტევა, თუმცა არცერთი პირდაპირ ტრამპის საარჩევნო კამპანიას არ უკავშირდებოდა.

ამ ჯგუფს კიბერშეტევები ადრეც განუხორციელებია, როგორც  ოფიციალურ პირთა, ისე გავლენიანი ჟურნალისტების გვერდებზე.

ყველა სიახლე

მაიკ კრისტიანსენი

26 ოქტომბერი 2020, 00:50

ტაბლოიდი

ამერიკელმა ერთი წლის განმავლობაში ლატარეის ჯეკპოტი მეორედ მოხსნა

გათამაშება Money Clip Scratch-ის პირველი ბილეთი ნებრასკელმა კაცმა მარტში იყიდა და შედეგად 50 ათასი დოლარი მოიგო. ოქტომბერში კი ლატარეის კიდევ ერთი ბილეთი შეიძინა და დამატებით 100 ათასი დოლარი ხვდა წილად.

ეზელდინ ბაჰადერი

26 ოქტომბერი 2020, 00:38

მსოფლიო

74 წლის ეგვიპტელი მსოფლიოს უხუცესი ფეხბურთელი გახდა. ვიდეო

ეზელდინ ბაჰადერი მსოფლიოს უხუცესი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას FirstPost-ი, გინესის მსოფლიო რეკორდებზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ 74 წლის ბაჰადერმა რეკორდის მოხნისთვის მცდელობა 2020 წლის დასაწყისში დაიწყო, თუმცა მსოფლიოში მიმდინარე კორონავირუსული პანდემიის ფონზე ეს პროცესი გადაიდო.

ყარაბაღი

26 ოქტომბერი 2020, 00:31

მსოფლიო

მთიან ყარაბაღში 26 ოქტომბერს ზავი ამოქმედდება

„აშშ ხელს უწყობდა საგარეო საქმეთა მინისტრებსა და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შორის მოლაპარაკებებს, იმისთვის რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას მიუახლოვდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჯოან ჰოკქუარდი

26 ოქტომბერი 2020, 00:15

მსოფლიო

ბრიტანეთის უხუცესი მოქალაქე 112 წლისა გარდაიცვალა

ჯოან ჰოკქუარდი 1908 წლის 29 მარტს დაიბადა. ცხოვრების პირველი წლები კენიაში გაატარა, სადაც მამამისი მსახურობდა, მეორე მსოფლიო ომის დროს კი ლონდონში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მძღოლად მუშაობდა.

გიორგი გაბუნია

26 ოქტომბერი 2020, 00:11

კულტურა

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნია გიორგი უშიკიშვილის განთავისუფლების მიზეზებს განმარტავს

მდიდარი და უძველესი ქართული მრავალხმიანობა ფოლკლორის ცენტრში ინახება და არამარტო ინახება - ცოცხლობს. ის, რასაც საუკუნეების განმავლობაში მამები შვილებს და კიდევ მათ შვილებს გადასცემდნენ, განსაკუთრებულ მოვლასა და მოფრთხილებას და შენარჩუნების საჭიროებს. ეს არამატერიალური განძი, რომელსაც გაქრობა არ ემუქრება, დღეს, ისე როგორც არასდროს, საიმედო ხელშია.

თეონა ყოლბაია

26 ოქტომბერი 2020, 00:09

საზოგადოება

როგორ ცხოვრობს ყოფილი მსჯავრდებული, რომელიც „ვოისში“ მონაწილეობდა

26 წლის თეონა ყოლბაიას ცხოვრება ერთმა საბედისწერო დღემ მთლიანად შეცვალა, თუმცა ახლა იმ დღეს განსხვავებულად ხედავს და იხსენებს. ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ვიოისმა“ მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ადამიანი, რომელმაც თეონა ყოლბაიას თავისუფლება აჩუქა, იმდროინდელი სასჯელაღსრულების მინისტრი კახი კახიშვილი იყო. მსოფლიო ტელესივრცეში უპრეცენდენტო შემთხვევას მაშინ BBC-ც გამოეხმაურა.

ქართული ოცნება

26 ოქტომბერი 2020, 00:01

პოლიტიკა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციას გორში გამართავს

რიგით მეოთხე პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება საგარეო პოლიტიკის, შერიგების, დემოკრატიული მმართველობის, მართლწესრიგის, უსაფრთხოების და თავდაცვის პროგრამული მიმართულებები.

ირაკლი ჩიქოვანი

25 ოქტომბერი 2020, 23:54

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო

„ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, თუ რა გეგმები გვაქვს მომავალში, რის განვითარებას ვაპირებთ და რა პრიორიტეტები გვექნება. ჩვენ გვქონდა საუბარი, არა მხოლოდ ამ უბნის განვითარებაზე, არამედ მთლიანად ზუგდიდის განვითარებაზე, გავაცანით ჩვენი ხელისუფლების გეგმები, რაც გვაქვს შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. მხარდაჭერა არის საგრძნობი და დარწმუნებული ვარ ერთ კვირაში ჩვენ მივიღებთ დიდ მხარდაჭერას აქაური მოსახლეობისგან“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დავით გარეჯის ლავრა

25 ოქტომბერი 2020, 23:43

საზოგადოება

„იმედის კვირისთვის“ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ახალი გარემოებები გახდა ცნობილი

მიმდინარე კვირის განმავლობაში პროკურატურაში მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების, კარტოგრაფების, მიწათმზომელებისა და ყველა იმ პირის დაკითხვა მიმდინარეობდა, რომელთაც დავით გარეჯის საქმესთან შეხება ჰქონდათ. „იმედის კვირამ“ რამდენიმე გამოკითხული ადამიანის ოქმი მოიპოვა, რომლებიც საქმის დეტალებს გამოძიებასთან იხსენებენ.

არჩილ თალაკვაძე

25 ოქტომბერი 2020, 23:41

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რა მოკლე ფსიქოანალიზი შეიძლება გავაკეთოთ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომელიც უსაფრთხო დისტანციიდან ვაჟკაცურად უშვერდა საჯდომს მტერს, გმირი ჯარისკაცები კი ბრძოლის ველზე მიატოვა?!

„რა მოკლე ფსიქოანალიზი შეიძლება გავაკეთოთ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მის ანასხლეტებზე, რომელიც უსაფრთხო დისტანციიდან ვაჟკაცურად უშვერდა საჯდომს მტერს, გმირი ჯარისკაცები კი ბრძოლის ველზე მიატოვა და კურდღელივით გაიქცა?! ხოლო სხეულის ნაწილები, რომელთა უქონლობას ჩვენ გვეკითხება, საკუთარი მოქალაქეების წამების და გაუპატიურებისთვის გამოიყენა?! 31 ოქტომბერს ხალხი ამოგიბეჭდავთ კიდევ ერთ განაჩენს!“ - წერს თალაკვაძე.

ლეონიდ პარფიონოვი

25 ოქტომბერი 2020, 23:26

კულტურა

ლეონიდ პარფიონოვი ქართულ ღვინოზე დოკუმენტურ ფილმს იღებს

მისი ავტორი ცნობილი ჟურნალისტი და ბლოგერი ლეონიდ პარფიონოვია, რომელიც უკვე დიდი ხანია მასალებს საუკეთესო ღვინის მწარმოებლების შესახებ სხვადასხვა ქვეყანაში ამზადებს.

ბელარუსი საპროტესტო აქცია

25 ოქტომბერი 2020, 23:17

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსში საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადა

„26 ოქტომბერს საყოველთაო გაფიცვა დაიწყება. ბელარუსები ამ ნაბიჯს გადადგამენ, იმიტომ რომ მათ სიტყვა კანონია. კანონი, რომლის წართმევასაც ცდილობენ, მაგრამ ჩვენ მას აუცილებლად დავიბრუნებთ და ამაში ჩვენი მთავარი მშვიდობიანი იარაღი - სოლიდარობა დაგვეხმარება“, - წერს ტიხანოვსკაია სოციალურ ქსელში.

შსს

25 ოქტომბერი 2020, 22:58

სამართალი

პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმრის დაყაჩაღების ფაქტზე 2 პირი დააკავა

„ლ.ი.-მ და ი.კ.-მ ცოლ-ქმარს და მათ ორ შვილს ხელ-ფეხი შეუკრეს, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობის მუქარით, უკანონოდ დაეუფლნენ სახლში არსებულ 16 100 ლარს, ლეპტოპს, მობილურ ტელეფონებს და შემთხვევის ადგილიდან ჯ.ფ.-ის კუთვნილი ავტომობილით მიიმალნენ. სამართალდამცველებმა გატაცებული ავტომობილი მომხდარიდან მალევე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მიტოვებული იპოვეს. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულების მიერ ყაჩაღობის გზით დაუფლებული თანხის ნაწილი, ლეპტოპი და მობილური ტელეფონი“, - ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

25 ოქტომბერი 2020, 22:42

რეგიონი

„იმედის კვირა“ დევნილ ოჯახებს შეხვდა, რომლებმაც ქუთაისში ახალი ბინები მიიღეს

ქუთაისში 274-მა დევნილმა ოჯახმა ახალი ბინა მიიღო. წლის ბოლოს ქალაქში დევნილებზე კიდევ 111 ბინა განაწილდება. დამატებით 800 ბინის მშენებლობა მიმდინარეობს, საიდანაც 240 ბინა დევნილ ოჯახებს მომდევნო წელს გადაეცემა. ამასთან, 2021 წელს დასრულდება 6 კორპუსის მშენებლობა წყალტუბოში, საიდანაც ბინას 420 დევნილი ოჯახი მიიღებს.

ეკატერინე ტიკარაძე

25 ოქტომბერი 2020, 22:33

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს იმდენი პაციენტის მართვას, რამდენსაც გაუძლებენ ჩვენი ექიმები

„საწოლფონდს და სასუნთქ აპარატს არ აქვს იმდენად დიდი მნიშვნელობა თუ რა რაოდენობის გვაქვს ქვეყანაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ექიმების ინტელექტუალური რესურსი და მათი რიცხოვნება. აქედან გამომდინარე, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს იმდენი პაციენტის მართვას, რამდენსაც გაუძლებენ ჩვენი ექიმები. სწორედ ამიტომ ყოველთვის ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას, რომ მნიშვნელოვანი არის მაქსიმალურად დავიცვათ საკუთარი თავი და საკუთარი ოჯახის წევრები, ვინაიდან ეს პირდაპირპროპორციულად აისახება სისტემის გადატვირთულობაზე“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

25 ოქტომბერი 2020, 22:30

საზოგადოება

ევროპული სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღება უკვე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტშიც შესაძლებელია

გასულ კვირას სწავლა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაიწყო. იმ სასწავლებელში, რომლის მაშტაბური და რეგიონში უპრეცედენტო პროექტი, ფონდმა „ქართუ“ მილიარდი ევროთი დააფინანსა. უმაღლესი სასწავლებლის შერჩევისას ყოველთვის ფიქრობ, სად შეიძლება ნახო ისეთი გარემო და ყველა პირობა, რათა მიიღო საუკეთესო დასავლური განათლება შენი ოცნებების მისაღწევად.

ჯონდი ბაღათურია

25 ოქტომბერი 2020, 22:25

პოლიტიკა

ჯონდი ბაღათურია: ქონების აბსოლუტური უმრავლესობა გიული ალასანიას მფლობელობაში გადადიოდა პრეზიდენტის ბრძანებულებებით

„ამ ქონების აბსოლუტური უმრავლესობა ალასანიას მფლობელობაში გადადიოდა პრეზიდენტის ბრძანებულებებით, რომელთა მიხედვითაც სახელმწიფო ქონება გადადიოდა დედამისი საკუთრებაში. ეს ზოგჯერ იყო სიმბოლურად 1 ლარად, ზოგჯერ იყო 200 ლარად, ზოგჯერ საერთოდ უფასოდ“, - აცხადებს ბაღათურია.

ელდარ გოგოლაძე

25 ოქტომბერი 2020, 22:01

სამართალი

ვინ არის ელდარ გოგოლაძე და რატომ ალაპარაკდა ის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოლენამდე ერთი კვირით ადრე

,,ქართუ ჯგუფის“ დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსით, ელდარ გოგოლაძით „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია რატომღაც არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დაინტერესდა. საძიებო ველში ელდარ გოგოლაძის სახელი გასული საუკუნის გახმაურებულ და დღემდე გაუხსნელ მკვლელობას უკავშირდება. მკვლელობას, სადაც გაცილებით ადრე ჩანდა რუსული კვალი, ვიდრე „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია მას რუსული დეზინფორმაციის ნაცადი ხერხით კონსპიროლოგიის ტალღის ასაგორებლად, ავანსცენაზე გამოიყვანდა.

კორონავირუსი აფხაზეთი

25 ოქტომბერი 2020, 21:54

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა 3 739-ს აღწევს, 1462 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 35 კი გარდაიცვალა.

ზუგდიდი საქართველოს ბანკი

25 ოქტომბერი 2020, 21:51

საზოგადოება

როგორ გააშუქა მედიის ნაწილმა ზუგდიდში განვითარებული მოვლენები

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.