imedi /  06 ოქტომბერი 2019, 14:59 / სანდო წყარო

აშშ-ში ბარში სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ სროლა

კანზასის შტატში სროლას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი დაიჭრა. ამის შესახებ BBC წერს. 

შემთხვევა კანზას-სიტიში მოხდა. შეიარაღებული კაცი ერთ-ერთ ბარში შევიდა და სროლა დაიწყო. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ბოროტმოქმედმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოასწრო. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ყველა სიახლე

11 ივლისი 2020, 10:54

COVID19

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსოფლიოს უმსხვილესი ავიაგადამზიდი ამდენ სამუშაო ადგილს ამცირებს. ახალი კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე, Emirates-ს 60 ათასი თანამშრომელი ჰყავდა.

11 ივლისი 2020, 10:36

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. პაციენტი კორონავირუსის დიაგნოზით ერთ-ერთი საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს. მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს. ბოლო 24 საათის განმავლიბაში ლაბორატორიაში 1139 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და დადებითი პასუხი ერთ შეთხვევაში მიიღეს.

კონსტანტინე მიქაუტაძე

11 ივლისი 2020, 10:32

სპორტი

კონსტანტინე მიქაუტაძემ „მონპელიე“ დატოვა

კონსტანტინე მიქაუტაძემ „მონპელიე“ დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას Montpellier Herault Rugby ავრცელებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბეს კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისს დაუსრულდა და როგორც ჩანს, მისი გახანგრძლივების თაობაზე მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რადგან გუნდმა ის ახალი სეზონისთვის 39-კაციან განაცხადში არ შეიყვანა. მიქაუტაძე „მონპელიეში“ 2016 წელს „ტულონიდან“ გადავიდა და მას შემდეგ გამართულ 53 შეხვედრაში ერთი ლელო დადო.

Aratasaurus museunacionali

11 ივლისი 2020, 10:30

ტექნოლოგიები

ბრაზილიაში დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობის წიაღისეული აღმოაჩინეს

Aratasaurus museunacionali საშუალო ზომის ტერაპოდებს მიეკუთვნება. არქეოლოგების ცნობით, ახალგაზრდა ცხოველის წონა დაახლოებით 34 კილოგრამი იყო, სიმაღლე კი 3 მეტრს აღემატებოდა. სპეციალისტები მიიჩვენენ, რომ აღმოჩენა ტეროპოდების ევოლუციის ისტორიას უფრო გასაგებს გახდის. მათივე თქმით, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ მილიონობით წლის წინ რეგიონში ბევრი სხვადასხვა სახეობა ბინადრობდა.

პირველკლასელთა რეგისტრაცია

11 ივლისი 2020, 10:28

საზოგადოება

პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის დაწყების თარიღი შეიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა. შედეგად, 20 აგვისტოს ნაცვლად პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი 13 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება.

ეკატერინე ტიკარაძე

11 ივლისი 2020, 10:24

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძესა და ჩეხეთის ელჩს შორის გამართულ შეხვედრაზე პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დაგეგმილი პროექტები განიხილეს

პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დაგეგმილი პროექტები განიხილეს ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ჩეხეთის ელჩს შორის გამართულ შეხვედრაზე. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩეხეთის რესპუბლიკა და განვითარების სააგენტო საქართველოში პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობისა და ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარების მიზნით ორ პროექტზე მუშაობს.

11 ივლისი 2020, 10:22

მსოფლიო

ნეპალში წყალდიდობასა და მეწყერს 23 ადამიანი ემსხვერპლა

დასავლეთ ნეპალში, ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს 23 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით დაკარგულს ეძებენ და ათასობით პირს საცხოვრებლის დატოვება მოუწია. „ველით მსხვერპლის რაოდენობის ზრდას, რადგან მაჩველებმა ახლახანს მიაღწიეს იმ ადგილს, სადაც მსხვერპლებს ვეძებთ“.

კორონავირუსი

11 ივლისი 2020, 10:22

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გავრცელდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 981 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 851 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 31 მოქალაქეა გადმოყვანილი.

ვანი საზოგადოებრივი ცენტრი

11 ივლისი 2020, 10:08

რეგიონი

ვანში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

ცენტრისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა აშენდა, რომელიც შშმ პირებისთვის არის ადაპტირებული. აქ სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ვანის და 50-მდე სოფლის 32 ათასამდე მცხოვრები ისარგებლებს. ცენტრის როგორც საჯარო, ისე კერძო სერვისებით სარგებლობა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იქ ჩასულ სტუმრებსაც შეეძლებათ. ყველსათვის ხელმისაწვდომი იქნება, აგრეთვე, 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტი და სკაიპის ოთახი.

ლუკა იოვიჩი

11 ივლისი 2020, 10:04

სპორტი

მადრიდის „რეალის“ ფორვარდი ლუკა იოვიჩი კარანტინშია

მადრიდის „რეალის“ სერბი ფეხბურთელი ლუკა იოვიჩი კარანტინშია. ესპანური მედიის ცნობით, იოვიჩის მეგობარს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მასთან სახლში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. მართალია, თავად იოვიჩის ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, მაგრამ რისკის თავიდან აცილების მიზნით, 22 წლის ფორვარდმა გადაწყვიტა 14-დღიან კარანტინში გადასულიყო, რაშიც სამეფო კლუბის ხელმძღვანელობაც დაეთანხმა.

11 ივლისი 2020, 09:58

თავდაცვა

უწყებათაშორისი სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა

თავდაცვის სამინისტროს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში უწყებათაშორისი სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა. სამთო სწავლება თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებმა და სკოლის პირადმა შემადგენლობამ შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეებთან ერთად გაიარეს.

კაშია ყაზაიშვილი

11 ივლისი 2020, 09:55

სპორტი

გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა მაისურებზე გიორგი შაქარაშვილის სახელი დაიწერეს

MLS-ის პირველი ტურის შეხვედრებში, ორგანიზატორებმა გამონაკლისი დაუშვეს და მაისურზე, ნომრის ქვეშ, ფეხბურთელებს ნებისმიერი ადამიანის სახელის განთავსების უფლება მისცეს. „სან ხოსეს“ რიგებში მოასპარეზე ქართველმა ფეხბურთელებმა, გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა ისარგებლეს ამ უფლებით და ზურგზე „საბურთალოს“ ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის სახელი და გვარი დაიწერეს.

კუს ტბის საბაგირო

11 ივლისი 2020, 09:47

საზოგადოება

კუს ტბის საბაგირო გზამ მუშაობა განაახლა

კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებსჩვეულ რეჟიმში მოემსახურება.

კორონავირუსი ინდოეთი

11 ივლისი 2020, 09:40

COVID19

ინდოეთში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების ანტირეკორდი დაფიქსირდა

ინდოეთში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 27 114 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

11 ივლისი 2020, 09:25

მსოფლიო

საპროტესტო აქციის მონაწილეები სერბეთის პარლამენტში შეიჭრნენ

პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის საწინააღმდეგო პროტესტები რამდენიმე დღის წინ დაიწყო, მას შემდეგ რაც ვუჩიჩმა კომენდანტის საათის დაწესება დააანონსა. ორდღიანი პროტესტების შემდეგ პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება შეცვლა, თუმცა საპროტესტო აქციები ამით არ ამოიწურა.

ძაღლი გიურზა

11 ივლისი 2020, 09:11

საზოგადოება

ტაბახმელაში ძაღლმა ბავშვი გიურზასგან გადაარჩინა

ტაბახმელაში ძაღლმა ბავშვი გიურზასგან გადაარჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 10 ივლისს მოხდა. ძაღლმა ეზოში მოთამაშე 5 წლის ბავშვი გიურზას თავდასხმისგან გადაარჩინა და თავად მხოლოდ დროული სამედიცინო ჩარევით გადაურჩა სიკვდილს.

ალექსანდრია პლაჟი

11 ივლისი 2020, 09:04

მსოფლიო

ეგვიპტეში ზღვაში დაიხრჩო 10 ადამიანი, რომლებიც ბავშვის გადარჩენას ცდილობდნენ

ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიასთან, ხმელთაშუა ზღვაში სულ მცირე 11 ადამიანი დაიცხრჩო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა New York Times-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, დილით ადრე ადამიანები ზღვაში საბანაოდ შევიდნენ, შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანის შვილმა შველა ითხოვა. მისი გადარჩენა 10-მა ადამიანმა სცადა, თუმცა 10-ვე გარდაიცვალა.

11 ივლისი 2020, 08:49

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 1,8 მილიონს გადააჭარბა

ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 1,8 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. ქვეყანაში ვირუსი უკვე 1 800 827 (+45 048) ადამიანს დაუდასტურდა, 70 398 (+1214) ინფიცირებული გარდაიცვალა, 1 217 361 (+31765) კი გამოჯანმრთელდა.

აშშ საფრანგეთი

11 ივლისი 2020, 08:33

ეკონომიკა

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა

აშშ-ის ხელისუფლებამ საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. საქონლის ჩამონათვალში კოსმეტიკური პროდუქცია და ჩანთები მოხვდა. გადაწყვეტილება 2021 წლის 6 იანვარს ამოქმედდება, თუმცა აშშ-ს ამოქმედების თარიღის გადმოწევა შეუძლია.

პროგრამა არტემიდა

11 ივლისი 2020, 08:25

ტექნოლოგიები

NASA და იაპონია მთვარის ერთობლივ შესწავლაზე შეთანხმდნენ

აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო (NASA) და იაპონია პროგრამა „არტემიდას“ შეთანხმების ფარგლებში მთვარის ერთობლივ შესწავლაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ NASA ავრცელებს.