Nationalinterest-ი: საქართველო ამერიკასთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას იმსახურებს

ფოტო: shutterstock.com
„თბილისმა დაამტკიცა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ნაკისრი ვალდებულების გამოხატვასა და მეტად ძლიერ ალიანსს იმსახურებს“, - ამის შესახებ გამოცემა Nationalinterest-ი წერს.
გამოცემა სტატიაში რუსეთის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შეჭრის საკითხსაც განიხილავს:
„თერთმეტი წლის წინ, რუსეთი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შეიჭრა ბრუტალური, ხუთდღიანი ომის ინიცირების გზით. დღეს რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი და ქვეყნის მიწების მიტაცების პროცესს აგრძელებს „მცოცავი ანექსიის“ გზით.
თუმცა, რუსეთის საზიანო გავლენის მიუხედავად, საქართველომ უშველებელი წინსვლა იქონია ბოლო ათწლეულის განმავლობაში. მთავრობა აგრძელებს სვლას დასავლეთთან მეტი ინტეგრაციისკენ და საქართველოს ეროვნული ეკონომიკის ლიბერალიზაციის ნაწილში მიღწეული პროგრესი უდავოდ აღსანიშნავია. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის პრეტენდენტია საქართველო 2008 წლიდან და განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა ევროკავშირთან 2014 წლიდან ჩამოუყალიბდა, როდესაც ასოცირების შეთანხმებას მოეწერა ხელი. სხვა მრავალ დათქმასთან ერთად, მასში განსაზღვრულია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე. ეს საქართველოს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ე.წ. ოთხგანზომილებიან თავისუფლებას ანიჭებს: საქონლისა და მომსახურების, კაპიტალისა და ხალხის თავისუფალი გადაადგილების უფლებას“, - წერს გამოცემა.
გამოცემა წერს, რომ საქართველომ ძლიერი პარტნიორობა შეინარჩუნა შეერთებულ შტატებთან. ის წლებია განაგრძობს აშშ მისიაში მონაწილეობას ავღანეთში და დღემდე 870 ჯარისკაცი ჰყავს დისლოცირებული ადგილზე, თან უკანა ხაზზე მდგომი პოზიცია ნამდვილად არ გააჩნია. საქართველომ ყველაზე დიდი დანაკარგი იწვნია ავღანეთში განლაგებული კოალიციის ყველა პარტნიორთან შედარებით.
„ამერიკის შეერთებული შტატები უკვე წლებია განიხილავს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას საქართველოსთან. ახლა უკვე დადგა ამის დრო.
ეკონომიკური რეფორმების განხორციელებითა და საერთაშორისო დონეზე დასავლეთის გმირული მხარდაჭერით, საქართველომ დაამტკიცა, რომ თავისუფალი სავაჭრო პარტნიორობის ღირსია. „სუფრა გაშლილია“ - ყველაფერი მზადაა შეთანხმების გასაფორმებლად. მაღალი დონის სავაჭრო დიალოგი წარმოებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. პროცესი 2012 წლის იანვარში დაიწყო. საქართველოს საელჩოს საიტზე დიალოგი აღწერილია როგორც „ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პლატფორმა, რომელსაც გააჩნია ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის პოტენციალი“, - წერს გამოცემა.
გამოცემის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასევე ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებას და ორმხრივ სავაჭრო და საინვესტიციო ჩარჩო შეთანხმებას.
„თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება მხოლოდ გააძლიერებს ისედაც მყარ აშშ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებს. თუმცა, თუ შეერთებული შტატები მოისურვებს მყისიერი ეფექტი იქონიოს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის დაწინაურებაზე და მხარდაჭერის დემონსტრირებაზე, მაშინ კონგრესმა სწრაფად უნდა დაამტკიცოს კელი დეგნანი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩად. თბილისს აშშ ელჩი უკვე წელიწად ნახევარია არ ჰყავს და ამის ეფექტი ქართველებში შეიგრძნობა.საქართველომ დაამტკიცა, რომ ის იმსახურებს შეერთებული შტატების მიერ ნაკისრი ვალდებულების გამოხატვას და უფრო ძლიერ ალიანსს. მან ასევე დაამტკიცა, რომ შეუძლია და იმსახურებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას შეერთებულ შტატებთან. დრო ნამდვილად არ არის დასაკარგი“, - წერს გამოცემა.
ყველა სიახლე

05 დეკემბერი 2023, 16:51
რეგიონი
დევნილთა სააგენტო უარყოფს ინფორმაციას, რომ თითქოს ქუთაისში, ყოფილი სასტუმროს შენობა ისე გაიყიდა, იქ მცხოვრები დევნილი ოჯახები სახელმწიფომ საცხოვრებლით არ უზრუნველყო
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობა ისე გაიყიდა, რომ იქ მცხოვრები დევნილი ოჯახები სახელმწიფომ საცხოვრებლით არ უზრუნველყო, სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

05 დეკემბერი 2023, 16:28
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა.

05 დეკემბერი 2023, 16:15
ტაბლოიდი
ბრიტნი სპირსი დედასთან, ლინ სპირსთან ურთიერთობას აღადგენს
ბრიტნი სპირსი დედასთან, ლინ სპირსთან ურთიერთობას აღადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას Page six ავრცელებს. მომღერალთან დაახლოებული წყაროს თქმით, ბრიტნის დედა ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ ბრიტნის ცხოვრება დაბრუნდეს. „დედამისს ბრიტნი ძალიან უყვარს. ამაში ეჭვი არავის ეპარება. ურთიერთობის გაფუჭებაზე ბრალს ლინი თავის თავზე იღებს“, - აღნიშნა წყარომ.

05 დეკემბერი 2023, 16:13
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: უნგრეთი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მტკიცედ უჭერს მხარს, მნიშვნელოვანი პოზიციები ჟღერდება და ფიქსირდება უნგრეთის მხრიდან,
„მნიშვნელოვანია, რომ ის მხარდაჭერა, რაც აქამდე იყო გაჟღერებული უნგრული მხრიდან, ასევე გაგრძელდეს საქართველოსთან მიმართებაში. შეხვედრები გვექნება ევროკავშირის საქმეთა სამინისტროსთან, ასევე პარლამენტის მნიშვნელოვანი თანამდებობის პირებთან, რომლებსაც უკავშირდება უშუალოდ ევროკავშირის საბჭოში პოზიციების შემუშავება, დაფიქსირება და გაჟღერება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის საბჭომდე ერთი კვირით ადრე ეს ვიზიტი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა

05 დეკემბერი 2023, 16:12
ტაბლოიდი
კიმ კარდაშიანი ახალ სერიალში ადვოკატ ლორა ვასერის როლს შეასრულებს
კიმ კარდაშიანი ახალ სერიალში ადვოკატ ლორა ვასერის როლს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას Page Six ავრცელებს. რეალითი შოუს ვარსკვლავი განქორწინების საკითხში ლოს-ანჯელესის ყველაზე წარმატებული იურისტის როლს მოირგებს.

05 დეკემბერი 2023, 16:11
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვა ვენეციის კომისიის მოთხოვნაა და შესაბამისი პუნქტი აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში, სასპეკულაციო არაფერია
იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვა ვენეციის კომისიის ერთ-ერთი მოთხოვნაა. აქედან გამომდინარე, შესაბამისი პუნქტი აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში და კანონპროექტი მიიღება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

05 დეკემბერი 2023, 16:10
სპორტი
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტიდან ახალგაზრდობის მიმართულების განათლების და მეცნიერების კომიტეტისთვის გადაცემა იგეგმება
მისივე თქმით, მთავრობის სტრუქტურაში მიმდინარე ცვლილებები საკომიტეტო საქმიანობაზეც აისახება და შესაბამისად, რეგლამენტში ცვლილებების თანახმად, კომიტეტების სახელწოდებები - განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტად და სპორტის კომიტეტად შეიცვლება. კომიტეტის წევრებმა რეგლამენტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.

05 დეკემბერი 2023, 16:08
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ხელისუფლებამ შეიმუშავა გეგმა, რომელიც არის განხილვის რეჟიმში ევროპელ პარტნიორებთან, გეგმა ითვალისწინებს თითოეული პუნქტის შესრულებაში ოპოზიციის, ასევე, არასამთავრობოების მონაწილეობას
ხელისუფლებამ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც ახლა არის განხილვის რეჟიმში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ეს სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს თითოეული პუნქტის შესრულებაში ოპოზიციისა და, ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების თანამონაწილეობას, ჩვენთვის აბსოლუტურად ღიაა ეს პროცესი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

05 დეკემბერი 2023, 16:07
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის სასარგებლოდ ევროკავშირი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს
„ევროკავშირის და უნგრეთის მოლაპარაკებები არის ევროკავშირისა და უნგრეთის საქმე, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. საბოლოო ჯამში, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება დადებითი გადაწყვეტილებები მიღებული ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, მათ შორის უკრაინის სასარგებლოდ, მოლდოვის სასარგებლოდ“

05 დეკემბერი 2023, 16:06
სამართალი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის ფაქტზე შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ინსპექტორი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

05 დეკემბერი 2023, 16:05
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: უნგრეთი არის საქართველოს ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს უნგრელ პარტნიორებთან მუდმივ რეჟიმში გვქონდეს თანამშრომლობა
კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებამდე ერთი კვირით ადრე უნგრეთში ვიზიტი მნიშვნელოვანია, რათა ერთად ვიმსჯელოთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

05 დეკემბერი 2023, 15:51
ეკონომიკა
ნათია თურნავამ USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

05 დეკემბერი 2023, 15:43
რეგიონი
„გასტრო ბათუმის“ ფარგლებში კერძების მომზადების მასტერკლასები მიმდინარეობს
„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პირველ გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო ბათუმი“ რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და აჭარული კერძების სარესტორნო ქსელებში დანერგვის მიზნით ატარებს.

05 დეკემბერი 2023, 15:33
საზოგადოება
ხვალ აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში ძლიერი თოვაა მოსალოდნელი
6 დეკემბერს დღის მეორე ნახევრიდან 7 დეკემბრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

05 დეკემბერი 2023, 15:30
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციურ არხებს სიცრუეში ამხელს
ოთარ ფარცხალაძე არ არის საქართველოში და პასუხს ვაგებ ჩემს ყველა სიტყვაზე, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება რამდენი ოპოზიციური არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, რომლის თანახმად, ოთარ ფარცხალაძის საქართველოში რუსული პასპორტით შემოვიდა.

05 დეკემბერი 2023, 15:24
ეკონომიკა
პაატა კვიჟინაძემ TWINNG-ის პროექტის ფარგლებში შეხვედრა გამართა
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე ნიდერლანდების ფინანსთა და ეკონომიკის აკადემიის უფროს მრჩეველს ვიმ საიკერს, ნიდერლანდების სახელმწიფო საბჭოს მთავარ მრჩეველს ლუკა ბასტიანს და ავსტრიის პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს ჰელმუტ ბერგერს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

05 დეკემბერი 2023, 15:18
ტაბლოიდი
ფილმ The Apprentice-ის გადასაღები მოედნიდან დონალდ ტრამპის როლში გარდასახული სებასტიან სტენის ფოტოები გავრცელდა
მსახიობი ფილმში ამერიკის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის როლს ასრულებს. ფოტოებში სტენი ქერა პარიკითა და შავი მოსასხამითაა ნაჩვენები.

05 დეკემბერი 2023, 15:14
საზოგადოება
სელფის კორპორაციული კლიენტები ოპტიმოს პაკეტებზე სპეციალური პირობებით ისარგებლებენ
თბილისი, 5 დეკემბერი, 2023 - სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, კორპორაციული კლიენტების მზარდი ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით, პარტნიორობა გააფორმა ოპტიმოსთან - საქართველოში წამყვანი მენეჯერული აღრიცხვის პროგრამის მიმწოდებელთან. შედეგად, სელფის მომხმარებელი ისარგებლებს სპეციალური პირობებით ოპტიმოს მრავალფეროვან კორპორაციულ პაკეტებზე.

05 დეკემბერი 2023, 15:10
პოლიტიკა
ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა“ 17-მა წევრმა დატოვა
ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა" 17-მა წევრმა დატოვა, მათ შორის ზუგდიდის საკრებულოს 14-მა წევრმა და ადგილობრივი ორგანიზაციის 3-მა წარმომადგენელმა. გადაწყვეტილიყოს მიზეზად პარტიაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს ასახელებენ და აცხადებენ, რომ პარტია დაყოფილია და არადემოკრატიული პრინციპებით იმართება.

05 დეკემბერი 2023, 15:07
პოლიტიკა
ანა წითლიძე: მელიას შტაბის წარმომადგენლები მიყოლებით ეცდებიან, რომ პარტიიდან წავიდნენ
მელიას შტაბის წარმომადგენლები მიყოლებით ეცდებიან, რომ პარტიიდან წავიდნენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა. მისი თქმით, 11 წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ცოცხალი ორგანიზმი, ვიღაცა წავა, ვიღაცა მივა.