Imedi /  12 ოქტომბერი 2019, 14:57 / სანდო წყარო

ინგლისსა და ჩეხეთს შორის დაპირისპირებამდე 31 გულშემატკივარი დააკავეს

პრაღის პოლიციამ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე 31 ადამიანი დააკავა. 

მედიის ცნობით, დაკავება ჩეხეთისა და ინგლისის ნაკრებების დაპირისპირებამდე გულშემატკვივრების ძალადობრივ ქმედებებს მოჰყვა. გულშემატკივრებმა რესტორნის სიახლოვეს მყოფ პოლიციის თანამშრომლებს ბოთლები ესროლეს.

მომხდართან დაკავშირებით ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა გარეტ საუტგეიტმა თქვა, რომ გულშემატკივრების ასეთი ქცევა ყოველთვის იმედგაცრუებას იწვევს. ინგლისელები ჩეხეთთან ანგარიშით 2:1 დამარცხდნენ.

ყველა სიახლე

კონსტანტინ ზატულინი

15 ოქტომბერი 2019, 20:23

მსოფლიო

აზერბაიჯანმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

აზერბაიჯანი თვითაღიარებულ მთიან ყარაბაღში რუსი დეპუტატის კონსტანტინ ზატულინის ვიზიტს აპროტესტებს. რუსული მედიის ინფორმაციით, ვიზიტის გამო ბაქომ მოსკოვს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ გაგზავნილ ნოტაში ნათქვამია, რომ ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრის ვიზიტი ბაქოსთვის დაუშვებელია.

სონია ალი

15 ოქტომბერი 2019, 20:12

ტაბლოიდი

დიდ ბრიტანეთში კიმ კარდაშიანის „ორეული“ აღმოაჩინეს

დიდ ბრიტანეთში კიმ კარდაშიანის „ორეული“ აღმოაჩინეს. გამოცემა The Sun-ის ცნობით, 24 წლის ბლოგერი სონია ალი ლონდონში დაიბადა, თუმცა ახლა დუბაიში ცხოვრობს. სონიას და მის 27 წლის დას ფიზას საერთო Instagram-ი აქვთ, რომელშიც ისინი კოსმეტიკური საშუალებებს განიხილავენ. დების ვიდეობლოგს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

ლუდოვიკ ორბანი

15 ოქტომბერი 2019, 20:01

მსოფლიო

რუმინეთის პრეზიდენტმა პრემიერმინისტრად ოპოზიციონერი დანიშნა

მემარცხენე ცენტრისტი პრემიერმინისტრის ვიორიკა დენჩილეს მთავრობა ამ თვეში ჩამოიშალა მას შემდეგ რაც პარლამენტმა მას უნდობლობა გამოუცხადა. ორბანმა ახლა ისეთი მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა უნდა ჩამოაყალიბოს, რომელიც პარლამენტის ნდობას დაიმსახურებს.

ელექტრომოტოციკლი LifeWire

15 ოქტომბერი 2019, 19:52

ტექნოლოგიები

Harley-Davidson-მა ელექტრომოტოციკლის გაყიდვა დაწყებიდან ორ კვირაში შეწყვიტა

The Wall Street Journal​-ის ინფორმაციით, ელექტრომოტოციკლების წარმოება დასატენ მოწყობილობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეწყვიტეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ პრობლემის აღმოსაფხვრაზე მუშაობენ, თუმცა წარმოების განახლების თარიღს არ ასახელებენ.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

15 ოქტომბერი 2019, 19:34

ეკონომიკა

ნოტრ-დამის აღდგენის პირველი ეტაპის ფარგლებში უკვე €37 მილიონი დაიხარჯა

საფრანგეთის კულტურის მინისტრის ფრანკ რისტერის განცხადებით, ხანძრის შემდეგ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენას 5 წელი დასჭირდება. ფრანკ რისტერის თქმით, სარესტავრაციო სამუშაოები ხარისხიანად უნდა ჩატარდეს და მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები.

სახლის ჩამონგრევა

15 ოქტომბერი 2019, 19:25

მსოფლიო

ბრაზილიაში შვიდსართულიანი სახლის ჩამონგრევას მსხვერპლი მოყვა

გამოცემა G1-ის ცნობით, შენობა ქალაქის ფეშენებელურ რაიონში მდებარეობს და მისი აშენების კანონიერებასთან დაკავშირებით ეჭვი არ არსებობს. ჩამონგრევის მომენტში შენობის მიმდებარედ მყოფი რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სირია

15 ოქტომბერი 2019, 19:25

მსოფლიო

რუსეთი აცხადებს რომ თურქეთის და ბაშარ ასადის ძალებს შორის შეტაკებებს არ დაუშვებს

ლავრენტიევმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტის დროს თქვა, რომ თურქეთის ქმედებებს "მიუღებელი" უწოდა და დასძინა, რომ თურქი და სირიელი ოფიციალური პირები ერთმანეთთან კომუნიკაციაში არიან, რათა დაპირისპირება თავიდან აირიდონ.

მიწისძვრა

15 ოქტომბერი 2019, 19:22

საქართველო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 4.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ხარაგაულში, სოფელი ჩალხეეთი იყო. ბიძგები მიწის ზედაპირიდან 18 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 18:57 საათზე დაფიქსირდა.

როლანდ ახალაია

15 ოქტომბერი 2019, 19:01

საქართველო

როლანდ ახალაია ბოკერიასა და ბაქრაძეს მისი ოჯახის განადგურებაში ადანაშაულებს

წლებია, ხმა არ ამოგიღიათ თქვენს თანამებრძოლ პოლიტიკურ ტუსაღებზე და ვის ჰპირდებით პოლიტიკურ ამნისტიას? ალბათ თქვენ თავსაც გულისხმობთ, რადგან არანაკლები წვლილი მიგიძღვით მათ პოლიტიკურ დევნაში, - ამ სიტყვებით მიმართავს ყოფილი დეპუტატი როლანდ ახალაია „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს გიგა ბოკერიასა და დავით ბაქრაძეს.

მფრინავი მანქანა

15 ოქტომბერი 2019, 18:51

ტექნოლოგიები

Boeing-ი და Porsche მფრინავი ელექტრო მანქანის შესაქმნელად ერთიანდებიან

თვითმფრინავების მწარმოებელი ამერიკული გიგანტი Boeing-ი და სპორტული მანქანების მწარმოებელი გერმანული Porsche მფრინავი ელექტრომანქანის შესაქმნელად ერთიანებიან. კომპანიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ წერია რა ოდენობის ინვესტიციის ჩადებას აპირებენ მფრინავი ელექტრომობილის შექმნისთვის.

ჯენიფერ ენისტონი

15 ოქტომბერი 2019, 18:46

ტაბლოიდი

ჯენიფერ ენისტონი ინსტაგრამზე დარეგისტრირდა

ჯენიფერ ენისტონი ინსტაგრამზე დარეგისტრირდა და პირველი ფოტოც გამოაქვეყნა. ამიერიდან მსახიობის ფანებს, უკვე შეუძლიათ ინტერნეტში მისი ერთადერთი ოფიციალური პროფილის მიმდევრები გახდეთ. „და ჩვენ უკვე ინსტაგრამზეც ვმეგობრობთ, გამარჯობა", - წერს მსახიობი ფოტოზე,

ვერტმფრენი

15 ოქტომბერი 2019, 18:44

მსოფლიო

ავღანეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

ავღანეთის ჩრდილოეთში ქვეყნის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ავღანეთის არმიის წარმომადგენელზე დაყრდნობით ტელეარხი TOLOnews-ი ავრცელებს. მისი ცნობით, ინციდენტი ბალხის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ მაზარი-შარიფის მახლობად, ჰაირატანის რაიონში მოხდა.

სალომე ზურაბიშვილი

15 ოქტომბერი 2019, 18:32

საქართველო

პრეზიდენტი ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაპონელ ხალხს ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად დაღუპულთა გამო უსამძიმრებს. როგორც პრეზიდენტი Twitter-ზე წერს, „საქართველო იაპონელი ხალხის გვერდით დგას“. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ სტიქიის შემდეგ იაპონია სწრაფად შეძლებს განახლებას.

ბელა ჰადიდი

15 ოქტომბერი 2019, 18:28

ტაბლოიდი

ბელა ჰადიდის გარეგნობა იდეალურად აღიარეს

ლონდონის კოსმეტიკური და პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელმა ჯულიან დე სილვამ 23 წლის ბელა ჰადიდის სახე „ოქროს კვეთის“ პროპორციებს შეადარა. როგორც აღმოჩნდა, ბელა ჰადიდის სახის პროპორციები იდეალურთან 94,35%-ით არის მიახლოებული.

ლედი და მაწანწალა

15 ოქტომბერი 2019, 18:23

კულტურა

Disney-მ „ლედი და მაწანწალას“ ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა

კომპანია Disney-მ „ლედი და მაწანწალას“ ეკრანიზაციის ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა. ფილმის რეჟისორი ჩარლი ბინია, სცენარის ავტორი კი ენდრიუ ბუჟალსკი. მთავარ გმირებს მსახიობები ჯასტინ ტერუ და ტესა ტომპსონი ახმოვანებენ. ფილმის პრემიერა Disney+-ის სტრიმინგ სერვისზე 12 ნოემბერს გაიმართება.

ანაკლიის პროექტი

15 ოქტომბერი 2019, 18:17

ეკონომიკა

ტედ ჯონასი: უცხოელი ინვესტორის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არასდროს მინახავს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თქმით, მისი ხანგრძლივი გამოცდილების ფარგლებში, არ ჰქონია არცერთი შემთხვევა ისეთი დამოკიდებულებისა, რომელიც ხელისუფლებამ ამჯერად ინვესტორების მიმართ გამოავლინა.

ესპანეთი თურქეთი

15 ოქტომბერი 2019, 17:56

მსოფლიო

თურქეთში იარაღის ექსპორტზე ლიცენზიების გაცემა ესპანეთმაც შეაჩერა

სირიაში ანკარის სამხედრო ოპერაციის გამო თურქეთში იარაღის ექსპორტზე ლიცენზიების გაცემა ესპანეთის მთავრობამაც შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მანამდე ანალოგიური ზომები გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მიიღეს.

ფილმი Bombshell

15 ოქტომბერი 2019, 17:46

კულტურა

ნიკოლ კიდმანის, შარლიზ ტერონისა და მარგო რობის საერთო ფილმის დახურული ჩვენება გაიმართა

მსახიობები ლოს-ანჯელესში მათი საერთო ფილმის Bombshell-ის დახურულ ჩვენებაზე გამოჩნდნენ. როგორც უცხოური მედია წერს, სამივე მსახიობი შესანიშნავად გამოიყურებოდა. ოსკაროსანმა მსახიობმა, ნიკოლ კიდმანმა კლასიკური თეთრი სამოსი შეარჩია, შარლიზ ტერონმა შავი პიჯაკი და ტყავის ქვედაბოლო მოირგო, მარგომ კი ნიკოლის მსგავსად არჩევანი თეთრ ფერზე გააკეთა.

დანია ფერმა

15 ოქტომბერი 2019, 17:44

მსოფლიო

დანიაში მამას 6 შვილი 9 წლის განმავლობაში სარდაფში ჰყავდა გამოკეტილი

16-დან 25 წლამდე ახალგაზრდები 58 წლის მამასთან ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციაში ცხოვრობდნენ. გარე სამყაროსთან კონტაქტი მათ წლების მანძილზე არ ჰქონიათ. ერთ-ერთმა მათგანმა, 25 წლის კაცმა გაქცევა მოახერხა და ადგილობრივ კაფემდე მივიდა, რომლის მფლობელსაც დახმარება სთხოვა.

ტოკიო

15 ოქტომბერი 2019, 17:42

მსოფლიო

ტაიფუნ „ჰაგიბისის“ დროს ორ უსახლკაროს თავშესაფარზე უარი უთხრეს

იაპონიის პრემიერმინისტრის განცხადებით, თავშესაფრები ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად ყველა დაზარალებულისთვის ღია უნდა იყოს. შინზო აბემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნის დროს ორ უსახლკაროს თავშესაფარზე უარი უთხრეს.