imedi /  16 ოქტომბერი 2019, 20:18 / სანდო წყარო

კამბოჯაში არქეოლოგებმა ქხმერების იმპერიის დროინდელი ქალაქი აღმოაჩინეს

მაჰენდრაპარვატა

კამბოჯას ტერიტორიაზე, პნომ-კულენის მთაზე არქეოლოგებმა ქხმერების იმპერიის დროინდელი ქალაქი მაჰენდრაპარვატა აღმოაჩინეს. 2012-2015 წლებში ჩატარებული კვლევის შედეგები ჟურნალში Antiquity პირველად ახლა გამოქვეყნდა.

სპეციალური ლაზერული სკანირების საშუალებით მკვლევარებმა ზუსტად დაადგინეს ნანგრევების ადგილმდებარეობა. მეცნიერებმა შექმნეს ქალაქის რუკა, რომელიც ქხმერების იმპერიის ცენტრს წარმოადგენდა. ნანგრევები მე-9 საუკუნით არის დათარიღებული.

აქამდე მეცნიერებმა მაჰენდრაპარვატას მიახლოებული ადგილმდებარეობა იცოდნენ, ლაზერული სკანირების საშუალებით კი მათ ათასობით აქამდე უცნობი ობიექტი აღმოაჩინეს. მათი განცხადებით, ქალაქი 50 კვადრატული კილომეტრის ფართობს იკავებდა.

ყველა სიახლე

ზვიად ძიძიგური

15 ნოემბერი 2019, 12:05

საქართველო

კონსერვატორებმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს

კონსერვატორებმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „არ ვაპირებთ დავრჩეთ იქ, სადაც მორალურად და პოლიტიკურად გაუმართლებელ გადაწყვეტილებებს იღებენ“, - განაცხადა ძიძიგურმა.

15 ნოემბერი 2019, 12:05

ტექნოლოგიები

სიდნეიდან ლონდონში პირდაპირი ფრენა პირველად შესრულდა

ავსტრალიის ავიაკომპანია Qantas თვითმფრინავმა სიდნეიდან ლონდონში უწყვეტი ექსპერიმენტული ფრენა შეასრულა. CNN-ის ცნობით, თვითმფრინავმა ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ფრენა 19 საათს გაგრძელდა. მარშრუტის სიგრძემ 17,8 ათასი კილომეტრი შეადგინა.

სოფო ქაცარავა

15 ნოემბერი 2019, 11:57

საქართველო

სოფო ქაცარავა უმრავლესობაში დაბრუნების პერსპექტივას ვერ ხედავს

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, დეპუტატი სოფო ქაცარავა უმრავლესობაში დაბრუნების პერსპექტივას ვერ ხედავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამაზე საუბრისგან დეპუტატმა თავი შეიკავა.

ნინო წილოსანი

15 ნოემბერი 2019, 11:54

საქართველო

წილოსანი: პროპორციული საარჩევნო სისტემა ევროპის ბევრ ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს ქმნის

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა შეცდომა იქნებოდა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო წილოსანი წერს, რომელმაც გუშინ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი არ დაუჭირა. მისი თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემა ევროპის ბევრ ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს ქმნის.

ოთარ დანელია

15 ნოემბერი 2019, 11:48

საქართველო

დანელია: ტექნიკურად შესაძლებელია, რომ კონსტიტუციური პროექტის განხილვა გაგრძელდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ოთარ დანელიას განცხადებით, პროცედურები იძლევა იმის საშუალებას, რომ პარლამენტში კონსტიტუციური პროექტის განხილვა გაგრძელდეს. მისივე თქმით, ამისთვის გუნდის შიგნით შესაბამისი რესურსი უნდა გამოიძებნოს.

დაკავება აჭარა

15 ნოემბერი 2019, 11:22

ძალოვნები

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციაზე ოთხი ადამიანი დააკავეს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თანამშრომლებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ, პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა. სამართალდამცავები მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ღვინო

15 ნოემბერი 2019, 11:19

კულტურა

ამერიკელმა ღვინის მაგისტრმა ქართულ ღვინოზე წიგნი დაწერა

ამერიკელმა ღვინის მაგისტრმა, ლიზა გრანიკმა ქართულ ღვინოზე წიგნი The Wines of Georgia დაწერა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. წიგნის ელექტრონული ვერსია ღვინის კლასიკური ბიბლიოთეკის ვებგვერდზეა განთავსებული, სადაც ღვინოსა და ალკოჰოლიან სასმელებზე მსოფლიო ექსპერტების მიერ დაწერილი წიგნები თავმოყრილია.

როჯერ ფედერერი

15 ნოემბერი 2019, 11:11

სპორტი

ფედერერმა ჯოკოვიჩს მოუგო

ლონდონში ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე როჯერ ფედერერმა ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა. BBC-ის ინფორმაციით, შეხვედრა 1 საათსა და 12 წუთს გაგრძელდა და შვეიცარიელის გამარჯვებით, 6:4, 6:3 დასრულდა. ფედერერი ჯოკოვიჩის დამარცხებას ბოლო 4 წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა. წელს ჩოგბურთელები უიმბლდონის ტურნირის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს.

შინდისი

15 ნოემბერი 2019, 11:00

კულტურა

დიმიტრი ცინცაძეს ჰოლივუდში საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს

ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალი გაიმართა, სადაც დიმიტრი ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო ფილმისთვის „შინდისი“ გადასცეს. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. კინოფესტივალზე ძირითადად ის ფილმებია წარდგენილი, რომლებიც ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინაციებისთვის იბრძვიან.

Su-35

15 ნოემბერი 2019, 10:56

მსოფლიო

WSJ: აშშ ეგვიპტეს სანქციების დაწესებით ემუქრება

აშშ-მა გააფრთხილა ეგვიპტეს ხელისუფლება, რომ რუსეთისგან Su-35-ის ტიპის გამანადგურებლების შეძენის შემთხვევაში სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

ფინქი

15 ნოემბერი 2019, 10:40

ტაბლოიდი

PINK შემოქმედებით პაუზას იღებს

პოპვარსკვლავი ფინქი 2020 წელს მუსიკისგან დროებით დასვენებას აპირებს. Usatoday-ის ინფორმაციით , ამის შესახებ მომღერალმა ინტერვიუს დროს განაცხადა. მისი თქმით, მომდევნო წელიწადი სურს, რომ უმეტესად ოჯახს დაუთმოს. ფინქმა აღნიშნა, რომ შვილები სკოლისთვის ემზადებიან და ქმარს მისი გვერდით დგომა სჭირდება.

ვენესუელა ნავთობი

15 ნოემბერი 2019, 10:26

ეკონომიკა

Bloomberg: ვენესუელა ინდოეთში, ჩინეთსა და რუსეთში ფარულად მილიონობით ბარელ ნავთობს აგზავნის

ვენესუელა ინდოეთში, ჩინეთსა და რუსეთში ფარულად მილიონობით ბარელ ნავთობს აგზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს. ნავთობი მიეწოდება ტანკერებით, რომლებზეც ადგილმდებარეობის მანიშნებელი გადამცემებია გათიშული.

პარლამენტი

15 ნოემბერი 2019, 10:00

საქართველო

დღეს გახდება ცნობილი გაიზრდება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატების რიცხვი

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო ცვლილებებმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა. საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი, 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგი იყო.

რუსთაველის გამზირი

15 ნოემბერი 2019, 09:53

საქართველო

სამართალდამცველებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ჯებირებით შემოსაზღვრეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე ამის მიზეზად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვების განთავსებას ასახელებს და განმარტავს, რომ ტერიტორია ჯებირებით უსაფრთხოების მიზნით შემოსაზღვრეს.

ბათუმი

15 ნოემბერი 2019, 09:43

საქართველო

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჭარის მთავრობის სახლის შესასვლელის პიკეტირება მოახდინა

ნაციონალურმა მოძრაობამ აჭარის მთავრობის სახლის შესასვლელის პიკეტირება მოახდინა.პარტიის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. აცხადებენ, რომ შენობაში არც ერთ თანამშრომელს შეუშვებენ. პიკეტის ავტორები პარლამენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მთავრობის გადადგომასაც ითხოვენ.

კალიფორნია

15 ნოემბერი 2019, 09:36

მსოფლიო

კალიფორნიაში სროლისას სკოლის მოსწავლეები დაიღუპნენ

დაშავებულია თავდამსხმელიც, რომელმაც სროლის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. როგორც ირკვევა, ისიც ამავე სკოლის მოსწავლეა. გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავდა. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

საფრანგეთი

15 ნოემბერი 2019, 09:30

მსოფლიო

საფრანგეთში უხვ თოვლს მსხვერპლი მოჰყვა

საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში გადაუღებლად თოვს. დიდთოვლობამ ყველაზე მეტად დრომის, არდეშის, იზერისა და რონის დეპარტამენტები დააზარალა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 200 ათასზე მეტ აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ჯოზეფ ბაიდენი

15 ნოემბერი 2019, 09:10

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეის მედია ბაიდენს „ცოფიან ძაღლად“ მოიხსენიებს

„ამერიკის ყოფილ ვიცეპრეზიდენტს ფსიქიკური აშლილობის ბოლო სტადია აქვს და დროა მოკვდეს. ბაიდენის მსგავს ცოფიან ძაღლებს ბევრი ადამიანისთვის შეუძლიათ ზიანის მიყენება. მათ სული ჯოხით უნდა ამოხადო, ვიდრე გვიან არ არის“, - წერს KCNA.

აქცია რუსთაველის გამზირზე

15 ნოემბერი 2019, 09:00

საქართველო

უცხოელი ექსპერტები საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

„საერთაშორისო საზოგადოებამ შეიძლება გამოხატოს შეშფოთება, თუ „ქართული ოცნება“ საარჩევნო რეფორმას არ განახორციელებს“, - ასე ეხმაურება Imedinews-თან ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელი, ლუის ნავარო პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პარლამენტის გადაწყვეტილებას.

ადამ კინზინგერი

15 ნოემბერი 2019, 08:49

საქართველო

კონგრესმენი კინზინგერი: პროპორციული სისტემის შესახებ ცვლილების ჩაგდება პუტინისთვის მირთმეული საჩუქარი იქნება

„ამ დილით შოკირებული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ საქართველოს პარლამენტში დაპირებული რეფორმა ჩავარდა და პარლამენტის წევრებმა არ მისცეს ხმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას“, აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ადამ კინზინგერი (რესპ. ილინოისის შტატი) პარლამენტის მიერ პროპორციული სისტემის შესახებ ცვლილების ვერმიღების საკითხს ეხმაურება.