imedi /  19 ოქტომბერი 2019, 13:01 / სანდო წყარო

მექსიკის პრეზიდენტმა ნარკობარონ „ელ ჩაპოს“ შვილის გათავისუფლება გაამართლა

ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი

ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი

მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა ნარკობარონ „ელ ჩაპოს“ შვილის ოვიდიო გუზმანის გათავისუფლება გაამართლა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მისი განცხადებით, ამ გადაწყვეტილებამ ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა.

„ოფიციალური პირები, რომლებმაც ოვიდიო გუზმანი გაათავისუფლეს, სწორად მოიქცნენ. კრიმინალის დაკავება ადამიანების სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაა“, - განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.

სამართალდამცველებმა ცნობილი ნარკობარონის ხოაკინ გუზმანის („ელ ჩაპოს“) შვილი ოვიდიო სპეცოპერაციის შედეგად ქალაქ კულიაკანში დააკავეს, მაგრამ მალევე ნარკომოვაჭრეებმა პოლიციის ძალებს ალყა შემოარტყეს და ქალაქზე კონტროლი დაამყარეს. სამართალდამცველებისა და ნარკოკარტელის წარმომადგენელთა დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა 8 და დაშავდა 16 ადამიანი.

ამის შემდეგ უსაფრთხოების ძალებმა დაკავებულის გათავისუფლება გადაწყვიტეს, მიზეზად კი პოლიციელების სიცოცხლის დაცვა და ქალაქში სიმშვიდის აღდგენა დაასახელეს. 

62 წლის ხოაკინ გუზმანი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, ნიუ-იორკის სასამართლომ ბრალდებულად 10 დანაშაულში, მათ შორის ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში, ცნო. 

ყველა სიახლე

ნიკ ბატერი მარათონი

12 ნოემბერი 2019, 18:30

სპორტი

ბრიტანელმა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გამართულ მარათონში მიიღო მონაწილეობა

ბრიტანელი ნიკ ბატერი პირველი ადამიანი გახდა, ვინც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გამართულ მარათონში მიიღო მონაწილეობა. 30 წლის მორბენალის გამოწვევის მიზეზი კი ქველმოქმედება გახდა. ბატერმა დიდი ბრიტანეთის პროსტატის კიბოს ცენტრისთვის 65 000 ფუნტი სტერლინგი შეაგროვა.

ვენეცია

12 ნოემბერი 2019, 18:20

მსოფლიო

გადაუღებელი წვიმის შედეგად ვენეციის ცენტრალური ნაწილი დაიტბორა

ვენეციაში გადაუღებელი წვიმის გამო, ბევრი მაღაზია და კაფე დაიტბორა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. დატბორილია ქალაქის ცენტრი და წმინდა სან მარკოს მოედანი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ, უსაფრთხოების მიზნით საბავშვო ბაღები დაკეტა. მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, სამშაბათს საღამოს კვლავ ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი,

მამა ნექტარიოს მჭედლიძე

12 ნოემბერი 2019, 18:12

საქართველო

მამა ნექტარიოსი: მე ავუგებ წესს, თუნდაც ჯვრის დადება მომიწიოს

მამა ნექტარიოს მჭედლიძე აცხადებს, რომ ის მზადაა ავტოავარიაში დაღუპულ შაკო ბარამიძეს წესი აუგოს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. მამა ნექტარიოსის თქმით, ის "აუგებს წეს თუნდაც ჯვრის დადება მოუწიოს ტრაპეზზე". გარდაცვლილი ახალგაზრდა წესის აგების გარეშე დაკრძალეს.

პედრო სანჩესი პაბლო იგლესიასი

12 ნოემბერი 2019, 18:03

მსოფლიო

ესპანეთში სოციალისტები და პარტია Podemos-ი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას იწყებენ

ესპანეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, სოციალისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა პედრო სანჩესმა და მემარცხენე პარტია Podemos-ის ლიდერმა პაბლო იგლესიასმა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს.

შაკო ბარამიძე

12 ნოემბერი 2019, 18:02

საქართველო

გარდაცვლილი ახალგაზრდა წესის აგების გარეშე დაკრძალეს

სამტრედიაში, ავტოავარიისას გარდაცვლილი შაკო ბარამიძე წესის აგების გარეშე დაკრძალეს. როგორც მისმა ოჯახმა დღეს განაცხადა, ისინი კატეგორიულად ემიჯნებიან პოლიტიკური ორგანიზაცია "გირჩის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოჯახმა დაკრძალვის თარიღი გადადო იმის მოლოდინში, რომ იპოვიდა სხვა მოძღვარს.

დისნეი

12 ნოემბერი 2019, 17:48

ტექნოლოგიები

Disney+-მა მაუწყებლობა ხარვეზებით დაიწყო

სტრიმინგ სერვისის ჩართვიდან რამდენიმე საათში კომპანიამ 7500-მდე საჩივარი მიიღო. მომხმარებლები აცხადებენ, რომ ისინი ვერ გადიან ავტორიზაციას, ასევე შეფერხებებია მაუწყებლობაშიც. სირთულეები ძირითადად აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ მომხმარებლებს აქვთ.

საბერძნეთი თურქეთი საზღვარი

12 ნოემბერი 2019, 17:45

მსოფლიო

თურქეთის მიერ დეპორტირებული ISIS-ის წევრობაში ეჭვმიტანილი საბერძნეთმა საზღვარზე არ გაატარა

ბერძნული მხარის ცნობით, კაცმა აშშ-ში დაბრუნებაზე უარი განაცხადა და საბერძნეთში დარჩენა მოითხოვა. დეპორტირებულმა ღამე ორ საზღვარს შორის გაატარა. ანკარამ ISIS-ის წევრობაში ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნების მოქალაქეების დეპორტაცია 11 ნოემბერს დაიწყო.

ვანო ზარდიაშვილი

12 ნოემბერი 2019, 17:45

საქართველო

ვანო ზარდიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა

„ქართული ოცნების“ წევრს ვანო ზარდიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა. ზარდიაშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მხარი 94-მა დეპუტატმა დაუჭირა. ზარდიაშვილს პარლამენტში თემურ გოცირიძე შეცვლის.

ალექსანდრ ლუკაშენკო

12 ნოემბერი 2019, 17:31

მსოფლიო

ლუკაშენკომ ბელარუსში სიკვდილით დასჯის გაუქმების პირობა დაასახელა

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, სიკვდილით დასჯა ქვეყანაში მხოლოდ რეფერენდუმის გზით გაუქმდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ასე გამოეხმაურა ლუკაშენკო ავსტრიელი კოლეგის ალექსანდერ ვან დერ ბელენის განცხადებას იმის შესახებ, რომ სიკვდილით დასჯის გაუქმების გარეშე ბელარუსი ევროპის საბჭოს წევრი ვერ გახდება.

ემზარ კვიციანი

12 ნოემბერი 2019, 17:24

ძალოვნები

ემზარ კვიციანის თქმით დაკარგულია მისი ძმისშვილი, რომელიც თბილისის ზღვაზე მოკლული კაცის მეგობარია

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა კაცის ცხედრის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. პარლამენტის დეპუტატის ემზარ კვიციანის ინფორმაციით, მოკლული კაცი მისი ძმისშვილის მეგობარია. ასევე ვრცელდება ცნობა, რომ თბილისის ზღვაზე მოკლული კაცი ბოლოს სწორედ მისმა ძმისშვილმა ნახა. დეპუტატის თქმით, ამის შესახებ არაფერი იცის და მის ძმიშვილს, ბექა კვიციანს ოჯახი უკვე რამდენიმე დღეა ეძებს.

Impossible Whopper

12 ნოემბერი 2019, 17:21

ეკონომიკა

Burger King-ი აშშ-ის შემდეგ ხელოვნური ხორცის ბურგერების ევროპაში გაყიდვას იწყებს

ევროპაში სწრაფი კვების ობიექტებში მცენარეული ხორცისგან დამზადებული რამდენიმე სახეობის ბურგერი გაიყიდება. რესტორნების ქსელის განცხადებით, მცენარეული ხორცი იზიდავს იმ მყიდველს, ვისაც ხორცის მოხმარების შემცირება ჯანმრთელობისა და გარემოზე ზრუნვის მოტივით სურს.

დემონსტრაცია ბარსელონაში

12 ნოემბერი 2019, 17:19

მსოფლიო

კატალონიის პარლამენტმა რეგიონის დამოუკიდებლობას კვლავ დაუჭირა მხარი

ამასთან, ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ და ქვეყნის მთავრობამ დეპუტატები გააფრთხილებს, რომ რეზოლუციის მიღების შემთხვევაში მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს. ადგილობრივმა პარლამენტმა ანალოგიური რეზოლუცია 2017 წლის ოქტომბერშიც მიიღო.

საახალწლო განათება

12 ნოემბერი 2019, 16:59

საქართველო

საახალწლო განათების მონტაჟის გამო თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 22:00 საათიდან 13 ნოემბრის 07:00 საათამდე, პეკინის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. დღესვე, 23:00 საათიდან 13 ნოემბრის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ცოტნე დადიანის, სესილია თაყაიშვილის, გიორგი ლეონიძისა და ჯავახეთის ქუჩებზე.

გერმანია პოლიცია

12 ნოემბერი 2019, 16:56

მსოფლიო

გერმანიაში ტერაქტის მომზადების ბრალდებით ISIS-ის 3 წევრი დააკავეს

გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ასაფეთქებელი მოწყობილობისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ. ჯგუფის ხელმძღვანელი მაკედონური წარმოშობის გერმანიის 24 წლის მოქალაქეა, მისი თანამზრახველები კი თურქეთის მოქალაქეები არიან.

მოლდოვა

12 ნოემბერი 2019, 16:54

მსოფლიო

მოლდოვის პარლამენტმა სანდუს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა

მოლდოვის პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მთავრობის გადაყენებას მხარი დაუჭირა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. პრემიერმინისტრ მაია სანდუს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი 101 დეპუტატიდან 63-მა დაუჭირა. სხდომის პარალელურად პარლამენტის გარეთ ასობით ადამიანი შეიკრიბა სანდუსთვის მხარდაჭერის გამოცხადებისთვის.

ფილიპე VI 

12 ნოემბერი 2019, 16:51

მსოფლიო

ისტორიაში პირველად ესპანეთის მეფე ოფიციალური ვიზიტით კუბას ეწვია

ვიზიტი ჰავანის დაარსების 500 წლისთავს ეძღვნება, ესპანეთის მეფე და დეფოფალი კი კუბის დედაქალაქში 14 ნოემბრამდე დარჩებიან. ფილიპე VI ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავს. ფილიპე VI-ს მამა, ხუან კარლოსი კუბას ორჯერ ეწვია, თუმცა მისი არც ერთი ვიზიტი ოფიციალური არ ყოფილა.

კატა

12 ნოემბერი 2019, 16:49

ტაბლოიდი

ტეხასელი რევოლუციონერი კატა მეგობრებს თავშესაფრიდან ათავისუფლებდა 🐈

"რევოლუციონერი" კატა, სახელად ქვილთი, მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრის თანამშრომლებმა "სამარტოო საკანში" ჩასვეს, ეს ყველაფერი კი იმის გამო, რომ მან რამდენჯერმე გაათავისუფლა მასთან ერთად, სპეციალურ ოთახში მცხოვრები კატები. თავშესაფარი Friends For Life ტეხასის შტატში მდებარეობს.

დარა ხოსროვშაჰი

12 ნოემბერი 2019, 16:30

მსოფლიო

ჰაშაღის მკვლელობაზე Uber-ის უფროსის მოსაზრების გამო კომპანიას ბოიკოტს უცხადებენ

Uber-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დარა ხოსროვშაჰიმ საუდის არაბეთის ხელისუფლების მიერ საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ჰაშაღის მკვლელობას "შეცდომა" უწოდა. ამის გამო, კომპანია სოციალურ ქსელებში გააკრიტიკეს და ბოიკოტისკენ მოწოდებით გამოვიდნენ.

კრიშტიანუ რონალდუ

12 ნოემბერი 2019, 16:24

სპორტი

„იუვენტუსის“ ფეხბურთელები რონალდუსგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ გუნდის პორტუგალიელი ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუ „მილანთან“ მატჩში 55-ე წუთზე მოედნიდან გასვლის შემდეგ სათადარიგოთა სკამის ნაცვლად პირდაპირ გასახდელისკენ გაემართა, შემდეგ კი მატჩის დასრულებას არ დაელოდა და სახლში გაემგზავრა.

გამოფენა

12 ნოემბერი 2019, 16:18

კულტურა

რომში გამოფენა „ოკუპაციის მივიწყებული მსხვერპლი საქართველოში“ გაიხსნა

გამოფენაზე გამოყენებულია ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფების, ჯონ ჯონსისა და მალქომ ლინტონის, ასევე, შახ აივაზოვის, გოგი შარაშენიძის, ლელი ბლაგონრავოვასა და გიორგი აბდალაძის ნამუშევრები. გამოფენაზე, ასევე, წარმოდგენილია ქართველი ფოტოგრაფის, თაკო რობაქიძის ვიდეო რგოლი „მცოცავი ოკუპაცია“.