imedi /  21 ოქტომბერი 2019, 10:35 / სანდო წყარო

ავსტრალიურმა გაზეთებმა პრესის შემზღუდველი კანონები გააპროტესტეს

გაზეთები

ავსტრალიის ყველაზე დიდტირაჟიანმა გაზეთებმა პრესის შეზღუდვების წინააღმდეგ არნახული ერთიანობა და სოლიდარობა გამოიჩინეს და ორშაბათის ნომრების პირველი გვერდები დაარედქტირეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

News Corp Australia-მ და 9 გაზეთმა ორშაბათის ნომრებზე სათაურები და ტექსტები შავი ხაზებით გადაფარა, ზედ კი წითელი შტამპებია გაკეთებული, სადაც წერია "საიდუმლოა".

მედიაგამოცემების პროტესტი ეროვნული უსაფრთხოების კანონებს მოჰყვა, რომლებმაც როგორც ჟურნალისტები ამბობენ ავსტრალიაში "საიდუმლოებათა კულტურა" დაამკვიდრა და ჟურნალისტებს ნიუსების გაშუქებაში უშლის ხელს. 

ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ ის პრესის თავისუფლებას მხარს უჭერს "თუმცა არავინ უნდა იყოს კანონზე მაღლა". პრესის მიერ გამოხატულ პროტესტს მხარდაჭერა რამდენიმე ტელევიზიამ, რადიომ და ონლაინგამოცემამაც დაუჭირა.

ივნისში ავსტრალიის ფედერალურმა პოლიციამ სიდნეიში, ავსტრალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ABC-ის ცენტრალურ ოფისში საპოლიციო რეიდი ჩაატარა. ისინი ეძებდნენ ჟურნალისტებს, რომლებმაც ავღანეთში ავსტრალიის სპეციალური ძალების ოფიცრების შესახებ მასალები 2017 წელს გამოაქვეყნეს. 

ABC-მ 2017 წლის ივლისში გამოაქვეყნა საიდუმლო მასალა სახელწოდებით "ავღანეთის მასალები", სადაც მოცემულია ინფორმაცია ავღანეთში მოქმედ ავსტრალიის ელიტურ სპეციალურ ძალებსა და მათ ქმედებებზე, მათ შორის მოყვანილია ფაქტები ამ ძალების მიერ ბავშვებისა და შეუიარაღებული ადამიანების წინააღმდეგ სროლასა და მათი მოკვლის შესახებ.  

 



 

 

ყველა სიახლე

21 ნოემბერი 2019, 20:34

საქართველო

ინტენსიური თოვის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

ვაზიანი - გომბორი- თელავის საავტომობილო გზაზე ავტომობილები გადაადგილებას ვერ ახერხებენ. Imedinews-ის ინფორმაციიტ, მიზეზი ლიპყინული და ინტესიური თოვაა, რის გამოც მოძრაობა ამ ეტაპზე შეუძლებელია. ათობით მსუბუქი ავტომობილი გომბორის უღელტეხილზეა გაჩერებული და გადაადგილებას ვერ ახერხებს.

იმედი

21 ნოემბერი 2019, 20:31

ძალოვნები

ზემო ფონიჭალაში რეპორტაჟის მოსამზადებლად მისულ „იმედის“ გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ზემო ფონიჭალაში „იმედის კვირის“ რეპორტაჟის მოსამზადებლად მისულ „იმედის“ გადამღებ ჯგუფს აგრესიით შეხვდნენ, მუშაობის შესაძლებლობა არ მისცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებული ჟურნალისტი და ოპერატორი სასწრაფო დახმარების ექიმებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

შვედეთი, პოლიცია

21 ნოემბერი 2019, 20:16

ტაბლოიდი

შვედეთში გარდაცვლილი კაცის ცხედარი სამი წლის შემდეგ იპოვეს

შვედეთში, კუნძულ სედერმალმზე პოლიციამ საკუთარ სახლში სამი წლის წინ გარდაცვლილი კაცის ცხედარი იპოვა. გამოცემა The Local-ის ცნობით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სამართალდამცველებს აცნობეს, რომ მეზობლის შესახებ დაახლოებით სამი წელი არაფერი სმენოდათ.

„ლელო“

21 ნოემბერი 2019, 20:10

საქართველო

„ლელომ“ სასამართლოსთან აქცია-პერფომანსი მოაწყო

მოძრაობა „ლელოს“ წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სიმბოლურად ხელები ყელსახვევებით შეიკრეს. ამ ფორმით მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის წევრებმა 18 ნოემბერს, აქციის დაშლისას დაკავებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ათს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ერთი 1000 ლარით დაჯარიმდა, 25 დაკავებულის საქმის განხილვა კი გადაიდო.

რობი უილიამსი

21 ნოემბერი 2019, 19:18

კულტურა

რობი უილიამსმა საშობაო სიმღერაზე მუსიკალური ვიდეო გადაიღო

ბრიტანელმა მომღერალმა რობი უილიამსმა გერმანელ მუსიკოსთან ჰელენა ფიშერთან ერთად YouTube -ზე საშობაო სიმღერა Santa Baby-ს მიხედვით გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა. შემსრულებლები სტუდიაში არიან, ამიტომ მაყურებელს შეუძლია იხილოს, როგორ ხდება პროფესიონალურ დონეზე ხმის ჩაწერა. Santa Baby პირველად 1953 წელს ერტა კიტმა შეასრულა. სიმღერა რობი უილიამსის მე-12 ალბომში შევიდა.

თეა წულუკიანი

21 ნოემბერი 2019, 19:11

საქართველო

წულუკიანი: პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ ივანიშვილის იდეას თათბირზე დაპირისპირება მოჰყვა

იუსტიციის მინისტრის, ვიცეპრემიერის თეა წულუკიანის განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ წინადადება ბიძინა ივანიშვილის მიერ შეთავაზებული იდეა იყო და არა დაპირება, ეს კი პარტიაში ვიღაცებმა არ გაიზიარეს. წულუკიანმა თქვა, რომ დეპუტატი რომ ყოფილიყო, ამ იდეას მხარს არ დაუჭერდა.

21 ნოემბერი 2019, 18:45

საქართველო

საპენსიო ასაკის პედაგოგები ფულადი ჯილდოს მიღებას გამოცდის შედეგების შემდეგაც შეძლებენ

საპენსიო ასაკს მიღწეულ პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებიც შემოდგომაზე ორგანიზებულ ტესტირებაზე გავიდნენ, გამოცდის შედეგები დეკემბრამდე არ ეცოდინებათ. სისტემიდან გასვლისთვის გათვალისწინებული ჯილდოს მეორე ეტაპზე რეგისტრაცია კი ნოემბრის 29-ში სრულდება.

თეა წულუკიანი

21 ნოემბერი 2019, 18:40

საქართველო

წულუკიანი: კოჰაბიტაცია უნდა დასრულდეს

„2020 წლის და შემდგომი არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს კონსტიტუციაში წერია“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა თეა წულუკიანმა „დღის ქრონიკის“ ეთერში. მინისტრის თქმით, ის არ იცნობს ქვეყანას, სადაც უბარიერო, პროპორციული მოდელი არსებობს, ოპოზიციას კი არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ ბოქლომებით ირბინოს.

კახა კალაძე

21 ნოემბერი 2019, 18:31

საქართველო

კახა კალაძე იტალიაში თბილისის საახალწლო ნაძვისხის დამზადების ბოლო ეტაპს დაესწრება

თბილისის მერიის პრესამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქის მერი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკის ქალაქ რეჯიო ემილიას ეწვია. კახა კალაძე ამ ქალაქში მდებარე კომპანია IDO SRL-ის მიერ თბილისისთვის განკუთვნილი საახალწლო ილუმინაციებისა და ნაძვის ხის დამზადების ბოლო ეტაპს გაეცნობა.

ფლორიდა

21 ნოემბერი 2019, 18:28

მსოფლიო

ფლორიდაში სკოლის შენობის ქვეშ 145 ადამიანის საფლავი აღმოაჩინეს

აშშ-ში, კერძოდ ფლორიდის შტატში საშუალო სკოლის შენობის ქვეშ 145 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. BBC-ის ინფორმაციით, ადრე ამ ტერიტორიაზე მეოცე საუკუნის შუა პერიოდში აფროამერიკელების სასაფლაო იყო. სკოლაში საფლავებს სპეციალური რადარის საშუალებით მას შემდეგ მიაგნეს, რაც ცნობილი გახდა, სასაფლაოს არსებობის შესახებ.

Coldplay

21 ნოემბერი 2019, 18:25

კულტურა

Coldplay გარემოზე ზრუნვის მოტივით საკონცერტო ტურს აღარ გამართავს

ალბომი „Everyday Life“ 22 ნოემბერს გამოვა. ჯგუფი მას იორდანიაში წარადგენს, რამდენიმე კვირაში კი კიდევ ერთ კონცერტს გამართავს ლონდონის ბუნებისმცოდნეობის მუზეუმში საქველმოქმედო ორგანიზაციების წინაშე, რომლებიც გარემოს დაცვის სფეროში საქმიანობენ.

თბილისის საქალაქო სასამართლო

21 ნოემბერი 2019, 17:52

ძალოვნები

სასამართლო: 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა პროცესები გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით წარიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლო 18 ნოემბრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „პროცესზე წესრიგის დარღვევის არაერთი მცდელობისა და სხდომის დახურვის შესაბამისი საფუძვლების არსებობის მიუხედავად, პროცესები ღიაობისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით წარიმართა“, ნათქვამია განცხადებაში.

აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან

21 ნოემბერი 2019, 17:18

ძალოვნები

სამართალდამცველებმა „ქართული ოცნების" ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს“ 3 წევრი დააკავეს

სამართალდამცველებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს“ 3 წევრი დააკავეს. პოლიციამ აქციის მონაწილეებს გადაადგილების საშუალება არ მისცა, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ბიძინა ივანიშვილი

21 ნოემბერი 2019, 17:04

საქართველო

ბიძინა ივანიშვილმა და ევროკავშირის ელჩებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა და ელჩებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.

განქორწინება

21 ნოემბერი 2019, 17:01

ტაბლოიდი

იტალიაში განქორწინებული კაცებისთვის თავშესაფრები გაიხსნება

იტალიაში ბოლო დროს განქორწინებების რაოდენობამ განსაკუთრებულად იმატა, რაც უმეტესად კაცების ფინანსურ მდგომარეობას აზარალებს. ამ მიზნით, მოხალისეებმა და ქრისტიანულმა ორგანიზაციებმა თავშესაფრების გახსნა გადაწყვიტეს. galpost-ის ინფორმაციით, განქორწინების შემთხვევაში, ქონების 60%-ი რჩება მშობელს, რომელთანაც ბავშვები იზრდება.

ზაურ სადაევი

21 ნოემბერი 2019, 16:59

სპორტი

თურქული კლუბის ჩეჩენი ფეხბურთელი გაუჩინარდა

„ახლა ის ჩვენს შორის არ არის. რადგანაც მას ვერ ვუკავშირდებით, ვგრძნობთ აუცილებლობას, რომ ეს სიტუაცია ჩვენს გულშემატკივრებს ავუხსნათ"- განაცხადა მწვრთნელმა. 30 წლის სადაევი თურქულ კლუბში მიმდინარე წლის თებერვლიდან თამაშობს.

ვაჟა გაფრინდაშვილი

21 ნოემბერი 2019, 16:39

საქართველო

სუსი: საოკუპაციო რეჟიმის განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, პროცესში ჩართულნი არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები"- აცხადებენ სუს-ში.

ვაჟა გაფრინდაშვილი

21 ნოემბერი 2019, 16:20

საქართველო

ცხინვალის რეჟიმი ექიმის დაკავებასთან დაკავშირებით ზეწოლას უპერსპექტივოდ მიიჩნევს

ცხინვალის რეჟიმი ასევე აცხადებს, რომ საქართველოსა და დასავლურ მედიაში გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით გაჩაღებული ისტერიით, კომიტეტი პირდაპირ აკავშირებს პროვოკაციას საქართველოში მასობრივ საპროტესტო აქციებთან.

ცხენის ხორცი

21 ნოემბერი 2019, 16:17

საქართველო

ბაგა-ბაღების ცხენის ხორცით მომარაგებაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით ბაგა-ბაღებისთვის ძროხის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის მიწოდებაში ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო. ბრალდებულს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სასამართლო

21 ნოემბერი 2019, 16:15

ძალოვნები

არასამთავრობოები: 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესები მძიმე დარღვევების ფონზე ჩატარდა

არასამთავრობო ორგანიზაციები, 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესები მძიმე დარღვევების ფონზე ჩატარდა.