imedi /  23 ოქტომბერი 2019, 23:47 / სანდო წყარო

ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება ბენი განცს სთხოვა

ბენი განცი

ბენი განცი

ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინიმ მთავრობის ჩამოყალიბების მანდატი ბენი განცს გადასცა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს

გამოცემის ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერს ამისთვის 28 დღე ექნება. განცის წარუმატებლობის შემთხვევაში პრეზიდენტი პარლამენტს პრემიერმინისტრობის სხვა კანდიდატის შერჩევას სთხოვს. ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ისრაელის მთავრობის ჩამოყალიბებაზე ბენიამინ ნეთანიაჰუ არ მუშაობს. 

რიგგარეშე არჩევნების შემდეგ ეს მანდატი პრეზიდენტმა სწორედ ნეთანიაჰუს გადასცა, თუმცა მან კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება ვერ შეძლო

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ისრაელში 17 სექტემბერს გაიმართა. ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდს“ პარლამენტში 31 ადგილი ერგო, ნეთანიაჰუს მთავარი ოპონენტის, გენშტაბის ყოფილი უფროსის, ბენი განცის პარტიას „ლურჯი და თეთრი“ კი - 33. მესამეზე ადგილზე გასულ „არაბთა გაერთიანებულ სიას“ 13 მანდატი ხვდა წილად. ვერც ერთმა პარტიამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა, ამიტომ მთავრობის ფორმირების შესახებ კონსულტაციები ქვეყნის პრეზიდენტმა დაიწყო.

ყველა სიახლე

ირაკლი ჩიქოვანი

25 ოქტომბერი 2020, 23:54

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო

„ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, თუ რა გეგმები გვაქვს მომავალში, რის განვითარებას ვაპირებთ და რა პრიორიტეტები გვექნება. ჩვენ გვქონდა საუბარი, არა მხოლოდ ამ უბნის განვითარებაზე, არამედ მთლიანად ზუგდიდის განვითარებაზე, გავაცანით ჩვენი ხელისუფლების გეგმები, რაც გვაქვს შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. მხარდაჭერა არის საგრძნობი და დარწმუნებული ვარ ერთ კვირაში ჩვენ მივიღებთ დიდ მხარდაჭერას აქაური მოსახლეობისგან“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დავით გარეჯის ლავრა

25 ოქტომბერი 2020, 23:43

საზოგადოება

„იმედის კვირისთვის“ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ახალი გარემოებები გახდა ცნობილი

მიმდინარე კვირის განმავლობაში პროკურატურაში მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების, კარტოგრაფების, მიწათმზომელებისა და ყველა იმ პირის დაკითხვა მიმდინარეობდა, რომელთაც დავით გარეჯის საქმესთან შეხება ჰქონდათ. „იმედის კვირამ“ რამდენიმე გამოკითხული ადამიანის ოქმი მოიპოვა, რომლებიც საქმის დეტალებს გამოძიებასთან იხსენებენ.

არჩილ თალაკვაძე

25 ოქტომბერი 2020, 23:41

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რა მოკლე ფსიქოანალიზი შეიძლება გავაკეთოთ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომელიც უსაფრთხო დისტანციიდან ვაჟკაცურად უშვერდა საჯდომს მტერს, გმირი ჯარისკაცები კი ბრძოლის ველზე მიატოვა?!

„რა მოკლე ფსიქოანალიზი შეიძლება გავაკეთოთ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მის ანასხლეტებზე, რომელიც უსაფრთხო დისტანციიდან ვაჟკაცურად უშვერდა საჯდომს მტერს, გმირი ჯარისკაცები კი ბრძოლის ველზე მიატოვა და კურდღელივით გაიქცა?! ხოლო სხეულის ნაწილები, რომელთა უქონლობას ჩვენ გვეკითხება, საკუთარი მოქალაქეების წამების და გაუპატიურებისთვის გამოიყენა?! 31 ოქტომბერს ხალხი ამოგიბეჭდავთ კიდევ ერთ განაჩენს!“ - წერს თალაკვაძე.

ლეონიდ პარფიონოვი

25 ოქტომბერი 2020, 23:26

კულტურა

ლეონიდ პარფიონოვი ქართულ ღვინოზე დოკუმენტურ ფილმს იღებს

მისი ავტორი ცნობილი ჟურნალისტი და ბლოგერი ლეონიდ პარფიონოვია, რომელიც უკვე დიდი ხანია მასალებს საუკეთესო ღვინის მწარმოებლების შესახებ სხვადასხვა ქვეყანაში ამზადებს.

ბელარუსი საპროტესტო აქცია

25 ოქტომბერი 2020, 23:17

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსში საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადა

„26 ოქტომბერს საყოველთაო გაფიცვა დაიწყება. ბელარუსები ამ ნაბიჯს გადადგამენ, იმიტომ რომ მათ სიტყვა კანონია. კანონი, რომლის წართმევასაც ცდილობენ, მაგრამ ჩვენ მას აუცილებლად დავიბრუნებთ და ამაში ჩვენი მთავარი მშვიდობიანი იარაღი - სოლიდარობა დაგვეხმარება“, - წერს ტიხანოვსკაია სოციალურ ქსელში.

შსს

25 ოქტომბერი 2020, 22:58

სამართალი

პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმრის დაყაჩაღების ფაქტზე 2 პირი დააკავა

„ლ.ი.-მ და ი.კ.-მ ცოლ-ქმარს და მათ ორ შვილს ხელ-ფეხი შეუკრეს, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობის მუქარით, უკანონოდ დაეუფლნენ სახლში არსებულ 16 100 ლარს, ლეპტოპს, მობილურ ტელეფონებს და შემთხვევის ადგილიდან ჯ.ფ.-ის კუთვნილი ავტომობილით მიიმალნენ. სამართალდამცველებმა გატაცებული ავტომობილი მომხდარიდან მალევე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მიტოვებული იპოვეს. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულების მიერ ყაჩაღობის გზით დაუფლებული თანხის ნაწილი, ლეპტოპი და მობილური ტელეფონი“, - ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

25 ოქტომბერი 2020, 22:42

რეგიონი

„იმედის კვირა“ დევნილ ოჯახებს შეხვდა, რომლებმაც ქუთაისში ახალი ბინები მიიღეს

ქუთაისში 274-მა დევნილმა ოჯახმა ახალი ბინა მიიღო. წლის ბოლოს ქალაქში დევნილებზე კიდევ 111 ბინა განაწილდება. დამატებით 800 ბინის მშენებლობა მიმდინარეობს, საიდანაც 240 ბინა დევნილ ოჯახებს მომდევნო წელს გადაეცემა. ამასთან, 2021 წელს დასრულდება 6 კორპუსის მშენებლობა წყალტუბოში, საიდანაც ბინას 420 დევნილი ოჯახი მიიღებს.

ეკატერინე ტიკარაძე

25 ოქტომბერი 2020, 22:33

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს იმდენი პაციენტის მართვას, რამდენსაც გაუძლებენ ჩვენი ექიმები

„საწოლფონდს და სასუნთქ აპარატს არ აქვს იმდენად დიდი მნიშვნელობა თუ რა რაოდენობის გვაქვს ქვეყანაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ექიმების ინტელექტუალური რესურსი და მათი რიცხოვნება. აქედან გამომდინარე, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს იმდენი პაციენტის მართვას, რამდენსაც გაუძლებენ ჩვენი ექიმები. სწორედ ამიტომ ყოველთვის ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას, რომ მნიშვნელოვანი არის მაქსიმალურად დავიცვათ საკუთარი თავი და საკუთარი ოჯახის წევრები, ვინაიდან ეს პირდაპირპროპორციულად აისახება სისტემის გადატვირთულობაზე“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

25 ოქტომბერი 2020, 22:30

საზოგადოება

ევროპული სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღება უკვე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტშიც შესაძლებელია

გასულ კვირას სწავლა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაიწყო. იმ სასწავლებელში, რომლის მაშტაბური და რეგიონში უპრეცედენტო პროექტი, ფონდმა „ქართუ“ მილიარდი ევროთი დააფინანსა. უმაღლესი სასწავლებლის შერჩევისას ყოველთვის ფიქრობ, სად შეიძლება ნახო ისეთი გარემო და ყველა პირობა, რათა მიიღო საუკეთესო დასავლური განათლება შენი ოცნებების მისაღწევად.

ჯონდი ბაღათურია

25 ოქტომბერი 2020, 22:25

პოლიტიკა

ჯონდი ბაღათურია: ქონების აბსოლუტური უმრავლესობა გიული ალასანიას მფლობელობაში გადადიოდა პრეზიდენტის ბრძანებულებებით

„ამ ქონების აბსოლუტური უმრავლესობა ალასანიას მფლობელობაში გადადიოდა პრეზიდენტის ბრძანებულებებით, რომელთა მიხედვითაც სახელმწიფო ქონება გადადიოდა დედამისი საკუთრებაში. ეს ზოგჯერ იყო სიმბოლურად 1 ლარად, ზოგჯერ იყო 200 ლარად, ზოგჯერ საერთოდ უფასოდ“, - აცხადებს ბაღათურია.

კორონავირუსი აფხაზეთი

25 ოქტომბერი 2020, 21:54

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა 3 739-ს აღწევს, 1462 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 35 კი გარდაიცვალა.

ზუგდიდი საქართველოს ბანკი

25 ოქტომბერი 2020, 21:51

საზოგადოება

როგორ გააშუქა მედიის ნაწილმა ზუგდიდში განვითარებული მოვლენები

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.

დავით ხვიბლიანი

25 ოქტომბერი 2020, 21:35

თავდაცვა

დავით ხვიბლიანი: ვინც ასეთ განცხადებებს ავრცელებს, პირადად ჩემზე, თავდაცვის სამინისტროზე, სრული ნაძირალაა

„ყველასთვის ცნობილია, რომ მე ჩემი სამხედრო მოვალეობის შესრულების შემდეგ სახლში ვარ, დღესაც ვიყავი ჩემს საქმეებზე გასული და არანაირი ზეწოლა ჩემზე არ ყოფილა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო კიდევ ერთხელ, რომ ვინც ასეთ განცხადებებს ავრცელებს, პირადად ჩემზე, თავდაცვის სამინისტროზე, სრული ნაძირალაა ის ადამიანი. ის ადამიანი ადამიანი არაა. ის არც ფორმას სცემს პატივს, არც არავის სცემს პატივს“, - განაცხადა ხვიბლიანმა.

კორონავირუსით გარდაცვალება

25 ოქტომბერი 2020, 21:27

COVID19

კლინიკაში „ჯერარსი“ კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

აღნიშნულ ფაქტს კლინიკის პრესსამსახური ადასტურებს, თუმცა აცხადებენ, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმი მათთან არ მუშაობდა. იგი კლინიკა „ჯერარსში“ სამკურნალოდ რეგიონიდან გადაიყვანეს. სავარაუდოდ, გარდაცვლილი სასწრაფოს ექიმია.

კახა კალაძე

25 ოქტომბერი 2020, 20:37

საზოგადოება

დიდ დიღომში, ანბანის ინსტალაციის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო

დიდ დიღომში, „გუდვილის“ მიმდებარედ, ე.წ. ანბანის ინსტალაცია განახლდა, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო. კეთილმოწყობილი სივრცე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან ავთანდილ ცინცაძესთან ერთად დაათვალიერა.

პოლიცია ლენტა

25 ოქტომბერი 2020, 20:27

სამართალი

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ემანუელ მაკრონი

25 ოქტომბერი 2020, 20:18

მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი: ადამიანი, რომელიც საფრანგეთს მართავს მთელი დღე ერდოღანზე ფიქრობს

„ადამიანს, რომელის საფრანგეთს მართავს გზა აერია. მთელი დღე ერდოღანზე ფიქრობს. ჯერ საკუთარ თავს შეხედე და ნახე საით მიდიხარ. გუშინაც ვთქვი, რომ მას სამედიცინო შემოწმება სჭირდება“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

კახა კალაძე

25 ოქტომბერი 2020, 20:11

პოლიტიკა

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები მაღალ შეფასებებს მიიღებს

ძალადობა, როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური, კატეგორიულად მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები მაღალ შეფასებებს მიიღებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განუცხადა. მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, წინასაარჩევნო კამპანია თანაბარ პირობებში ჩაატაროს.

25 ოქტომბერი 2020, 20:02

რეგიონი

იოსებ ხახალეიშვილი ანსამბლ „ქართული ხმების" წევრებთან ერთად ნიკეას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. მერობის კანდიდატი მხარდამჭერებს ამჯერად ნიკეას ქუჩაზე შეხვდა და მათ საარჩევნო ბუკლეტები დაურიგა.

ირანი სამხედრო ტექნიკა

25 ოქტომბერი 2020, 19:49

მსოფლიო

IRNA: ირანმა სომხეთსა და აზერბაიჯანთან საზღვარზე სამხედრო ტექნიკა განათავსა

გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ ამის მიზანი რეგიონში ეროვნული ინტერესების დაცვა და მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაა. ამასთან, კორპუსში ხაზს უსვამენ იმას, რომ მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემენ, თუმცა გეოპოლიტიკური საზღვრების ნებისმიერი ცვლილება ირანისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს.