imedi /  28 ოქტომბერი 2019, 00:01 / სანდო წყარო

ლიბანში დემონსტრანტებმა ქვეყანას ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს

ცოცხალი ჯაჭვი ლიბანი

ლიბანში ათობით ათასმა დემონსტრანტმა ქვეყანას ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყა. ამის შესახებ BBC წერს

გამოცემის ინფორმაციით, ცოცხალი ჯაჭვის სიგრძემ 170 კილომეტრი შეადგინა. ამგვარად დემონსტრანტებმა საპროტესტო აქციების მე-11 დღე აღნიშნეს.

დემონსტრაციები ლიბანში 17 ოქტომბერს დაიწყო. აქციების მონაწილეები ეკონომიკურ კრიზისს აპროტესტებენ. 18 ოქტომბერს ბეირუთის ცენტრში პოლიციამ აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შეტაკებების შედეგად სულ მცირე 200 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 60 პოლიციელია. 

კრიზისთან საბრძოლველად მთავრობამ ეკონომიკური რეფორმების პაკეტი შეიმუშავა.

ყველა სიახლე

ჟოზე მოურინიო

20 ნოემბერი 2019, 11:34

სპორტი

ჟოზე მოურინიო „ტოტენჰემის“ მწვრთნელი გახდა

პორტუგალიელმა სპეციალისტმა „დეზებთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე კი დედაქალაქელებს ოთხი თამაშის შემდეგ 7 ქულა აქვთ და მეორე პოზიციას იკავებენ. სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მოურინიოს შვიდ გუნდში 25 ტიტული აქვს მოპოვებული.

კახა კალაძე

20 ნოემბერი 2019, 11:33

ეკონომიკა

კახა კალაძე: „ცენტრ პოინტის“ მშენებლობების დასასრულებლად სამუშაოები მალე დაიწყება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, "ცენტრ პოინტის" დაუსრულებელი მშენებლობების დასასრულებლად სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მეგან მარკლი

20 ნოემბერი 2019, 11:24

ტაბლოიდი

მეგან მარკლი ყველაზე გემოვნებიან პერსონად აღიარეს

ყოველწლიური რეიტინგი მოდის პლატფორმა Lyst-მა გამოაქვეყნა. როგორც კვლევით დადგინდა, პრინც ჰარის მეუღლის ჩაცმულობის მიმბაძველთა რაოდენობა 2016 პროცენტით არის გაზრდილი. Club Monaco-ს კაბაზე კი, რომელიც მეგან მარკლს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნობელის პრემიის ლაურეატ დასმონდ ტუტუსთან შეხვედრისას ეცვა

დავით ზალკალიანი

20 ნოემბერი 2019, 11:14

საქართველო

ზალკალიანი: ჟენევის თანათავმჯდომარეებს ვთხოვე ექიმის გასათავისუფლებლად ყველა საშუალება გამოიყენონ

დავით ზალკალიანის განცხადებით, მან გაეროსა და ეუთოს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკაბების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე მათ სთხოვა, რომ კიდევ ერთხელ გამოიყენონ ყველა საშუალება გაფრინდაშვილის გათავისუფლების მიზნით.

იერიში დამასკო

20 ნოემბერი 2019, 10:59

მსოფლიო

დამასკოზე ისრაელის ავიაიერიშებს მსხვერპლი მოჰყვა

ისრაელმა იერიში ირანისა და სირიის სამხედრო ობიექტებზე მიიტანა, რაც პასუხი იყო წინა დღეს ისრაელის მიმათულებით გაშვებულ რაკეტებზე. სირიის საჰაერო ძალებმა ისრაელის რაკეტების დიდი ნაწილის განადგურება შეძლო, მაგრამ გარკვეულმა ნაწილმა სამიზნეს მიაღწია

ავსტრალია

20 ნოემბერი 2019, 10:41

მსოფლიო

ავსტრალიაში ტყის ხანძრების გამო განგაშის დონე „კატასტროფულია“

გასულ თვეს დაწყებული მასობრივი ხანძრების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. ახალ სამხრეთ უელსსა და ქუინსლენდში ხანძარმა 500-ზე მეტი სახლი გაანადგურა და კიდევ უფრო გაამწვავა დიალოგი კლიმატური ცვლილებების შესახებ.

ნადირობა

20 ნოემბერი 2019, 10:31

მსოფლიო

საფრანგეთში ნადირობის დროს ძაღლებმა ორსული ქალი მოკლეს

გამოძიების ცნობით, ქალის ცხედარს ზედა და ქვედა კიდურებზე, ასევე სახეზე ძაღლის რამდენიმე ნაკბენი აქვს. ჯამში 93 ძაღლს ჩაუტარდა ტესტირება, რათა დადგინდეს, რომელმა მათგანმა მოკლა ის, მათ შორის ნიმუშები აიღეს ქალის ხუთივე ძაღლისგან.

ტუტანხამონი

20 ნოემბერი 2019, 10:14

ტექნოლოგიები

ტუტანხამონის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი დასახელდა

ფარაონ ტუტანხამონის დაღუპვის მიზეზი შესაძლოა, სისხლში ინფექციის შეჭრა გამხდარიყო. ამის შესახებ ეგვიპტელმა არქეოლოგმა, ზაჰი ჰავასმა განაცხადა. მისი თქმით, 19 წლის ფარაონს ინფექცია ფეხის მოტეხვის შემდეგ განუვითარდა და სავარაუდოდ 2 დღეში გარდაიცვალა.

20 ნოემბერი 2019, 10:03

მსოფლიო

აშშ-ში ბავშვებმა დამალობანას თამაშისას კაცის ცხედარი იპოვეს

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს, თუმცა მათ გარდაცვლილის ვინაობისა და სიკვდილის მიზეზის დადგენა მაშინვე ვერ შეძლეს. პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და გამოძიება დაიწყო. დეტალები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

ავღანეთი ავიაკატასტროფა

20 ნოემბერი 2019, 09:46

მსოფლიო

ავღანეთში ორი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა

ავღანეთში ამერიკული ვეტმფრენი ჩამოვარდა. ამის შესახებ New York Times-ი იტყობინება. ინციდენტს 2 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა. გარდაცვლილთა ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. ამ დრომდე უცნობია ვეტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზიც.

აქცია პარლამენტთან

20 ნოემბერი 2019, 09:31

საქართველო

პარლამენტთან მიტინგი დღეს არ გაიმართება

ოპოზიცია და აქციის ორგანიზატორები მიმდინარე კვირას საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციებს აღარ გეგმავენ, თუმცა ამბობენ, რომ მომდევნო დღეებში პერიოდულად ექნებათ სხვადასხვა აქტივობა, რის შესახებაც საზოგადოებას ეტაპობრივად აცნობებენ.

ტომას გრემინგერი

20 ნოემბერი 2019, 09:21

საქართველო

ეუთოს გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს მალე გაათავისუფლებენ

ეუთოს გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს მალე გაათავისუფლებენ. „იმედი მაქვს, დაკავებული ქართველი ექიმი უახლოეს ხანში დაუბრუნდება საყვარელ ადამიანებს. ჰუმანიტარული მიდგომა დაკავების ყველა შემთხვევის მიმართ უმთავრესია“,- წერს ტომას გრემინგერი.

დიეგო მარადონა

20 ნოემბერი 2019, 08:52

სპორტი

მარადონამ „ხიმნასია“ დატოვა

მიზეზი კლუბის პრეზიდენტის, გაბრიელ პალეგრინოს გადაწყვეტილება გახდა, რომელიც „ხიმნასიას“ ახალი პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მარადონა კი მწვრთნელის პოსტზე დარჩენას მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდებოდა, თუ პელეგრინო „ხიმნასიას“ პრეზიდენტად დარჩებოდა.

20 ნოემბერი 2019, 08:39

ძალოვნები

აქციაზე დაკავებულები ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს, პროცესი დღეს განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულთა საქმის განხილვა გადაიდო. ისინი სასამართლო დარბაზიდან დროებით გათავისუფლდნენ. განხილვა დღეს, 13:00 საათზე განახლდება. პროცესი გუშინ, შუადღისას დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა

გერმანია მკვლელობა

20 ნოემბერი 2019, 08:24

მსოფლიო

გერმანიის ექსპრეზიდენტის რიხარდ ფონ ვაიცზეკერის შვილი მოკლეს

59 წლის ვაიცზეკერს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს, როდესაც ის ქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში ლექციას ატარებდა. დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც თავდამსხმელის შეჩერებას ცდილობდა. პოლიციამ თავდამსხმელი მალევე დააკავა. მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

კახა იმნაძე

20 ნოემბერი 2019, 08:13

საქართველო

კახა იმნაძე: გაეროს უშიშროების საბჭო ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ ინფორმირებულია

საბჭო ინფორმირებული იყო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების შესახებ, მათ შორის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ. მოვითხოვეთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება“, – წერს გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.

ექიმის ცემა

20 ნოემბერი 2019, 00:59

ძალოვნები

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს

თბი­ლის­ში ნე­ი­რო­ქი­რურგს სცე­მეს. დაპირისპირების მიზეზი არსებული ინფორმაციით მისი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. მანამდე სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაწერა, რომ თბილისში ცნობილ ექიმს სცემეს.

ჰიტლერის სახლი

20 ნოემბერი 2019, 00:48

მსოფლიო

ჰიტლერის მშობლიურ სახლში პოლიციის განყოფილება განთავსდება

ავსტრიის ქალაქ ინის ბრაუნაუში, სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება განთავსდება. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიის მთავრობა ავრცელებს. „ამ შენობის პოლიციის მიერ გამოყენებამ ნათლად უნდა აჩვენოს, რომ ის არასდროს გახდება ნაციონალ-სოციალიზმის ძეგლი“, - განაცხადა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვოლფგანგ პეშორნმა.

ელექტრო თვითმფრინავი

20 ნოემბერი 2019, 00:42

ტექნოლოგიები

ბრიტანეთში ელექტრო თვითმფრინავით მგზავრობას 2023 წლიდან შეძლებენ

CAeS-ის განცხადებით, კომერციული ფრენები 2023 წლიდან დაიწყება. სპეციალისტები 9-ადგილიან ვერტფმრენზე (Britten-Norman) მუშაობენ, რომელიც მოკლე მანძილებს შორის ფრენისთვის არის განკუთვნილი. პროგრამა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ 11.7 მილიონი დოლარით, გრანტის სახით არის დაფინანსებული.

მაურისიო პოჩეტინო

20 ნოემბერი 2019, 00:27

სპორტი

პოჩეტინო „ტოტენჰემის“ მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს

მაურისიო პოჩეტინომ „ტოტენჰემი“ 2014 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა პრემიერლიგაში მე-5, მე-4, ორჯერ მე-3 და ერთხელ მე-2 ადგილი დაიკავა. გასულ სეზონში „ტოტენჰემმა“ ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც „ლივერპულთან“ დამარცხდა (0:2).