imedi /  28 ოქტომბერი 2019, 08:43 / სანდო წყარო

ამერიკელმა ქალმა დაკარგული შვილი Pornhub-ზე იპოვა

Pornhub

ფლორიდის შტატის ქალაქ სანრაიზის მკვიდრმა დაკარგული შვილი პორნოგრაფიულ ვებგვერდ Pornhub-ზე იპოვა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა The Sun Sentinel-ი წერს. მისი ცნობით, სამართალდამცველები 15 წლის გოგოს დაახლოებით ერთი წელი ეძებდნენ.

არასრულწლოვნის დედის თქმით, მან შვილის პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოები და ვიდეოები ინტერნეტში აღმოაჩინა. პოლიციამ შეისწავლა 60-მდე ვიდეორგოლი და აღმოაჩინა, რომ 15 წლის გოგო ერთ-ერთ მსახიობთან ერთად მაღაზიის გამყიდველმა მიმდინარე წლის თებერვალში ნახა.

პოლიციელებმა გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები შეისწავლეს და კაცის ვინაობა დაადგინეს. 30 წლის კრისტოფერ ჯონსონის სახლზე თვალთვალი დაიწყო და რამდენიმე დღის შემდეგ ის დაკარგულ გოგოსთან ერთად დააკავა.

მოზარდის თქმით, ვიდეორგოლები მისი მონაწილეობით ჯონსონის სახლში იყო გადაღებული. ჯონსონი მას კამერის წინ სექსით დაკავებას აიძულებდა, თუმცა თავად დაკავებული ამ ბრალდებას უარყოფს. არასრულწლოვნის თქმით, ერთ-ერთი ვიდეოს გადაღების შემდეგ ის დაორსულდა, კრისტოფერ ჯონსონმა კი ის საავადმყოფოში წაიყვანა, სადაც 15 წლის გოგოს აბორტი გაუკეთეს.

ყველა სიახლე

გიგა ბოკერია

20 ნოემბერი 2019, 17:28

საქართველო

ბოკერია: საერთაშორისო ორგანიზაციებს ვთხოვთ „გერმანული მოდელის“ ექსპერტული ანალიზი გააკეთონ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, აუცილებელია, რომ საქართველოს კონსტიტუციასთან ადაპტირებული არჩევნების „გერმანული მოდელზე“ ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ექსპერტული ანალიზი გააკეთონ.

დაბოქლომება

20 ნოემბერი 2019, 17:24

საქართველო

ოპოზიციამ ქუთაისში სააპელაციო სასამართლოს ჭიშკარს ბოქლომი დაადო

"ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციური ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი თევდორაძემ მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" წევრებთან, სამოქალაქო აქტივისტებთან და ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად, ქუთაისში სააპელაციო სასამართლოს ჭიშკარს ბოქლომი დაადო.

ჟურნალი Homeland Of Wine

20 ნოემბერი 2019, 17:13

კულტურა

ქართული ღვინის შესახებ პირველი პერიოდული ჟურნალი გამოვიდა

ქართული ღვინის შესახებ პირველი პერიოდული ჟურნალი Homeland Of Wine გამოვიდა. პრეზენტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოში გაიმართა, რომლის მიზანია ქართული ღვინის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ჟურნალი კვარტალში ერთხელ ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოვა.

Euromillions

20 ნოემბერი 2019, 17:11

ტაბლოიდი

ბრიტანელმა ლატარიაში £105 მილიონი მოიგო

დიდი ბრიტანეთის მოქალაქემ ლატარია Euromillions-ის ჯეკპოტი მოიგო. იღბლიანი ბილეთის მფლობელმა 5 ძირითადი და 2 დამატებითი ციფრი გამოიცნო. ის მეექვსე ბრიტანელია, რომელმაც ლატარეის 25-წლიანი ისტორიის განმავლობაში ჯეკპოტი მოიგო. გამარჯვებულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

აფრიკა

20 ნოემბერი 2019, 17:05

მსოფლიო

მსოფლიოში 2019 წელს ნაკლებად განვითარებული ქვეყნები დასახელდა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN) ახალი ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნები დასახელდა. სიაში 47 ქვეყანაა. ძირითადად ეს აფრიკის და აზიის ქვეყნებია. მათ შორისაა ეთიოპია, მადაგასკარი, ავღანეთი, უგანდა, ზამბია, ბანგლადეში, სოლომონის კუნძულები, ლაოსი, კამბოჯა, იემენი, ბუტანი და სხვა.

გიორგი რურუა

20 ნოემბერი 2019, 17:02

ძალოვნები

გიორგი რურუას ინტერესებს ნიკა გვარამია იცავს

მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელოს. პროკურატურა სავარაუდოდ პატიმრობას მოითხოვს. "მთავარი არხის" მეწილის, გიორგი რურუას ინტერესების დამცველი "მთავარის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიაა. სასამართლო სხდომა ჯერ არ დაწყებულა.

წვნიანი

20 ნოემბერი 2019, 16:57

ტექნოლოგიები

მეცნიერები: ზოგიერთ წვნიანს მალარიის საწინააღმდეგო თვისება აქვს

ექსპერტებმა სახლში მომზადებული 55 წვნიანის თვისება შეისწავლეს, რომელიც ლონდონის დაწყებით სწკოლაში სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოსწავლეებმა მიიტანეს. წვნიანებს, რომლის რეცეპტები თაობიდან თაობას გადაეცემა, აქტიურად იყენებენ გაციებასთან საბრძოლველად.

გია ვოლსკი გერმანული მოდელი

20 ნოემბერი 2019, 16:55

საქართველო

გია ვოლსკი: ჩვენთან „გერმანული მოდელით“ უპირატესობის მქონე პარტია უმრავლესობას მოიპოვებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოში „გერმანული მოდელი“ ვერ იმუშავებს. მისი განმარტებით, ეს მოდელი საქართველოს რეალობაში ის არის, რომლითაც უპირატესობის მქონე პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება შეუძლია.

ჰასან როუჰანი

20 ნოემბერი 2019, 16:50

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი ქვეყნაში არეულობის ორგანიზებაში აშშ-ს, საუდის არაბეთს და ისრაელს ადანაშაულებს

„ირანელმა ხალხმა კვლავ წარმატებით ჩააბარა ეს ისტროიული გამოცდა და დაამტკიცა, რომ უცხოელ მტრებს შექმნილი მდგომარეობიდან სარგებლის მიღების უფლებას არ მისცემს, იმის მიუხედავად, რომ მათ არ მოსწონთ, როგორ იმართება ქვეყანა“, - განაცხადა როუჰანიმ.

ადოლფ ჰიტლერი

20 ნოემბერი 2019, 16:41

მსოფლიო

ებრაელები ჰიტლერის და ევა ბრაუნის ნივთების აუქციონზე გატანას აპროტესტებენ

აუქციონზე ასევე იგეგმება ჰიტლერის "ჩემი ბრძოლის" მოვერცხლილი გამოცემის გაყიდვა. EGA-ს თავმჯდომარემ ღია წერილით მიმართა გერმანიის ხელისუფლებას, რომელშიც წერს, რომ აუქციონი "ნაცისტების განდიდების შესაძლებელობაა". მესამე რაიხთან დაკავშირებული 147 ნივთი უფრო დიდი ისტორიული კოლექციის ნაწილია.

სერიალი Vikings

20 ნოემბერი 2019, 16:37

კულტურა

Netflix-ი სერიალ „ვიკინგების“ გაგრძელებას გადაიღებს

Netflix-ი სერიალ „ვიკინგების“ გაგრძელებას გადაიღებს, რომელსაც Valhalla ერქმევა. The Hollywood reporter-ის ინფორმაციით, ვიკინგების ლეგენდის ახალი ისტორიის სცენარზე ჯებ სტუარტი იმუშავებს, შოუს პროდიუსერები კი მაიკლ ჰირსტი და მორგან ო'სალივანი იქნებიან. სერიალის სიუჟეტი ვიკინგებში ასახული მოვლენებიდან ასი წლის შემდეგ განვითარდება.

კანიე უესტი

20 ნოემბერი 2019, 16:36

კულტურა

ჰიუსტონის ეკლესიაში კანიე უესტის კვირის მსახურებამ YouTube-ზე რეკორდი მოხსნა

აშშ-ს შტატ ტეხასში, ჰიუსტონის ეკლესიაში ამერიკელი რეპერის კანიე უესტის კვირის მსახურებამ YouTube-ზე ონლაინ ნახვების რეკორდი მოხსნა. TMZ-ის ცნობით, ღონისძიება Facebook-სა და YouTube-ზე 4 170 000-მა ადამიანმა ნახა. მსახურება გადაიცა რადიო SiriusXM-ის ეთერში. მალე ჩანაწერს ტელევიზიებითაც აჩვენებენ.

მიგრანტები

20 ნოემბერი 2019, 16:26

მსოფლიო

საბერძნეთში მიგრანტების 3 უმსხვილესი ბანაკი დაიხურება

მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, მათ ნაცვლად „გამგაზვრებისა და იდენტიფიკაციის ცენტრები“ უნდა გაიხსნას. სავარაუდოდ, ამ ცენტრებში იმ მიგრანტებს განათავსებენ, რომლებსაც თავშესაფრის მიღების პერსექტივა არა აქვთ და სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ. ამასთან, იმათ, ვისაც თავშესაფრის მიღების შანსი აქვთ, საბერძნეთის სხვა ნაწილში გაგზავნიან.

20 ნოემბერი 2019, 16:19

მსოფლიო

ავსტრალიელი ქალი კოალას გადასარჩენად ცეცხლში შევარდა. ვიდეო

ავსტრალიაში ძლიერმა ხანძარმა ასობით ჰექტარი მოიცვა, ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ხანძრების შედეგად არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ცხოველებიც ზარალდებიან, რომლებსაც უსაფრთხო ადგილებამდე მიღწევა ძალიან უჭირთ. ავსტრალიელი ტონი დოერტი კოალის გადასარჩენად ცეცხლში შევარდა.

მიხეილ სააკაშვილი

20 ნოემბერი 2019, 15:47

მსოფლიო

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ სააკაშვილის პოლონეთში გაძევება კანონიერად ცნო

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის თებერვალში ოდესის ექს გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გაძევება კანონიერად ცნო. აუზენაესმა სასამართლომ სააკაშვილის საკასაციო სარჩელი არ დააკმაყოფილა, რომელიც მისი გაძევების უკანონოდ აღიარებას შეეხებოდა. სააკაშვილის პოლონეთში 2018 წლის 12 თებერვალს გააძევეს.

20 ნოემბერი 2019, 15:29

საქართველო

ოპოზიციის წარმომადგენლებმა გენერალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს

ოპოზიცია გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავს. მანამდე მათ პროკურატურის ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადეს. ოპოზიციის წარმომადგენლები ბოქლომის დადებას თავდაპირველად კარზე გეგმავდნენ, თუმცა ამის საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. მათ შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკებაც მოხდა.

კინოფესტივალი

20 ნოემბერი 2019, 15:24

კულტურა

თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი 1-8 დეკემბერს გაიმართება

1-ელიდან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. წელს ფესტივალი საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. ფესტივალი 1-ელ დეკემბერს 19:30-ზე კინოთეატრ ამირანში ალფრედ ჰიჩკოკის ფილმით „ შანტაჟი“ (Blackmail) გაიხსნება. ფილმს ცოცხალი მუსიკის თანხლებით უჩვენებენ.

ემილია კლარკი

20 ნოემბერი 2019, 15:18

ტაბლოიდი

ემილია კლარკი GOT-ის სცენების გადაღების დროს თავს არაკომფორტულად გრძნობდა

სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავის, ემილია კლარკის განცხადებით, შიშველი სცენების შესრულების დროს თავს არაკომფორტულად გრძნობდა. როგორც The Guardian-ი წერს, ამის შესახებ მსახიობმა ინტერვიუს დროს ისაუბრა. მისი თქმით, ასეთ მდგომარეობაში არასდროს ყოფილა და მომავალში მირებულ გამოცდილებას აუცილებლად გაითვალისწინებს და არაკომფორტულ როლს აღარ დათანხმდება.

ვაჟა გაფრინდაშვილი

20 ნოემბერი 2019, 15:09

საქართველო

ღუდუშაურის კლინიკა: ვაჟა გაფრინდაშვილს 2008 წლის აგვისტოში კლინიკა არ დაუტოვებია

ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო მთავრობის განცხადებას ეხმიანება და გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. კლინიკა გაფრინდაშვილის ოჯახს სოლიდარობას უცხადებს.

კახა იმნაძე

20 ნოემბერი 2019, 15:06

საქართველო

კახა იმნაძემ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლება მოითხოვა

გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონოდ დააკავეს სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პაციენტთან ვიზიტის განხორციელებისას, რომელსაც ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა და დღემდე დაკავებულია ე.წ. „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით.