imedi /  29 ოქტომბერი 2019, 23:28 / სანდო წყარო

ჰონგკონგელი აქტივისტი ჯოშუა ვონი არჩევნებში კანდიდატად დაბლოკეს

ჯოშუა ვონი

ჯოშუა ვონი

ჰონგ-კონგის პროდემოკრატიული აქციების აქტივისტს, ჯოშუა ვონს ჰონგ-კონგის საოლქო საბჭოს არჩევნებში კენჭისყრის უფლება არ მისცეს. არჩევნები ნოემბერშია დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ჰონგ-კონგის საარჩევნო საკითხთა კომისიის განცხადებით, ჯოშუა ვონის ნომინირება უკანონოა, ოფიციალურმა უწყებამ პირდაპირ თქვა, რომ ვონი საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.

23 წლის აქტივისტის თქმით, ის ერთადერთი კანდიდატია, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს და დაბლოკეს. 

ჰონგ-კონგის საპროტესტო აქციების შესახებ სასაუბრო ჯოშუა ვონი სექტემბერში გერმანიაში იყო ჩასული, სადაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ამის გამო ჩინეთმა გერმანია გააკრიტიკა და ოფიციალურმა პეკინმა პროტესტის ნიშნად გერმანიის ელჩი გამოიძახა.

ჰონგ-კონგის მთავრობამ ექსტრადირების შესახებ კანონპროექტი, რასაც აქციები მოჰყვა, 23 ოქტომბერს გაიწვია

ყველა სიახლე

პოლიტიკური რეკლამა

22 ნოემბერი 2019, 19:09

ტექნოლოგიები

Twitter-მა ფასიანი პოლიტიკური რეკლამა აკრძალა

Twitter-ზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე დაწესებული აკრძალვა ოფიალურად ამოქმედდა. ამიერიდან მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ პროპაგანდის გამოქვეყნებას, რომელიმე კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერის მოწოდებასა და მათთვის ფინანსური დახმარების გაწევას.

მარი იოვანოვიჩი

22 ნოემბერი 2019, 19:07

მსოფლიო

ტრამპმა გააკრიტიკა უკრაინაში ყოფილი ელჩი, რომელმაც საელჩოში მისი სურათი არ ჩამოკიდა

„ელჩმა, რომელსაც ყველა ასე აქებდა, საელჩოში ჩემ ფოტოს არ ჩამოკიდა. ამისთვის მას ორი წელი დასჭირდა. საელჩოში აშშ-ის პრეზიდენტის სურათის დაკიდება სტანდარტია. ეს ქალი ანგელოზი არ არის, გასაგებია?“ - თქვა ტრამპმა. მარი იოვანოვიჩი ერთ-ერთია იმ 12 მოწმიდან, ვინც ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე კონგრესს ჩვენება მისცა.

22 ნოემბერი 2019, 18:58

ვიდეო

ხალდეში დაბრუნება

მიგრანტები საბერძნეთი

22 ნოემბერი 2019, 18:42

მსოფლიო

საბერძნეთი არასასურველი მიგრაციის აღსაკვეთად მესაზღვრეების რაოდენობას ზრდის

საბერძნეთის თურქეთთან სახმელეთო საზღვარზე დამატებით 400 მესაზღვრე იმუშავებს, კუნძულებზე კი 800. ამასთან, გაიზრდება საზღვაო საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობაც. რამდენიმე დღის წინ საბერძნეთის მთავრობამ მიგრანტების 3 უმსხვილესი ბანაკის დახურვის შესახებ განაცხადა.

22 ნოემბერი 2019, 18:26

საქართველო

სუს-თან აქციაზე ექვსივე დაკავებული ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

კამპანია „დააბოქლომეს“ ფარგლებში მიმდინარე აქციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან დაკავებული ექვსივე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტვალი

22 ნოემბერი 2019, 18:18

კულტურა

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა გამოქვეყნდა

1-ელიდან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. წელს ფესტივალი საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. ფესტივალი 1-ელ დეკემბერს 19:30-ზე კინოთეატრ ამირანში ალფრედ ჰიჩკოკის ფილმით „შანტაჟი“ (Blackmail) გაიხსნება.

პანდა

22 ნოემბერი 2019, 18:09

ტაბლოიდი

მსოფლიოს ერთადერთი ყავისფერი პანდა 10 წლისაა

მსოფლიოს ერთადერთი ყავისფერი პანდა 10 წლის გახდა. Bored panda-ს ინფორმაციით, უნიკალური შეფერილობის პანდას - ქიზაი ჰქვია და ის განსაკუთრებულია. მის წარმოშობასთან დაკავშირებით სხვადასხვა შეხედულებები არსებობს. მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ მათი ფერი გენეტიკური მუტაციის შედეგია, ნაწილი კი პანდის ერთ-ერთი ქვესახეობად მიიჩნევს.

აკაკი ზოიძე

22 ნოემბერი 2019, 18:04

საქართველო

აკაკი ზოიძე პროპორციული სისტემის შესახებ რეფერენდუმს ითხოვს

აკაკი ზოიძე 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწაყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა.

მარია კოტაევა

22 ნოემბერი 2019, 17:57

საქართველო

მარია კოტაევა: გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი მხოლოდ ცხინვალის რეჟიმის გადასაწყვეტია

საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევის მიუხედავად გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს მხოლოდ ცხინვალის რეჟიმი გადაწყვეტს. ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ინფორმაცის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე მარია კოტაევამ განაცხადა.

Telegram

22 ნოემბერი 2019, 17:49

ტექნოლოგიები

Telegram-ის მუშაობაში გლობალური შეფერხებაა

მესინჯერი Telegram-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს. ყველაზე მეტად პრობლემები მომხმარებლებს რუსეთში, უკრაინასა და ბელარუსში შეექმნათ. შეფერეხებება აგრეთვე გერმანაში, ირლანდიასა და აშშ-ში. მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

აჭარის ტლევიზია

22 ნოემბერი 2019, 17:44

საქართველო

აჭარის ტელევიზიის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა

მეოთხე მცდელობაზე აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს. ის ადრე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი იყო. აჭარის ტელევიზიის დირექტორი პირველ ტურში ვერ აირჩიეს. 20 წუთში განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა. მან სამი ხმა მიიღო. არჩევნების პირველ ტურში ორი ხმა გიორგი კოხრეიძემ აიღო, ერთი ფირუზ ბოლქვაძემ და ერთი მაია მერკვილაძემ.

ქეთევან ციხელაშვილი

22 ნოემბერი 2019, 17:37

საქართველო

ქეთევან ციხელაშვილმა და ტიოვო კლაარმა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე იმსჯელეს

ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება და ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც სახელმწიფო მინისტრმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ისაუბრა.

მარიამ ჯაში

22 ნოემბერი 2019, 17:35

საქართველო

მარიამ ჯაში: კვირიკაშვილის პოლიტიკური გუნდის წევრი გავხდებოდი

გიორგი კვირიკაშვილი თუ პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით, მისი გუნდის წევრად მიხილავთ, თუმცა 2020 წელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია,- ამის შესახებ მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა

ზაზა თავაძე

22 ნოემბერი 2019, 17:31

საქართველო

მოსამართლე ზაზა თავაძე პარლამენტისთვის თავისი კანდიდატურის წარდგენის გადადებას ითხოვს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს წერილით მიმართავს. „ქრონიკის“ მიერ მოპოვებულ წერილში თავაძე ითხოვს, გადაიდოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევის მიზნით მისი კანდიდატურის პარლამენტისთვის წარდგენა, ვიდრე არ მოხდება მისი მაგისტრის ხარისხის შესაბამისობის დადგენა.

შოკოლადი

22 ნოემბერი 2019, 17:14

ტაბლოიდი

ავსტრიაში კაცმა 20 ტონა შოკოლადი მოიპარა

ქურდმა კომპანია Milka-ს ქარხნის პერსონალი დაარწმუნა, რომ კურიერია და 20 ტონა შოკოლადით დატვირთული სატვირთო მანქანა ქარხნის ტერიტორიიდან გაიყვანა. მან კომპანიის თანამშრომლებს ყალბი საბუთები წარუდგინა. პოლიციის ცნობით, ბოლო დროს ქვეყანაში მსგავსი შემთხვევები გახშირდა.

ალ პაჩინო

22 ნოემბერი 2019, 17:11

კულტურა

ალ პაჩინო Amazon-ის ახალ სერიალში გამოჩნდება

ცნობილი მსახიობი ალ პაჩინო Amazon-ის ახალ სერიალში გამოჩნდება. ამის შესახებ ინფორმაცია Youtube-ზე ატვირთული ტრეილერით გავრცელდა. ახალ სატელევიზიო შოუს - Hunters ერქმევა და რეჟისორი ჯორდან პილი იქნება. სერიალის სიუჟეტი 1977 წლის ნიუ-იორკში ვითარდება, სადაც სპეციალური გუნდი იმ მაღალჩინოსნების გამოაშკარავებაზე მუშაობს,

22 ნოემბერი 2019, 17:09

საქართველო

ომბუდსმენი: დაკავებულების საქმეზე სასამართლო ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ 18 ნოემბერს პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული პირების საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესები ვერ აკმაყოფილებდა ადამიანის უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს. ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში, სადაც ის პარლამენტთან აქციის დაშლის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესებს ეხმაურება.

ირაკლი ღარიბაშვილი

22 ნოემბერი 2019, 17:05

ძალოვნები

აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა

პენტაგონში აშშ - საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო - ხელშეკრულება გაფორმდა. თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობა არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი და ხელმოწერილი დოკუმენტი ძლიერი ალიანსისთვის მდგრად საფუძველს ქმნის.

აჭარის ტელევიზია

22 ნოემბერი 2019, 16:59

საქართველო

აჭარის ტელევიზიის დირექტორის არჩევნები აქციის ფონზე ჩატარდება

ტელევიზიის დირექტორობა სურს, გიორგი კოხრეიძესაც, რომლის საჩივრის საფუძველზეც ბათუმის საქალაქო სასამართლომ მეოთხე კონკურსი შეაჩერა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კი 18 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა.

გოკა გაბაშვილი

22 ნოემბერი 2019, 16:58

საქართველო

გოკა გაბაშვილმა საკრებულოს ტრიბუნას ბოქლომი დაადო

თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხმაური იყო. საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკრებულოს სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს და მათი ფრაქციის თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძისთვის 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას გააპროტესტეს.