imedi /  01 ნოემბერი 2019, 09:18 / სანდო წყარო

ასადი: ტრამპი აშშ-ის ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტია

ბაშარ ასადი

ბაშარ ასადი

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა დონალდ ტრამპს აშშ-ის ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს

„ტრამპი აშშ-ის ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტია, ოღონდ არა იმიტომ, რომ კარგ პოლიტიკას ატარებს, არამედ იმიტომ რომ ყველაზე გამჭვირვალე პრეზიდენტია. აშშ-ის პრეზიდენტები პოლიტიკურ მკვლელობებსა უკვეთავენ და ყველა სახის კრიმინალს ჩადიან, თუმცა მიუხედავად იმისა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას იღებენ და მსოფლიოში ადამიანთა უფლებების და უნიკალური ამერიკული ფასეულობების დამცველებად წარმოაჩენენ თავს.

სინამდვილეში ეს არის კრიმინალთა ჯგუფი, რომლებიც ამერიკული კომპანიების, ნავთობკომპანიებისა და შეიარაღების მწარმოებელი კორპორაციების ინტერესებს ატარებენ. ტრამპი პირდაპირ ამბობს, რომ მას მხოლოდ ნავთობი აინტერესებს“, - განაცხადა ასადმა.

მისივე თქმით, სირია არ მონაწილეობდა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ოპერაციაში, როგორც ამას ტრამპი ამტკიცებდა.

„ჩვენ ამ ოპერაციის შესახებ მედიიდან შევიტყვეთ. შესაძლოა, ტრამპმა იფიქრა, რომ თუ მეტ ქვეყანას დაასახელებდა, ეს ინფორმაციას უფრო დამაჯერებლობას შესძენდა. აშშ-ს სურთ წარმოაჩინონ, რომ ისინი ებრძვიან ტერორიზმს. ჩვენ ეს არ გვჭირდება, ჩვენ რეალურად ვებრძვით ტერორიზმს. არანაირი ურთიერთობა და კონტაქტი ამერიკულ უწყებებთან არ გვქონია. მეტიც, რეალურად ჩვენ არ ვიცით, ჩატარდა თუ არა საერთოდ ეს ოპერაცია. რადარებზე თვითმფრინავები არ დაფიქსირებულა. რატომ არ გვაჩვენეს აქამდე ალ-ბაღდადის ცხედარი?“ - აღნიშნა სირიის პრეზიდენტმა.

27 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ალ-ბაღდადი ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციისას მოკლეს. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ალ-ბაღდადიმ თავი აიფეთქა და შედეგად თავისი სამი შვილიც მოკლა. ამასთან ერთად, ტრამპმა ოპერაციაში ხელშეწყობისთვის მადლობა რუსეთს, ერაყს, სირიას, თურქეთსა და ქურთებს გადაუხადა.

მანამდე ოპერაციაში ეჭვი რუსეთმაც შეიტანა, 31 ოქტომბერს კი ალ-ბაღდადის ლიკვიდაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ დაადასტურა, პენტაგონმა კი ოპერაციის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა.

ვინ იყო სირიაში მოკლული აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე. 

ყველა სიახლე

აქცია დასრულდა

15 ნოემბერი 2019, 00:41

საქართველო

პარლამენტთან დღევანდელი აქცია დასრულდა

საქართველოს პარლამენტის წინ დღევანდელი საპროტესტო აქცია დასრულდა, თუმცა ადგილზე რჩება აქციის მონაწილეთა ნაწილი. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია და გზის სავალ ნაწილზე ხის კონსტრუქციები დევს და კარვებია გაშლილი. აქცია დასრულდა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთანაც.

ევროსაბჭო

15 ნოემბერი 2019, 00:35

საქართველო

PACE-ს თანამომხსენებლები პოლიტიკურ ძალებს მიმართავენ

საქართველოს საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები წუხილს გამოხატავენ, რომ საქართველოს პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვისთვის ცვლილება ვერ განახორციელა. ისინი ფაქტს უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.

გიორგი ბეგაძე

15 ნოემბერი 2019, 00:10

საქართველო

გიორგი ბეგაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს

საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი, რუსთავის მაჟორიტარი გიორგი ბეგაძე ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „დარწმუნებული ვიყავი, რომ შევძლებდით საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიცემული პირობის შესრულებას! დღეიდან ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას და შესაბამისად, უმრავლესობის პარტიას“, - წერს ბეგაძე.

სერგეი გავრილოვი

14 ნოემბერი 2019, 23:51

საქართველო

სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, მიმდინარე წლის ზაფხულში ასამბლეის ჩაშლის გამო და ანგარიშის წარმოდგენას იმ ზომებთან დაკავშირებით, რომელიც ინციდენტს მოჰყვა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

რუსთაველის გამზირი

14 ნოემბერი 2019, 23:48

საქართველო

აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მოთხოვნები წარადგინეს

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე მსვლელობას აწყობენ. სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლები ამ ფორმით პარლამენტის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ. პარლამენტთან მყოფმა აქციის მონაწილეებმა კი კარვები გაშალეს.

გიორგი კვირიკაშვილი

14 ნოემბერი 2019, 23:10

საქართველო

კვირიკაშვილი პარლამენტის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი-არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება“, - ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის შესახებ გადაწყვეტილებას.

პარლამენტთან კარვები გაშალეს

14 ნოემბერი 2019, 22:36

საქართველო

პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მოთხოვნების შესრულებამდე რუსთაველის გამზირზე დარჩებიან. ამ დროისთვის გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია. 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა.

გიორგი მარგველაშვილი

14 ნოემბერი 2019, 22:10

საქართველო

მარგველაშვილი: თავისუფალი და დემოკრატიული საქართველო საფრთხეშია

„გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება, თქვენი უნარი, თქვენი კავშირები და მოახდინეთ გავლენა ამ პროცესზე. ქართული დემოკრატია გაიმარჯვებს ან ეს ქვეყანა დაემსგავსება იმ მრავალ ქვეყანას, სადაც ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმია ცხოვრების წესი“, - საქართველოს ექსპრეზიდენტმა პარლამენტთან მეგობარი ქვეყნების პრეზიდენტებს მიმართა.

14 ნოემბერი 2019, 22:05

მსოფლიო

კალიფორნიის ერთ-ერთ სკოლაში სროლისას 6 ადამიანი დაიჭრა

პოლიციას მიაჩნია, რომ სროლა ერთ-ერთმა მოსწავლემ დაიწყო. სამართალდამცველების ცნობით, დამნაშავე აზიური წარმოშობის კაცია, რომელსაც შავი ფერის ტანსაცმელი ეცვა. ბოლო ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია და საავადმყოფოშია.

14 ნოემბერი 2019, 21:56

ტაბლოიდი

აზერბაიჯანში ჩვილი პირის გარეშე და კისერზე ყურებით დაიბადა

ბაქოში, ერთ-ერთ კერძო კლინიკაში ბავშვი პათოლოგიებით დაიბადა. ბაქოს მთავარი მეან-გინეკოლოგის ინფორმაციით, ახალშობილს არ ჰქონდა პირი, ყურები კი კისერზე დაუფიქსირდა. ჩვილი რამდენიმე დღეში დაიღუპა. ოჯახში, სადაც ჩვილი გაჩნდა, ორი ჯანმრთელი მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება.

საქართველოს ნაკრები

14 ნოემბერი 2019, 21:53

სპორტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდება

საქართველოს ნაკრები ხვალ შვეიცარიას დაუპირისპირდება. საფეხბურთო ნაკრებმა შვეიცარიაში გამგზავრებამდე გერმანიის ქალაქ ბად ვურისჰოფენში ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. შვეიცარიისა და საქართველოს ნაკრებების საკვალიფიაკციო ეტაპის შეხვედრა 15 ნოემბერს, 23:45 საათზე დაიწყება.

14 ნოემბერი 2019, 21:44

ტექნოლოგიები

„ვიკიპედიის“ თანადამფუძნებელმა ტვიტერს და ფეისბუკს კონკურენტი სოცქსელი შეუქმნა

უეილსის აზრით, Netflix-ის და Spotify-ს წარმატება ადასტურებს იმას, რომ მომხმარებელი მზადაა ფული მისთვის მნიშვნელოვან კონტენტში გადაიხადოს. WT: Social-ი ახლდება პოსტების ქრონოლოგიის, ხოლო ფეისბუკის ნიუსფიდი ყალიბდება „ლაიქების“ და კომენტარების რაოდენობის გათვალისწინებით.

ინდონეზია

14 ნოემბერი 2019, 21:13

მსოფლიო

ინდონეზიააში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიააში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მოლუკის კუნძულებზე დაფიქსირდა. ინფორმაციას ბრიტანული სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. სხვა ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

ბათუმი, საპროტესტო აქცია

14 ნოემბერი 2019, 20:58

საქართველო

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს

„გადამგდები ოცნება", "ძირს გადამგდები რეჟიმი", "სირცხვილია", "მატყუარა ბიძინა" - აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს. Imedinews-ის ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის სახლთან მივიდნენ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟავაძეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე პოზიციის დაფიქსირებას სთხოვენ.

ირაკლი კობახიძე

14 ნოემბერი 2019, 20:45

საქართველო

კობახიძე: პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით საკითხის შემობრუნება წარმოუდგენელია

„ამ საკითხის შემობრუნება ჩემთვის წარმოუდგენელია. თუ გვინდა, რომ გუნდი ბოლომდე დავშალოთ და გავხლიჩოთ, მაშინ ეს უნდა გაკეთდეს. არსებულ მოცემულობაში ეს არის წარმოუდგენელი“, -ეს განცხადება უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში შეხვედრის დასრულებისას გააკეთა.

რუსთაველის გამზირი

14 ნოემბერი 2019, 20:20

საქართველო

აქციის მონაწილეები: ვქმნით დროებით მთავრობას, არჩევნებს ივანიშვილის „ოცნება“ ვეღარ ჩაატარებს

„პროპორციული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს გარდამავალი მთავრობა. გარდამავალი მთავრობა კომპლექტდება ეროვნული თანხმობის კომიტეტით, პრინციპით ყველა მინუს ივანიშვილი და მისი მონები“, - ეს არის მოთხოვნები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაასახელეს.

ელექტროენერგია

14 ნოემბერი 2019, 20:08

ეკონომიკა

ანგარიში: მსოფლიოში მილიარდამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს

2030 წელს ელექტროენერგიის გარეშე მსოფლიოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი კონგოში, უგანდაში, ნიგერიასა და სუდანში იცხოვრებს. თითქმის მილიარდ ადამიანს მსოფლიოში ელექტროენერგიაზე წვდომა არ აქვს. ამის შესახებ თავის ანგარიშში საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო World Energy Outlook წერს.

ტიერი ანრი

14 ნოემბერი 2019, 19:53

სპორტი

ტიერი ანრი „მონრეალ იმპაქტის“ მთავარი მწვრთნელი გახდა

ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი მთავარი ლიგის საფეხბურთო გუნდის „მონრეალ იმპაქტის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. BBC-ის ინფორმაციით, საფრანგეთისა და არსენალის ყოფილმა თავდამსხმელმა ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

ვენეცია

14 ნოემბერი 2019, 19:45

მსოფლიო

იტალია ვენეციაში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს

იტალია ვენეციაში წყალდიდობისგან გამოწვეული ზიანის გამო საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს. ქალაქის 80%, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ნაწილი წყლით დაიტბორა, როდესაც წყლის დონე 1.87 მეტრს გაუტოლდა. მთავრობა სახსრებისა და დაფინანსების მოსაპოვებლად იმოქმედებს.

ქუთაისი, საპროტესტო აქცია

14 ნოემბერი 2019, 19:33

საქართველო

ქუთაისში აქციაზე იმ დეპუტატების სია დაწვეს, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებებს არ დაეთანხმა

,,35 გავრილოვი" ,, გადაგვაგდე! გადაგაგდებთ ივანიშვილო" ,,მხეიძე სირცხვილია" - ამ სლოგანებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ქუთაისში. ოპოზიციური პარტიები და მოქალაქეები მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბნენ და პარლამენტის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს.