imedi /  05 ნოემბერი 2019, 23:02 / სანდო წყარო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ბელარუსისგან სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის დაწესებას ითხოვს

მინსკი

მინსკი

სიკვდილით დასჯის გაუქმების საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მთავარი მომხსენებელი ტიტუს კორლატეანი ბელარუსისგან სასჯელის ამ ზომის გამოყენებაზე მორატორიუმის დაწესებას ითხოვს. კორლატეანის განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ოქტომბრის ბოლოს ქალაქ ბრესტის საოლქო სასამართლომ 8 თვის ჩვილის მკვლელს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვერდიქტი საბოლოო არ არის, ის შემაშფოთებელია, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ბელარუსის სასამართლო სისტემა აგრძელებს სიკვდილით დასჯის გამოყენებას“, - აღნიშნულია კორლატეანის განცხადებაში.

მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტები ნებისმიერ ვითარებაში სიკვდილით დასჯის გამოყენებას კრძალავს.

„ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ბელარუსის ხელისუფლებას სასწრაფოდ დააწესოს მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე. ეს ევროპის საბჭოსა და ბელარუსს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების ერთადერთი გზაა“, - აღნიშნავს კორლატეანი.

ყველა სიახლე

ხანძარი

19 ნოემბერი 2019, 22:35

ძალოვნები

საქართველოში ტყის 7 ხანძრიდან 2 ჩააქრეს

საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის 7 კერიდან ორზე ხანძარი ლიკვიდირებულია, დანარჩენ ხუთზე სრული ლოკალიზაციაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დილიდან 5 კერაზე ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში 200ზე მეტი მეხანძრე მაშველი ჩაერთვება. უწყება საქართველოს მოქალაქეებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს.

სასამართლო

19 ნოემბერი 2019, 22:28

საქართველო

სასამართლოში სადაც დაკავებულების პროცესი იმართება აქციის მონაწილეები მივიდნენ

მოძრაობა "სირცხვილიას" ლიდერები, ოპოზიციის წარმომადგენლები და აქციი მონაწილეები რომლებიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ იყვნენ, ახლა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან არიან მისულები. ისინი 18 ნოემბერს, აქციის დაშლის დროს დაკავებულ მოქალაქეებს უცხადებენ სოლიდარობას. სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული.

გახვრეტილი პრეზერვატივი

19 ნოემბერი 2019, 22:06

მსოფლიო

უგანდაში რეალიზაციიდან მილიონზე მეტი გახვრეტილი პრეზერვატივი ამოიღეს

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია Marie Stopes-მა, რომელიც კონტრაცეპციისა და ოჯახის დაგეგმვის სფეროში მსოფლიოს 35 ქვეყანაში მოღვაწეობს, უგანდაში აფთიაქებიდან და მაღაზიებიდან მილიონზე მეტი პრეზერვატივი ამოიღო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

აქცია

19 ნოემბერი 2019, 21:58

ძალოვნები

გიგა მაქარაშვილმა და სხვა დაკავებულებმა სასამართლოში პროცესზე ჰიმნი იმღერეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს დაკავებული რამდენიმე მოქალაქის სასამართლო სხდომაზე, დაკავებულებმა და სხდომაზე მყოფებმა საქართველოს ჰიმნი იმღერეს. ამის გამო მოსამართლემ რამდენიმე პირი სხდომათა დარბაზიდან გააძევა. სამი ადამიანის გაძევებას კი პროცესზე ხმაური მოჰყვა.

თამარ ჩუგოშვილი

19 ნოემბერი 2019, 21:46

საქართველო

ჩუგოშვილი: არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, შეთანხმებისთვის სივრცე არ არსებობს

„როდესაც პოლიტიკურ ძალას აქვს რაღაც მხარდაჭერა და ეს ამომრჩევლების ნახევარსაც კი არ შეადგენს, და ის იღებს 100-120 ადგილს, ამის შემდეგ ის ქვეყნის ბედს წყვეტს ისე, რომ მოსახლეობის ნახევარი არ მონაწილეობს ამაში. შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილების ლეგიტიმურობა დგება კითხვის ქვეშ”, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ბერი ნიკოლოზი

19 ნოემბერი 2019, 21:27

ტაბლოიდი

ბერი ნიკოლოზის სახლთან მრევლი მანათობელი გულის ფორმის ბუშტებით დგას. ვიდეო

თბილისში, ბერი ნიკოლოზ, იგივე ნარიმან მაქარაშვილის, ფანჯრების წინ მრევლი მანათობელი ჰელიუმის ბუშტებით მივიდა, რომელსაც გულის ფორმა აქვს. ბერი ნიკოლოზი საქართველოს საპატრიარქოს კანონიკურ მორჩილებაში არ იმყოფება და არც მღვდელმოქმედებას ასრულებს. არსებული ინფორმაციის მიხედვით, ნარიმან მაქარაშვილი 14 წელია მდუმარებაში ცხოვრობს.

ალექსანდრ ვინდმანი

19 ნოემბერი 2019, 21:26

მსოფლიო

თეთრი სახლის თანამშრომელი: ზელენსკისადმი ტრამპის მოთხოვნები არასწორი იყო

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ვიცეპოლკოვნიკის და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში უკრაინის საკითხებში ექსპერტის ალექსანდრ ვინდმანის განცხადებით, თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი მიუღებელი იყო.

ჯეფრი ეპშტეინი

19 ნოემბერი 2019, 21:18

მსოფლიო

ციხეში ჯეფრი ეპშტეინის მცველებს ჩანაწერების გაყალბებისთვის ბრალი წაუყენეს

აშშ-ში, ციხის ორი თანამშრომელი, რომლებიც მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინის თვითმკვლელობის ღამე მორიგეობდნენ, დოკუმენტების გაყალბებისთვის ბრალი წარუდგინეს. ბადრაგებმა დოკუმენტებში მოიტყუეს როდესაც ჩაწერეს, რომ ეპშტეინის საკანს 30 წუთში ერთხელ ამოწმებდნენ.

სასამართლო

19 ნოემბერი 2019, 20:47

ძალოვნები

მოსამართლემ აქციაზე 8 დაკავებულის ადვოკატს მტკიცებულებებისთვის 2-საათიანი ვადა მისცა

18 ნოემბერს პარლამენტის წინ აქციის დაშლის დროს დაკავებული 8 მოქალაქის ადვოკატს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მტკიცებულებების წარსადგენად ორი საათი მისცა. ადვოკატები ერთ სამუშაო დღეს ითხოვდნენ, რადგან მათი თქმით დაკავებულებს არ გასაუბრებიან.

19 ნოემბერი 2019, 20:37

ძალოვნები

სასამართლომ აჭარის მთავრობის პიკეტირებისას დაკავებულები დამნაშავედ ცნო

აჭარის მთავრობის შენობის პიკეტირებისას დაკავებული ოთხივე პირი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ მათ 1500-1500-ლარიანი ჯარიმები დააკისრა. დაკავებულებს, რომელთა შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც იყვნენ, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ედებოდათ ბრალი.

პარლამენტი

19 ნოემბერი 2019, 20:32

საქართველო

ცნობილია, ვინ უხელმძღვანელებს ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს

ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ბერაია განიხილებიან. ამის შესახებ ექსკლუზიურად „ქრონიკისთვის“ გახდა ცნობილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი

19 ნოემბერი 2019, 20:19

საქართველო

ცქიტიშვილი: უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატებმა შესაძლოა ფრაქცია შექმნან

საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულ კვირაში წასულმა დეპუტატებმა შესაძლოა თავისი ფრაქცია შექმნან. ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, უმრავლესობიდან წასული დეპუტატები პოლიტიკურ პროცესში საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებენ იქნებიან კრიტიკულებიც და კონსტრუქციულებიც.

აქცია რუსთაველზე

19 ნოემბერი 2019, 20:10

საქართველო

25 ნოემბერს სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს

მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლის შოთა დიღმელაშვილის თქმით, სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია 25 ნოემბერს, 19:00 საათზე საპროტესტო აქციას გამართავს და პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. ასეთი პიკეტირება ყოველ ორშაბათს გაიმართება. ამის შესახებ დიღმელაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მკვლელობა ვერცხლის ქუჩაზე

19 ნოემბერი 2019, 19:55

ძალოვნები

მოსამართლემ ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 5 დაკავებული დარბაზიდან გაათავისუფლა

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 5 დაკავებული სასამართლო დარბაზიდან, აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლდა. მათ წინასწარი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული. ამის შესახებ ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა.

დაფნე კარუან გალიცია

19 ნოემბერი 2019, 19:50

მსოფლიო

მალტელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული შესაძლოა შეიწყალონ

მალტის პრემიერმინისტრი ჯოზეფ მუსკატი ჟურნალისტ დაფნე კარუან გალიციას მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის შეწყალების საკითხს განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მისი ცნობით, ეჭვმიტანილმა, რომელიც მკვლელობის მომზადებაში შუამავლის როლს ასრულებდა, მანამდე სასამართლოს ჩვენება უნდა მისცეს.

დასაქმება

19 ნოემბერი 2019, 19:48

ეკონომიკა

იმ ადამიანების ანაზღაურება, რომლებსაც ღამე უწევთ მუშაობა, შეიძლება შეიცვალოს

თუ პირი 22:00 საათიდან 06:00 საათამდე დროის მონაკვეთში ორი საათით მაინც იმყოფება დასაქმებულის განკარგულებაში და ვალდებულია შეასრულოს ამ კანონითა და შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ის ითვლება ღამის სამუშაოზე დასაქმებულ პირად.

გაბრიელ როუჩი
გიორგი დონაძე

19 ნოემბერი 2019, 19:17

კულტურა

პრინსტონის უნივერსიტეტს ქართული გალობის ანთოლოგია საჩუქრად გადაეცა

უძველესი ქართული საგალობელი წიგნის სახით სპეციალურად ფრანკფურტის ბაზრობისთვის გასულ წელს გამოიცა. რაც შეეხება გალობის ანთოლოგიის რვატომეულს, უნიკალურ გამოცემაში მე-19 მე-20 საუკუნეებში გამოცემული, თუ ხელნაწერებში დაცული ქართული საგალობლებია თავმოყრილი.

აშშ ვერტმფრენი

19 ნოემბერი 2019, 19:10

მსოფლიო

მედია: ამერიკელმა სამხედროებმა სირიაში სამხედრო ოპერაციის შედეგად ორი ადამიანი დააკავეს

სირიაში, ჰასაკის პროვინციაში ამერიკელმა სამხედროებმა ორი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სირიული სააგენტო SANA ავრცელებს. მისი ცნობით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სადესანტო დანაყოფი სოფელ ტელ-აჰმარში ვერტმფრენებით ჩავიდა და ერთ-ერთ სახლში ორი ძმა დააკავეს.

ვაჟა გაფრინდაშვილი

19 ნოემბერი 2019, 18:57

საქართველო

ვაჟა გაფრინდაშვილის თანამესაკნე: ექიმის მოთხოვნით პატიმრებს ერთჯერადი კვება დაუნიშნეს

სოფელ ბერშუეთის მცხოვრები შოთა ბიძინაშვილი, რომელიც ცხინვალის იზოლატორში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად იყო, ამბობს, რომ გაფრინდაშვილი საპატიმროში არსებულ ვითარებას აპროტესტებდა. ბიძინაშვილის თქმით, ექიმის შესვლამდე პატიმრებს არც საჭმელს აძლევდნენ, მისი შესვლის შემდეგ კი ერთჯერადი კვება დანიშნეს.

მასწავლებლები გაფიცვა

19 ნოემბერი 2019, 18:35

მსოფლიო

ხორვატიაში მასწავლებელთა 90% გაიფიცა

ხორვატი მასწავლებლების გაფიცვამ, რომლებიც ხელფასის გაზრდა ითხოვდნენ, მთელი ქვეყანა მოიცვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს. გაფიცვა ერთი თვის წინ, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში დაიწყო, რის გამოც ცალკეულ დღეებში სწავლის პროცესი წყდებოდა.