imedi /  07 ნოემბერი 2019, 09:23 / სანდო წყარო

Twitter-ის ყოფილი თანამშრომლები საუდის არაბეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულეს

Twitter

Twitter-ის 2 ყოფილი თანამშრომელი საუდის არაბეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულეს. ერთი აშშ-ის, მეორე კი საუდის არაბეთის მოქალაქეა. ამის შესახებ BBC წერს. 

გამოძიების ვერსიით, ისინი სამსახურებრივი უფლებამოსილებით სარგებლობდნენ, რათა საუდის არაბეთის მთავრობისთვის Twitter-ის მომხმარებლების პირადი მონაცემები მოეგროვებინათ.

საუბარია 6 000-ზე მეტ ექაუნთზე, მათ შორის იმ მომხმარებლებზე, რომლებიც ოფიციალური ერ-რიადის კრიტიკით გამოირჩეოდნენ.

საუდის არაბეთის მთავრობასა და Twitter-ის თანამშრომლებს შორის კიდევ ერთი შუამავალი იყო, რომელიც ასევე ჯაშუშობაშია ბრალდებული.

ყველა სიახლე

კარლ ჰარცელი

26 თებერვალი 2020, 17:05

ეკონომიკა

კარლ ჰარცელი: DCFTA ზრდის საქართველოს კონკურენტუნარიანობასა და გლობალურ ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას

როგორც თავის გამოსვლაში ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება საქართველოს კონკურენტუნარიანობას და გლობალურ ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას ზრდის.

სებასტიან მოლინეუსი

26 თებერვალი 2020, 16:55

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი: საქართველო წარმატებული ქვეყანაა, რასაც საერთაშორისო რეიტინგებიც მოწმობს

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“ საქართველოში კონკურენტუნარიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით რამდენიმე მთავარი ფაქტორი გამოყო, მათ შორის საწარმოთა კონკურენტუნარიანობა.

კახა კუჭავა

26 თებერვალი 2020, 16:53

საქართველო

კახა კუჭავა: ევროპის საბჭოს მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარება სწორი გადაწყვეტილებაა

„მიმდინარეობდა როგორც ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, სამდივნოსთან, საორგანიზაციო განყოფილებასთან. ეს ალბათ არის ის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ამ რეალობიდან გამომდინარე უნდა მიღებულიყო კიდეც, თუ იმას გავითვალისწინებთ, რა საფრთხეები შეიძლება ახლდეს ისეთი დელეგაციის ვიზიტს, რომელსაც უხელმძღვანელებს ლავროვი, რომელსაც დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ“, - განაცხადა კუჭავამ.

კორონავირუსი

26 თებერვალი 2020, 16:45

მსოფლიო

ჯანმო: კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს

„ფაქტების დეტალური და გააზრებული ანალიზის გარეშე არ უნდა მივისწრაფოდეთ პანდემიის შესახებ განცხადების გაკეთებისკენ“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

26 თებერვალი 2020, 16:34

ძალოვნები

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები ამოიღეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (ჯამში, 267 აბი და 83 კაფსულა) და ფსიქოტროპული (ჯამში, 63 კაფსულა) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მიწისქვეშა გადასასვლელი მეტროსადგურ „ახმეტელთან“

26 თებერვალი 2020, 16:28

საქართველო

მეტროსადგურ „ახმეტელთან“ მიწისქვეშა გადასასვლელის ჰიდროიზოლაციის სამუშაოები მიმდინარეობს

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, ვეკუას ქუჩაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის ჰიდროიზოლაციის სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშოებს მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი გლდანის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო.

კორონავირუსი

26 თებერვალი 2020, 16:19

მსოფლიო

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ბრაზილიაშიც გამოვლინდა

ბრაზილიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამრიგად, საშიშმა დაავადებამ სამხრეთ ამერიკამდეც მიაღწია. დაინფიცირებული 61 წლის კაცია. ის სან-პაულუში იტალიიდან დაბრუნდა, სადაც 12 დღე გაატარა.

გია გაჩეჩილაძე

26 თებერვალი 2020, 16:18

საქართველო

გია გაჩეჩილაძე: თბილისის მერს ძალიან საინტერესო ინიციატივა აქვს

ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარე, გია გაჩეჩილაძე თბილისის მერიის ახალ ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც ადვილად აალებადი მასალების და საბურავების საცხოვრებელ სახლებთან ახლოს შენახვას და რეალიზაციის დარეგულირებას ეხება.

დავით ზალკალიანი

26 თებერვალი 2020, 16:16

საქართველო

დავით ზალკალიანი: გული მწყდება, ეს იქნებოდა უნიკალური შესაძლებლობა, რომ ევროსაბჭოს წევრი 47 ქვეყნის დელეგაციებისთვის გვემასპინძლა

ევროპის საბჭოს მინისტერიალის თბილისში ჩატარება იქნებოდა უნიკალური შესაძლებლობა, საქართველოს, რომლის თავმჯდომარეობაც დიდი წარმატებით მიმდინარეობს, ევროსაბჭოს წევრი 47 ქვეყნის დელეგაციებისთვის ემასპინძლა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ევთანაზია

26 თებერვალი 2020, 16:09

მსოფლიო

გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ ევთანაზია დაუშვა

გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომერციულ საფუძველზე ევთანაზიის აკრძალვა ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს. მოსამართლეების გადაწყვეტილებით, საკუთარი ნება-სურვილით სიკვდილის უფლება ადამიანის პირად უფლებებს განეკუთვნება.

გრიგოლ გეგელია

26 თებერვალი 2020, 16:00

საქართველო

გრიგოლ გეგელია: ლელო არანაირ შეთანხმებაში არ იმყოფება არც ერთ სხვა ძალასთან საერთო სიის თაობაზე

ლელო არანაირ შეთანხმებაში არ იმყოფება არც ერთ სხვა ძალასთან საერთო სიის თაობაზე. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ ვართ ახალი ძალა, დამოუკიდებელი პოლუსი, ვაპირებთ ვიყოთ დამოუკიდებელი, თუმცა ამავე დროს შესაძლო თანამშრომლობას არავისთან გამოვრიცხავთ. - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განუცხადა.

იაგო ხვიჩია

26 თებერვალი 2020, 15:55

საქართველო

იაგო ხვიჩია: მაჟორიტარობის კანდიდატებზე არ შევთანხმებულვართ

კანდიდატებზე არ შევთანხმებულვართ. საერთო ოპოზიციური ფორმატში ვინმეს განხილვა არ ყოფილა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

ვანო მერაბიშვილი

26 თებერვალი 2020, 15:53

საქართველო

ვანო მერაბიშვილი პოლონეთში მიემგზავრება

„ხვალ დილით, ვანო მერაბიშვილი მიემგზავრება პოლონეთის რესპუბლიკაში, სადაც სეიმის ხელმძღვანელობის მოწვევით, მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებაში. ამის შემდეგ კი აპირებს გადაუდებელი მკურნალობის კურსის ჩატარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჯონი ტატუნაშვილი

26 თებერვალი 2020, 15:53

ძალოვნები

თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლის თანამდებობაზე პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი დაინიშნა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლის თანამდებობაზე პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი დაინიშნა. ჯონი ტატუნაშვილი თავდაცვის ძალებში 1993 წლიდან მსახურობს. მისი სამხედრო კარიერა სამხედრო აკადემიიდან იწყება, სადაც 1997 წლამდე სწავლობდა.

ნინო წილოსანი

26 თებერვალი 2020, 15:45

საქართველო

ნინო წილოსანი: სამშენებლო მტვრის შემცირების მხრივ გადადგმული ნაბიჯი მნიშვნელოვანია

ნინო წილოსანის განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი იყო ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კომიტეტის თავმჯდომარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ის პირველი ნაბიჯები, რომელიც სამშენებლო მტვრის შემცირების კუთხით გადაიდგა და რომელიც დედაქალაქში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურებოდა. მისივე თქმით, ამ მხრივ, აღსანიშნავია ავტობუსების ავტოპარკის შეცვლა.

ივანე მაჭავარიანი

26 თებერვალი 2020, 15:44

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ

წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020 წელს“ ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

სელიმ ჩაკირი

26 თებერვალი 2020, 15:42

ეკონომიკა

სელიმ ჩაკირი: საქართველოს ეკონომიკური ზრდა ნამდვილად გასაკვირია, რადგან იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ეს 2019 წელს იყო პროგნოზირებული

თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციას „საქართველო და მსოფლიო 2020“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი წარმატებულად აფასებს.

მაია ცქიტიშვილი

26 თებერვალი 2020, 15:37

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: ჩვენი ადგილმდებარეობა უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის განვითარებისთვის და ეკონომიკური ზრდისთვის

„ჩვენი გეგმაა 2023 წლამდე ეტაპობრივად დასრულდეს ყველა ის საერთაშორისო მაგისტრალი, რომელსაც ვაშენებთ. ამასთან, ის იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო და სწრაფი, რაც უზრუნველყოფს გამტარუნარიანობასაც სხვადასხვა მოცულობის ტვირთისთვის“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

დავით ზალკალიანი

26 თებერვალი 2020, 15:15

საქართველო

ევროპის საბჭოს მინისტერიალი სტრასბურგში ჩატარდება

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება სტრასბურგში, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

ნათია თურნავა

26 თებერვალი 2020, 15:14

ეკონომიკა

ნათია თურნავა: დღეს 46 ქვეყანასთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მთელი მსოფლიოს მასშტაბით

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმება EFTA-ს ქვეყნებთან, ჩინეთთან და ჰონკონგთან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იმ შეთანხმებების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მოაწერა ხელი და ამით შესაბამის ბაზრებზე წვდომა გახადა შესაძლებელი.