imedi /  07 ნოემბერი 2019, 17:42 / სანდო წყარო

ჩინეთის სასამართლომ აშშ-ში ფენტალინის კონტრაბანდისტები გაასამართლა

ფენტალინი

ჩინეთიდან აშშ-ში ფენტალინის გადაზიდვისთვის ჩინეთში 9 კონტრაბანდისტს სასამართლომ მძიმე სასჯელები მიუსაჯა. ეს ნარკოტიკულ საშუალებებთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპერაციაა, რომელიც ჩინელმა და ამერიკელმა სამართალდამცველებმა ერთობლივად ჩაატარეს. ამის შესახებ BBC წერს.

ჩინეთში სასამართლოს გადაწყვეტილებით, სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ერთ-ერთ ბრალდებულს სასიკვდილო განაჩენი, ხოლო რვას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. საქმეზე ბრალდებული იყო კიდევ 6 ადამიანი, რომელთაც სასამართლომ 6-თვიდან 10 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. 

აგვისტოში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთს უსაყვედურა და განაცხადა, რომ ოფიციალური პეკინი საკმარისად არ ცდილობს აღკვეთოს აშშ-ში ფენტალინის დანაშაულებრივი გზით გადაზიდვები - ნარკოტიკული საშუალების, რომელიც 50-ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე ჰეროინი. ტრამპი ირწმუნებოდა, რომ ფენტალინი "წლიურად 100 000 ამერიკელს კლავს", თუმცა ოფიციალური უწყებების განცხადებით, ეს რიცხვი გაცილებით მცირეა (ოფიციალურად 2017 წელს ფენტალინთან დაკავშირებული გარდაცვალების 28 000 შემთხვევაა აღრიცხული).

ყველა სიახლე

სოზარ სუბარი

22 თებერვალი 2020, 14:01

საქართველო

სოზარ სუბარი: სიამოვნებით შევხედავ, როგორ ირბენს გიგა ბოკერია იმ ოლქში, სადაც ნინო ბურჯანაძე დააყენებს კანდიდატს

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმების საკითხი „ქართულ ოცნებას“ საერთოდ არ აინტერესებს. მისივე თქმით, ეს ოპოზიციის გადასაწყვეტია.

დავით ზალკალიანი

22 თებერვალი 2020, 13:55

საქართველო

დავით ზალკალიანი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 2020 წლის 23-25 თებერვალს, შვეიცარიის კონფედერაციას ვიზიტით ეწვევა, სადაც ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სესიაზე სიტყვით გამოვა.

გია ჟორჟოლიანი

22 თებერვალი 2020, 13:31

საქართველო

გია ჟორჟოლიანი: „გაერთიანებული ოპოზიციის“ მიღმა მყოფ დეპუტატებს საკონსტიტუციო გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ

ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის გარდა, სადაც არის „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ 27 დეპუტატი, პარლამენტში არის კიდევ 28 დეპუტატი, რომელთაც შეუძლიათ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მიიღონ საკონსტიტუციო გადაწყვეტილება ისეთ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც ყველასთვის, უფრო მეტისთვის იქნება მისაღები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრმა, გია ჟორჟოლიანმა განუცხადა.

სერგი კაპანაძე

22 თებერვალი 2020, 13:18

საქართველო

სერგი კაპანაძე ოპოზიციის კონსულტაციებზე: საბოლოო შეთანხმება ყველასთვის დამაკმაყოფილებელი იქნება

„ყველა პოლიტიკური ლიდერის კანდიდატურა განიხილება, ოღონდ როგორ რა პირობებში რომელ ოლქებში ამაზე როცა შევთანხმდებით მერე გაკეთდება საერთო განცხადება. ეს არის ჩვენი საერთო ბრძოლა, ბრძოლა რომელშიც ყველა პოლიტიკური ძალა თავისი მხარდაჭერიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე პოულობს თავის ადგილს“, - განაცხადა კაპანაძემ.

გიორგი გახარია

22 თებერვალი 2020, 13:06

საქართველო

გიორგი გახარია: თითოეული მოქალაქის და სახელმწიფოს ვალდებულებაა გვერდით ვედგეთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს

ის, რაც არჩილ ტატუნაშვილმა ჩაიდინა, იყო ბოლო წლების განმავლობაში გმირობის უდიდესი მაგალითი. სამშობლოსთვის გმირულად, თავდადებით მოკლული ადამიანის ხსოვნა არის ის, რაც უნდა გვაერთიანებდეს. ეს ქვეყანა ყველასია და ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები ჩვენს ცხოვრებაში აღარ იყოს",- აღნიშნა პრემიერმა.

სერგი კაპანაძე

22 თებერვალი 2020, 13:06

საქართველო

სერგი კაპანაძე: თუ პროპორციული არჩევნები არ დაინიშნა, ოპოზიცია გეგმა ბ-ს მიხედვით იმოქმედებს

„ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად კოორდინირებულად, ერთიანი ფრონტით ყველა ერთის წინააღმდეგ იყოს არჩევნებზე, თუ ის ქვეყანაში სისტემა დარჩება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს გამარჯვების იმედი აქვს. ოღონდ ამ სისტემის მიხედვით ის უფრო მეტად დამარცხდება, ვიდრე პროპორციულ სისტემაში“, - აღნიშნა კაპანაძემ.

ანტონიო გუტერეში

22 თებერვალი 2020, 12:52

მსოფლიო

გაეროს გენერალურმა მდივანმა სირიაში კონფლიქტის მონაწილეებს იდლიბში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა

„თითქმის ერთი წელია სირიის მთავრობა რუსეთის ავიადარტყმების მხარდაჭერით სამხედრო ოპერაციას ახორციელებს. ამ თვეში კი თურქეთის და სირიის სამხედრო ძალებს შორის სასიკვდილო შეტაკებები დაფიქსირდა. ადამიანის ხელით შემქნილი ეს ჰუმანიტარული კოშმარის, რომლის გამოც სირიელი ხალხი იტანჯება, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, - განუცხადა გუტიერესმა ჟურნალისტებს.

კონფერენცია

22 თებერვალი 2020, 12:35

საქართველო

პარლამენტში ჯანდაცვის პოლიტიკის თემაზე კონფერენცია მიმდინარეობს

კონფერენციის მოხსენებებში ყურადღება გამახვილდება მსოფლიოში აპრობირებულ ჯანდაცვის სისტემებზე და ტიპებზე. წარმოდგენილი იქნება ამ სისტემების ძლიერი და სუსტი მხარეები, მართვის და დაფინანსების მოდელები. ასევე განხილული იქნება სამედიცინო ინფრასტრუქტურის, კადრების, სამედიცინო განათლების და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით საქართველოში არსებული გამოწვევები.

ჯენი კვანტალიანი აჭარის ტელევიზია

22 თებერვალი 2020, 12:22

საქართველო

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები არხზე არსებულ ზეწოლაზე საუბრობენ

ჟურნალისტები ამბობენ რომ დირექტორის მოადგილის შესარჩევ კონკურსზე მოხდა ჯენი კვანტალიანის მიერ მომზადებული სიუჟეტის განხილვა, რასაც მასალის ავტორის პროტესტი მოჰყვა. ზეწოლა განხორციელდა იმ ჟურნალისტზეც ვინც დახურული სხდომიდან სიუჟეტის განხილვის შესახებ ინფორმაცია გამოიტანა.

როჯერ ფედერერი

22 თებერვალი 2020, 12:15

სპორტი

როჯერ ფედერერი ტრავმის გამო თამაშს ივნისამდე ვერ შეძლებს

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა მარჯვენა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც როგორც მინიმუმ სამი თვე ვერ ივარჯიშებს და კორტზე ბალახის სეზონის დაწყებამდე ვერ დაბრუნდება. ამ პერიოდში ფედერერი მაიამის, როლან გაროსის, ინდიან უელსისა და დუბაის ტურნირებს გამოტოვებს, რის გამოც 3180 სარეიტინგო ქულას დაკარგავს.

22 თებერვალი 2020, 12:12

ეკონომიკა

Glovo აქციის ფარგლებში მომხმარებელს შეკვეთას მხოლოდ ერთ ლარად მიუტანს

ყვითელი დღეების ფარგლებში, 20-დან 29 თებერვლის ჩათვლით, გამოიძახე სასურველი პროდუქტი Glovo-თი და მიიღე სწაფად, ხარისხიანად და რაც მთავარია, გადაიხადე ნაკლები მიტანის სერვისში.

შეხვედრა ლონდა თოლორაია

22 თებერვალი 2020, 12:05

საქართველო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და ომბუდსმენის აპარატის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, პრაქტიკული საკითხების განხილვა და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა იყო. შეხვედრა ევროპის საბჭოს ,,არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერის" პროექტის დახმარებით ჩატარდა.

შსს

22 თებერვალი 2020, 11:55

ძალოვნები

პოლიციამ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს. მას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება.

დაკავება

22 თებერვალი 2020, 11:55

ძალოვნები

ბათუმში ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

გამოძიებამ დაადგინა, რომ კ.ჟ. ბათუმში, სხვადასხვა ადგილზე, სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდა ნარკოტიკულ საშუალებებს და ამ სამალავების მისამართებს დისტანციურად ატყობინებდა ადამიანს, რომელიც შემდეგ ამ ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდა.

22 თებერვალი 2020, 11:21

საქართველო

მარინა ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს პნევმონია არ აქვთ

„ჩვენთან როგორც პაციენტი გაფორმდა მხოლოდ 2 - 8 წლის და 13 წლის ბიჭუნა. ორივესთან ჩატარებული გამოკვლევებით გამოირიცხა პნევმონია. სხვა კლინიკური ლაბორატორიული კვლევებით რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის დაფიქსირებული. მათი მდგომარეობა საშუალოზე ნაკლები სიმძიმის არის“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ქუთაისი აქცია

22 თებერვალი 2020, 11:15

საქართველო

სამოქალაქო აქტივისტებმა ქუთაისში პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს

ქუთაისში პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო მოძრაობის „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ ინიციატივით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. მათი თქმით, პარლამენტის შენობის გაყიდვა ქუთაისისთვის საბოლოო განაჩენის ტოლფასია.

ბაკურიანი ტრენინგი სამხედროები

22 თებერვალი 2020, 10:57

ძალოვნები

ქართველი ინსტრუქტორები ბაკურიანში უცხოელ სამხედროებს სამთო ტექნიკასთან მოპყრობას ასწავლიან

ზამთრის საბაზისო სამთო კურსი აქტიურ ფაზაშია გადასული. პროგრამა „ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PfP) ფარგლებში სამთო მომზადებას ნატოს წევრი და პარტნიორი 7 ქვეყნის 31 სამხედრო მოსამსახურე გადის. კურსის ბოლოს სამხედროებს ტექნიკურ და ფიზიკურ მოქმედებებში ტესტირება ჩაუტარდებათ.

ავღანეთი მშვიდობისმყოფელები

22 თებერვალი 2020, 10:47

ძალოვნები

მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთიდან დაბრუნდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული საქართველოში დაბრუნდა. ქართველი მშვიდობისმყოფელები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში შვიდი თვის განმავლობაში ასრულებდნენ.

კორონავირუსი

22 თებერვალი 2020, 10:35

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 109 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 109 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 2345-ს მიაღწია. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 397 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 76 288-მდე გაიზარდა.

საჩხერე საავადმყოფო სასტუმრო

22 თებერვალი 2020, 10:30

საქართველო

ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები საჩხერის საავადმყოფოს ტერიტორიაზე სასტუმროში მოათავსეს

მათ უკვე დაურიგდათ ინსტრუქცია, სამედიცინო პერსონალიც შესაბამისად არის აღჭურვილი. მაია ხელაძე ამბობს, რომ საჩხერის საავადმყოფოს სასტუმრო სავარაუდოდ სწორედ იმიტომ შეირჩა, რომ საჭიროების შემთხვევაშია პერიმეტრზე სტაციონარის განყოფილებაცაა, საჭიროების შემთხვევაში კი სამედიცინო დაწესებულებას მათი მკურნალობისთვის შესაბამისი პირობები გააჩნია.