imedi /  11 ნოემბერი 2019, 20:07 / სანდო წყარო

დანიაში ებრაული საფლავები შეურაცხყვეს

დანიაში დაუდგენელმა პირებმა XIX საუკუნის ებრაულ სასაფლაოზე 80-ზე მეტ საფლავს საღებავი შეასხეს. Euronews-ის ცნობით, შემთხვევა იუტლანდიის ნახევარკუნძულზე მდებარე ქალაქ რანერსში მოხდა.

მედიის ცნობით, ეს ვანდალიზმის ეს ფაქტი სავარაუდოდ „ბროლის ღამეს“ ეძღვნება. 81 წლის წინ ამ დღეს გერმანიაში ნაცისტებმა ებრაული სკოლები, მაღაზიები, სახლები და სინაგოგები დაარბიეს და დაწვეს.

მომხდარს დანიის პრემიერმინისტრი მეტე ფრედერისკენი უკვე გამოეხმაურა. მან ვანდალიზმი დაგმო და განაცხადა, რომ ანისიმეტიზმი და რასიზმი დანიურ საზოგადოებაში დაუშვებელია.

ყველა სიახლე

ივანე მაჭავარიანი

09 დეკემბერი 2019, 15:27

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი: სურგულაძის გადაწყვეტილება ბუნებრივად მეჩვენება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარის ლევან სურგულაძის თანამდებობიდან წასვლას გამოეხმაურა. ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ეს სურგულაძის პირადი გადაწყვეტილებაა და აქ არაბუნებრივი არაფერია.

საპენსიო სააგენტო

09 დეკემბერი 2019, 15:20

საქართველო

გახარია სურგულაძეზე: ძალით ხომ არ ვამუშავებთ, თან დაგვპირდა რომ ილოცებს

"სააგენტოს სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა სახე ჰყავს. სააგენტოს წესდებიდან გამომდინარე, ის იყო ფაქტობრივად მენეჯერი. სააგენტოს ჰყავს ბორდი და ბევრი სხვა მმართველი, ასევე ძალზე პატივსაცემი და მაღალი რეპუტაციის მქონე. ადამიანმა თქვა, მინდა წასვლა და ძალით ხომ არ ვამუშავებთ? თან დაგვპირდა, რომ ილოცებს", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ავტოავარია

09 დეკემბერი 2019, 15:04

ტექნოლოგიები

ავტოპილოტზე მოძრავი Tesla პოლიციის მანქანას დაეჯახა

პოლიციის ცნობით, Tesla Model 3-ის მფლობელმა მანქანა ავტოპილოტზე მომართა. ამის შემდეგ Tesla პოლიციის გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა და გაათრია, რომელიც გაფუჭებული ავტომობილის უკან იდგა. შეჯახების ძალის შედეგად კი პოლიციის მანქანა წინ მდგომ გაფუჭებულ ავტომობილს დაეჯახა.

მალტა საპროტესტო აქცია

09 დეკემბერი 2019, 15:03

მსოფლიო

მალტაზე საპროტესტო აქციის მონაწილეები პრემიერმინისტრის ოფისში შეიჭრნენ

მალტაზე საპროტესტო აქციის მონაწილეები პრემიერმინისტრ ჯოზეფ მუსკატის ოფისში შეიჭრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. დემონსტრანტები ჟურნალისტ დაფნე კარუან გალიციას მკვლელობის გამო მუსკატის გადადგომას ითხოვენ. 40-მდე მომიტინგე პრემიერის ადმინისტრაციის შენობაში გვერდითი შესასვლელიდან შევიდნენ და შესასვლელი დაბლოკეს. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ჯოზეფ მუსკატი შენობაში არ იმყოფებოდა.

ცემენტი

09 დეკემბერი 2019, 14:58

ეკონომიკა

კვლევა: ცემენტის 31 სახეობიდან სტანდარტს მხოლოდ 9 აკმაყოფილებს

საქართველოს ცემენტის ასოციაციის ფარული ტესტირების შედეგების მიხედვით, ადგილობრივ ბაზარზე წარმოებული შეფუთული ცემენტის 31 სახეობიდან 6 კომპანიის მხოლოდ 9 პროდუქტმა (29%) დააკმაყოფილა ევროპული EN197-1 და EN413-1 სტანდარტების მოთხოვნები.

09 დეკემბერი 2019, 14:28

სპორტი

რუსეთს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა 4 წლით აეკრძალა

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) რუსეთს 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობა აუკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. გარდა ამისა, WADA-მ რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტოს მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის შესაბამისობის სტატუსი ჩამოართვა.

09 დეკემბერი 2019, 14:15

საქართველო

მოძრაობა „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრებმა ბილტმორთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი მივლენ ყველგან, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები იქნებიან და გააგონებენ თავინთ ხმას. მათ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს იმ კანონპროექტის ჩავარდნა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო.

თურქეთი ქალები

09 დეკემბერი 2019, 13:51

მსოფლიო

თურქეთში ქალთა უფლებადამცველების აქცია პოლიციამ დაშალა

სიმღერა აკრიტიკებს სახელმწიფოს იმის გამო, რომ საკმარისად არ იბრძოლა ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. სიმღერის ერთ მონაკვეთში ქალები ამბობენ "მოძალადე შენ ხარ" და ამით უარყოფენ მოსაზრებას, თითქოს, მსხვერპლი ქალები გარკვეულწილად პასუხისმგებლები არიან იმაზე, რომ მათზე ძალადობენ.

ვულკანი

09 დეკემბერი 2019, 13:33

მსოფლიო

ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევისას დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ვულკანის ამოფრქვევა ადგილობრივი დროით 2:30 საათზე დაიწყო. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ვულკანის ამოფრქვევისას „თეთრ კუნძულზე“ სავარაუდოდ 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა, დაშავებულთა უმრავლესობა ტურისტია.

სვიტერი კოკაინი

09 დეკემბერი 2019, 13:25

ტაბლოიდი

Walmart-მა შეაჩერა სვიტერის გაყიდვა, რომელზეც მომხმარებლებმა კოკაინზე მინიშნება იპოვეს

მსოფლიოში უმსხვილესმა სავაჭრო ქსელმა Walmart-მა შეაჩერა საშობაო სვიტერის გაყიდვა, რომლის პრინტზეც მომხმარებლებმა კოკაინზე მინიშნება იპოვეს. ფოტოებზე FUN Wear-ის ბრენდის სვიტერზე დივანზე მჯდომი სანტა-კლაუსი, ხოლო მის წინ მდგარ მაგიდაზე თეთრი ფხვნილის სამი ზოლია გამოსახული.

არჩილ თალაკვაძე

09 დეკემბერი 2019, 13:19

საქართველო

თალაკვაძე: რუსული პროპაგანდის მოკავშირეებს შორის ჩვენი მწვავე ოპონენტებიც არიან

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სანამ რუსული ოკუპაცია არ დასრულდება და რუსი ჯარისკაცები არ დატოვებენ ქვეყნის ტერიტორიას, საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ იქნება არანაირი კომპრომისი. თალაკვაძის თქმით, ზურაბ აბაშიძეს არ უთქვამს, რომ ხელისუფლება "რამე ცენტრის გახსნას" გეგმავს.

იენს სტოლტენბერგი

09 დეკემბერი 2019, 13:07

მსოფლიო

სტოლტენბერგი: რუსეთი ნატოს მტერი არაა, ჩვენ მტრები და მეგობრები არ გვყავს

ნატო რუსეთს მტრად არ განიხილავს და სამყაროს მტრებად და მეგობრებად არ ყოფს, - ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ჩვენ მტრების სიას საერთოდ არ ვადგენთ. არ განვიხილავთ რუსეთს მტრად, მაგრამ ვხედავთ, რომ თავდაჯერებულმა რუსეთმა მეზობელი ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენა“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ინდექსი

09 დეკემბერი 2019, 12:59

საქართველო

გაეროს ჰუმანური განვითარების ინდექსში საქართველო 70-ე ადგილზეა

ჰუმანური განვითარების ინდექსში (HDI) საქართველო 70-ე ადგილს იკავებს, 189 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის. ეს მონაცემები შევიდა 2019 წლის ჰუმანური განვითარების ანგარიშში (HDR), რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში დღეს გამოქვეყნდა.

კორუფცია

09 დეკემბერი 2019, 12:53

საქართველო

გამოკითხულთა 51%-ის აზრით კორუფციის საქმეებს თანამდებობის პირების შემთხვევაში სათანადოდ არ იძიებენ

საქართველოში გამოკითხულთა 36% ფიქრობს, რომ გავრცელებულია თანამდებობის პირთა მიერ თანამდებობის გამოყენება პირადი გამორჩენისთვის, ხოლო 51% ფიქრობს, რომ არ ხდება კორუფციის შემთხვევების სათანადოდ გამოძიება.

კიმ ჩენ ინი

09 დეკემბერი 2019, 12:48

მსოფლიო

კიმ ჩენ ინმა სამთო-სათხილამურო და სპა კურორტი გახსნა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა იანგდოკის სამთო-სათხილამურო და სპა კურორტი გახსნა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს. ქვეყნის მეთაურის განცხადებით, იანგდოკის კურორტზე ადამიანები „სოციალისტური წყობის მაღალი ცივილიზაციის“ მიღწევებით ისარგებლებენ.

09 დეკემბერი 2019, 12:37

ეკონომიკა

საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობას ტოვებს

საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მედიას ცოტახნის წინ განუცხადა. მან შესაბამისი თხოვნით საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს უკვე მიმართა.

09 დეკემბერი 2019, 12:18

მსოფლიო

თურქეთმა საფრანგეთს ტერორიზმთან დაკავშირებული 11 წევრი გადასცა

თურქეთის ხელისუფლებამ საფრანგეთში ამ ქვეყნის 11 მოქალაქის დეპორტაცია განახორციელა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საფრანგეთის მოქალაქეები ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ იყვნენ დაკავშირებულნი.

გალ გადოტი

09 დეკემბერი 2019, 12:17

კულტურა

ფილმის „ქალი-საოცრება: 1984“ ტრეილერი გამოქვეყნდა

სტუდია Warner Bros.-მა ფილმის „ქალი-საოცრება: 1984“ ტრეილერი გამოაქვეყნა. როგორც დასახელებიდან ჩანს, ფილმში მოქმედება 1984 წელს ხდება. ამაზონების პრინცესა დიანას როლს კვლავ გალ გადოტი ასრულებს. მასთან ერთად მთავარ როლებში კრისტენ უიგი და პედრო პასკალი გამოჩნდებიან. ორივე მათგანი უარყოფითი გმირის როლს ასრულებს.

მკვლელობა

09 დეკემბერი 2019, 12:02

ძალოვნები

ქარელში 22 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ცოლის ძმა დააკავეს

სოფელ დირბში დის ქმრის მკვლელობისთვის კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს შსს-ში დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ ცოლის ძმა გუშინ ღამე დააპატიმრეს. დაკავებული 1996 წელს არის დაბადებული.

იარაღის გაყიდვა

09 დეკემბერი 2019, 11:49

ეკონომიკა

კვლევა: მსოფლიოში იარაღით ვაჭრობის მოცულობა ისევ იზრდება

2018 წელს იარაღის გაყიდვების მოცულობამ 420 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2017 წელთან შედარებით 4.6%-ით, ხოლო 2002 წელთან შედარებით 47%-ით მეტია. ამასთან, მონაცემების ნაკლებობის გამო, კვლევაში ჩინეთი არ მოხვდა.