imedi /  19 ნოემბერი 2019, 18:35 / სანდო წყარო

ხორვატიაში მასწავლებელთა 90% გაიფიცა

მასწავლებლები გაფიცვა

ხორვატი მასწავლებლების გაფიცვამ, რომლებიც ხელფასის გაზრდა ითხოვდნენ, მთელი ქვეყანა მოიცვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

გაფიცვა ერთი თვის წინ, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში დაიწყო, რის გამოც ცალკეულ დღეებში სწავლის პროცესი წყდებოდა. პროფკავშირების განცხადებით, ახლა გაფიცვა მთელს ქვეყანას შეეხება.

გაფიცული მასწავლებლების ერთ-ერთმა ლიდერმა ბრანიმირ მიხალინეცმა განაცხადა, რომ გაფიცვას მასწავლებელთა 90% შეუერთდა და უახლოეს დღეებში ისინი საპროტესტო აქციასაც გამართავენ.

ხორვატი მასწავლებლების განცხადებით, მათი ანაზღაურება სხვა საჯარო მოხელეების ხელფასებზე გაცილებით დაბალია და ეს უსამართლობა უნდა აღმოიფხვრას.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

11 დეკემბერი 2019, 16:30

საქართველო

კალაძე 14 დეკემბრის აქციაზე ყველას, მათ შორის საჯარო მოხელეებს ოჯახებით ეპატიჟება

„ყველას, მათ შორის, საჯარო მოხელეებსაც აქვთ უფლება, მობრძანდნენ აქციაზე. ვერავინ შეზღუდავს საჯარო მოხელეს და არ მოგატყუოთ ვინმემ, მეგობრებო, მობრძანდით, წამოიყვანეთ შვილები, შვილიშვილები და ერთად ვიზეიმოთ 14 დეკემბერს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გრეტა ტუნბერგი

11 დეკემბერი 2019, 16:23

მსოფლიო

ტუნბერგი მსოფლიოს ლიდერებს კლიმატის ცვლილებებით პიარის კეთებაში ადანაშაულებს

გარემოს დამცველმა აქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, შეწყვიტონ "ჭკვიანური აღრიცხვა და შემოქმედებითი პიარის" გამოყენება, რითაც თავიდან ირიდებენ კლიმატის ცვლილებებზე რეალურ მოქმედებას. ამის შესახებ ტუნბერგმა გაეროს კლიმატის სამიტზე თქვა.

ალექსანდრ გაბიშევი

11 დეკემბერი 2019, 16:19

ტაბლოიდი

პუტინის „განსადევნად“ მიმავალ შამანს იაკუტიის დატოვება აუკრძალეს

გაბიშევის ადვოკატი ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიციელზე ძალადობის გამო აღიძრა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ შამანი 1000 რუბლით პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო დააჯარიმეს. გაბიშევმა ვლადიმერ პუტინის განსადევნად მოსკოვში მოგზაურობა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო.

ელექტრომოწყობილობი

11 დეკემბერი 2019, 16:15

ტექნოლოგიები

ათწლეულის საუკეთესო ელექტრომოწყობილობები დასახელდა

სიის ლიდერი iPhone 4 გახდა. მთავარი რედაქტორის ნილ პატელის თქმით, 2010 წელს გამოშვებული ეს აპარატი ყველაზე ლამაზი, ინოვაციური და ბაზარზე გავლენიანი სმარტფონია. მეორე ადგილს ჭკვიანი დინამიკი Amazon Echo იკავებს, რომელიც ამერიკულ ბაზარზე ჭკვიანი დივაისების ლიდერია. მესამე ადგილზე პორტატული კომპიუტერი MacBook Air-ი მოხვდა.

Juice Wrld

11 დეკემბერი 2019, 16:09

კულტურა

TMZ: რეპერმა Juice Wrld-მა სიკვდილის წინ ის აბები დალია, რომელსაც FBI ეძებდა

21 წლის მუსიკოსი 8 დეკემბერს დილით, ჩიკაგოს აეროპორტში გარდაიცვალა, სადაც ის ლოს-ანჯელესიდან კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა. გამოცემის ინფორმაციით, FBI დიდი ხნის განმავლობაში უთვალთვალებდა რეპერსა და მის ჯგუფს და ეჭვობდა, რომ ნარკოტიკების შენახვა-ტრანსპორტირებაში იყვნენ ჩართულები.

გიორგი გახარია

11 დეკემბერი 2019, 15:50

საქართველო

გიორგი გახარია: ქართული ჯარის წინაშე ყველამ ბოდიში უნდა მოვიხადოთ

ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე. პირველ რიგში უნდა მოვიხაროთ ქედი იმ გმირობებისთვის, რასაც ეს ბიჭები ყოველდღიურად სჩადიან, რომლის მაგალითიც გვქონდა დღეს. მინდა, მათ პირველ რიგში ჯანმრთელობა და რაც შეიძლება მეტი გამარჯვება ვუსურვო.

გიგა ბოკერია

11 დეკემბერი 2019, 15:45

საქართველო

ბოკერია: ვისაც პარლამენტში სურს ხვალ ყოფნა ღამე უნდა გაათენოს რადგან დილიდან პიკეტირება იწყება

ხვალ დილიდან იქნება პიკეტირება პარლამენტის, ამიტომ, ვისაც უნდა პარლამენტში შესვლა, ღამე უნდა გაათენონ. სანამ ამ სამარცხვინო “კლოუნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არ გადათქვამს იმ შეურაცხყოფას, რაც საზოგადოებას მიაყენა, ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება არ ექნებათ.

რუსთავი

11 დეკემბერი 2019, 15:22

ძალოვნები

რუსთავში ორი მუშა ხარაჩოდან გადავარდა

რუსთავში სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული ორი მუშა ხარაჩოდან გადავარდა. შემთხვევა კოსტავას გამზირზე მოხდა. დაშავებულები ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანე. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი

11 დეკემბერი 2019, 15:13

ძალოვნები

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მწყემსის დაჭრაზე გამოძიება მიმდინარეობს

შემთხვევა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსიდან რამდენიმე კილომეტრის რადიუსში მოხდა. მწყემსი თავშია დაჭრილი და ის განჯის ერთ-ერთ საავადმყოფოშია მოთავსებული. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აცხადებს, რომ აზერბაიჯანის საზღვართან ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს.

მტრედი

11 დეკემბერი 2019, 15:11

ტაბლოიდი

ლას-ვეგასში კოვბოის ქუდით მტრედები გამოჩნდნენ🐦🤠

ლას-ვეგასში მცხოვრებმა ბობი ლიმ ქალაქში უცნაურობა შენიშნა - კოვბოის ქუდით მოსიარულე მტრედი. ლიმ ჩიტის გამოკვება სიმინდის ჩიფსებით სცადა, მაგრამ ფრინველს შეეშინდა. თუმცა ლიმ ვიდეოს გადაღება მოასწრო, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ვირუსულიც გახდა.

აუნ სან სუ ჩი

11 დეკემბერი 2019, 14:44

მსოფლიო

აუნ სან სუ ჩი გაეროს საერთაშორისო სასამართლოში მიანმარის მიერ გენოციდზე ბრალდებებს უარყოფს

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი საერთაშორისო სასამართლოზე როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ მიანმარის მიერ გატარებულ ქმედებებზე სცემს პასუხებს. სიტყვით მიმართვაში, აუნ სან სუ ჩიმ მიანმარის წინააღმდეგ საქმეს "ნაკლოვანი და არასწორი" უწოდა.

Saudi Aramco

11 დეკემბერი 2019, 14:41

ეკონომიკა

Apple-მა ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსი დაკარგა

კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 1,88 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ამრიგად, Saudi Aramco-მ Apple-ს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსი ჩამოართვა. ამ დროისთვის ამერიკული კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1,19 ტრილიონი დოლარია.

ჟენევა

11 დეკემბერი 2019, 14:16

საქართველო

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს

სეპატისტული რეჟიმის წარმომადგენელი ქართველ ჟურნალისტებთან არ საუბრობს. დისკუსიების შესახებ ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მძიმე რაუნდია მოსალოდნელი. ლაშა დარსალიას თქმით, ყველა უკანონო ქმედებაზე პასუხისმგებელი რუსეთია.

ახალი წელი

11 დეკემბერი 2019, 14:00

ტაბლოიდი

ამერიკულმა კომპანიამ თანამშრომლები საშობაოდ $10 მილიონით დაასაჩუქრა

კომპანიის დამფუძნებლის, ედვარდ სანტ ჯონის თქმით, თითოეული თანამშრომელი პრემიის შესაბამისს ოდენობას დაკავებული თანამდებობის მიხედვით მიიღებს, თუმცა საშუალოდ პრემია 50 ათასი დოლარი იქნება, გარკვეული თანამდებობის მქონე თანამშრომლები კი 250 ათას დოლარსაც კი მიიღებენ.

სალომე ზურაბიშვილი

11 დეკემბერი 2019, 13:59

საქართველო

ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ მას საგანგებოდ აბულინგებენ

მისი თქმით, იმის მაგივრად, რომ საქმეზე ორიენტირებული კომენტარები ან თუნდაც კრიტიკა ისმოდეს, ჩასაფრებული პოზიციიდან პრეზიდენტის ყველა სიტყვა ხდება საქილიკო. ვრცელდება დამახინჯებული და გროტესკულად კონტექსტიდან ამოგლეჯილი მისი სიტყვები, ცილისმწამებლური შეფასებებითა და ინტერპრეტაციებით.

ემილიანო ნახატი

11 დეკემბერი 2019, 13:38

მსოფლიო

მექსიკის გმირის შიშველ ნახატს მეხიკოში პროტესტი მოჰყვა

მეხიკოში არტ გალერეის შესასვლელი პროტესტის მონაწილეებმა ჩაკეტეს. ისინი აპროტესტებენ გალერეაში რევოლუციური გმირის, ემილიანო ზაპატას შესახებ შესრულებულ ნახატს, რომელზეც ის შიშველი ზის ცხენზე. ნახატზე ემილიანო ზაპატას ქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია და ვარდისფერი ქუდი ახურავს.

ვაჟა გაფრინდაშვილი

11 დეკემბერი 2019, 13:12

ძალოვნები

ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი 13 დეკემბერს გაიმართება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლო 13 დეკემბერს განიხილავს. ე.წ. სასამართლო პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული. ეს ინფორმაცია ექიმს შვილს ირინა გაფრინდაშვილს ვლადიკავკაზელმა ადვოკატმა მიაწოდა.

სალომე ზურაბიშვილი

11 დეკემბერი 2019, 13:06

საქართველო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში წერია. საუბარია პრეზიდენტის ციტატაზე, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს არ ჰყავს ჯარი და არ აქვს იარაღი.

გიგი უგულავა
გოკა გაბაშვილი

11 დეკემბერი 2019, 12:54

საქართველო

გიგი უგულავას თქმით, მას და გოკა გაბაშვილს აეროპორტში თავს დაესხნენ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებს გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს დაესხნენ. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი Facebook-ზე წერს. მისი თქმით, შემთხვევა საპასპორტო კონტროლის შიგნით ზონაში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

სესხები

11 დეკემბერი 2019, 12:52

ეკონომიკა

111 ათასზე მეტ მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება

2019 წლის 1-ლი ნოემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 111400 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 9 პროცენტამდე გაეზარდათ.